საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს 300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირს მიმართავს „#გახსენითვაწერთ“ (№1-11841/24; 09.12.2024) პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-16438/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 10

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 12/19/24, 11:27 PM საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 19 დეკემბერი 2024 12:00 2024 წლის 19 დეკემბერი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (1-11841/24; 09.12.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. https://parliament.ge/print/announcement/3107?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2024 წლის 19 დეკემბერი, 12.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N10 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გენრიეტა წიწავა, ლიკა შარტავა, გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე ზვიად შალამბერიძე და დათო კოდუას უფლებამონაცვლე თორნიკე ბერეკაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-11841/24;09.12.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხის განხილვამდე მასმედიის წარმომადგენლებისათვის, გააკეთა განმარტება, რომ საკითხს, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირს მიმართავს „#გახსენითვაწერთ“ მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლას, გააჩნდა თავისი პოლიტიკური მდგენელი, რის თაობაზეც არაერთგზის და ხაზგასმით იყო საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული მტკიცე ნება და მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნისათვის და ამ ეტაპზე საჭირო იყო რეალური მოქმედებები თვითონ ევროკავშირის მხრიდან. დავით მათიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, საკითხს განიხილავდა მხოლოდ წარმოდგენილი პეტიციის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტექსტში. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-11841/24;09.12.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილი პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი პეტიციის 13 900-ზე მეტი მხარდამჭერიდან არც ერთი მათგანის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი, ამასთან, არც ერთი მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა, ხოლო პირადი ნომერი მითითებულია მხოლოდ ერთი მხარდამჭერის შემთხვევაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მხარდამჭერის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პეტიციის ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფით დასკვნას საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-11841/24;09.12.2024) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის თაობაზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2