„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/19/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-01-27
ბიუროს ნომერი 14

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად;“ 2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „5. ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.“ 3. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის აღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის შემცირების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი ან/და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლებელია მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.“. 1 5. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და უსკოს აპარატების, სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი/სპეციალური ჯგუფის წევრების ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.“. 4. მე-14 მუხლის კ3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „კ3. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და მისი წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს;“. 5. მე-20 მუხლის : ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „17. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 21 წელი; ბ) პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; ე) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა); ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები და მათი მოადგილეები; თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებული; ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე; კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, 2 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი; მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე; ნ) პროკურატურის თანამშრომელი; ო) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი; პ) არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი; პ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი; ჟ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი.“; ბ) 17 2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 17 3 პუნქტი : „173. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ მოთხოვნები. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდებაუფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“. 6. 24-ე მუხლის ა) 5 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „52. „საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ყველა ვაკანსია მაინც არ შეივსო.“. ბ) მე-6 პუნქტ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 18 წელი; ბ) პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, გარდა ამ მუხლის 51 და 52 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; დ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; 3 ე) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა); ვ) საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები და მათი მოადგილეები; თ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებული; ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე; კ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს დეპარტამენტის, სამმართველოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ლ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი; მ) მოსამართლე, მისი თანაშემწე; ნ) პროკურატურის თანამშრომელი; ო) პოლიტიკური პარტიის ხელმძღანელი პირი; პ) არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი; პ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი; ჟ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“; 7. 25 1-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 4 „7. საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, ხელახალი კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირად აირჩიოს პირი, რომელსაც არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ერთი ან ერთზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ყველა ვაკანსია მაინც არ შეივსო“.; 8. 29-ე მუხლის 1 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 2 პუნქტი : „12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.“. 9. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (აღნიშნული ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);“. 10. 38 1 მუხლის : ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს . ბ) მე-6 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „6. წილისყრის მიზნით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისთვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ასე შემდეგ) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ფურცლების დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით ამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და 5 სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ყველა ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.“. 11. 39- ე მუხლის ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ანდა წესდებით/სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, იმავდროულად არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ანდა წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში. ბ) მე-4 პუნქტის : ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „თ) არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი;“; ბ.ბ.) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ-ო“ ქვეპუნქტები : „მ) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირი; ნ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; ო) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“; 12. მე-40 მუხლის : ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 6 „7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართისა (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს იმავე ვადაში და იმავე ფორმით უნდა წარუდგინოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და ზემოაღნიშნული დოკუმენტები.“. ბ) 7 1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 2 პუნქტი : „72. თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში არ წარადგენს დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას/დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციას ამავე პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია ჩაითვალოს გაუქმებულად.“ 13. 42- ე მუხლის : ა) 2 2 პუნქტის : ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ა) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი; ა. ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ-თ“ ქვეპუნქტები : „ვ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი; ზ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; თ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის 7 მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“; გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 1 პუნქტი : „5. არჩევნების (კენჭისყრის) დღეს საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.“ 14. 44- ე მუხლის 5 1 პუნქტის : ა) „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ზ) პირი, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, დამკვირვებელი;“; გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ”- „ნ“ ქვეპუნქტები : ლ) პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი; მ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; ნ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;“. 15. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქი : „ლ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს ანდა დამკვირვებელს; 16. მე-60 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 60 1 მუხლი : „მუხლი 60 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურის დაცვით. 2. წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით, მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს წილისყრის ჩატარებისა და წილისყრაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას. წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი. 3. კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით გამოვლენის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და თითო ფურცელზე აღნიშნავს კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს. აღნიშნულ ფურცლებს ამოწმებს თავისი ხელმოწერით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოსავლენი ფუნქციების შესაბამისი თანმიმდევრობით სათითაოდ იღებს და ავლენს ამ ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს. 8 4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს: ა) გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში); ბ) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა: ბ.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას; ბ.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის წინა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერისა და სპეციალური ბეჭდით დამოწმების შემდეგ; ბ.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. 5. თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები. 7. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეიტანება წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს ჩაწერს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე. 8. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით. 9. თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა (ან უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა): ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი/წევრები, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამატებით ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს/წევრებს. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამცირებს ამომრჩეველთა რეგისტრატორის რაოდენობას, ან იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას; ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი/წევრები ან წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი/წევრები უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო 9 ყუთის წამღები კომისიის წევრის/წევრების ფუნქციას ანიჭებს კომისიის სხვა წევრს/წევრებს; გ) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამატებით ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ან იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას; დ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამატებით ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს ან მის ფუნქციას ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. 17. 61-ე მუხლის : ა) მე-2 პუნქტის „გ-ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს ; ბ) 2 1 და მე-3 ამოღებულ იქნეს ; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე : ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით; ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას; გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს. 18. 65-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს . 19. 67- ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს . 20. 76 1 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „23. საჭიროების შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს მეორე ტურის ჩატარებისათვის საჭირო, სხვა, დამატებითი ღონისძიებები და ვადები. აგრეთვე გამონაკლის შემთხევევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები.“ 21. 77-ე მუხლის 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 1-ე პუნქტ ი: „261. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას საარჩევნო კომისიაში მხარის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არჩევნების 10 დანიშვნიდან იყო/არის საარჩევნო სუბიექტი, გარდა პარტიის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა. 22. 91 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 911. საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა-გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 23. 111- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 10 წელს მაინც.“ 24. 134- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეფი რედაქციით : „1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში.“ 25. 148- ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“. 26. 158- ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან/და იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრები. პარტიას უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 21 წელი“. 27. 159- ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : 2. პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 21 წელი“. 28. 162- ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ 11 სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“ 29. 167- ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა , რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქცია საჭიროებს რიგი პროცედურული და ტექნიკური თავისებურებების გადახედვას და არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამრიგად, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას და ჰარმონიზაციას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა : „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები : კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტით აღმოიფხვრება საარჩევნო კოდექსში არსებული ცალკეული ხარვეზები და უზუსტობები, აგრეთვე, დაიხვეწება საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები:   სპეციალური ჯგუფის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება მის საზიანოდ გავლენას არ მოახდენს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმები უფრო მკაფიოდ და ერთგვაროვნად ყალიბდება;           საარჩევნო კომისიის არჩეულ/დანიშნულ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე; ზუსტდება, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“ ჩანაწერი ,,საკონსულო აღრიცხვაზეა“, მსგავსად ჩანაწერისა ,,იმყოფება უცხოეთში“ არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის შეზღუდვის საფუძველი მუხლიდან, რომელიც არეგულირებს რიგითი ნომრის მინიჭების წესს, ამოღებულია საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებული ჩანაწერი; პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით, დგინდება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ადგილობრივ დამკვირვებელთა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დანიშვნის ახალი კრიტერიუმები; ზუსტდება, რომ საარჩევნო სუბიექტს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მსგავსად, უფლება აქვს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა; პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის არსებული ზღვარის უფრო მკაფიოდ დაცვის მიზნით, დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დამკვირვებელს ეზღუდებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ჩატარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა; იზრდება საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისთვის განსაზღვრული სანქციის ოდენობა; ზუსტდება ჩანაწერი, რომელის თანახმად საქართველოს მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წევრად, მერად, საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს თუ კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღეს უსრულდება კანონმდებლობით დაწესებული შესაბამისი ასაკი; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის იცვლება გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი - შესაბამისობაში მოდის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესთან; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან , ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში ): განმარტებითი ბარათის წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი , ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიზნებიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო : კანონპროექტით გამოწვეული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ჯგუფის წევრები იყვნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იღებდნენ სოციალურ დახმარებას ან შეღავათებს, სპეციალური ჯგუფის წევრად დანიშვნა აღარ იქნება დახმარების შეჩერების საფუძველი, რაც არის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან შესაძლოა მეტი ხარჯის გაწევა გახდეს საჭირო ვიდრე ამ ცვლილების გარეშე, ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე : კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ქონდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო , ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე : იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ჯგუფის წევრები იყვნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იღებდნენ სოციალურ დახმარებას ან შეღავათებს, სპეციალური ჯგუფის წევრად დანიშვნა აღარ იქნება დახმარების შეჩერების საფუძველი, რაც არის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან შესაძლოა მეტი ხარჯის გაწევა გახდეს საჭირო ვიდრე ამ ცვლილების გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები , კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით : კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება , იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით , რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა : იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ჯგუფის წევრები იყვნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში, იღებდნენ სოციალურ დახმარებას ან შეღავათებს, სპეციალური ჯგუფის წევრად დანიშვნა აღარ იქნება დახმარების შეჩერების საფუძველი, რაც არის გავლენა პირებზე, რომლებსაც აღარ შეუწყდებათ დახმარება. კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ სამართალდარღვევას, ვინაიდან მათ მოუწევთ ჩადენილ სამართალდარღვევაზე 500 ნაცვლად 2000 ლარის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი : ჯარიმა სამართალდარღვევაზე ნაცვლად 500 ლარისა, განისაზღვრება 2000 ლარით. კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა დაკავშირებულია პრევენციის მიზანთან, რათა შემცირდეს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება : მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან : კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან , აგრეთვე , ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში , რომელსაც უკავშირდება შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი : კანონპროექტის მომზადება , − მისი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ , საქართველოსა და, მეორე მხრივ , ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან “ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან : ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო , არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება , ექსპერტი , სამუშაო ჯგუფი , რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის , ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ , ასეთის არსებობის შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში , იმ გამოცდილების მიმოხილვა , რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში : ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი : გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი : გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.