„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 144-ე და 145-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
2. თავი XVIII ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პარლამენტის
კვლევითი ცენტრი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პარლამენტის კვლევითი ცენტრის
ბალანსზე რიცხული ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა
შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს პარლამენტის
ბალანსზე.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - პარლამენტის კვლევითი
ცენტრისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული
კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის უფლებამოსილება გადაეცეს
საქართველოს პარლამენტს.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის - პარლამენტის კვლევითი ცენტრის
მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხების თაობაზე დადებული
ხელშეკრულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. აღნიშნულ ხელშეკრულებებში
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პარლამენტის კვლევითი ცენტრის
უფლებამონაცვლეს წარმოადგენს პარლამენტი.
5. ლიკვიდაციის შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან - პარლამენტის
კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3
თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მუხლი 3.
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ამოქმედდეს
2025 წლის 10 მარტიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებულ იქნება თავი XVIII,
რომელიც
შეეხება
პარლამენტთან
არსებულ
დაწესებულებებს.
კერძოდ:
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და
პარლამენტის კვლევით ცენტრს.
1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და „საქართველოს პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკის
შესახებ“
საქართველოს
მოქმედი
კანონით
განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის
სამართლებრივი სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ, განცალკევებულია
პარლამენტისგან („საქართველოს პარალმენტის რეგლამენტი“ მას მოიხსენიებს, არა
როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც პარლამენტთან
არსებულ დაწესებულებას), თუმცა ამავე დროს არ აქვს ცალკე სამართლებრივი
სუბიექტის სტატუსი. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით, ეროვნული
ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.
ზემოაღნიშნული
თვალსაზრისით,
ეროვნული
ბიბლიოთეკის
სტატუსი
ამოვარდნილია საჯარო სფეროში დამკვიდრებული სტანდარტიდან, როდესაც
მსგავსი ტიპის დაწესებულებებს აქვთ დამოუკიდებელი სამართალსუბიექტურობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის
შინაარსობრივ მხარეს, კერძოდ, საბიბლიოთეკო პოლიტიკის განხორციელებას,
საბიბლიოთეკო
დარგში
სახელმწიფო
სტანდარტების
დაცვის
კონტროლს,
საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებასა და
ანალიზს,
ეროვნული
ბიბლიოთეკა
კოორდინაციაშია
არა
საქართველოს
პარლამენტთან, არამედ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, რომელიც
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონისა და
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ კანონის თანახმად, ახორციელებს საბიბლიოთეკო
1
საქმის კოორდინაციას. შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმიანობა თავისი არსით
აღმასრულებელ ფუნქციას განეკუთვნება.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სისტემა არათანმიმდევრულია რამდენიმე
გარემოების
გათვალისწინებით.
სამართლებრივი
კუთხით
საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი ამოვარდნილია საჯარო
სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან, ვინაიდან ის არც პარლამენტის
სტრუქტურული ერთეულია და ამავე დროს არც ცალკე საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი.
რაც
შეეხება
შინაარსობრივ
მხარეს,
საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაკავშირებულია სხვა უწყებასთან საქართველოს კულტურის სამინისტროსთან - და არა პარლამენტთან, ვის
დაქვემდებარებაშიც ის არის.
აქვე
საინტერესოა
მაგალითები
საზღვარგარეთის
აჩვენებს,
რომ
ქვეყნების
ეროვნული
შემთხვევები.
ბიბლიოთეკები,
შესწავლილი
როგორც
წესი,
ექვემდებარებიან კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას
და მათ კოორდინირებას უწევენ აღნიშნული სამინისტროები დამოუკიდებლად ან
სხვა სამინისტროებთან ერთად.
