საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა, გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.12.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#[548d]/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 33

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 20 დეკემბერი, 13:00 საათი საქართველოს პარლამენტის სასახლე პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა, გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; 2. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/73; 08.09.2021) II მოსმენა (წამყვანი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/80; 06.10.2021) II მოსმენა (წამყვანი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/51; 09.06.2021) III მოსმენა (წამყვანი); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; 6. მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის განსაზღვრა; მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე; 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“(07-3/86/10; 23.06.2021) I მოსმენა (წამყვანი); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N33 2021 წლის 20 დეკემბერი, თბილისი 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი კომიტეტის წევრები: გოგი მეშველიანი, ნოდარ ტურძელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ედიშერ თოლორაია, დავით კირკიტაძე მოწვეული სტუმრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ამავე სამინისტროს: კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი მაია ცხვარაძე; გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა; საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ლაცაბიძე; გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი მაია ბერაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვენერა მეტრეველი; სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები: არჩილ ფარცხვანია და თამარ შარაშიძე; სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე; ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისათვის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე და ამავე ფონდის ადგილობრივი სამართლებრივი კონსულტანტი კახაბერ ურიადმყოფელი; არასამთავრობო ორგანიზაცია „საბუკოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ არველაძე და პოლიტიკის ოფიცერი მარიამ არჩვაძე. აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი სალომე ქურასბედიანი, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა გოგიტიძე, წამყვანი სპეციალისტები: ფიქრია რობაქიძე, მანანა მოსიძე, ელისო შანავა, უფროსი სპეციალისტი გიორგი ფანცხავა, მოწვეული სპეციალისტები: ანი სისორდია და ნათია შამათავა; ანი სისორდია - სხდომის მდივანი. დღის წესრიგი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მოსმენა, გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი 2. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციის მოსმენა მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-2/73; 08.09.2021) – II მოსმენა (წამყვანი) მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/80; 06.10.2021) - II მოსმენა (წამყვანი) მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/51; 09.06.2021) - III მოსმენა (წამყვანი) მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი 6. მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის განსაზღვრა მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე 7. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86/10; 23.06.2021) - I მოსმენა (წამყვანი) მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მაია ბითაძე I საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგის თაობაზე, რომელიც კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს. მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ. ანგარიში მოიცავდა შემდეგ სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებებს: • • • • • • • • • • ტყის მდგრადი მართვა თევზის პროდუქტით ვაჭრობა ბირთვული უსაფრთხოება და რადიაციული დაცვა ატმოსფერული ჰაერის დაცვა ბიომრავალფეროვნება წყლის ხარისხის, მათ შორის საზღვაო გარემოს დაცვა ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები ქიმიური ნივთიერებები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილება ტყის მდგრადი მართვა ➢ 2021 წლის 10 მაისს მთავრობამ მიიღო ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ ➢ ➢ ➢ ➢ ➢ ➢ ➢ ➢ ➢ შემუშავდა ტყის მონიტორინგისა და აღრიცხვის ძირითადი მოდულები შეძენილია აიტი ინფრასტრუქტურა შემუშავდა ტყის ინვენტარიზაციის პროგრამა მიმდინარეობს FIMS-ის „ტყის მართვის გეგმის ინვენტარიზაციის“ პროგრამის გატესტვა და მონაცემების შეყვანა შესრულების ბოლო ეტაპზეა FIMS-ის „საველე აქტების აღრიცხვის სისტემის” პროგრამის შემუშავება მომზადებულია ტყის მოვლა აღდგენის პროგრამის ხედვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია უახლოეს მომავალში დაიწყება ტექნიკური დავალების დოკუმენტის შემუშავება. საქართველოს მასშტაბით მოეწყო და ფუნქციონირებს 34 საქმიანი ეზო „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის’’ პროექტის განსახორციელებლად კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2020 წლის აგვისტოში დამტკიცდა 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი. თევზის პროდუქტით ვაჭრობა ➢ მიმდინარეობს თანამშრომლობა GFCM-თან და ევროკავშირთან თევზჭერის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის განვითარებისა და არალეგალურ, არადეკლარირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან (IUU) ბრძოლის მიზნით ➢ შემუშავდა კანონის პროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს IUU თევზჭერასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევისათვის. კანონპროექტი წარდგენილია საქართველოში პარლამენტში და გადის საკომიტეტო მოსმენებს ➢ სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის მიერ საქართველოში გაცემული თევზჭერის სერტიფიკატის აღიარების საკითხზე შავ ზღვაში მოპოვებული თევზის რესურსის და თევზის ფქვილის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისათვის ➢ მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული პრიორიტეტების დასადგენად, პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), „შავი ზღვის თევზჭერისა და ეკოსისტემის მენეჯმენტის“ (FishEBM - BS) მიერ. პროექტის პირველი კომპონენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მცირე ზომის თევზჭერას, რომლის