საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი, წინა მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი იმ კანონპროექტების ნუსხა, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებას კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს (№2-16082/24; 12.12.2024): ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/343; 29.06.2023); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის, დავით სერგეენკოს და ხათუნა კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/107; 02.09.2021); გ) „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ შესახებ“ (№07-3/466; 09.06.2020) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი; დ) საქართველოს პარლამენტის წევრების: თინათინ ბოკუჩავას, ლევან ბეჟაშვილის, ნიკა მაჭუტაძის, თეონა აქუბარდიას, გიორგი ვაშაძის, დავით უსუფაშვილის, სალომე სამადაშვილის, ანა ბუჩუკურის, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, ნატო ჩხეიძის, როსტომ ჩხეიძის, ხატია დეკანოიძის, რომან გოცირიძის, თამარ ჩარკვიანის, ქეთევან თურაზაშვილის, ალექსანდრე ელისაშვილის, პაატა მანჯგალაძის, შალვა შავგულიძის და გრიგოლ ვაშაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი (№07-3/381; 08.11.2023).
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 3
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/30/24, 2:59 AM
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
13 დეკემბერი 2024 11:00
2024 წლის 13 დეკემბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1.
წინა
მოწვევის
პარლამენტში
განსახილველად
წარდგენილი
იმ
კანონპროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხის
განხილვა, რომლებზედაც წამყვან კომიტეტად განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3079?local=true
1/2
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N3
2024 წლის 13 დეკემბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1.
წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის
გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, რომლებზედაც წამყვან
კომიტეტად განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
2024 წლის 13 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი.
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალუდა ღუდუშაური.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სავალან მირზოევი, სუმბატ
კიურეღიანი, ირაკლი ბერაია, ირაკლი ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა.
კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია და იმსჯელა წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ
იმ კანონპროექტებისა და დადგენილების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების
მიზანშეწონილობის თაობაზე, რომლებზეც წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ესენია:
1. საქართველოს კანონის პროექტები: „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტების პაკეტი. (№07-3/343; 29.06.2023)
2. საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ.“ (N07-3/107; 02.09.2021)
3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ.“ (№07-3/466; 09.06.2020)
4. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების
შესახებ.“ (N 07-3/381; 08.11.2023)
კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ ზემოაღნიშნულ პროექტებში დასმული საკითხების შესწავლა
გაგრძელდება თუ გამოიკვეთება ამის საჭიროება და კომიტეტი, შესაბამისად იმსჯელებს, ამ
ინიციატივების განხორციელების თაობაზე.
კომიტეტმა კენჭისყრით, მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს X
მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტებისა და დადგენილების
პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელება, რომლებზეც წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: ალუდა ღუდუშაური
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია