საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულება საქართველოსთვის 2025 წლის 26 თებერვლიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.12.2024
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-12554/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-30
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

წერილი
40201-01-2-202412251717 № 01/40201 25/12/2024 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის ხელშეკრულების საქართველოსთვის ძალაში შესვლის თარიღია 2025 წლის 26 თებერვალი. პატივისცემით, მიხეილ კეკენაძე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი