საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 27 იანვრის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-758/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-01-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 11

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3109?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 27 იანვარი 2025 11:00 2024 წლის 27 იანვარი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 1/27/2025, 12:14 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 27 იანვარი 11.00 ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N11 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე არჩილ გორდულაძე და დათო კოდუას უფლებამონაცვლე ილია ინჯია. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებულიინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 13 იანვრის N5 ბრძანებით, ირაკლი ბერაია დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი ბერაიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად განიხილავს თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე, კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია. რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეიმუშავა და სხდომაზე წარმოადგინა 2025 წლის სამოქმედო გეგმა, კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საქმიანობის მიმართულებებით. სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნა კომიტეტის ყველა წევრის ჩართულობა. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმას? კენჭისყრაში მონაწილეობდა 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): დამტკიცდეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2