„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13.03.2019,
სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს
და მისი აღმართვის, გამოფენისა და
გამოსახვის წესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი.
მუნიციპალიტეტის
სამართლებრივი
სახელმწიფო
აქტით
ამტკიცებს
მნიშვნელობის
სიმბოლოს
მუნიციპალიტეტის
შესაბამისი
წარმომადგენლობითი
ორგანო, ხოლო მისი გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის
ნორმატიული
აქტით.
ამასთანავე,
აღნიშნული
სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოები და წესები მტკიცდება (დგინდება) საჯარო სამართლის იურიდიული
პირთან - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტთან (შემდგომში - დეპარტამენტი)
წინასწარი კონსულტაციებისა და დეპარტამენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე.
2. საქართველოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამ
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი.
საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი
ხელისუფლების
სპეციალური
დანიშნულების
სახელმწიფო
დაწესებულების
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და
გამოსახვის
წესი
დეპარტამენტთან
შეთანხმების
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საფუძველზე
დგინდება
„4.
საქართველოს
აღმასრულებელი
მთავრობის
უშუალო
ხელისუფლების
დაქვემდებარებაში
არსებული
დანიშნულების
სახელმწიფო
სპეციალური
დაწესებულებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის
(უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება დეპარტამენტთან.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან
შეთანხმების
მიზნით
მუნიციპალიტეტის
შეთანხმების
საჯარო
სახელმწიფო
მიზნით
−
დაწესებულების
მნიშვნელობის
მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელი,
სიმბოლოს
მერი
ხოლო
დეპარტამენტთან
წერილობით
მიმართავს
დეპარტამენტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა
შეიცავდეს:
ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა
დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − ამ დაწესებულების
სრულ სახელწოდებასაც;
ბ) დეპარტამენტისთვის მიმართვის საფუძველს;
გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს;
დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას.
3.
დეპარტამენტი
უფლებამოსილია
საჯარო
დაწესებულებას
დამატებითი
დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა
მიიღოს
სახელმწიფო
განხილვაში
და
მნიშვნელობის
სიმბოლოს
გამოსახულების
განხილვისას
საკუთარი
ინიციატივით
წარუდგინოს
წარდგენილ
სახელმწიფო
მნიშვნელობის
მისი
პროექტის
დეპარტამენტს დამატებითი მონაცემები.
4.
დეპარტამენტი
შესათანხმებლად
სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კრიტერიუმების შესაბამისად.
5. დეპარტამენტი წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ
პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ ამ ვადაში დეპარტამენტი დასკვნას არ გასცემს,
აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ
კანონის
მე-3
მუხლით
განსაზღვრული
ხელმძღვანელი
პირი
უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.
ან
ორგანო
6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს
ცვლილება დეპარტამენტთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით
დადგენილი
წესით.
ამასთანავე,
გარდა
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული პირობების შესრულებისა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული
ცვლილების დასაბუთება.“;
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების
აღმართვის,
გამოფენისა
და
გამოსახვის
წესი“
თანხმდება
დეპარტამენტთან.“
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებიდან 5
დღის
ვადაში
სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოს
დამტკიცების
შესახებ
ნორმატიულ აქტს უგზავნის დეპარტამენტს. დეპარტამენტი ამ ნორმატიულ აქტს 3
სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.“.
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაუშვებელია დადგენილი წესით დეპარტამენტთან შეთანხმებული და საჯარო
დაწესებულების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს
ნიმუშისა და მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, აგრეთვე დაზიანებული,
სახეცვლილი (შესაბამისი ნიმუშისგან განსხვავებული) სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოს გამოსახვა, აღმართვა, გამოფენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის საჭიროება გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტსა და
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანიდან და მიზნად ისახავს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით
კანონის „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ,
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
იფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, რაც განაპირობებს
საბჭოს სახელწოდების დაზუსტებას და შემდეგნაირად ჩამოყალიბებას - „საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
საქართველოს კანონში გამოყენებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დასახელება
შესაბამისობაში
იქნება
ამავე
საკანონმდებლო
პაკეტით
მისაღებ
„საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან
ცვლილებასთან, რომლითაც ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსის განსაზღვრიდან
გამომდინარე იცვლება მისი სახელწოდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1
კანონპროექტით, კანონის შესაბამის ნორმებში ნაცვლად „ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო“
მიეთითება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების
დეპარტამენტი“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
მიმართ
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოს ახალი სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე აზუსტებს მის სახელწოდებას
ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან, წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე, ამოქმედდება
2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია განსახილველი
საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტისა და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროებიდან.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება
არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
3
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
4
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
5