„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019233) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები
საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის
პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო
გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების
მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სავალდებულოა
სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა, განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.“.
3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა
შემთხვევები
საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები
შეიძლება განისაზღვროს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
4. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების,
შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო
გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
5. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტის სტატუსი
1. ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში
საქართველოს
სახელმწიფო
სიმბოლოებსა
და
სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას უზრუნველყოფს საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი
(შემდგომში - დეპარტამენტი), რომელზედაც
ვრცელდება „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ
კანონითა და დეპარტამენტის დებულებით, ხოლო მისი სტრუქტურა განისაზღვრება
დეპარტამენტის დებულებით. დეპარტამენტის დებულებასა და საშტატო ნუსხას
დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
მთავრობა.
5. დეპარტამენტი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 2.
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე
თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო
სიმბოლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის
ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო
სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
3. საქართველოს მთავრობამ
ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე,
დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სიმბოლოების
დეპარტამენტის დებულება და საშტატო ნუსხა და განსაზღვროს მისი ქონების შექმნის
წესი.
მუხლი 3.
1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბაზაზე
შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების
დეპარტამენტი.
2. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ საქართველოს პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები და თანამშრომლები.
3. ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში დასაქმებული პირები, მათივე თანხმობით,
უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე (შესაბამისი
შრომის ანაზღაურებისა და სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნებით), აგრეთვე
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, მათივე
თანხმობით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი
საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში − სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე
(შესაბამისი შრომის ანაზღაურებით), რომლებიც მათ ამ პუნქტის ამოქმედების
მომენტისთვის
ეკავათ
საქართველოს
პარლამენტთან
არსებულ
ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოში. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამოხატვა უნდა
მოხდეს წერილობითი ფორმით 2025 წლის 7 მარტამდე. თუ ამ პუნქტში მითითებული
პირები დასახელებულ ვადაში არ წარადგენენ წერილობით თანხმობას, მათზე 2025
წლის 10 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული მობილობის წესი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში
− სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე უკონკურსოდ
გადაყვანის
დათქმა.
ასეთ
პირებს
არ
აქვთ
მათი
თანამდებობის
ტოლფას
თანამდებობაზე/მათი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის
მოთხოვნის უფლება.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოს მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
მუხლი 4.
1.
საჯარო
სამართლის
დეპარტამენტი
არის
იურიდიული
საქართველოს
პირი
−
სახელმწიფო
პარლამენტთან
არსებული
სიმბოლოების
ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭოს უფლებამონაცვლე, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან
არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების
განკარგვის ნაწილში.
2. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს
ბალანსზე რიცხული ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა
შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტის ბალანსზე.
3. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ამ
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე დადებული
ხელშეკრულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 5.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4
პუნქტებისა და მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები და მე-4 მუხლი
ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან
დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, ჰერალდიკის სფეროში 2020 წელს
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით,
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარმოადგენს საქართველოს პარლამენტთან არსებულ
ორგანოს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხების ერთიანი პოლიტიკის
წარმართვას.
საქართველოს
თავისი
უფლებამოსილების
სახელმწიფო
განსახორციელებლად
სიმბოლოებთან,
მის
საბჭო
გამოყენებასთან
შეიმუშავებს
დაკავშირებულ
წინადადებებს, მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური
ნიშნების, ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში. ასევე, საბჭო
ხელისუფლების ორგანოებისგან, საჯარო დაწესებულებებისგან, თანამდებობის პირებისგან,
ორგანიზაციებისგან,
ფიზიკური
და
იურიდიული
პირებისგან
გამოითხოვს
საჭირო
ინფორმაციას, ქმნის და მართავს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების რეესტრს, რომელშიც აღირიცხება აღნიშნული სიმბოლოები და
მათი აღწერილობები, შესაბამისი ტექნიკური მონაცემები და სხვა სათანადო ინფორმაცია და
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება, თავისი არსით, საბჭოს მართვის
სისტემით, აღმასრულებელ ფუნქციებს უთანაბრდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის ახალი მოდელის განსაზღვრა და
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქართველოს
მთავრობის მმართველობის ქვეშ ინტეგრირება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მისი
საქმიანობის მარეგულირებელ ხასიათს.
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამართლებრივი სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ,
განცალკევებულია
პარლამენტისგან
(„საქართველოს
პარალმენტის
რეგლამენტი“
მას
მოიხსენიებს, არა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც
პარლამენტთან არსებულ დაწესებულებას), თუმცა ამავე დროს არ აქვს ცალკე სამართლებრივი
სუბიექტის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მას მიენიჭოს
განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით და დაექვემდებაროს საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს.
გამომდინარე იქედან, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭო იქნება საქართველოს მთავრობასთან არსებული სსიპ - სახელმწიფო
სიმბოლოების
დადგენილებების
დეპარტამენტი,
ნაცვლად,
მიზანშეწონილია,
შესაბამისი
საკითხები
საქართველოს
პარლამენტის
დარეგულირდეს
საქართველოს
მთავრობის აქტებით, რაც სრულად ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს როგორც სახელმწიფო
სიმბოლოების, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ
ჰერალდიკის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტეს ნაწილში
ჰერალდიკის საკითხების მომწესრიგებელი ორგანოები ძირითადად აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არიან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭო ფუნქციონირებას განაგრძნობს სსიპ - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტის
სტატუსით და დაექვემდებარება საქართველოს მთავრობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად ცვლილებებს:
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბაზაზე შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი;
დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ნაცვლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა,
თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი; ხოლო, დეპარტამენტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს
საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, განახორციელებს საქართველოს მთავრობა;
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები და თანამშრომლები მათივე
თანხმობით, უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი
საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში − სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე. აღნიშნული
თანხმობების გამოხატვა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2025 წლის 7 მარტამდე.
თუ დასახელებულ ვადაში არ მოხდება წერილობითი თანხმობის წარდგენა, მათზე 2025
წლის 10 მარტიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული მობილობის წესი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობებზე უკონკურსოდ
გადაყვანის დათქმა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიმართ
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილებების სრულად ასამოქმედებლად დამატებითი
ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო, ნაწილი ნორმებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი 2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ
მიზანშეწონილია დროულად მოხდეს პარლამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეულის
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და სხვა თანმდევი სამართლებრივი საკითხები
გახდეს განჭვრეტადი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას,
ვინაიდან, კანონპროექტის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
განსაზღვრულ მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბებამდე „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული
კოდის (01 03) განკარგვის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს მთავრობასთან არსებულ
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ
ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება
არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას მაგალითად იქნა გამოყენებული და გათვალისწინებული სხვა
ქვეყნების გამოცდილება:
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს დეტალურ დებულებებს,
რომლებიც არეგულირებს ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენებას.
სლოვაკეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენება რეგულირდება შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ.
პოლონეთის რესპუბლიკის ჰერალდიკის კომისია არის შინაგან საქმეთა და ადმინისტრირების
მინისტრის საკონსულტაციო ორგანო ჰერალდიკის საკითხებში. მისი საქმიანობა ეხება
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების სიმბოლოების სწორად გამოყენებას.
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ჰერალდიკის კომისია (Commission héraldique) არის
ოფიციალური ორგანო,
რომელიც პასუხისმგებელია ჰერალდიკასთან დაკავშირებულ
საკითხებზე, მათ შორის გერბებისა და სხვა ჰერალდიკური სიმბოლოების დიზაინზე,
რეგისტრაციასა და რეგულირებაზე. ჰერალდიკის კომისიას ქმნის პრემიერ-მინისტრი,
რომელთა წევრებს თავად აკომპლექტებს.
იტალიის
რესპუბლიკაში
ჰერალდიკის
ოფისი
არის
პრემიერ-მინისტრის
ოფისის
დაქვემდებარებაში.
ნიდერლანდების სამეფოში უმაღლესი საბჭო (The High Council of Nobility) არის მთავრობის
მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მუშაობს ჰერალდიკის საკითხებზე.
შვედეთის სამეფოში ეროვნული არქივის ჰერალდიკის საბჭო არის კულტურის სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფოს უმაღლესი ჰერალდიკის ორგანო.
საბჭო შედგება
ეროვნული არქივარიუსისგან, რომელიც არის თავმჯდომარე და მთავრობის მიერ დანიშნული
სამი წევრისგან.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.