რეგულირების გაუმჯობესება დღეისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოში ➢ იგეგმება თევზის რესურსების მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება ➢ 2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოსა და შვედეთის მთავრობას შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ პროექტის განსახორციელებლად, რომლის ფარგლებში იგეგმება თევზჭერის კონცეფციის მომზადება. ბირთვული უსაფრთხოება და რადიაციული დაცვა ➢ 2021 წლის 20-24 სექტემბერს გაიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 65-ე გენერალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ➢ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისათვის გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაში თემაზე - პლასტიკით დაბინძურების ბირთვული გადაწყვეტა ➢ 2021 წლის განმავლობაში, ქვეყანაში გაუმჯობესდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ➢ საქართველოში დაინერგა რადიოაქტიური წყაროების კონდიცირების ახალი ტექნოლოგია. შედეგად, მოხდა 100-ზე მეტი რადიოაქტიური წყაროს კონდიცირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ➢ გაიწმინდა დასავლეთ საქართველოში, ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული მცენარეების ყოფილი ინსტიტუტის რადიონუკლიდებით წარსულში დაბინძურებული ტერიტორია ➢ დაგეგმილია რადიოაქტიური ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საცავის მშენებლობა. ატმოსფერული ჰაერის დაცვა ➢ შემუშავდა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის პირველი დეკემბრის N563 დადგენილებით დამტკიცდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტი ➢ შემუშავდა და დამტკიცდა „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ზონებისა და აგლომერაციების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 30 აგვისტოს №2-1293 ბრძანება ➢ ბენზინის შენახვისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებიდან და ლაქებისა და საღებავების მოხმარებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირების მიზნით შემუშავდა საქართველოს მთავრობის 3 დადგენილების პროექტები ➢ შემუშავდა "ტექნიკური რეგლამენტის – ზოგიერთ თხევად საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 მაისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ➢ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ოზონდამშლელი ნივთიერებების მართვის სისტემის გაუმჯობესებას ➢ „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ახალი სადგურის და 1 მობილური სადგურის დამონტაჟება. ბიომრავალფეროვნება ➢ „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ პროექტის ფარგლებში საბოლოო სახით ჩამოყალიბდება კანონის პროექტი „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ ➢ 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა ზურმუხტის შეთავაზებული ტერიტორიების საზღვრების კორექტირება და საბოლოო საზღვრები წარედგინა "ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ" ბერნის კონვენციის სამდივნოს დასამტკიცებლად. შესწავლილია 12 ტერიტორია. შემუშავდა 5 მართვის გეგმა სახელმწიფო ბიუჯეტით. წყლის ხარისხის, მათ შორის საზღვაო გარემოს დაცვა ➢ საკანონმდებლო პაკეტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ წარედგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად ➢ ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა საზღვაო ექსპედიცია გონიო-ანაკლიის აკვატორიაში. (18 საზღვაო სადგურზე აღებულია 200-ზე მეტი ზღვის წყლისა და ფსკერული გრუნტის ნიმუშები ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური კვლევებისთვის) ➢ UNDP-ის მხარდაჭერით და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს საქართველოსთვის ზედაპირული წყლებისა და შავი ზღვის მონიტორინგის პროგრამების შემუშავება ➢ მიმდინარეობს ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგი. წერტილების რაოდენობა გაიზარდა 201 ამდე; დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც ტარდება ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი - 57 ➢ შემუშავდა ზედაპირული წყლების მონიტორინგის გეგმა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად ➢ მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესების მიზნით, კახეთის მხარეში მოეწყო 10 ავტომატური მონიტორინგული სადგური ➢ გამოიცა ჰიდროგეოლოგიური ანგარიში (საინფორმაციო ბიულეტენი) „საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასება ➢ 2021 წელს მოხდა შავი ზღვის ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტის დამუშავება/განახლება კონსულტაციების საფუძველზე და მისი გარემოს დაცვის მოქმედებათა მე-4 ეროვნული პროგრამის პროექტში ინტეგრირება ➢ “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი” ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა ჭოროხი-აჭარისწყალის, ალაზანი-იორის და ხრამი-დებედას ვერსიები. სააუზო მართვის გეგმების პროექტების საბოლოო ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები ➢ „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები დაგზავნილია სამთავრობო უწყებებში შესათანხმებლად ქიმიური ნივთიერებები ➢ მიმდინარეობს მუშაობა "ქიმიური ნივთიერებების და ნარევების შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს CLP (კლასიფიკაცია, ეტიკეტირება, შეფუთვა) შემოღებას. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ➢ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში, გადამუშავდა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და ასევე გაიმართა საჯარო განხილვა. კლიმატის ცვლილება ➢ განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC) შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის №167 დადგენილებით ➢ შეიმუშავა კლიმატის ცვლილების სტრატეგია (2030) და სამოქმედო გეგმა (2021-2023) ➢ მომზადდა გრძელვადიანი 2050 წ. დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის (LT LEDS) პირველადი სამუშაო ვერსია ➢ მე-4 ეროვნული შეტყობინების დოკუმენტი წარდგენილ იქნა გაეროს კლიმატის ჩარჩოს კონვენციის სამდივნოს წინაშე მიმდინარე წლის 5 აპრილს. ➢ მომზადდა კლიმატის ცვლილებისადმი "ადაპტაციის ეროვნული გეგმის" საპროექტო წინადადება, რომელიც წარდგენილია კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) ➢ შემუშავდა ფტორირებული სათბურის აირების მართვის ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსია. კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - წარმოდგენილი იქნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ინიცირება. ასოცირების პროგრამის შესრულება საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს კერძო სექტორის მხრიდან, რათა გაუმჯობესდეს მათი ტექნოლოგიები, ამიტომ, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერა. როგორც აღინიშნა მომხსენებლის მიერ, უკვე დაწყებულია მუშაობა დონორების მოძიების მიმართულებით. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა. კომიტეტი მიესალმება ამ პროცესს და ეს საკითხი მომავალში უფრო ფართო მხარდაჭერის პროგრამად უნდა გადაიქცეს. კითხვა დასვა: ხატია წილოსანმა კითხვა დასვა: ნოდარ ტურძელაძემ - მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ითვალისწინებს კერძო სექტორის მზაობას და შესაბამისად მას უწევს გარკვეული ვალდებულებების ვადების გადაწევა. გასაგებია, რომ ბოლო დროს მიღებული კანონებით დადგენილი ვალდებულებები მნიშვნელოვანი გამოწვევაა კერძო სექტორისთვის და მიმდინარეობს თუ არა მათი აღსრულების მონიტორინგი? გაქვთ თუ არა რეკლამაციები კერძო სექტორის მხრიდან ამ ვალდებულებების მიმართ? და ბოლოს, შეფასდა თუ არა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიერ მიღებული კანონების შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან? - როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი, დაინტერესებული ვარ ადრეული შეტყობინების სისტემების მდგომარეობით. ის, რაც მოხდა თბილისში 2015 წელს, წყალდიდობა, რომელსაც შეეწირა 23 ადამიანი, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა ქალაქს და კერძოდ ვაკის რაიონს, აღარ უნდა განმეორდეს. როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი და რა შედეგები გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში? საქართველო კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ამოქმედდა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, რომლითაც 80-ზე მეტ ქარხანას დაევალა ფილტრების და მონიტორინგის სისტემის დაყენება. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და მიმდინარეობს თუ არა მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან, კერძოდ, ქალაქ რუსთავში და მიეწოდება თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია მიღწეულ შედეგებზე? კითხვა დასვა: მაია ბითაძემ - ასოცირების შეთანხმებით ჩვენ გვაქვს წიაღის ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავების ვალდებულება. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით და რა პრობლემებია ნაგავსაყრელების მშენებლობასთან დაკავშირებით. ხომ არ გიფიქრიათ, რომ შემუშავდეს ნაგავსაყრელების მოწყობის სტრატეგიული გეგმა. კითხვა დასვა: თინათინ არველაძემ - როგორია სამინისტროს ხედვა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით? არსებობს რამდენიმე პრობლემური პროექტი, რომელზეც სამინისტრომ გასცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა რომელიც, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყოფს გარემოს სათანადო დაცვას. ასევე, რა ღონისძიებებს ატარებს სამინისტრო ცხოველთა მიგრირებადი სახეობების დაცვის კუთხით? აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - ზურმუხტის ქსელის არსებობა არ კრძალავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ზურმუხტის ქსელი შეიძლება იყოს მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეში არსებული ობიექტი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვა ფუნქციებთან ერთად ცხოველთა გარკვეული სახეობების დაცვა. უპასუხა: ნინო თანდილაშვილმა - გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს კერძო სექტორისთვის კანონით დადგენილი ვალდებულებების აღსრულება დიდი გამოწვევაა, ამიტომ სამინისტრო ცდილობს ბიზნეს სექტორის ჩართვას კანონების შემუშავების პროცესში საწყისი ეტაპიდან. გრძნობენ რა პასუხისმგებლობას, მათი მხრიდან არსებით წინააღმდეგობას ადგილი არა აქვს და ძირითადი დისკუსიები იმართება ვადებთან დაკავშირებით. ცალკეულ შემთხვევაში ხდება მათი აზრის გათვალისწინება, მაგ. პანდემიით გამოწვეული პრობლემები, მაგრამ არის საკითხები, სადაც სამინისტრო არის უკომპრომისო, ვინაიდან ბევრი ვალდებულება კანონის მიღებამდეც არსებობდა, უბრალოდ კანონმა ეს ვალდებულებები უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა. სამინისტროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბევრი საწარმო დაჯარიმდა. წელს ჩვენმა სამინისტრომ შეამოწმა 24 საწარმო და მომავალი წლის იანვარში ეს პროცესი კიდევ უფრო აქტიური იქნება. რაც შეეხება კანონს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, იგი ნაწილობრივ ამოქმედდა და მისი მეორე ნაწილი ამოქმედდება 2022 წლის 1 ივლისიდან და ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი პროცესი - ფაქტობრივად დავამთავრეთ კანონქვემდებარე აქტების მომზადება, რომელთა თაობაზე შეხვედრები გვქონდა ბიზნეს სექტორთან. რაც შეეხება ამოქმედებულ ნაწილს, ვერ ვიტყვი, რომ ვალდებულებები ჰაერთან მიმართებაში სრულდება, მაგრამ საწარმოების ნაწილი მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა. თუ ვალდებულებები არ შესრულდება, ისინი დაჯარიმდებიან ორმაგი ან სამმაგი ოდენობით, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ადრეული შეტყობინების სისტემების ნაწილში გაცნობებთ, რომ ვერეს ხეობაში ეს სისტემა მუშაობს. 100 მონიტორინგის სადგური განთავსდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სიახლე არის ისიც, რომ ჩვენ გვექნება მომავალი წლის იანვრიდან ახალი რადარი, რომელიც კიკეთთან ახლოს განთავსდება და დაფარავს აღმოსავლეთ საქართველოს და შიდა ქართლს. წიაღის ნარჩენების კანონთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ შემუშავებულია საწყისი ვერსია, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმასთან და ვაპირებთ ინტენსიურ მუშაობას წიაღის სააგენტოსთან ერთად. ამ ეტაპზე არ გვაქვს ნაგავსაყრელების მოწყობის გეგმა, მაგრამ მივესალმებოდი ასეთი გეგმის არსებობას, რომელიც დაექვემდებარებოდა სტრატეგიულ შეფასებას, რათა საჯარო განხილვების შედეგად მივიღოთ საზოგადოებასთან შეთანხმებული გეგმა. რაც შეეხება ზურმუხტის ქსელს, დავეთანხმები ქალბატონ მაიას, რომ ზურმუხტის ქსელი არ გამორიცხავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენი პრიორიტეტია ამ ქსელის ტერიტორიების მართვის ზუსტი გეგმების შემუშავება, რომ დაგეგმილ პროექტებზე გვქონდეს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია. ამასთან, სახელმწიფოს აქვს მონაცემები ამ ტერიტორიების შესახებ და მათზე ზემოქმედების შეფასება სულ უფრო უმჯობესდება. პროცესი დაწყებულია და გვაქვს მთელი რიგი გეგმები ამ მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ. II საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო, 1994 წლიდან, „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა (კონვენციის დანართის 1-ში არშესული ქვეყანა). 