საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დებულება
📦 საკანონმდებლო პაკეტი

- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დებულება (ეს პროექტი) დებულება
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№2-17808; 18/12/2025) დებულება
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 9
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/28/24, 11:24 PM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
13 დეკემბერი 2024 15:00
2024 წლის 13 დეკემბერი
პლენარული სხდომის შესვენების დროს
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის
საკითხებთან
დაკავშირებულ
დროებით
კომისიაში
წევრთა
რაოდენობისა
და
პროპორციულიწარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
4. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხი;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
5. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე
https://parliament.ge/print/announcement/3106?local=true
1/2
12/28/24, 11:24 PM
საქართველოს პარლამენტი
დაფინანსების წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ დებულების განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3106?local=true
2/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 13 დეკემბერი
პლენარული სხდომის შესვენების დროს
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N9
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ
მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა;
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
4. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხი.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
5. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე
დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ დებულების განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში
ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის
წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 51-ე
მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტები
ჩამოყალიბდა
სხდომაზე წარმოდგენილ დანართში ასახული პროპორციების
შესაბამისად, კერძოდ:
11 წევრიან კომიტეტში:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 7 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 1 წევრი;
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ- უფრაქციო პარლამენტის წევრები - 3 წევრი.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის
„ე“ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაეგზავნება
პარლამენტის ბიუროს.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრულ
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
განსაზღვრული
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე
მუხლის მე-3 პუნქტის, 189-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად,
განსაზღვრა
მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციების
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტები
სხდომაზე
წარმოდგენილი
თანდართული ნუსხის მიხედვით, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტის
ბიუროს დასამტკიცებლად.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დუჭიროს
კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
2
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრული
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის
ბიუროს დასამტკიცებლად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენისა
და
დეოკუპაციის
საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე2 და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა
განისაზღვრება 16 წევრის შემადგენლობით, ხოლო პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი;
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 1 წევრი;
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრი - 7 წევრი.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში
განსაზღვრულ წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრული წევრთა რაოდენობა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის
ბიუროს დასამტკიცებლად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხი
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
3
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ
იმ კანონპროექტთა შესახებ, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელებაც
მიზანშეწონილად მიაჩნია შესაბამის წამყვან კომიტეტს.
კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
104-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ბიუროს
წარედგინოს
„წინა
მოწვევის
პარლამენტში
განსახილველად
წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი და წამყვანი კომიტეტების მიერ
შედგენილი იმ კანონპროექტთა ნუსხა, რომელთა განხილვის პროცედურის
გაგრძელებაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს
„წინა
მოწვევის
პარლამენტში
განსახილველად
წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“
კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა, „წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, და წამყვანი კომიტეტების მიერ
შედგენილი იმ კანონპროექტთა ნუსხა, რომელთა განხილვის პროცედურის
გაგრძელებაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით
ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე
დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ დებულების განხილვა.
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების,
ორგანიზებისა და საქმიანობის წესის, აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის
განსაზღვრის შესახებ“ დებულების პროექტს.
მომხსენებელმა განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნებით მოხდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რის
შედეგად აღარ არსებობს მაჟორიტარების ინსტიტუტი. თუმცა, მოსახლეობისთვის
შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და კომპეტენტური რეაგირების მოხდენის მიზნით,
საპარლამენტო
არჩევნებში
მონაწილე
პარტიები
უფლებამოსილნი
იყვნენ
განსაზღვრული წესით ჰყოლოდათ თავიანთი ოლქის დელეგატობის კანდიდატი ანუ
მაჟორიტარი დეპუტატი ირიბად ჩაანცვლა ოლქის დელეგატმა. აღნიშნული გარემოების
გათვალისწინებით, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მსგავსად მაჟორიტარული
სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროსი, შეიქმნება ოლქის დელეგატის
ბიურო რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე
დაფინანსების წესი და ოდენობა, ბიუროს ხარჯების ანაზღაურების წყარო, გაწეული
ხარჯების შესახებ ანგარიშგებისა და სხვა საკითხები, განისაზღვრება დებულებით,
რომელიც წარმოდგენილია კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კენჭისყრა:
4
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს „ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის
წესის, აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დებულების
პროექტს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
„ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის,
აგრეთვე დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დებულების
პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
5