„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: შალვა პაპუაშვილი
ნომერი
#07-3/20/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 450090050.05.001.017494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ - ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გამოუცემელი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა დისერტაციებს, ავტორეფერატებსა და დეპონირებულ სამეცნიერო შრომებს სავალდებულო ეგზემპლარის უფლებით ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ საქართველოს შესაბამისი სამეცნიერო საბჭოები. ამასთანავე: ა) დისერტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 1 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში; ბ) ავტორეფერატი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 2 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში; გ) დეპონირებული სამეცნიერო შრომა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა შესაბამისი სამეცნიერო საბჭოს მიერ დეპონირებულ ნაშრომად აღიარებიდან 30 დღის განმავლობაში.“. 3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.“. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. აუდიოვიზუალური ნაწარმოების სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა აუდიოვიზუალური ნაწარმოები გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს ეროვნულ არქივს ორ-ორი ეგზემპლარის ოდენობით. ამასთანავე, აუდიონაწარმოები მათ გადაეცემა გამოსვლის დღეს, ფილმი და ვიდეოდოკუმენტი კი – კოპირებისთანავე.“. 5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული გამოცემა გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას.“. 6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების მფლობელები საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდები იქმნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საქართველოს ეროვნულ არქივში.“. 8. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. ავტონომიური და ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა დოკუმენტების მწარმოებლები შესაბამისად ავტონომიურ და ადგილობრივ სავალდებულო ეგზემპლარებს გადასცემენ შემდეგ ბიბლიოთეკებს: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – პაპასკირის სახელობის აფხაზეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – ა. წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას; გ) ქალაქ ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები – ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალურ ბიბლიოთეკას; დ) ქალაქ ფოთის, ქალაქ ზუგდიდის, ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ე) ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ვ) ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ზ) ქალაქ თელავის, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები – თელავის ცენტრალურ საქალაქო ბიბლიოთეკას; თ) ქალაქ ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – ახალციხის საბიბლიოთეკო გაერთიანების ცენტრალურ ბიბლიოთეკას; ი) ქალაქ გორის, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები – გორის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკას; კ) ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები – რუსთავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ლ) ქალაქ მცხეთის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი - ეროვნული ბიბლიოთეკას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტსა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანიდან და მიზნად ისახავს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე, ეროვნული ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, რაც განაპირობებს ბიბლიოთეკის სახელწოდების დაზუსტებას და შემდეგნაირად ჩამოყალიბებას - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდება შესაბამისობაში იქნება ამავე საკანონმდებლო პაკეტით მისაღებ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან, რომლითაც ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრიდან გამომდინარე იცვლება მისი სახელწოდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1 კანონპროექტით კანონის შესაბამის ნორმაში ნაცვლად „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა“ მიეთითება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული). მიმართ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე აზუსტებს მის სახელწოდებას ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე, ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია განსახილველი საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტისა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროებიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2 კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: 3 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. 4 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი. 5