1999 წელს, საქართველო შეუერთდა კონვენციის კიოტოს ოქმს, 2017 წელს დაამტკიცა კონვენციის პარიზის შეთანხმება, ხოლო 2020 წელს შეუერთდა კიოტოს ოქმის დოჰას დამატებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია კოორდინაცია გაუწიოს კლიმატის ცვლილების შესახებ ეროვნული პოლიტიკის განხორციელებას. ასევე, კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში, საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის საქართველოს პოზიციის შემუშავებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი, მერების შეთანხმების წევრი მუნიციპალიტეტებისთვის, ადგილობრივ კლიმატის ცვლილებასა და მდგრად ენერგეტიკასთან დაკავშირებული მოქმედებების კოორდინაციაზე. საქართველო აღიარებს მუნიციპალიტეტების არსებით მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. შედეგად, 2030 წლის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის შესახებ სამოქმედო გეგმების ერთობლივად შემუშავების მიზნით, თანამშრომლობისთვის იწვევს ყველა იმ მუნიციპალურ ერთეულს, რომელიც, 2024 წლისთვის, ევროკავშირის ინიციატივის, „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის შესახებ“, წევრი იქნება. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზანი, არის ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც კლიმატური, გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები თანაბრად განიხილება. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი მდგომარეობს შემდეგში: ➢ საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით შეამციროს ➢ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 50-57%-ით შეამციროს, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს საერთაშორისო მხარდაჭერას ➢ 50%-იანი შემცირება იქნება საჭირო, თუ მსოფლიო გაჰყვება გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2OC-იან სცენარს, ხოლო 1.5OC-მდე ტემპერატურის შეზღუდვის სცენარის შემთხვევაში, საჭირო იქნება სათბურის აირების ემისიების 57%-ით შემცირება 1990 წლის დონესთან შედარებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის გათვალისწინებით მომზადდა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ აღებული როგორც უპირობო, ასევე პირობითი ვალდებულებების შესრულებასა და სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას. საქართველო იღებს ვალდებულებას, განაგრძოს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობების შესწავლა, ასევე, დაგეგმოს და განახორციელოს შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებები ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსების მობილიზაციის გზით იმ სექტორებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან. საქართველო ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებას მომდევნო ათწლეულში გეგმავს. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. დოკუმენტის პირველი პუნქტის თანახმად, განახლებული მიდგომა საბაზისო მონაცემების სახით იყენებს ანთროპოგენური ემისიების სათბურის აირების შთანთქმის დონეს 1990 წლის მდგომარეობით. ემისიების შეზღუდვა კონკრეტულ სამიზნე მაჩვენებლებამდე მოიცავს და ემყარება ქვეყნის ეკონომიკის შვიდი სექტორის ანალიზს. ესენია: ტრანსპორტი, შენობები, ენერგიის წარმოება და გადაცემა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ნარჩენების მართვა და სატყეო სექტორი ეროვნულ დონეზე სათბური აირების ინვენტარიზაციის დოკუმენტში საქართველო გეგმავს შეძლებისდაგვარად განაგრძოს იმ სათბური აირების აღრიცხვა, რომლებიც არ რეგულირდება მონრეალის ოქმით. მათ შორისაა ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), აზოტის ქვეჟანგი (N2O), პერფტორნახშირწყალბადები (PFC), ფტორნახშირწყალბადები (HFC), გოგირდის ჰექსაფტორიდი (SF6) და აზოტის ტრიფტორიდი (NF3). საქართველო ასევე გეგმავს შეძლებისდაგვარად განაგრძოს მართული ტყისა და ნიადაგის ნახშირბადის მარაგის აღრიცხვა შემდეგი წყაროებიდან: მიწისზედა (ცოცხალი) ბიომასა, მიწისქვეშა (ცოცხალი) ბიომასა, ძირსნაყარი ბიომასა, მერქნული ხმელი ბიომასა და ნიადაგის ორგანული ნახშირბადი. კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაცია განიხილავს ყველაზე მოწყვლად ეკონომიკის სექტორებს, ეკოსისტემებს და სხვა ბუნებრივ რესურსებს: მთის ეკოსისტემებს, შავი ზღვის სანაპირო ზონას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსებს, სატყეო სექტორს და ბიომრავალფეროვნებას. 2015 წელს, ეროვნულ დონეზე სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი (მიწათსარგებლობით, მიწათსარგებლობაში ცვლილებითა და სატყეო საქმიანობით გამოწვეული ემისიების გარეშე), 1990 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის 39%-ს შეადგენდა. საქართველოს განახლებული უპირობო სამიზნე დონე, ქვეყნის სათბური აირების ჯამური ემისიების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელს, დაახლოებით, 3.0%-მდე ზღუდავს, ნაცვლად 5.7%-ისა, რაც შეფასებული იყო გასული ათწლეულისთვის სათბური აირების მე-4 ეროვნული ინვენტარიზაციის ფარგლებში. განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით საქართველომ დაადგინა უფრო ამბიციური სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც მის წინამორბედს აღემატება, უპირობო სამიზნე მაჩვენებელს - 7%-ით, ხოლო პირობით სამიზნე მაჩვენებელს - 10%-17%-ით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტით, საქართველო იღებს ვალდებულებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მსოფლიო მოძრაობაში სამართლიანი წვლილი შეიტანოს, ეროვნული გარემოებების, რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. საქართველო აღიარებს, რომ მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობისთვის გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანესია ერთობლივი ძალისხმევის თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება. საქართველომ, თითოეული სექტორისთვის სათბური აირების შესაძლო შემცირების შეფასებით, განსაზღვრა სათბური აირების შეზღუდვის სამიზნე მაჩვენებელი. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, ქვემოთ ჩამოთვლილი სექტორული სამიზნე მაჩვენებლები უნდა იქნას მიღებული კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნებად: საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 15%-ით შეზღუდოს სათბური აირების ემისიები სატრანსპორტო სექტორში საბაზისო დონის საფუძველზე გაკეთებულ პროგნოზებთან მიმართებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას შენობების სექტორში, მათ შორის, საჯარო და ტურისტული დანიშნულების შენობების მიმართულებით კლიმატის მიზნებზე მორგებული ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურეობების წახალისების გზით. საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 15%-ით შეზღუდოს სათბური აირების ემისიები ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან მიმართებით. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას სოფლის მეურნეობის სექტორში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურიზმის წახალისების გზით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას სამრეწველო სექტორში, კლიმატის მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების წახალისების გზით, რათა მიღწეული იყოს ემისიების 5%-იანი შეზღუდვის მიზანი ღონისძიებების გატარების გარეშე სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან მიმართებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი მხარს უჭერს დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარებას ნარჩენების სექტორში, კლიმატის მიზნებზე მორგებული ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მომსახურების წახალისების გზით და სეპარაციის პრაქტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობით. საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის, 10%-ით გაზარდოს ნახშირბადის შთანთქმის უნარი სატყეო სექტორის მიერ 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი ადგენს კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის 2021 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს, ინდივიდუალური შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის გზით რაც თითოეული სექტორისთვის გაწერილი მიზნების მიღწევას განაპირობებს. საქართველომ განსაზღვრა შემდეგი საადაპტაციო ღონისძიებები, რომელთა გატარება უნდა მოხდეს ეროვნული ადაპტაციის გეგმის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად: საქართველო გეგმავს: ➢ შეაფასოს კლიმატის ცვლილების ეფექტი სანაპირო ზონაზე, მთების ეკოსისტემებზე, და ეკოსისტემურ სერვისებზე ➢ შეისწავლოს კლიმატის ცვლილების გავლენა მყინვარებზე, მთიანი და სანაპირო ზონის რეგიონების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, აღნიშნული რეგიონების მდგრადი მართვის მიზნით ➢ შეაფასოს და განავითაროს ადაპტაციის შესაძლებლობები იმ სასოფლოსამეურნეო წარმოებებისთვის, რომლებსაც ყველაზე დიდი წილი აქვთ მშპ-ში (მაგ. ყურძენი, თხილი, მანდარინი) ან/და ქვეყნის უნიკალური პროდუქტის წარმოებისთვის, (მაგალითად, როგორიცაა ქართული თაფლი, ტყის არამერქნული პროდუქტები). აღნიშნული პროცესი განხორციელდება კლიმატის პარამეტრების ცვლილებისა და ინფექციების გავრცელების ალბათობის შეფასებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახეობათა კონსერვაცია და სასურსათო უსაფრთხოება ➢ განავითაროს ადაპტაციის შესაძლებლობები ზამთრისა და ზაფხულის მოწყვლადი კურორტებისთვის. საქართველო გეგმავს, შეაფასოს კლიმატის ცვლილების ეფექტი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე მათი მდგრადი გამოყენებისთვის სოფლის მეურნეობის (სარწყავი სისტემები), ენერგოწარმოებისა და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს ენდემური, წითელი ნუსხით დაცული სახეობების და სურსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი აბორიგენული ჯიშების კონსერვაციას. საქართველო გეგმავს, შეაფასოს ადამიანის ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების ეფექტი სოციალურ, ეკონომიკურ, ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ და ფიზიკურ სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ინტერდისციპლინარული კვლევის ჩატარების გზით. საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალისა და ზიანის შემცირება. საქართველო გეგმავს, შეისწავლოს წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე ტყის საფარის ყველაზე მოწყვლადი არეალები. მომხსენებელმა წარმოადგინა ასევე, კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021 – 2023 წლების სამოქმედო გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტის სტრატეგიული ხედვაა, 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიის 35%-ით შემცირება 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით. იმისათვის, რომ 2030 წლისთვის მიღწეულ იქნეს გაცხადებული გრძელვადიანი ხედვა, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სექტორულ მიზნებს (რომლებიც წარმოადგენს NDC სექტორულ ვალდებულებებს) შესაბამისი ამოცანებითა და ქმედებებით, კერძოდ: ტრანსპორტი, რომლის სექტორული მიზანია ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში სათბური აირების ემისიების შემცირება, 2030 წლისთვის 15%-ით, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზთან მიმართებით. ამ მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ დაბალი ემისიის მქონე ტექნიკურად გამართული კერძო ავტომობილების წილის გაზრდა ავტოპარკში (ტექ-ინსპექტირება, საგადასახდო შეღავათები, იმპორტის გადასახადის გაზრდა) ➢ წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირებისა და ბიოსაწვავის გამოყენების წახალისება ➢ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და არამოტორიზებული ტრანსპორტის გამოყენების წახალისება ➢ ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობის გაძლიერება (საერთაშორისო დაფინანსების მოძიება, რკინიგზის დატვირთვის გაზრდა). შენობები, რომლის სექტორული მიზანია შენობების სექტორში დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისების გზით. ამ მიზნის მისაღწევად კი დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების სისტემის შექმნა ➢ მომხმარებლის ინფორმირებულობის ამაღლება ენერგოეფექტურობის თაობაზე ➢ საცხოვრებელ, კომერციულ და საჯარო დანიშნულების შენობებში ენერგოეფექტური მიდგომების და ენერგოეფექტური განათების დამონტაჟების წახალისება ➢ წყლის გაცხელებისთვის მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ➢ ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობის გაძლიერება (ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლება, ენერგო აუდიტორების გადამზადება). ენერგიის გენერაცია და გადაცემა, რომლის სექტორული მიზანია ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში სათბურის აირების ემისიების შემცირება, 2030 წლისთვის 15%-ით, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზთან მიმართებით. ამ მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ განახლებადი ენერგიის (ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურები) წარმოების ხელშეწყობა ➢ თბოელექტროსადგურების საშუალო ეფექტიანობის გაუმჯობესება ➢ ეროვნული ენერგეტიკული გადაცემის სისტემების გაძლიერება და დანაკარგების შემცირება ➢ ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობის გაძლიერება. სოფლის მეურნეობა, რომლის სექტორული მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორის დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისების გზით. ამ მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ შინაური საქონლის საკვებიდან, ნიადაგიდან და საძოვრებიდან ემისიის შემცირება ➢ ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობის გაძლიერება (ტექნიკური დასაბუთების კვლევები). მრეწველობა, რომლის სექტორული მიზანია მრეწველობის სექტორის დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისების გზით, 2030 წლისთვის ემისიების 5%-ით შესამცირებლად, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან მიმართებით. ამ მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ სამრეწველო პროცესებიდან და ენერგიის მოხმარებიდან სათბური აირების ემისიის შემცირება (ცემენტის წარმოების ტექნიკის შეცვლა, აზოტის საწარმოდან ემისიების ჩაჭრა) ➢ ინსტიტუციური გაძლიერება. და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობის ნარჩენების სექტორი, რომლის სექტორული მიზანია ნარჩენების სექტორის დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისების გზით. ამ მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ ნაგავსაყრელებიდან წარმოქმნილი სათბურის აირის ემისიების შემცირება (ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახლების მოწყობა) ➢ ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა (ქაღალდი, კომპოსტი) ➢ ჩამდინარე წყლებიდან წარმოქმნილი სათბურის აირის ემისიების შემცირება ➢ ინსტიტუციური და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობის გაძლიერება. სატყეო სექტორი, რომლის მიზანია სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობის გაზრდა, 2030 წლისთვის 10%-ით, 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით. ამ მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ➢ დეგრადირებული ტყის აღდგენა ➢ ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა ➢ ინსტიტუციური და პოლიტიკის გაძლიერება. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ - შემუშავების შესაძლებლობის მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც დეკარბონიზაციის მიმართულებით აქვს სახელმწიფოს აღებული და ზოგადად კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქვს ჩასატარებელი, არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არამედ ყველა სხვა უწყებას და მუნიციპალიტეტს. მადლობა გადაუხადა ასევე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს და აღნიშნა, რომ სამომავლოდაც იგეგმება მათთან თანამშრომლობა ამ კუთხით სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობით და დაიგეგმა ახალი კანონმდებლობის შემუშავება ამ მიმართულებით, კერძოდ, შემუშავდება ე.წ. კლიმატის ცვლილების კანონი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებს და მოვალეობებს და საპარლამენტო კონტროლს და მათი როლის გაძლიერებას დეკარბონიზაციის მთელ გზაზე, დამთავრებული 2030 წლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც აუცილებლად განსახორციელებელი აქვს საქართველოს და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში დასრულდება მუშაობა ამ კანონპროექტზე და პარლამენტის ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ვალდებულებების შესრულების გზაზე იქნება ძალიან დიდი. გადაწყვიტეს: ცნობად იქნეს მიღებული გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია. III საკითხი მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღინიშნა, რომ კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში. კერძოდ, საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის/ზონების და აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების ვადად, ნაცვლად 2021 წლის 1 მარტისა, განისაზღვრება 2022 წლის 31 დეკემბერი. ასევე აღინიშნა, რომ ცვლილება განაპირობა შემდეგმა გარემოებამ: „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო წყლებში აკვაკულტურის წარმოების მიზნით უნდა შეიქმნას აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, სივრცითი დაგეგმვის (საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების) ფარგლებში, სამეცნიერო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მარიკულტურის ზონების შექმნის მიზნით, აუცილებელია დამატებითი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და დამატებითი კვლევების ჩატარება სხვა სექტორებზე აკვაკულტურის გავლენის ზემოქმედების შესაფასებლად, რაც დამატებით დროს საჭიროებს, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ასევე აღინიშნა, რომ კანონპროექტი იხილება მეორე მოსმენით და პირველი მოსმენისას შენიშვნები არ გამოთქმულა, ამიტომ კანონპროექტში ცვლილება არ განხორციელებულა. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარდგენა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. IV საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა. სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ნინო თანდილაშვილს. მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ 2015 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდა თუშეთის დაცული ტერიტორიების სადემარკაციო სამუშაოები, განისაზღვრა ის ტერიტორიები სადაც თანაკვეთა იყო კერძო საკუთრებებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შორის. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნა დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა რომლებიც დაცული ტერიტორიების სისტემის კანონიდან გამომდინარე არ შეიძლება ჩაითვალოს საკონსერვაციო ტერიტორიებად. ასევე, დაზუსტდა თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზღვრები. კერძოდ, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ნაწილი გადატანილ იქნა თუშეთის ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის საზღვრებში, იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო ნაკრძალს ესაზვრება დასახლებული პუნქტები და მოსახლეობას ჭირდება გარკვეულ რესურსებთან წვდომა. შესაბამისად, სადემარკაციო სამუშაოების შედეგად 2352,2 ჰა-ით შემცირდა თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი, ხოლო, თუშეთის ეროვნული პარკის ფართობი გაიზარდა 1826 ჰა-ით და თუშეთის დაცლი ლანდშაფტის ფართობი გაიზარდა 517ჰა. