საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.12.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#[548b]/24/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2024-12-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 5

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3087?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა თარიღი 11 დეკემბერი 2024 10:30 2024 წლის 11 დეკემბერი, 10:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი კირცხალიას, ირაკლი ზარქუას, რამინა ბერაძის და ირაკლი ხელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/14; 04.12.2024) (I მოსმენა, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: პარლამენტის წევრი ირაკლი ხელაძე; 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი; მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი. 12/11/2024, 10:52 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი N5 ქ. თბილისი. 11 დეკემბერი, 2024 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ხელაძე ირაკლი, წაქაძე ბეჟანი, ბერაძე რამინა (რიმა), კოდუა დავითი, ინჯია ილია, ობოლაშვილი ანტონი. მოწვეული სტუმრები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტი წევრი ლევან მაჭავარიანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 7 წევრის დასწრებით (კვორუმი - 4). დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: პაატა კვიჟინაძის, ირაკლი კირცხალიას, ირაკლი ზარქუას, რამინა ბერაძის და ირაკლი ხელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/14; 04.12.2024) (I მოსმენა, დაჩქარებული წესით). /მომხსენებელი: ირაკლი ხელაძე/ 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. /მომხსენებელი: მამუკა ბარათაშვილი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: ირაკლი ხელაძემ კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით 1 განხილვისათვის მოსამზადებლად წარუდგინა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ილია ინჯიამ, ბეჟან წაქაძემ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულად მიაჩნია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: მამუკა ბარათაშვილმა კომიტეტის წევრებს შესათანხმებლად წარუდგინა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ბეჟან წაქაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ილია ინჯიამ, რიმა ბერაძემ, პაატა კვიჟინაძემ. გამოითქვა შენიშვნა დადგენილების ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით: კერძოდ, ამოქმედების ვადად 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრა 1 თებერვალი, რასაც დაეთანხმა მომხსენებელი. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, ითანხმებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 11.12.2024წ. სხდომის ოქმს თან ერთვის. აუდიო სხდომის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე სხდომის მდივანი ჩანაწერი ირინა ლომია 2