საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, 2024 წლის 5-8 ნოემბერს სარაევოში, (ბოსნია-ჰერცეგოვინა) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო სხდომაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
წერილი
2-906/25
28-01-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ სამხარაძეს
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 5-8 ნოემბერს მივლინებით ვიმყოფებოდი სარაევოში,
(ბოსნია-ჰერცეგოვინა) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO)
საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად,
როგორც
აღნიშნულ
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის ხელმძღვანელი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე
შესაბამისად წარმოგიდგენთ აღნიშნული ვიზიტის ანგარიშს.
მუხლის
მე-3
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
პუნქტის
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების ადგილი: ქ. სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა
მივლინების თარიღი: 2024 წლის 5-8 ნოემბერი
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (Interparliamentary
Assembly on Orthodoxy (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო სხდომა
დელეგაციის შემადგენლობა: ირაკლი ქადაგიშვილი, მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელი; ლიკა ფერაძე, აღნიშნული მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი
აქტივობები: საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო სხდომა, ოფიციალური შეხვედრები და
ასამბლეის მიერ გამოცემული ალბომის პრეზენტაცია
2024 წლის 5-8 სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინას საპარლამენტო ასამბლეის შენობაში გაიმართა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს
საშემოდგომო სხდომა. სხდომას დაესწრნენ საერთაშორისო სამდივნოს წევრები შემდეგი
ქვეყნებიდან: ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საბერძნეთი, საქართველო, ეგვიპტე,
სომხეთი,
კვიპროსი,
საპარლამენტთაშორისო
რუმინეთი
ასამბლეის
და
სერბეთი.
რუმინელი
სხდომა
გაიხსნა
პრეზიდენტის,
მართლმადიდებლობის
იოან
ვულპესკოს
ვიდეო
მისალმებით, რომელმაც მის ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების გამო ონლაინ რეჟიმში
მიიღო მონაწილეობა სხდომის მუშაობაში.
სხდომის მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა მასპინძელი ქვეყნის საპარლამენტო
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
ლუბიცა მილიანოვიჩმა და აღნიშნა თუ რა დიდი გავლენა ჰქონდა ქრისტიანობას მის ქვეყანაზე.
სხდომა გახსნა IAO-ს გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა. მან ისაუბრა
ასამბლეის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე და მომავალ გეგმებზე.
განვლილ ღონისძიებებზე საუბრისას, მიმოიხილა ზაფხულში იტალიის ქალაქ პალერმოში
ჩატარებული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 31-ე
სხდომა და ისაუბრა მისგან გამომდინარე შედეგებსა და გეგმებზე (აღნიშნულ ასამბლეის სხდომას
საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო საქართველოს პარლამენტის დელეგაცია). გენერალურმა
მდივანმა ასევე
ისაუბრა
საერთაშორისო სამდივნოს მიერ ჩატარებული საერთაშორისო
კონფერენციისა და საქმიანი ვიზიტების შესახებ; მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა
დღევანდელ ევროპულ სტრუქტურებში ქრისტიანული ფასეულობების როლის გაზრდის
აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ასამბლეის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა
შორისაა მათი მოწოდება ევროპული ინსტიტუციებისადმი ქრისტიანული ღირებულებების
აღიარების მნიშვნელობაზე, როგორც ევროპული პროექტის მთავარი საფუძველისა.
საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ათანასიოს ბურასმა ისაუბრა სალონიკში, IAO-სა და
არისტოტელეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკური კონფერენციის
შესახებ თემაზე „პოლიტიკა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების გამოხატვის სფერო
ყოველდღიურ
ცხოვრებაში“
და
გამოთქვა
იმედი,
რომ
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეა კვლავაც გააგრძელებს მსგავს თემებზე წარმატებული მუშაობას
და თანამშრომლობას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა საპარლამენტთაშორისო
კავშირი (IPU) და სხვა.
სხდომა გაგრძელდა დეპუტატების ინტერვენციებით, რის დროსაც დაისვა მრავალი შეკითხვა და
გაცემული იყო პასუხი, მათ შორის ბიუროს წევრებმა მიმართეს საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელს არჩევნებთან დაკავშირებული შეკითხვით. ირაკლი ქადაგიშვილმა, მადლობა
გადაუხადა
ბოსნია-ჰერცეგოვინას
საპარლამენტო
ასამბლეის
კოლეგებს
გულთბილი
მასპინძლობისათვის და უპასუხა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.
მან დეტალურად ისაუბრა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე
და მის შედეგებზე, ასევე გამარჯვებული პარტიის „ქართული ოცნების“ მიზნებზე: „ჩვენ მხარს
ვუჭერთ მშვიდობას, ქრისტიანულ ღირებულებებს და
გაწევრიანებასთან
დაკავშირებით
არის
ძალიან
ჩვენი
მტკიცე!“−
ამოცანა
განაცხადა
მან.
ევროკავშირში
საქართველოს
პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს,
რომელთა მიზანია ოჯახისა და ბავშვების დაცვა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი
ნაბიჯი ქვეყანაში ქრისტიანული ღირებულებების შენარჩუნების, განვითარებისა და დაცვისათვის.
ამავდროულად, მან თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, მათ შორის,
განსხვავებული სექსუალური ქცევის მქონე პირთა უფლებები. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასამბლეის
მიზანიც ესაა, ქრისტიანული ფასეულობების წინ წამოწევა და შენარჩუნება“ − განაცხადა ირაკლი
ქადაგიშვილმა.
პასუხად გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა, დაუდასტურა მას
ასამბლეის მიზნები და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამდივნოს წევრებს დიდი სურვილი აქვთ
საქართველოში ჩამოსვლისა და ღონისძიების ჩატარებისათვის, რადგან „ჩვენ მტკიცედ ვაპირებთ
მომავალში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას“- განაცხადა მან.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო მიმდინარე ორგანიზაციულ და საფინანსო საკითხების განხილვას.
მოსმენილი იყო ხაზინადარისა და ფინანსური კომიტეტის წევრის, ათანასიოს დავაკისის მიერ
მომზადებული ანგარიში გაწეული ხარჯების შესახებ. დაიგეგმა მომავალი ექვსი თვის ბიუჯეტი და
საქმიანობის გეგმა. ბიუჯეტის პუნქტების განხილვისას მან მადლობა გადაუხადა იმ წევრ ქვეყნებს
(მათ შორისაა საქართველო), რომელთაც დროულად შესძლეს გადაეხადათ გაზრდილი საწევროს
გადასახადი. ამ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა კი შეიქმნა რუსეთის ფედერაციის
ასამბლეიდან გასვლის შემდეგ. დასასრულს, ხაზინადარმა მოუწოდა დარჩენილ ქვეყნებსაც
ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაკენ.
ვაკანტურ თანამდებობაზე ზაფხულის 32-ე გენერალური ასამბლეის სხდომამდე არჩეულ იქნა
ეგვიპტელი დეპუტატი მანალ ჰალალი, რომელიც წარსდგა მისი ქვეყნისა და ასამბლეის შორის
კულტურულ სფეროში თანამშრომლობის - პროექტის პრეზენტაციით. მან, ამავდროულად მოიწვია
კოლეგები
ეგვიპტეში
−
საგაზაფხულო
I.A.O.-ს
საერთაშორისო
სამდივნოს
სხდომის
ჩასატარებლად.
სხდომის დასასრულს, ასამბლეის პრეზიდენტმა იოან ვულპესკომ,
საერთაშორისო სამდივნოს
წევრებს მომავალი წლის გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარების ადგილად რუმინეთი
შესთავაზა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება უმასპინძლოს მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ყოველწლიური გენერალური ასამბლეის
32-ე სხდომას ბუქარესტის
პარლამენტში.
პროგრამის ბოლოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო
სამდივნოს დელეგაცია ეწვია აღმოსავლეთ სარაევოს კულტურის ცენტრს, სადაც ჩატარდა „აია
სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ IAO-ს მიერ მორიგი წევრი ქვეყნის ენაზე, კერძოდ
სერბულ ენაზე გამოცემული ალბომის პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენს ასამბლეის ერთ-ერთ
დიდ პროექტს და ემსახურება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აია-სოფიას ტაძარის
საფრთხეების
შესახებ
იმისათვის,
რომ
ერთიანად
გახდეს
შესაძლებელი
თურქეთის
ხელმძღვანელობის დარწმუნება გადაწყვეტილების შესაცვლელად. მოგეხსენებათ, სტამბოლის აიასოფიას ტაძარში მომლოცველი მუსლიმების მზარდი და უსასრულო ყოველწლიური ნაკადის
შედეგად დიდი ზიანი ადგება აია-სოფიას ტაძარს და მის ქრისტიანულ ფრესკებს, რა პროცესსაც
მეცნიერები აფასებენ როგორც შეუქცევადს. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო
სამდივნოს წევრები, ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სხვა საპატიო
სტუმრები. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის წევრი დეპუტატი სერბეთიდან,
ალექსანდრე ჩოტრიჩი,
სარაევოს
უნივერსიტეტის
ფილოსოფიური
ფაკულტეტის
დეკანი,
პროფესორი ვლადან ბარტულა და დოქტორი მაქსიმოს ჩარაკოპულოსი, IAO-ს გენერალური
მდივანი.
ანგარიში მოამზადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, ლიკა ფერაძემ