„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/22/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა (1)
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა (2)
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 32-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 60 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.“. 2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: პასუხისმგებლობის ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად; ბ) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა; გ) სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ; დ) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში; ე) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან თანდასწრებით; ვ) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ; ზ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; თ) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს; ი) სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა; კ) სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.“. 3. 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადია, შეიძლება დაედოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“. 4. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად 1. თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა. 2. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ამ კოდექსის 150-ე, 1502, 166-ე, 1662, 173-ე, 17316 და 1741 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.“. 5. 116-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას.“ 6. 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3000 ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ლარამდე ოდენობით ან 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.“. 7. 1662 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ოდენობით ან „2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.“. 8. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 2. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.“. 9. 17315 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 17316 მუხლი: „17316. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ლარამდე ოდენობით ან 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.“. 10. 1741 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1741. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. 4. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 5. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით, მე-11 მუხლით (გარდა მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“, „ა2“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და 111 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა, – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 7. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 9. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა, – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ქმედების ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება“. 11. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77- ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315, 17316 და 1741 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 12. 209-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161– 1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6– 72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352–1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე4 ნაწილებით, 155-ე, 1562–1564, 1662, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416–17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–1811, 1813–1815, 182-ე–1822, 190-ე, 1902–1911 და 1983 მუხლებით.“. ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17417 და 17418 მუხლებით, 177-ე მუხლის პირველი, მე-2−მე-3, მე6−მე-7, მე-9−მე-11 და მე-14 ნაწილებითა და 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 13. 231-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 231. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“. 14. დაემატოს შემდეგი შინაარსის 2331 მუხლი: „მუხლი 2331. შეჯიბრებითობა და საქმის გარემოებების გამოკვლევა სასამართლოს მიერ 1. სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის წარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. 2. სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.“. 15. 236-ე და 237-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 236. მტკიცებულებანი და მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების დროს 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. 2. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. 3. სამართალდარღვევის მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. მუხლი 237. მტკიცებულებათა შეფასება 1. არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. საქმის განმხილველი ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში. 2. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.“. 16. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168, 118-ე−1184 და 119-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე6−72 ნაწილებითა და 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 166-ე, 1662, 167ე, 173-ე, 17314, 17315, 17316, 1741, 17415−17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე– 1815, 182-ე−183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“. 17. 240-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევის პირის შესახებ, მათ შორის, პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო ნომერი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მოწმის ან/და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ინფორმაცია. ამ ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 18. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი გამომცემი უფლებამოსილი პირი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში.“. 19. 244-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია განხორციელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის ღონისძიებები, მათ შორის, პირის მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებსა და სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმება.“. 20. 248-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა. პირადი გასინჯვა შესაძლოა ჩატარდეს დამსწრის თანდასწრებით.“. 21. 262-ე მუხლის: ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11 . ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე, 173-ე და 17316 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.“. ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 154-ე, 1741 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 100 1, 1002, 103-ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−150 1, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 166 1, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. 22. 266-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“. 23. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი: „8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების/საჯარიმო ქვითრის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს.“. მუხლი 2. