საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“-ს რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 8
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/16/24, 12:35 PM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
13 დეკემბერი 2024 10:10
2024 წლის 13 დეკემბერი, 10:10 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3104?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 13 დეკემბერი, 10.10 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N8
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ
მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა;
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის
განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის საკითხის
განხილვა
მოისმინეს:
დავით
მათიკაშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის
თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართული მასალებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის
რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ რეგისტრაცია.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს
პარლამენტის ბიუროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის
საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალა“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2