„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#07-3/20/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).“. 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს ეროვნული ბიბლიოთეკა, აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები.“. 3. თავი IV ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV. ეროვნული ბიბლიოთეკა მუხლი 17. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში 1. ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის ქვეყნის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას, ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას. 2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ფასეული ობიექტი და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია მისი ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა. მუხლი 18. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის რეგულირება ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტსა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანიდან და მიზნად ისახავს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე, ეროვნული იურიდიული პირის ბიბლიოთეკა ფორმით, რაც იფუნქციონირებს განაპირობებს საჯარო ბიბლიოთეკის სამართლის სახელწოდების დაზუსტებას და შემდეგნაირად ჩამოყალიბებას - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ეროვნული ბიბლიოთეკის დასახელება შესაბამისობაში იქნება ამავე საკანონმდებლო პაკეტით მისაღებ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან, რომლითაც ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრიდან გამომდინარე იცვლება მისი სახელწოდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, კანონის შესაბამის ნორმებში ნაცვლად „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა“ მიეთითება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა“. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე აზუსტებს მის სახელწოდებას ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე, ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია განსახილველი საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროებიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 2 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 3 ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი. 4 ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი. 5