საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს, მათი გამოსახვის ფორმებსა და
აღწერილობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან -
სახელმწიფო სიმბოლოების
დეპარტამენტთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს
მუნიციპალიტეტის
საკრებულო.
სავალდებულოა
მუნიციპალიტეტის
სიმბოლოების
სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის საჭიროება
გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტსა და „საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანიდან და მიზნად ისახავს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატან ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, „საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებიდან გამომდინარე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იფუნქციონირებს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით, რაც განაპირობებს საბჭოს სახელწოდების
დაზუსტებას და შემდეგნაირად ჩამოყალიბებას - „საჯარო სამართლის იურიდიული პირი
- სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ორგანული კანონის პროექტის მიღების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსში გამოყენებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დასახელება შესაბამისობაში
იქნება ამავე საკანონმდებლო პაკეტით მისაღებ „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების
გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან, რომლითაც
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსის განსაზღვრიდან გამომდინარე იცვლება მისი
სახელწოდება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ორგანული კანონის პროექტით, კოდექსის შესაბამის ნორმებში ნაცვლად „ჰერალდიკის
სახელმწიფო საბჭო“ მიეთითება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო
სიმბოლოების დეპარტამენტი“.
1
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიმართ
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოს ახალი სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე აზუსტებს მის სახელწოდებას
ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან, წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი,
ასევე, ამოქმედდება 2025 წლის 10 მარტიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება გამოწვეულია განსახილველი
საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტისა და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროებიდან.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე დამატებით ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება
არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
3
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
4
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - შალვა პაპუაშვილი.
5