საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 23-25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (გ. მიქანაძე, ი. ქადაგიშვილი, პ. სალია) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-12-30
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
წერილი
2-16896/24
26-12-2024
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ ა.წ 23-25 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი
მეჯლისის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის
თავმჯდომარის, მილი მეჯლისში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელის ბატონი არზუ ნაგიევის მოწვევით, საქართველოს
პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის,
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას და ფრაქციის სპეციალისტის დავით
გულიევის შემადგენლობით,
მივლინებით ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის
რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს
დანართი: 1 ფ.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის
მივლინების ანგარიში
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 23-25 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის
მილი მეჯლისის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის
კომიტეტის თავმჯდომარის, მილი მეჯლისში საქართველოს პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ბატონი არზუ ნაგიევის მოწვევით,
საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის,
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდულ
საქმეთა
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას და ფრაქციის სპეციალისტის დავით
გულიევის შემადგენლობით, ვიმყოფებოდი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ.
ბაქოში.
ვიზიტის
ფარგლებში
შევხვდით
აზერბაიჯანის
პარლამენტის
თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას პარლამენტის თავმჯდომარემ 26 ოქტომბერს
ჩატარებული არჩევნები მოგვილოცა.
საჰიბა გაფაროვას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი
ინიციატივით, უახლოეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი
მომზადდება, რომელიც განხილვისა და ხელმოწერის მიზნით, საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება.
დელეგაციას შეხვედრა გაიმართა პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის
წევრებთან.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი
ინტენსიურობით წარმოებისა და თემატური კომიტეტების თანამშრომლობის
ხელშეწყობაზე.შეხვედრებს
აზერბაიჯანში
საქართველოს
საგანგებო
და
სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.