საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინფორმაცია 2024 წლის 13 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა სალიას არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 3
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/29/24, 11:43 AM
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
13 დეკემბერი 2024 10:30
2024 წლის 13 დეკემბერი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/11; 04.12.2024) განხილვა გამარტივებული წესით;
მომხსენებელი:
თამარ
მახარაშვილი
-
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2.
წინა
მოწვევის
პარლამენტში
განსახილველად
წარდგენილი
იმ
კანონპროექტების
განხილვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, რომელზეც წამყვან
კომიტეტად განისაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე;
3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
https://parliament.ge/print/announcement/3089?local=true
1/2
12/29/24, 11:43 AM
https://parliament.ge/print/announcement/3089?local=true
საქართველოს პარლამენტი
2/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი
ოქმი N3
2024 წელი, 13 დეკემბერი, 10:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი
(C კორპუსი, II სართული, ოთახი N239)
სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, პაატა სალია, ნინო
წილოსანი, ვლადიმერ კახაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი სოსიაშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და დავით ლომინაშვილი საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი.
სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის
წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს
წარმოდგენილ დღის წესრიგს.
დღის წესრიგი:
1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/11; 04.12.2024) განხილვა გამარტივებული წესით;
მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
2. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტების
განხილვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, რომელზეც
წამყვან კომიტეტად განისაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტი.
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
მინისტრის
მოადგილემ,
თამარ
მახარაშვილმა კომიტეტის წევრებს გამარტივებული წესით განსახილველად წარუდგინა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/11; 04.12.2024).
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს
მიეცემათ შესაძლებლობა კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე
ჩააბარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის
გამოცდა. კერძოდ: პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის
დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. პირს,
რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების
სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ
მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური
მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის
ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის
უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ
მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი,
უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1
იანვრისა.
კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრის, ნინო წილოსანის კითხვა ეხებოდა განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული
იყო სპეციალური მასწავლებლების დასახმარებლად მათი გადამზადების პროცესში.
კომიტეტის წევრის, გიორგი სოსიაშვილის კითხვა ეხებოდა გამოცდების ჩატარების
პერიოდულობასა და სპეციფიკას. აგრეთვე, არის თუ არა დაგეგმილი ზემოაღნიშნული
გამოცდის ჩაბარების უფლება მიეცეს ბაკალავრის დიპლომის მქონე პირებსაც.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ
მახარაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებლის სახლის
მეშვეობით ჩატარდეს ნებისმიერი საგნობრივი მიმართულებით მასწავლებელთა
ტრენინგები, ამას გარდა, სამინისტრო იკვლევს თუ რატომ ვერ შეძლეს რიგ შემთხვევაში
კომპეტენციის დადასტურება მასწავლებლებმა და შესაბამისად, ინფორმაციის სრულად
შეგროვებისა და ანალიზის შემდეგ, შემუშავდება მიზნობრივი ტრენინგები, რომლებიც
ინდივიდუალურ საჭიროებაზე იქნება დაფუძნებული და კიდევ უფრო მეტად დაეხმარება
ყველას შეძლონ კომპეტენციის ამაღლება. რაც შეეხება გამოცდების ჩატარების
ინტენსივობას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზემოაღნიშნული გამოცდა ტარდება
წელიწადში ერთხელ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს გამარტივებული წესით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/11; 04.12.2024).
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის
აპარატის
წარმომადგენელმა, ოთარ ბეჟიტაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგით
წარმოდგენილი მეორე საკითხის შესახებ - წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად
წარდგენილი იმ კანონპროექტების განხილვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული
საკითხის
განხილვა,
რომელზეც
წამყვან
კომიტეტად
განისაზღვრა
განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის აპარატის პოზიცია.
ოთარ ბეჟიტაშვილის განცხადებით, წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად
წარმოდგენილი იყო ორი კანონპროექტი, რომელზეც წამყვან კომიტეტად განსაზღვრული
იყო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. აღნიშნულ
კანონპროექტებზე განხილვის პროცედურა არ არის დასრულებული. პირველი
კანონპრექტი, ეს იყო საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა
მანჯგალაძის და თეონა აქუბარდიას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/70; 02.06.2021). აღნიშნული
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა 2021 წლის 22 ნოემბერს, არსებობს
უარყოფითი დასკვნა. საკითხი ეხებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის წესს. იმის გამო, რომ რექტორის არჩევის
შემოთავაზებული წესი არ შეესაბამებოდა არსებულ კანონმდებლობასა და ზოგადად
ევროპულ პრაქტიკას, აღნიშნულ კანონპროექტზე კომიტეტმა მიიღო უარყოფითი
გადაწყვეტილება.
მეორე კანონპროექტი, ეს იყო საქართველოს პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-3/370; 25.10.2023). აღნიშნული კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე განხილულია
პირველი მოსმენით 17 ნოემბერს, 2023 წელს. წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ
არსებობს კომიტეტის უარყოფითი დასკვნა. შემოთავაზებული პროექტი ეხებოდა სკოლის
დირექტორის არჩევისა და შერჩევის წესში ცვლილებებს. როგორც პირველი
კანონპროექტი, ეს უკანასკნელიც, არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი თვლის რომ მიზანშეუწონელია
დასახელებული ორი კანონპროექტის შესახებ განხილვების გაგრძელება.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს
წინა
მოწვევის
პარლამენტში
განსახილველად
წარდგენილი
იმ
კანონპროექტების განხილვის მიზანშეუწონლობას, რომელზეც წამყვან კომიტეტად
განისაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0.
კომიტეტმა მოისმინა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი
მიქანაძემ კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილის
პოზიციაზე
წარუდგინა
პაატა
სალიას
კანდიდატურა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი
დაუჭირეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე პაატა სალიას კანდიდატურას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 7;
წინააღმდეგი: 0;
თავი შეიკავა: 0
სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე
სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე