„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“
საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 26) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის
ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“
2. ამოღებულ იქნეს პრეამბულა.
3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომ − ეროვნული
ბიბლიოთეკა) არის საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული
პირი. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით ექვემდებარება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს. ეროვნულ
ბიბლიოთეკაზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედება.
2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო
ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა
სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი
ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის,
ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური
საქმიანობისა და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი
საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად.“.
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას, განსაზღვრავს
ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილს საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში, მის
ძირითად ფუნქციებსა და თავისებურებებს.“.
5. მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბიბლიოთეკის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს
დებულება. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხას და შრომის
პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ - მინისტრი).“.
6. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას მართავს გენერალური დირექტორი,
რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
მინისტრი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალური დირექტორი დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით
ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ეროვნული ბიბლიოთეკის
ანგარიშს ბანკში, განაგებს ეროვნული ბიბლიოთეკის სახსრებს, გამოსცემს
ბრძანებებს და იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა
ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მუშაკისათვის, აგრეთვე მინისტრის თანხმობით
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური
დირექტორის მოადგილეს და ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტების
დირექტორებს.“.
7. მე-11 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სამინისტროს გარანტია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო
მომსახურების უზრუნველსაყოფად“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების და ამ კანონით
გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი, არ ერევა ბიბლიოთეკის
პროფესიულ
საქმიანობაში,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და
ხელშეუხებლობას;
ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური
მხარდაჭერით, შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით;
გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას,
გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;
დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ნაბეჭდი
პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას;
ე) ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი
უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას;
ვ) სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას კადრების მომზადებისა და გადამზადების,
შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების საქმეში;
ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და
ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას;
თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში
გაწევრიანებას, უცხო სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და
საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს
კულტურის
მინისტრმა
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური
დირექტორი.
2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის
ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში,
სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
3.
საქართველოს
კულტურის
მინისტრმა
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
ამოქმედებამდე, დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია
ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება, საშტატო ნუსხა და
განსაზღვროს მისი ქონების შექმნის წესი.
მუხლი 3.
1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნას საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული
ბიბლიოთეკა.
2. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მისი მოადგილე და თანამშრომლები.
3. ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში დასაქმებული პირები, მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნენ
გადაყვანილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში იმავე
თანამდებობებზე
(შესაბამისი
შრომის
ანაზღაურებისა
და
სტატუსის
შენარჩუნებით), აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე, მათივე თანხმობით, უკონკურსოდ
იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ილია ჭავჭავაძის
სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე (შესაბამისი შრომის
ანაზღაურებით), რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნულ
ბიბლიოთეკაში.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული თანხმობის გამოხატვა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით
2025 წლის 7 მარტამდე. თუ ამ პუნქტში მითითებული პირები დასახელებულ
ვადაში არ წარადგენენ წერილობით თანხმობას, მათზე 2025 წლის 10 მარტიდან არ
გავრცელდება
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული მობილობის წესი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე
უკონკურსოდ გადაყვანის დათქმა. ასეთ პირებს არ აქვთ მათი თანამდებობის
ტოლფას თანამდებობაზე/მათი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე
აღდგენის მოთხოვნის უფლება.
4.
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკის მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
მუხლი 4.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის
ეროვნული
ბიბლიოთეკა
არის
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკის უფლებამონაცვლე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკისთვის
განსაზღვრული
პროგრამული
საქართველოს
კოდებით
სახელმწიფო
ბიუჯეტით
გათვალისწინებული
სახსრების
განკარგვის ნაწილში.
2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბალანსზე რიცხული
ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი
საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის
ბალანსზე.
3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებულ საკითხების თაობაზე დადებული ხელშეკრულებები
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 5.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4
პუნქტებისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-4
მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს მოქმედი
კანონით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის
სამართლებრივი
სტატუსი.
პრაქტიკაში
ის,
ერთი
მხრივ,
განცალკევებულია
პარლამენტისგან (საქართველოს პარალმენტის რეგლამენტი მას მოიხსენიებს, არა როგორც
პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც პარლამენტთან არსებულ
დაწესებულებას). თუმცა, ამავე დროს, არ აქვს ცალკე სამართლებრივი სუბიექტის
სტატუსი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საქართველოს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.
ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი ამოვარდნილია
საჯარო
სფეროში
დამკვიდრებული
სტანდარტიდან,
როდესაც
მსგავსი
ტიპის
დაწესებულებებს აქვთ დამოუკიდებელი სამართალსუბიექტურობა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის სახით.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის
შინაარსობრივ
მხარეს,
კერძოდ,
საბიბლიოთეკო
პოლიტიკის
განხორციელებას,
საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის კონტროლს, საბიბლიოთეკო
სტატისტიკური მონაცემების ცენტრალიზებულ შეგროვებასა და ანალიზს, ეროვნული
ბიბლიოთეკა კოორდინაციაშია არა საქართველოს პარლამენტთან, არამედ საქართველოს
კულტურის სამინისტროსთან, რომელიც „საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონისა და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ კანონის თანახმად,
ახორციელებს
საბიბლიოთეკო
საქმის
კოორდინაციას.
შესაბამისად,
იგი
მეტად
დაკავშირებულია საქართველოს - კულტურის სამინისტროსთან, ვიდრე საქართველოს
პარლამენტთან, ვის დაქვემდებარებაშიც ის არის. შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმიანობა
თავისი არსით აღმასრულებელ ფუნქციას განეკუთვნება, ანალოგიურ მიდგომას იზიარებს
საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული პრაქტიკაც.
შესწავლილი მაგალითები აჩვენებს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკები, როგორც წესი,
ექვემდებარებიან კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ ზედამხედველობას და მათ
1
კოორდინირებას
უწევენ
აღნიშნული
სამინისტროები
დამოუკიდებლად
ან
სხვა
სამინისტროებთან ერთად.
შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან
ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითების, ასევე, „საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საბიბლიოთეკო საქმის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
ეროვნულმა
ბიბლიოთეკამ
საქმიანობა
გააგრძელოს
საქართველოს
კულტურის
სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული
სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან,
ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებაში, სამართლებრივ სტატუსზე მითითების გარდა,
მსგავსად „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს
კანონისა, უნდა მიეთითოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის ილია ჭავჭავაძის
სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს
„საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, განჭვრეტადი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის
სამართლებრივი სტატუსი. კერძოდ, ის ფუნქციონირებას განაგრძობს საქართველოს
კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით და დაექვემდებარება აღნიშნული სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს.
ამასთანავე, ეროვნული ბიბლიოთეკა იმ სამინისტროსთან ერთად განახორციელებს
საბიბლიოთეკო
საქმის
კოორდინაციას,
რომლის
მმართველობის
სფეროშიც
იფუნქციონირებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:
ზუსტდება ეროვნული ბიბლიოთეკისა და შესაბამისად, კანონის სახელი;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული
ბიბლიოთეკა;
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად: ეროვნული ბიბლიოთეკის
დებულებას, საშტატო ნუსხას და შრომის პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის
გენერალური დირექტორის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს კულტურის
მინისტრი; ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე
2
დანიშნავს და გაათავისუფლებს კულტურის მინისტრი; ეროვნული ბიბლიოთეკის
გენერალური დირექტორი კულტურის მინისტრის თანხმობით თანამდებობაზე
დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს თავის მოადგილესა და ეროვნული
ბიბლიოთეკის დეპარტამენტების დირექტორებს;
კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება მთელი რიგი
ღონისძიებები, რომლებიც კანონის სრულად ამოქმედების მიზნისათვის გარდამავალ
პერიოდში უნდა იქნეს გატარებული. მათ შორის, განისაზღვრება, რომ საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმებული პირები, მათივე თანხმობით,
უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე (შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა და
სტატუსის შენარჩუნებით), რომლებიც მათ კანონპროექტის შესაბამისი მუხლის
ამოქმედების მომენტისთვის ეკავებათ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური
დირექტორი და მისი მოადგილე, მათივე თანხმობით, უკონკურსოდ იქნებიან
გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ილია ჭავჭავაძის სახელობის
ეროვნული
ბიბლიოთეკაში
იმავე
თანამდებობებზე
(შესაბამისი
შრომის
ანაზღაურებით). ამასთან, აღნიშნული თანხმობების გამოხატვა უნდა მოხდეს
წერილობითი ფორმით 2025 წლის 7 მარტამდე. დასახელებულ ვადაში თანხმობების
შესაბამისი ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, 2025 წლის 10 მარტიდან შესაბამის
პირებზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მობილობის წესი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია
ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში იმავე თანამდებობებზე
უკონკურსოდ გადაყვანის დათქმა; სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული
ბიბლიოთეკა იქნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
უფლებამონაცვლე,
მათ
შორის,
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული
პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბალანსზე რიცხული ქონება
და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო
და კვლევითი რესურსები აღრიცხული იქნება სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის
ეროვნული ბიბლიოთეკის ბალანსზე და რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის მიერ ამ უკანასკნელი საკითხების თაობაზე დადებული
ხელშეკრულებები შეინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიმართ
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
3
გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილებების სრულად ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო, ნაწილი ნორმებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი 2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ
მიზანშეწონილია დროულად მოხდეს პარლამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეულის
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და სხვა თანმდევი სამართლებრივი საკითხები
გახდეს განჭვრეტადი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
4
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
5
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ესტონეთში ცენტრალურ დონეზე, საბიბლიოთეკო სისტემის (ქსელის) განვითარებას და
კოორდინირებას უზრუნველყოფს ესტონეთის კულტურის სამინისტრო განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობით, ამასთან
საჯარო
ბიბლიოთეკების
ქსელზე
ადმინისტრაციული
ზედამხედველობის
განხორციელება კულტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება.
ლატვიაში საბიბლიოთეკო სისტემაში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია
კულტურის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობს ეროვნული ბიბლიოთეკის
საქმიანობას.
ლიეტუვაში
ეროვნული
ბიბლიოთეკა
სახელმწიფოს
უფლება-მოვალეობებს
შექმნილია
კი
მთავრობის
ახორციელებს
დადგენილებით
კულტურის
სამინისტრო.
ლიეტუვას კულტურის სამინისტრო ახორციელებს საბიბლიოთეკო დაწესებულებების
სახელმწიფო მართვას.
უნგრეთში საჯარო
კულტურისა
და
ბიბლიოთეკების ზედამხედველობას ახორციელებს უნგრეთის
ინოვაციების
მინისტრი.
6
უნგრეთის
ეროვნული
ბიბლიოთეკა
წარმოადგენს
საჯარო
ბიბლიოთეკას,
რომლის
საქმიანობის
მხარდაჭერას
და
ზედამხედველობას ახორციელებს კულტურისა და ინოვაციების მინისტრი.
შვედეთში
საჯარო
ბიბლიოთეკის
საქმიანობასთან
დაკავშირებული
პოლიტიკის
გატარებაზე პასუხისმგებელია შვედეთის ხელოვნების საბჭო, ხოლო ბიბლიოთეკების
მხარდაჭერას ახორციელებს შვედეთის კულტურის სამინისტრო.
გამონაკლისს წარმოადგენს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა, რომელსაც არსებითად სხვა
ფუნქცია აქვს, ვიდრე ევროპულ სივრცეში მოქმედ ეროვნულ ბიბლიოთეკებს, ვინაიდან მის
ფუნქციაში არ შედის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია, თუ სტანდარტების დადგენა,
რომელსაც
აშშ-ში
„მუზეუმების
ახორციელებს.
კონგრესის
თანამშრომლებს,
ისევე
და
ბიბლიოთეკათა
ბიბლიოთეკა
როგორც
სხვა
საქმიანობის
ინსტიტუტი“
კონგრესის
წევრებს,
კომიტეტებსა
სახელმწიფო
უწყებებს
უწევს,
და
როგორც
საბიბლიოთეკო, ისე კვლევით მომსახურებას. გამომდინარე აქედან აშშ-ის კონგრესის
ბიბლიოთეკა არის საპარლამენტო ბიბლიოთეკა და არა ეროვნული ბიბლიოთეკა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
7