„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-01-27
ბიუროს ნომერი 14
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
03.07.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.020936) 90-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1
იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი:
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
2023 წლის 17 მაისს მიღებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვის
უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი კოორდინაციის მექანიზმის, ისევე, როგორც
მისი განხორციელების ხელშეწყობის ინსტრუმენტის - მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი
ელექტრონული სისტემისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. ამავე ცვლილებებით
საქართველოს მთავრობას 2025 წლის 1 იანვრამდე დაევალა უწყებათაშორისი კოორდინაციის
ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა და მისი დებულების დამტკიცება, აგრეთვე, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს
წარდგინებით
მონაცემთა
შეგროვებისა
და
ანალიზის
ერთიანი
ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფო დაწესებულებებს
მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებას აკისრებს. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს
უწყებებს შორის კოორდინაციას, ისევე, როგორც მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი
ელექტრონული სისტემის შექმნას. თუმცა, ამ ნორმათა იმპლემენტაციის პროცესში საკუთარი
კომპეტენციის ფარგლებში მოქმედ უწყებებს შორის უკეთესი კოორდინაციის განსახორციელებლად
კანონმა დამატებით გაითვალისწინა „ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმის“ შექმნა, რაც
მოითხოვს საკმაოდ კომპლექსური სამუშაოების წარმოებას და დეტალური წესების შემუშავების,
უწყებათა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის დეტალების ჩათვლით. სირთულეს
წარმოადგენს ელექტრონული სისტემისა და მისი გამართული ფუნქციონირების ინსტრუქციის
შემუშავებაც, რაც უშუალოდ უკავშირდება თავად ელექტრონული სისტემის შექმნასა და
ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა აღნიშნული ვალდებულებების შესრულების
გონივრული ვადის განსაზღვრა როგორც უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმის, ისე
ელექტრონული სისტემის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი
სამუშაოების შეუფერხებლად განსახორციელებლად. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს კანონის სათანადო
ნორმების მოქმედება.
გარდა ამისა, ბავშვის უფლებათა კოდექსში ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელების
შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიღებულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონი, რომელმაც ახლებურად განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და დამუშავების
საფუძვლები და პროცედურა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთ საფუძვლად მიჩნეულია შემთხვევა,
როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის
ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის
ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის ან მისი უფლებისთვის
მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და
მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ
კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა
კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
(რომელთა მოქმედების შეჩერებასაც ითვალისწინებს ამავე კოდექსში შესატანი ცვლილების
პროექტი). ამდენად, საჭიროა, რომ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი
ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციის დამტკიცება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითად
პრინციპებთან კორელაციაში განხორციელდეს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროა, ცვლილება განხორცილდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში და მოხდეს ამავე კანონის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერება, რაც უნდა განხორციელდეს
საკანონმდებლო ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმის მოქმედების შეჩერება 2027 წლის 1 იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლს
ემატება მე-6 პუნქტი და ხდება ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის
მოქმედების შეჩერება 2027 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
მიმართებაში
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი დებულებები ამოქმედდეს
მაქსიმალურად მოკლე ვადებში, შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის
მოქმედების შეჩერებას, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის უფლებათ კოდექსის იმ ნორმებთან,
რომელთა მოქმედების შეჩერებასაც ითვალისწინებს ამ პაკეტში შემავალი „ბავშვის უფლებათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონის პროექტი. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ ორივე
კანონპროექტი განხილული და მიღებული იქნეს ერთნაირი პროცედურით - დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ხელს შეუწყობს შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობას, არსებული
სახელმწიფო, ადამიანური, თუ მატერიალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას,
პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა რეალიზების
გაძლიერებას და მათი უფლებების უკეთესად დაცვას ყველა შესაბამისი მიმართულებით. ამდენად,
კანონპროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი