სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხების შესწავლის მიზნით, ბრძანებების გაცემის შესახებ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებების შედეგების შესახებ ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-01-27
ბიუროს ნომერი 14
📜 ტექსტი
ანგარიში
23 იანვარი 2025
REG 1 25 00069681
საქართველოს პარლამენტს
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის
შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, 2024 წლის განმავლობაში, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების
სააგენტოს მიერ, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო
მომსახურების საკითხების შესწავლის მიზნით,
ბრძანებების გაცემის შესახებ
სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების, სასამართლოს მიერ გაცემული
ბრძანებების ოდენობისა და მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული
შემოწმებების შედეგების შესახებ.
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 2024 წლის
1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში
პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხების შესწავლის მიზნით,
მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოებს შუამდგომლობით მიმართა
399 შემთხვევაში. სასამართლოს მიერ ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
48 შემთხვევაში დასრულდა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების
საკითხის შესწავლა (მათ შორის დარღვევები არ გამოვლინდა - 29 შემთხვევაში;
გამოვლენილი დარღვევების გამო სამედიცინო დაწესებულების/სამედიცინო პერსონალის
მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - 8 შემთხვევაში;
გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისვა
ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი - 10 შემთხვევაში; კომპეტენციის
ფარგლებში რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას -1 შემთხვევა).
349 შემთხვევაში, კომისიურად, სამედიცინო დაწესებულებებში საკითხის შესწავლა
დასრულებულია, მიმდინარეობს კლინიკურ შეფასებები დარგის სპეციალისტების მიერ. 2
შემთხვევაში გრძელდება ადგილზე კომისიურად შესწავლა.
ამრიგად,
რეგულირების
სააგენტოს
შუამდგომლობების
საფუძველზე,
სასამართლოების მიერ გაცემული ბრძანებების თანახმად, ყველა შემთხვევაში
განხორციელდა რეაგირება.
პატივისცემით,
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი
ლეილა ქოჩიაშვილი