ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტის წარდგენა;

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.12.2021
ავტორი
საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები
ნომერი
#[5491]/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-12-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 62
შენიშვნა ერთობლივი სხდომა: 1) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; 2) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2021 წლის 24 დეკემბერი, 12:00 საათი ქ. თბილის, საქართველოს პარლამენტის სასახლე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტის წარდგენა; მომხსენებელი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი საბედაშვილი.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N62 2021 წელი, 24 დეკემბერი, 12:00 საათი ქ. თბილის, საქართველოს პარლამენტის სასახლე ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტის წარდგენა. მომხსენებელი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი საბედაშვილი. 2021 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევის უფლებამონაცვლე - რატი იონათამიშვილი, ანა ბუჩუკური, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ეკატერინე ხერხეულიძის უფლებამონაცვლე - თემურ ჯანაშია, ნატო ჩხეიძე. კომიტეტმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტეთან ერთობლივ სხდომაზე, დახურული სხდომის ფორმატში, მოისმინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის მოხსენება, წარმოდგენილ „ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიის პროექტზე“. (სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია