საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოსმენა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე;
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-02-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 7
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
1) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
2) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი;
3) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი:
4) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/178?local=true
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და
უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების
ერთობლივი სხდომა
თარიღი
08 თებერვალი 2021 12:00
2021 წლის 8 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პლენარულ სხდომათა დარბაზი
(B კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
მე-40
მუხლის
პირველი
პუნქტის
საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის
მოსმენა
2008
წლის
აგვისტოს
ომის
საქმეზე
ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ
გაწეული
სამუშაოსა
და
ამავე
საქმეზე
სასამართლოს
2021
წლის
21
იანვრის
გადაწყვეტილების თაობაზე;
მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე.
1 of 2
1/8/2025, 4:57 PM
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სხდომის
ოქმი N7
2021 წლის 8 თებერვალი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პლენარულ სხდომათა დარბაზი
(B კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის
საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი
ინფორმაციის მოსმენა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს
მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21
იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე;
მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე.
2021 წლის 8 თებერვლის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის
წესრიგი.
სხდომას უძღვებოდა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე - მიხეილ სარჯველაძე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური,
ანრი ოხანაშვილი, ელისო ბოლქვაძე, ისკო დასენი, სავალან მირზოევი;
კომიტეტმა, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტებთან ერთობლივად მოისმინა საქართველოს იუსტიციის
მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების
დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების და ამავე საქმეზე
ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების
თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, ისაუბრა ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს მიერ საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის
2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით 2021 წლის 21 იანვარს მიღებული
გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. მანვე აღნიშნა, რომ ოთხი კომიტეტის
ერთობლივი სხდომის ფორმატში ამ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის მიზანს,
აღნიშნული საკითხის ირგვლივ სიღრმისეული დისკუსია და ამ ინფორმაციის
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომლობა წარმოადგენს.
მისივე განცხადებით, თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი საერთაშორისო
კონფლიქტის ბედი წყდება არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ არსებობს ისეთი
ფორმატები და მექანიზმები, რომელიც ბრძოლის ველს მიღმა იძლევა
შესაძლებლობას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიღწეულ
იქნას საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: ქვეყნის დეოკუპაცია და
მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ასევე, სხვა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ისაუბრეს აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
კომიტეტებმა
მოისმინეს
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის,
გოჩა
ლორთქიფანიძის ვრცელი ინფორმაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით.
იუსტიციის მინისტრმა, დეტალურად ისაუბრა, ევროპულ სასამართლოში
სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული
სამუშაოებზე და ყურადღება გაამახვილა ორ ძირითად მოვლენაზე, თუ რას მიაღწია
და როგორ მიაღწია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს ამ
გადაწყვეტილებას.
მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ, 17 მოსამართლისგან შემდგარი
დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება
გასაჩივრებას, დაადასტურა:
1.
ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი
ნაწილია.
2. საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და
აფხაზეთის ოკუპაცია - საქართველოს რეგიონების. მაშასადამე, რუსეთის მიერ
დღემდე ხორციელდება ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი.
3. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური
წმენდა, რაც დღემდე გრძელდება. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იყენებს
ტერმინს „ეთნიკური წმენდა“.
4. რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლისა და ოკუპაციის განმახორციელებელ
სახელმწიფოს ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის
შედეგებისთვის დე-ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით. ანუ ნებისმიერი
ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში მას
შეერაცხება პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ განავითარა
დამკვიდრებული პრაქტიკა და ეფექტურ კონტროლს პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“.
5. სასამართლომ, სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება ანუ რუსეთის
კონტროლი დაადგინა განგრძობადად 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და ომის
შემდეგ.
6. ჩვენ მიერ მოთხოვნილი კონვენციის რვა მუხლიდან სასამართლომ ერთადერთი განათლების უფლების დარღვევა არ დაადგინა, რომელიც საქართველოს მიერ
სტრასბურგის სასამართლოში 2018 წელს შეტანილი ახალი, სახელმწიფოთა შორის
დავის საგანია. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით,
დამატებით დაადგინა რუსეთის მიერ კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა, რომელიც
გულისხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას.
7. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ფაქტიურად ამბობს: გადაადგილების
თავისუფლების (რაც განსაზღვრულია მე-4 ოქმის მე-2 მუხლით) დარღვევა დღემდე
გრძელდება. რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან
დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად იქნება გამოყენებული აღსრულების
ეტაპზე.
8. სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან დარღვევა
დააგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018
წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც საოკუპაციო
ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და
რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება.
9. სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ,
დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე 8-დან 12
აგვისტომდე, რისი გამოძიების ვალდებულება მას ჰქონდა საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად. უფრო მეტიც - სასამართლომ
განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში
ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების
საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ, მისი იურისდიქციის
ფარგლებში, ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის
სასამართლოსთან აუცილებლობად აქცევს.
იუსტიციის მინისტრმა, ასევე გააკეთა განმარტება, თუ როგორ მიაღწია საქართველომ
სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას. როგორც მან
აღნიშნა, სამართლებრივი სტრატეგია ეფუძნებოდა იურისდიქციისა და, შესაბამისად,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში სტრასბურგის
სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებას და,
რაც მთავარია, რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების
განგრძობადობის დასაბუთებას, რის საფუძველზეც მიღწეული იქნა ის შედეგი, რომ
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მიერ წარდგენილი
არგუმენტაცია და რუსეთის მხრიდან დარღვევები დაადგინა ადმინისტრაციული
პრაქტიკის სახით. მისივე ინფორმაციით,
სასამართლოს მიერ დადგენილი
„ადმინისტრაციული პრაქტიკის“ მისეული დეფინიცია არ ეყრდნობა მაინცდამაინც
აქტების რაოდენობრივ მახასიათებელს და გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება,
რომ სტრასბურგის სასამართლო პირველად დადგა ასეთი გამოწვევის წინაშე, რომ
ემსჯელა ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტისას მომხდარ დარღვევებზე,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.
მინისტრის
განცხადებით,
ასევე,
სამართლებრივი
სტრატეგიის
ნაწილში
განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდასა და
დევნილების დაბრუნებაზე. მისი განმარტებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21
იანვრის გადაწყვეტილებაში კონვენციის ცალკეული მუხლის დარღვევების
ქართველების ეთნიკურ წმენდად კვალიფიკაციამ შედეგად მოიტანა ის, რომ
საერთაშორისო
თანამეგობრობის
ყველა
წევრ-სახელმწიფოს
გაუჩნდა
სამართლებრივი ვალდებულება, არ აღიაროს საერთაშორისო სამართლის ნორმების
უხეში დარღვევით შექმნილი ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების
დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და ახსენებს ჟენევის
მოლაპარაკებებს, როგორც პოლიტიკურ ფორუმს, რაც ადასტურებს კონფლიქტის
მოგვარებაში საქართველოს მშვიდობიანი მიდგომის სისწორეს.
კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, 2008 წლის აგვისტოს ომის
საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
წარმოდგენილ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ამ გადაწყვეტილების
მნიშვნელობაზე და დასვეს შეკითხვებიც.
კომიტეტის სხdომას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის და იმ სახელმწიფო
უწყების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 2008 წლის
აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული
სამუშაოებში.
კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ
წარმომადგენლები და ექსპერტები.
არასამთავრობო
ორგანიზაციის
თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დამსწრე სხვა
პარლამენტის წევრებმაც.
იუსტიციის მინისტრმა ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვებს.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის თამჯდომარემ შემაჯამებლად კიდევ ერთხელ
ისაუბრა წარმოდგენილი დოკუმენტის უდიდეს ისტორიულ და სამართლებრივ
მნიშვნელობაზე, წარმოდგენილი ინფორმაციისთვის დიდი მადლობა გადაუხადა
საქართველოს იუსტიციის მინისტრს და თითოეულ იმ უწყებას, რომელთა
ძალიხსმევითაც შესაძლებელი გახდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს
გამარჯვება.
სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია