საქართველოს მოქალაქე ლაშა ქურდაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.12.2024
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ლაშა ქურდაძე
ნომერი
#1-12265/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-20
ბიუროს ნომერი 12

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412416342229 14.12.2024 საქართველოს პარლამენტი სათაური: უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში, გადაცემის აკრძალვის შესახებ შინაარსი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის შესაბამისად 2024 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შეადგენს 2004.9 ლარს. (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/39/khelfasebi) უძრავი ქონების, ერთ ოთახიანი (35-40კვ.მ.) ბინის მინიმალური საბაზრო ღირებულება თბილისში იწყება თითქმის 45000 $დან ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და დიდი სხვაობა რეგიონებთან მიმართებითაც არ არსებობს. (www.ss.ge) საქართველოს მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საკანონმდებლო სიახლის ან ცვლილების საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მოთხოვნათა მსგავსად, გთხოვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ასევე აიკრძალოს უძრავი ქონების საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საცხოვრებელი ბინის შეუზღუდავი ნასყიდობები, საკუთრებაში გადაცემის პირობით, ფაქტიურად შეუძლებელს ხდის საქართველოს მოქალაქისთვის უძრავი ქონების შეძენას, მზარდი და მწვავე ფინანსური კონკურენციიდან გამომდინარე, რაც საბოლოო ჯამში, ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. პატივისცემით, ლაშა ქურდაძე პ. #: მობილური: ელფოსტა: