„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/21/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე მუხლი, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 2. მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე−78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 50-ე მუხლის მოქმედება.“. 3. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადისა და ამავე ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამს.“. 1 4. 82-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით მეორე მხარისთვის 1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით მეორე მხარისთვის 1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. მუხლი 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად 2024 წლის 30 დეკემბრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში შეუწყდა უფლებამოსილება და იმავე პერიოდში არ დაუმყარებია შრომითი ურთიერთობა, ამასთანავე, რომლის თანამდებობაც აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობასთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე ვაკანტური დარჩა, ამავე კანონის ამოქმედებისთანავე აღუდგეს აღნიშნული უფლებამოსილება. მას ეს უფლებამოსილება შეუწყდეს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე, თუ მანამდე არ წარმოიშობა ამ მუხლის 2 შესაბამისად აღდგენილი უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამასთანავე, პირს, რომელსაც ზემოხსენებულ შემთხვევაში აღუდგა უფლებამოსილება, მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან ამ მუხლის შესაბამისად მის აღდგენამდე პერიოდი ჩაეთვალოს შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების პერიოდად და მიეცეს შრომის ანაზღაურება. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გაეგზავნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (შეტყობინება). მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნისა და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტება, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულების მართვის ეფექტიანობის გაზრდასა და მისი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნისა და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულების მართვის ეფექტიანობის გაზრდასა და მისი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეულ ნორმებში კანონპროექტით დამატებით ნათლად მიეთითება, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე, მის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ სხვა პირსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პირებზე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნისა და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნები. ამ მოთხოვნების აღნიშნულ პირებზე გავრცელება თავისთავად ამჟამადაც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მოქმედი ნორმებიდან, თუმცა ეს საკითხი კანონპროექტით 1 დამატებით ზუსტდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმით ამჟამად დადგენილია წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, მათ შორის, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს; ამ შემთხვევაში კი (თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება დამსაქმებლის ინიციატივით წყდება) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კანონის აღნიშნულ 1-თვიან ვადას კანონპროექტით ემატება ალტერნატიული ვადა, რომელიც უფრო გვიანდელ ვადას, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე პერიოდს გულისხმობს. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ალტერნატიული ვადის გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მიეცემა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ სხვა პირს (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ ამ პირებს) შეიძლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად დაეკისროთ დროებით ფუნქციები, რაც ამჟამად მხოლოდ საჯარო მოხელისთვის არის კანონით განსაზღვრული. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 2 კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებების შეწყვეტას უკავშირდება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნისა და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დაწესებულების მართვის ეფექტიანობის გაზრდასა და მისი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, კანონპროექტის დროულად მიღება, რაც მისი დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების საჭიროებას განაპირობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. 3 კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაზრდის მიმართულებით, მისი ოდენობა კი კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმით ამჟამად დადგენილია წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, მათ შორის, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს; ამ შემთხვევაში კი (თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება დამსაქმებლის ინიციატივით წყდება) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კანონის აღნიშნულ 1-თვიან ვადას კანონპროექტით ემატება ალტერნატიული ვადა, რომელიც უფრო გვიანდელ ვადას, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე პერიოდს გულისხმობს. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ალტერნატიული ვადის გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მიეცემა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაზრდის მიმართულებით, მისი ოდენობა კი კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ სხვა პირს (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ ამ პირებს) შეიძლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად დაეკისროთ დროებით ფუნქციები, რაც ამჟამად მხოლოდ საჯარო მოხელისთვის არის კანონით განსაზღვრული. ამასთანავე, აღნიშნული დროებითი ფუნქციების შესრულებისთვის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები, ზოგადად, დადგენილია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაზრდის მიმართულებით, მისი ოდენობა კი კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 4 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმით ამჟამად დადგენილია წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, მათ შორის, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს; ამ შემთხვევაში კი (თუ ადმინისტრაციული ხელშეკრულება დამსაქმებლის ინიციატივით წყდება) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კანონის აღნიშნულ 1-თვიან ვადას კანონპროექტით ემატება ალტერნატიული ვადა, რომელიც უფრო გვიანდელ ვადას, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე პერიოდს გულისხმობს. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ალტერნატიული ვადის გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მიეცემა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ სხვა პირს (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ ამ პირებს) შეიძლება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად დაეკისროთ დროებით ფუნქციები, რაც ამჟამად მხოლოდ საჯარო მოხელისთვის არის კანონით განსაზღვრული. ამასთანავე, აღნიშნული დროებითი ფუნქციების შესრულებისთვის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები, ზოგადად, დადგენილია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლებელია, ძირითადად გაზრდის მიმართულებით ფინანსური გავლენა მოახდინოს ცალკეულ პირებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. 5 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. 6 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები:არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი. 7