საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია 2024 წლის 19 ივლისს, ქ. ბუდაპეშტში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება, უნგრეთის მხარესთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე, ძალაშია 2025 წლის 25 იანვრიდან, ნაცვლად 2025 წლის 24 იანვრისა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.12.2024
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-12335/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-20
ბიუროს ნომერი 12

📜 ტექსტი

წერილი
39514-01-2-202412181217 № 01/39514 18/12/2024 საქართველოს პარლამენტის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 10 დეკემბრის №01/38738 წერილზე დამატებით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად და უნგრეთის მხარესთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2024 წლის 19 ივლისს, ქ. ბუდაპეშტში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 2025 წლის 25 იანვრიდან, ნაცვლად 2025 წლის 24 იანვრისა. პატივისცემით, მიხეილ კეკენაძე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი