საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 6
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
12/16/24, 12:29 PM
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
11 დეკემბერი 2024 19:00
2024 წლის 11 დეკემბერი
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის,
გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/2; 27.11.2024) II
მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ
სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ
ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის (07-3/11; 04.12.2024) II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.
https://parliament.ge/print/announcement/3093?local=true
1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2024 წლის 11 დეკემბერი
პლენარული სხდომის დასრულების დრო
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N6
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარე
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ
მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა;
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) II მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის,
დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) II მოსმენით განხილვა.
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა
სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „წინა მოწვევის
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის
გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხის განხილვა“
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) II მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის,
დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) II მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი;
3. წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) II მოსმენით
განხილვა;
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის მოხსენება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად,
მომხსენებელმა რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად და პირველ რიგში
ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა საკანონმდებლო პაკეტის
პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კერძოდ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაჟღერდა
პირველი მოსმენით განხილვების დროს გაზიარებული იქნა და შესაბამისად აისახა ტექსტში.
დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის პროექტში „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც
უკავშირდებოდა ოლქის დელეგატის ბიუროს შექმნას, ცვლილებები არ განხორციელებულა.
აზრი გამოთქვეს:
ირაკლი შატაკიშვილმა
გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი
რეგლამენტის პროექტით არ არის განსაზღვრული ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციონირების
საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება. შესაბამისად, მიზანშეწონილია 202-ე მუხლს მე-4 პუნქტად დაემატოს
აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი ნორმა, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ოლქის დელეგატს
ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ოლქის დელეგატის
უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს ფრაქციის წევრთაგან დაასახელებს შესაბამისი ოლქის
დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია.
დავით მათიკაშვილი დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნას და შესაბამისად მის ასახვას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში
კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული
შენიშვნის გათვალისწინებით მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით
მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ
მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის და საქართველოს კანონის პროექტის
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი.
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, გიორგი
კახიანის, გენრიეტა წიწავას, გურამ მაჭარაშვილის, ლიკა შარტავას, დათო კოდუას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
2
და
საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/2; 27.11.2024) მომზადებულად
ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის;
- პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი
შატაკიშვილი.
-
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის,
დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) II მოსმენით განხილვა;
მოისმინეს: გურამ მაჭარაშვილის მოხსენება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად,
მომხსენებელმა რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად და პირველ რიგში
ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა საკანონმდებლო პაკეტის
პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კერძოდ მათ მიერ ინიციირებული საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
2281 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 7
პარლამენტის წევრს, რომელმაც დატოვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, შეეძლება
რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი). პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გამოითქვა
შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ იმ
პარლამენტის წევრთა ნაცვლად, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის
წევრობა, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ იმ პარლამენტის
წევრებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყვნენ, როგორც პარლამენტის
წევრობის უპარტიო კანდიდატები, რაც შესაბამისად აისახა მუხლის ფორმულირებაში.
კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული
შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ
მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის, დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი
ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07- 3/11; 04.12.2024) პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი.
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ზაალ მიქელაძის, სოზარ სუბარის,
დავით კაჭარავას, ეკა სეფაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ირაკლი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი: „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
(№07- 3/11; 04.12.2024) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II
მოსმენით განხილვისათვის;
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
3
წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის
პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ საკითხის განხილვა.
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104ე მუხლის თანახმად, შეადგინა წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტში წარდგენილი იმ
კანონპროექტების ნუსხა, რომელზედაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრული იყო წამყვან კომიტეტად:
მომხსენებელმა გააცნო კომიტეტის წევრებს აღნიშნული ნუსხა:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალექსანდრე რაქვიაშვილის, გივი
მიქანაძის და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/238; 19.09.2022);
2. საქართველოს პარლამენტის წევრების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/325;
24.05.2023);
3. საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07-3/352; 06.09.2023);
4. საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს
და ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტები და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07-3/440;
17.04.2024);
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნული პროექტების
განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე და შემდგომი განხილვის
პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად არ მიიჩნიოს წინა
მოწვევის პარლამენტში კომიტეტში წარდგენილი იმ პროექტების, რომელზედაც საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრული იყო
წამყვან კომიტეტად, შემდგომი განხილვის პროცედურის გაგრძელება
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს(ერთხმად):
- მიზანშეწონილად არ იქნეს მიჩნეული წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტში განსახილველად
წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელება;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წინა მოწვევის პარლამენტში
საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტში განსახილველად
წარდგენილი
კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე,
წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
4