შესაბამისად,
ეროვნული
განსაზღვრასთან
ბიბლიოთეკის
სამართლებრივი
ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების
სტატუსის
მაგალითების,
ასევე,
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს
კანონისა და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი
ნორმებიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია
ეროვნულმა
ბიბლიოთეკამ
საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის
სფეროში და ამავე დროს მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
საქართველოს
სიმბოლოებთან
ჰერალდიკის
სახელმწიფო
სიმბოლოებსა
დაკავშირებული
სფეროში
2020
და
საკითხების
წელს
სახელმწიფო
მნიშვნელობის
რეგულირების
განხორციელებული
მიზნით,
საკანონმდებლო
ცვლილებების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭო წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ორგანოს, რომელიც
ხელს
უწყობს
ქვეყანაში
ჰერალდიკის
საკითხების
ერთიანი
პოლიტიკის
წარმართვას. თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად საბჭო შეიმუშავებს
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან, მის გამოყენებასთან დაკავშირებულ
წინადადებებს.
მონაწილეობს
საქართველოს
2
სახელმწიფო
დაწესებულებათა
ჰერალდიკური ნიშნების, ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების
დადგენაში.
ასევე,
საბჭო
ხელისუფლების
ორგანოებისგან,
საჯარო
დაწესებულებებისგან, თანამდებობის პირებისგან, ორგანიზაციებისგან, ფიზიკური
და იურიდიული პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას, ქმნის და მართავს
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების რეესტრს, რომელშიც აღირიცხება აღნიშნული სიმბოლოები და მათი
აღწერილობები, შესაბამისი ტექნიკური მონაცემები და სხვა სათანადო ინფორმაცია
და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება, თავისი არსით, საბჭოს
მართვის სისტემით, აღმასრულებელ ფუნქციას წარმოადგენს და შესაბამისად,
მნიშვნელოვანია
საქართველოს
პარლამენტთან
არსებული
ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოს საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ ინტეგრირება, რაც
კიდევ უფრო განამტკიცებს ამ საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ ხასიათს.
დღეს
მოქმედი
კანონმდებლობით,
საქართველოს
სახელმწიფო
დროშის
დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით.
თუმცა,
გამომდინარე
საკანონმდებლო
ცვლილებით
იქედან,
ჰერალდიკის
რომ
სახელმწიფო
წარმოდგენილი
საბჭო
იქნება
საქართველოს მთავრობასთან არსებული საბჭო, მიზანშეწონილია, საქართველოს
პარლამენტის დადგენილებების ნაცვლად, შესაბამისი საკითხები დარეგულირდეს
საქართველოს მთავრობის აქტებით, რაც სრულად ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს
როგორც
სახელმწიფო
სიმბოლოებთან
სიმბოლოების,
დაკავშირებულ
ასევე
ჰერალდიკის
სახელმწიფო
მნიშვნელობის
სფეროს
მარეგულირებელ
კანონმდებლობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის
და შესაბამისად, ბუნდოვანია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამართლებრივი
სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ, განცალკევებულია პარლამენტისგან
(„საქართველოს პარალმენტის რეგლამენტი“ მას მოიხსენიებს, არა როგორც
პარლამენტის
სტრუქტურულ
ერთეულს,
არამედ
როგორც
პარლამენტთან
არსებულ დაწესებულებას), თუმცა ამავე დროს არ აქვს ცალკე სამართლებრივი
სუბიექტის
სტატუსი.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია
მას
მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტეს ნაწილში
ჰერალდიკის
საკითხების
მომწესრიგებელი
ორგანოები
ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არიან.
3
აღმასრულებელი
3. პარლამენტის კვლევითი ცენტრი
კარგი
მმართველობის
თანამედროვე
პრინციპის
პარლამენტის
საპარლამენტო
აპარატებისათვის
ცხოვრებაში
მნიშვნელოვან
გატარება
გამოწვევას
წარმოადგენს. სხვა პრინციპებთან ერთად აღნიშნული მოიაზრებს, კონკრეტული
ფუნქციების უშუალოდ პარლამენტის შიდა სტრუქტურული ერთეულების მიერ
განხორციელებას.
მათ
შორისაა
საკანონმდებლო
საქმიანობის
კვლევითი
უზრუნველყოფა, რასაც ევროპის ქვეყნების უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ
პარლამენტის აპარატები ახორციელებენ.
2017 წელს საქართველოს პარალამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების
კვალდაკვალ მომზადებულ იქნა საქართველოს პარლამენტის ორგანიზაციულ
მოწყობასთან
დაკავშირებული
ცვლილებები.
ერთ-ერთ
ასეთ
ცვლილებას
წარმოადგენდა პარლამენტისგან სამართლებრივად განცალკევებული კვლევითი
ცენტრის ჩამოყალიბება. პარლამენტისგან სამართლებრივად განცალკევებული
ორგანიზაციის შექმნის მთავარ მიზანს წარმოდგენდა საპარლამენტო სუბიექტებისა
და
პარლამენტის
აპარატის
შეკითხვების
საფუძველზე,
საინფორმაციო-
ანალიტიკური მასალების მომზადების პარალელურად, უშუალოდ პარლამენტის
საქმიანობის
მიღმა
საკითხების
კვლევისა
და
არასაბიუჯეტო
ფინანსური
რესურსების მოძიების შესაძლებლობის გაჩენა. მოაზრებული იყო, რომ კვლვითი
ცენტრი გარე ფინანსური რესურსების მობილიზებით და სხვა კვლევით
ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით
პროაქტიულად
აწარმოებდა
ინტერდისციპლინურ კვლევებს, შექმნიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, მოაწყობდა
საჯარო დისკუსიებს.
შედეგად, 2017 წელს პარლამენტის ახალ რეგლამენტში
შეტანილი რეგულაციის საფუძელზე, 2019 წელს შეიქმნა სსიპ საქართველოს
პარლამენტის კვლევითი ცენტრი.
თუმცა, სსიპ საქართველოს პარალამენტის კვლევითი ცენტრის საქმიანობის
კვალდაკვალ გამოიკვეთა, რომ გარე კვლევებში ჩართულობის და დაფინანსების
გარე რესურსების მოძიების პოტენციალი იყო დაბალი და ამავე დროს, მიმართავდა
სსიპ საქართველოს პარალამენტის კვლევითი ცენტრის ადამიანურ თუ დროით
რესურს იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონოდა უშუალო
კავშირი საპარლამენტო საქმიანობასთან. შედეგად, პრაქტიკაში მის მთავარ
ფუნქციად
საპარლამენტო
სუბიექტების
შეკითხვებზე
საინფორმაციო-
ანალიტიკური მასალების მომზადება გახდა.
ამასთან, კვლევითი ცენტრის დებულების თავდაპირველად მოქმედი რედაქციით,
ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციად გათვალისწინებული იყო პროაქტიული საქმიანობის
4
განხორციელება, თუმცა ვინაიდან აღნიშნული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, 2023
წლის იანვარში დებულებაში შევიდა ცვლილება და კვლევითი ცენტრის
აღნიშნული ფუნქცია ამოღებულ იქნა.
შესაბამისად, ის თავდაპირველი მიზანი, რომელიც ჩადებული იყო პარლამენტის
მმართველობის სფეროში სსიპ საქართველოს პარალამენტის კვლევითი ცენტრის
შექმნაში ვერ რეალიზდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის არსებობა
დაკავშირებულია ბიუროკრატიულ ხარჯებთან, როგორიცაა ადმინისტრაციული
მიმართულებით
ადამიანური
რესურსისთვის
და
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზისთვის საჭირო დანახარჯები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში
აღნიშნული
საკითხები,
მათი
მიზნიდან
და
არსიდან
გამომდინარე, მოითხოვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ეროვნული ბიბლიოთეკასა და ჰერალდიკის
სახელმწიფო
საბჭოს
სამართლებრივი
მიენიჭება
სტატუსი
საჯარო
და
სამართლის
იურიდიული
დაექვემდებარებიან
პირის
აღმასრულებელი
ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლს.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდირებულ
იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პარლამენტის კვლევითი ცენტრი.
კვლევითი ცენტრის ლიკვიდაცია, გარდა კარგი მმართველობის პრინციპის
საპარლამენტო ცხოვრებაში დანერგვისა, ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების
ოპტიმიზაციას.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან ამოღებულ იქნება 144-ე და 145-ე
მუხლები, ასევე, თავი XVIII.
5
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან
ლიკვიდირებულ იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პარლამენტის
კვლევითი ცენტრი, ხოლო ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება და მისი
კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე, სხვა შესაბამისი საინფორმაციო და
კვლევითი რესურსები აღირიცხება საქართველოს პარლამენტის ბალანსზე.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის პროექტის გარდამავალი დებულებები, ასევე,
ითვალისწინებს ლიკვიდაციის შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული
პირიდან
-
პარლამენტის
კვლევითი
ცენტრიდან
გათავისუფლებული
თანამშრომლების მიმართ გაიცემა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის
მიმართ
(რეგლამენტის
პროექტი
არ
არის
ინიციირებული
საქართველოს
მთავრობის მიერ).
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილების სრულად ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო, ნაწილი ნორმებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი 2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია
იმ მიზეზით, რომ დროულად მოხდეს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის
ეფექტიანობის
ხელშეწყობის
მიზნით
პარლამენტის
ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
6
აპარატის
გამართული
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
ეროვნულ
ბიბლიოთეკასა
და
ჰერალდიკის
სახელმწიფო
საბჭოსთან
დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებული
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.
ხოლო, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული
აუცილებელი აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა პარლამენტის
ასიგნებები.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღებას ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით
გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება
პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციას, აღნიშნული გავლენას იქონიებს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტს
დააკლდება კვლევით ცენტრში დასაქმებული პირების მიერ
საშემოსავლო
გადასახადი.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის
სახელმწიფო
კუთხით
საბჭოსთან
დაკავშირებული
საკანონმდებლო
ცვლილებების
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ხოლო, პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული
ხარჯების საფუძველზე დაიზოგება პარლამენტის ადმინისტრაციული ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
7
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით,
არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება მისი მოქმედება. რაც შეეხება, პარლამენტის კვლევითი ცენტრის
ლიკვიდაციის გავლენას, იგი ასახვას ჰპოვებს ამჟამად ცენტრში დასაქმებულ
პირებზე სახელფასო ანაზღაურების კუთხით.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
რეგლამენტის
პროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
8
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
9
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
შემუშავებაში
ჯგუფის,
მონაწილე
ექსპერტის
შეფასება
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონის
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
1. ეროვნული ბიბლიოთეკა
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
შესწავლილ
იქნა
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება, რომელმაც ცხადყო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკები, როგორც წესი,
ექვემდებარებიან კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას
და მათ კოორდინირებას უწევენ აღნიშნული სამინისტროები დამოუკიდებლად ან
სხვა სამინისტროებთან ერთად.
ესტონეთში ცენტრალურ დონეზე, საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას და
კოორდინირებას
უზრუნველყოფს
განათლებისა
მეცნიერების
და
ესტონეთის
სამინისტროსთან,
კულტურის
სხვა
სამინისტრო
სამინისტროებთან
თანამშრომლობით. ამასთან, საჯარო ბიბლიოთეკების ქსელზე ადმინისტრაციული
ზედამხედველობის განხორციელება კულტურის სამინისტროს კომპეტენციას
განეკუთვნება.
ლატვიაში საბიბლიოთეკო სისტემაში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია
კულტურის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს ეროვნული ბიბლიოთეკის
საქმიანობას.
ლიეტუვაში ეროვნული ბიბლიოთეკა შექმნილია მთავრობის დადგენილებით
სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებს კი ახორციელებს კულტურის სამინისტრო.
ლიეტუვას
კულტურის
სამინისტრო
ახორციელებს
საბიბლიოთეკო
დაწესებულებების სახელმწიფო მართვას.
უნგრეთში საჯარო ბიბლიოთეკების ზედამხედველობას ახორციელებს უნგრეთის
კულტურისა და ინოვაციების მინისტრი. უნგრეთის ეროვნული ბიბლიოთეკა
10
წარმოადგენს საჯარო ბიბლიოთეკას, რომლის საქმიანობის მხარდაჭერას და
ზედამხედველობას ახორციელებს კულტურისა და ინოვაციების მინისტრი.
შვედეთში საჯარო ბიბლიოთეკის საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკის
გატარებაზე
პასუხისმგებელია
შვედეთის
ხელოვნების
საბჭო,
ხოლო
ბიბლიოთეკების მხარდაჭერას ახორციელებს შვედეთის კულტურის სამინისტრო.
გამონაკლისს წარმოადგენს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა, რომელსაც არსებითად
სხვა ფუნქცია აქვს, ვიდრე ევროპულ სივრცეში მოქმედ ეროვნულ ბიბლიოთეკებს,
ვინაიდან მის ფუნქციაში არ შედის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია, თუ
სტანდარტების დადგენა, რომელსაც აშშ-ში „მუზეუმების და ბიბლიოთეკათა
საქმიანობის ინსტიტუტი“ ახორციელებს. კონგრესის ბიბლიოთეკა კონგრესის
წევრებს, კომიტეტებსა და თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო
უწყებებს
უწევს,
როგორც
საბიბლიოთეკო,
ისე
კვლევით
მომსახურებას.
გამომდინარე აქედან აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა არის საპარლამენტო
ბიბლიოთეკა და არა ეროვნული ბიბლიოთეკა.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
კანონპროექტის
მომზადებისას
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
და
გათვალისწინებულ იქნა სხვა ქვეყნების გამოცდილება. კერძოდ:
ჩეხეთის
რესპუბლიკის
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო
ადგენს
დეტალურ
დებულებებს, რომლებიც არეგულირებს ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო
სიმბოლოების გამოყენებას.
სლოვაკეთის
რესპუბლიკაში
სახელმწიფო
სიმბოლოების
გამოყენება
რეგულირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
პოლონეთის რესპუბლიკაში, ჰერალდიკის კომისია არის შინაგან საქმეთა და
ადმინისტრირების მინისტრის საკონსულტაციო ორგანო ჰერალდიკის საკითხებში.
მისი
საქმიანობა
ეხება
სახელმწიფო
და
ადგილობრივი
ხელისუფლების
სიმბოლოების სწორად გამოყენებას.
ლუქსემბურგში, ჰერალდიკის კომისია (Commission héraldique) არის ოფიციალური
ორგანო,
რომელიც
პასუხისმგებელია
ჰერალდიკასთან
დაკავშირებულ
საკითხებზე, მათ შორის გერბებისა და სხვა ჰერალდიკური სიმბოლოების
11
დიზაინზე, რეგისტრაციასა და რეგულირებაზე. ჰერალდიკის კომისიას ქმნის
პრემიერ-მინისტრი, რომელთა წევრებს თავად აკომპლექტებს.
იტალიის რესპუბლიკაში ჰერალდიკის ოფისი არის პრემიერ-მინისტრის ოფისის
დაქვემდებარებაში.
ნიდერლანდების სამეფოში უმაღლესი საბჭო (The High Council of Nobility) არის
მთავრობის მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მუშაობს
ჰერალდიკის საკითხებზე.
შვედეთის სამეფოში, ეროვნული არქივის ჰერალდიკის საბჭო არის კულტურის
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფოს უმაღლესი ჰერალდიკის ორგანო.
საბჭო შედგება ეროვნული არქივარიუსისგან, რომელიც არის თავმჯდომარე და
მთავრობის მიერ დანიშნული სამი წევრისგან.
3. პარლამენტის კვლევითი ცენტრი
კანონპროექტის მომზადების პროცესში
შესწავლილ იქნა საზღვარგარეთის
ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის კვლევითი ცენტრების ორგანიზაციული
მოწყობის თვალსაზრისით, რომელმაც ცხადყო, რომ ევროკავშირის წევრი
ქვეყნების უმრავლესობაში პარლამენტის კვლევითი ცენტრები პარლამენტის შიდა
სტრუქტურის ნაწილად გვხვდება და მათ არ აქვთ ცალკე საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. კერძოდ:
ესტონეთში, იურიდიული და კვლევითი დეპარტამენტი არის ესტონეთის
პარლამენტის შიდა სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია
საკანონმდებლო პროცესისთვის აუცილებელ საინფორმაციო და კვლევით
სამუშაოებზე.
ფინეთის კვლევითი სერვისი არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის
დეპარტამენტის ქვედანაყოფი (ბიბლიოთეკასთან და პარლამენტის საინფორმაციო
ოფისთან ერთად).
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში არ არსებობს ცენტრალიზებული
საპარლამენტო კვლევის სამსახური. მუდმივმოქმედი კომიტეტები თავად
უზრუნველყოფენ მისი საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას.
12
გერმანიის ბუნდესრატს არ აქვს საპარლამენტო კვლევის სამსახური, თუმცა,
ბუნდესრატს აქვს ბიბლიოთეკა, რომლის თანამშრომლებიც ეხმარებიან
ბუნდესრატის თანამშრომლებს დამატებით ინფორმაციის მოძიებაში.
რაც შეეხება ბუნდესტაგს, 2013 წლიდან პარლამენტის კვლევითი განყოფილება
შეუერთდა ევროპული საკითხების დირექტორატს. კვლევითი სამსახური არის
საგარეო ურთიერთობების, ევროპისა და ანალიზის გენერალური დირექტორატის
ნაწილი, გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაციის ექვსი გენერალური
დირექტორატიდან ერთ-ერთი.
უნგრეთში დეპუტატების საინფორმაციო სამსახური (ინფოსერვისი) - ინფოსერვისი
გამოეყო ბიბლიოთეკას 2014 წელს (თანამშრომლების რაოდენობა 11) და ახლა ის
არის დამოუკიდებელი დეპარტამენტი იმავე ორგანიზაციულ დონეზე, როგორც
ბიბლიოთეკა, თუმცა შედის კულტურის საკითხთა დირექტორატში.
ლატვიის ანალიტიკური სამსახური არის ლატვიის პარლამენტის სტრუქტურული
ერთეული, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის მიერ განსახილველი
კანონპროექტების ხარისხის გაუმჯობესებას.
ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ოფისის ინფორმაციისა და კომუნიკაციის
დეპარტამენტის კვლევის განყოფილება ახორციელებს კვლევით საქმიანობას
ლიეტუვის პარლამენტში. 2016 წლის დასაწყისში სეიმის ოფისმა გაატარა ღრმა
სტრუქტურული რეფორმა რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით. რამდენიმე
სტრუქტურული
ერთეულის
(პარლამენტის
კვლევის
დეპარტამენტი,
კომუნიკაციების დეპარტამენტი, პარლამენტარიზმის ისტორიული მეხსიერების
განყოფილება და ევროპის საინფორმაციო სამსახური) შერწყმამ გამოიწვია
ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც მოიცავს
კვლევით განყოფილებასაც (13 თანამშრომელი).
ნორვეგიის პარლამენტის საპარლამენტო კვლევის სამსახური (PRS) შეიქმნა 1999
წლის ოქტომბერში, რომელიც შედის ცოდნისა და დოკუმენტაციის დეპარატმენტის
შემადგენლობაში,
პორტუგალიაში, საკანონმდებლო და საპარლამენტო ინფორმაციის სამმართველო
(DILP) წარმოადგენს პორტუგალიის პარლამენტის კვლევით ერთეულს, რომელიც
არის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორატის დაქვემდებარებაში.
2018 წლამდე სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს კანცელარიის
საპარლამენტო ინსტიტუტში სამი ქვედანაყოფი იყო: პარლამენტის კვლევისა და
განათლების განყოფილება, პარლამენტის ბიბლიოთეკის განყოფილება და
პარლამენტის არქივის განყოფილება. პარლამენტის კვლევისა და განათლების
განყოფილება 2018 წელს გაუქმდა და მისი ყოფილი კვლევითი ანალიტიკოსები
ამჟამად პარლამენტის ინსტიტუტის დირექტორის უშუალო დაქვემდებარებაში
არიან.
13
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
14