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარდგენილ იქნეს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. V საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნა, რომ პირველი და მეორე მოსმენისას გამოთქმული ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია და ეხლა კომიტეტი კანონპროექტს იხილავს მესამე მოსმენით. სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ნინო თანდილაშვილს. მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე. აღნიშნა, რომ კანონპროექტით განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები. ასევე, დაზუსტდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის, დაცვის და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები. პროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა. დემარკაციის სამუშაოების შედეგად, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ფართობი (75 843 ჰა) მცირდება 2078 ჰა-თი და იქნება 73 765 ჰა; როშკის ბუნების ძეგლის ფართობი (122,4 ჰა) მცირდება 12,4 ჰა-თი და იქნება 110 ჰა; ასის აღკვეთილის ფართობი (3943 ჰა) არ იცვლება და რჩება იგივე - 3943 ჰა. გადაწყვიტეს: მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარდგენილ იქნეს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად. VI საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების საკითზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნა, რომ კომიტეტის მხრიდან წარდგენილია ქ-ნი ხატია წილოსანის კანდიდატურა. აღნიშნული სტრატეგია 2019 წელს იქნა დამტკიცებული და მიზნად ისახავს ხელი შეეწყოს ქვეყანაში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესს. სტრატეგიის თანახმად, რეკომენდებულია, ყველა კომიტეტში დაინიშნოს თემატური მომხსენებელი, რომელიც ხელს შეუწყობს კომიტეტის გამგებლობაში მოქცეული მიზნების შესრულებას. შესაბამისად მე-10 მოწვევის პარლამენტის თითოეული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხელახლა უნდა განისაზღვროს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მდგრადი განვითარების მიზნების საკითზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრად ქ-ნი ხატია წილოსანის განსაზღვრას. VII საკითხი მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ დაინტერესებულ პირებთან ჩატარებული შეხვედრების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი - ,,საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (07-3/86/10; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი შემდეგი კანონის პროექტების გამოთხოვის თაობაზე: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებული ვერსიის მიზნებს წარმოადგენდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში ინსტიტუციური მართვის მექანიზმების დახვეწა, კერძოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ინსტიტუციურად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადატანა, აგრევე, გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში გარკვეული საკითხების მოწესრიგება და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ აღსრულების პრაქტიკიდან გამომდინარე კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის პროექტების გამოთხოვა, განპირობებულია კანონპროექტის ინიცირებული ვერსიიდან ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების ამოღებით. ქალბატონმა მაიამ ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით შეფასების კოდექსის ხსენებული ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებსაც კომიტეტი არსებითად მხარს უჭერს, ინიცირებული იქნება საქართველოს მთავრობის მხრიდან. გამომდინარე აქედან, ქალბატონმა მაიამ მომხსენებლის სახით კომიტეტს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის, ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი - ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86/10; 23.06.2021) კანონების პროექტები. ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი მიზნად ისახავს კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დახვეწასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით“ გაცემულ რეკომენდაციებს. მომხსენებელმა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია საკანონმდებლო პაკეტის პრინციპების შესახებ, რომელიც მათ შორის მოიცავდა: ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ ამოქმედებიდან ჩამოყალიბებული პრაქტიკის შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილება შედის კოდექსის დანართებში, რაც გამოიხატება გარკვეული საქმიანობების მოცულობების/ზღვრების კორექტირებასა და დაზუსტებაში. კერძოდ, იცვლება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ზღვრები. დანართი I-ში, გზშ-ს დაქვემდებარებულ საქმიანობად განისაზღვრება წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება 10 ჰა-ზე მეტი მოპოვების ადგილის ზედაპირით (ნაცვლად არსებული 25 ჰექტარისა). ამ ცვლილებიდან გამომდინარე, კორექტირდება სკრინინგს დაქვემდებარებული საქმიანობის ზღვარიც და მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით მოპოვება, სკრინინგს დაექვემდებარება როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი ნაცვლად 10 ჰექტრისა 5 ჰექტარზე მეტი იქნება. გარდა ამისა, ზუსტდება კოდექსის დანართებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობები, კერძოდ დანართი I-ის მე-12 პუნქტი (საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია, რომლის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე 5 კილომეტრი ან მეტია). ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დანართი I-ის მე-12 პუნქტი ყალიბდება იმგვარად, რომ გზშ-ის პროცედურას დაექვემდებაროს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეკონსტრუქცია და არა ადგილობრივი მნიშვნელობის გზის. სკრინინგის პროცედურის დახვეწის მიზნით, კოდექსს ემატება ახალი კრიტერიუმი, რომლის მიზანია სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში რელევანტური ინფორმაციის გათვალისწინება საქმიანობის განხორცილების ადგილსა და მისი ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან) თავსებადობის შესახებ. ცვლილება შეეხება ასევე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მექანიზმს. კერძოდ კი, კოდექსის მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი საქმიანობებისთვის „ავტორიზაციის“ დამატებითი შესაძლებლობის შექმნის მიზნით, რომელთაც კანონით დადგენილ ვადებში არ მიუმართავთ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც შესაბამის სუბიექტებს მიეცემათ ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით“ გაცემულ რეკომენდაციებს. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მიზნად ისახავს შესაბამისი სამართალდარღვევების „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ და 2021 წელს მიღებულ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტით შემოდის ახალი სამართალდარღვევა 1341 მუხლის სახით (საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის დარღვევით ან მის გარეშე სამუშაოების წარმოება), რისთვისაც განისაზღვრება სანქციები ფიზიკური პირისთვის 2000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირისთვის 5000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 15000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტით ცვლილებები შედის კოდექსის 1525-1529 მუხლებში, რომლითაც ხდება 2019 წლიდან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ამტვერებდი მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. კანონპროექტით ხორციელდება ქალაქ თბილისში უკვე არსებული წარმატებული პრაქტიკის გამოყენება ამტვერებადი მასალების არასწორი გამოყენების პრევენციის კუთხით. სამართალდარღვევები ითვალისწინებს სანქციებს ჯარიმის სახით, რომელიც თითოეული დარღვევისთვის მერყეობს ფიზიკური პირისთვის 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 500-დან 2000 ლარამდე. აგრეთვე, სანქციის ნაწილში გათვალისწინებულია სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის შემთხვევაშიც სამართალდამრღვევს დაეკისრება ჯარიმის გაზრდილი ოდენობა. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2022 წლის პირველ ივლისს. მოისმინეს: ნანა ზამთარაძის ინფორმაცია, რომ „გარემოსდაცვით შეფასების კოდექსის“ დანართი I-ის 26-ე პუნქტისა და დანართი II-ის 2.1 ქვეპუნქტის ცვლილებების ზემოაღნიშნული შინაარსით კანონში ასახვის პირობებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენას დაექვემდებარება ის საქმიანობებიც, რომლებიც აქამდე სკრინინგის დაქვემდებარებაშიც არ შედიოდა და აღნიშნული მოთხოვნების გაჩენა არსებითად შეაფერხებს ლიცენზირების პროცესს. აგრეთვე, ქალბატონი ნანა ზამთარაძის მითითებით, ცვლილებების პირობებში სკრინინგს დაექვემდებარება გასაცემი სარგებლობის ლიცენზიების დიდი ნაწილი, შესაბამისად საჭირო იქნება, როგორც ლიცენზიის გამცემი, ასევე სკრინინგის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადამიანური, დროისა და მატერიალური რესურსების დამატებითი მობილიზება. გარდა ამისა, დანართი I-ის 26-ე პუნქტისა და დანართი II-ის 2.1 ქვეპუნქტის ცვლილებები გამოიწვევს სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებისთვის ვადის გაზრდას. მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიღების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისთვის დაქვემდებარება მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს. დღეს არსებული პრაქტიკით, კოდექსის დანართი IIის 2.1 ქვეპუნქტის (ტორფის ან მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია) საფუძველზე ჩატარებული სკრინინგის პროცედურების შედეგად სკრინინგის განცხადებებით გათვალისწინებული ყველა საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს. ამასთან, აღნიშნული საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისთვის დაქვემდებარება, ხელს აძლევს ასევე ინვესტორს. აღნიშნული მოწესრიგება შესაძლებლობას მისცემს ინვესტორს სწორად დაგეგმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, შესაძლო გარემოსდაცვითი პრობლემების გამორიცხვის მიზნით. ამდენად, მოპოვებითი საქმიანობის დაწყებამდე მიზანშეწონილია ინვესტორისთვის განჭვრეტადი იყოს მისი საქმიანობიდან გამომდინარე გარემოზე შესაძლო ზემოქმედება და იმთავითვე მოპოვებითი საქმიანობის დაგეგმვისას გათვალისწინებული ჰქონდეს შესაბამისი გარემოსდაცვითი თავისებურებები, რათა გამოირიცხოს საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოსდაცვითი დარღვევების გამოსწორების მიზნით სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მხრიდან მკაცრი და მძიმე გარემოსდაცვითი ვალდებულებების დაკისრება. ქალბატონმა მაიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი მზად არის მეორე მოსმენამდე აღნიშნულ საკითხებზე ითანამშრომლოს სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან. მოისმინეს: ხატია წილოსანის ინფორმაცია, რომ რომ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/86/10; 23.06.2021) კანონების პროექტები წარმოადგენილია პირველი მოსმენით, ამიტომ კომიტეტმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ საკანონმდებლო პაკეტს იმ მოცემულობით, რაც ქალბატონმა მაიამ წარმოადგინა, ხოლო მეორე მოსმენისთვის მუხლობრივი განხილვისას შესაძლებელი იქნება კითხვების არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება იმგვარად, რომ კანონის აღსრულება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივანი ანი სისორდია
პრესრელიზი
პრესრელიზი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოსმენა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის თაობაზე ორშაბათს, 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ხედვის გასაცნობად საკომიტეტო მოსმენა გამართება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი, რომელიც პარლამენტის წევრებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის, კლიმატის ცვლილების 2030 სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტით საქართველომ აიღო უპირობო ვალდებულება, 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით შეამციროს (დაახლოებით 16% შემცირება ერთ სულ მოსახლეზე). გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) მხარს უჭერს საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის გაძლიერებას კლიმატის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმულირებასა და ზედამხედველობაში უფრო ინკლუზიური და გამჭვირვალე, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის გზით. ამ მიზნით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიებთან. საკომიტეტო მოსმენა გაიმართება: საქართველოს რესპუბლიკის დარბაზში (C კორპუსი, III სართული) მედია კონტაქტი: • • • პარლამენტის სასახლეში, პირველი ლაშა ნაკაშიძე, WFD წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, Lasha.Nakashidze@wfd.org ლიკა შავიშვილი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Lika.shavishvili@fcdo.gov.uk დენის სალუქვაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტი, dsalukvadze@parliament.ge