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. ამგვარი გამოწვევების საპასუხოდ, შესაბამისი ქმედებისთვის დაწესებულმა სანქციამ პირველ რიგში სამართალდარღვევის შემაკავებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იმ პირთა საქმიანობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეშლას, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებლები. სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილური და გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებაზე. მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება საზოგადოების ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება ანდა მოშლა გამოიწვიოს. პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არსებობა განაპირობებს. ამ კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს იმგვარ დარღვევებს, რომელიც თავისი ბუნებით წვრილმან სამართალდარღვევას არ წარმოადგენს და საჭიროებს მკაცრ მიდგომას. ამ თვალსაზრისით, აღნიშვნას საჭიროებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც რამდენიმე შემდეგ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, მათ შორის არის შეკრების ჩატარების დროს ჩადენილი გადაცდომების ბუნება. სასამართლოს განმარტებით, დემონსტრანტთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმები - პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალი გზის შუაგულში დაჯდომა, პოლიციისთვის ხელის შეშლა გზის სავალი ნაწილი გათავისუფლების პროცესში - ნებისმიერი განზრახვისა და მიზნის შემთხვევაში, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის იმგვარ დარღვევას წარმოადგენს, რომელიც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ქმედებების აღსაკვეთად სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლისსამართლებრივი აქვს, მათ ბუნების შორის, სახელმწიფოს აქვს მქონე დააწესოს. სასჯელები უფლებამოსილება შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს საკმარისი სიმკაცრის მქონე სახდელებსაც, როდესაც საკითხი ეხება პოლიციელისადმი წინააღმდეგობას, წვრილმან ხულიგნობას, შეკრება-მანიფესტაციის წესების განზრახ დარღვევას, რომელიც მიმართულია საწარმოთა, დაწესებულებათა, სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების განზრახი შეფერხებისკენ. სახდელების გამკაცრების თვალსაზრით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე გაზრდას. ასევე პროპორციულად მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციელის წინააღმდეგობისთვის, შეკრებამანიფესტაციის წესის დარღვევისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის არსებობა არ არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს, თუკი დაცულია დაკავებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა და საპროცესო გარანტიები. წინამდებარე კანონპროექტით იხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებამოსილ ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე განახორციელოს ეფექტიანი რეაგირება. გარდა ზემოაღნიშნულისა, კიდევ უფრო ცხადად რეგულირდება ადმინიტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული წარმოების ცალკეული წესები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად,  იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები;  ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები;  ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად;  ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები;  იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები;  173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები ჩამოყალიბდა ცალ-ცალკე ნაწილებად და იმავდროულად იცვლება ამ ქმედებებისათვის გათვალისწინებული სახდელთა ზომები;  ადმინისტრაციულ პოლიტიკური სამართლდარღვევად თანამდებობის პირის, განისაზღვრება პოლიტიკური სახელმწიფო- თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების შესრულების დროს დაკავშირებით; ან განხორციელება სამსახურეობრივი სამსახურებრივი მოვალეობის მოვალეობის შესრულებასთან  ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის ქმედების შემადგენლობები და იცვლება მათთვის განსაზღვრული სახდელთა ზომები;  განისაზღვრა კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების განხილვაზე უფლებამოსილი პირები;  კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვრა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში;  დაზუსტდა ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცების ტვირთი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტიდან საქართველოს გამომდინარე სახელმწიფო ხარჯები, ბიუჯეტით არსებობის შესაბამისი შემთხვევაში, უწყებისთვის დაიფარება განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რომლის ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში იზრდება ჯარიმის ოდენობა, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები. ზემოაღნიშნული გადახდისას, სამართალდამრღვევის სახელმწიფო ხაზინაში. ბიუჯეტში. დარღვევებისთვის მიერ თანხის დაწესებული ჩარიცხვა ჯარიმის განხორციელდება ასევე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევს პირს სანქციის სახით დაეკისრება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, დასახელებული საგანი მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში და კონფისკებული ნივთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი შემოსავლების მიღება დამოკიდებულია სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე სამართალდამრღვევთა მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან ახალი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა, რაც დაკავშირებული იქნება ადმინისტრაციულ ხარჯებთან, ხოლო ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევს პირს სანქციის სახით დაეკისრება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, დასახელებული საგანი მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კონფისკებული ნივთების რეალიზაციამდე დასახელებული სამართალდარღვევის საგნის შენახვის ხარჯები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია რიგი სამართალდარღვევების შემთხვევაში 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შესაბამის დაწესებულებაში თითოეული ასეთი პირის მოთავსების ხარჯებზე. ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება სამართალდამრღვევის ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე სამართალდამრღვევთა მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ პატიმრობის დღეებზე. კანონპროექტის მიღების შედეგად გამოწვეულ ხარჯებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები (სასამართლო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფარავენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაჯარიმდებიან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. ამასთან, თუ პირის მიმართ სანქციის სახით ასევე გამოყენებული იქნება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია, დასახელებული მოახდენს გავლენას სამართალდარღვევის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ახლებურად სამართალდარღვევების ჩადენისათვის. განსაზღვრავს სახდელებს გარკვეული წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა დაკავშირებულია სამართალდარღვევათა ბუნებასთან და უზრუნველყოფს წინამდებარე კანონპროექტით განსაზღვრული პრევენციული მიზნის მიღწევას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული პირის საჯაროდ შეურაცყოფა, საჯარო ცხოვრებაში დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი საჯარო საქმიანობა, გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.1 ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, საჯაროდ სიტყვიერი ანდა ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარა, რომელიც მიმართულია ეროვნული საბჭოს, ფედერალური საბჭოს, ფედერალური ასამბლეის, პარლამენტის, ფედერალური არმიის, ფედერალური არმიის დამოუკიდებელი დეპარტამენტის ან ხელისუფლების წინააღმდეგ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 თვემდე ვადით ან ჯარიმით.2 საფრანგეთის კანონის „პრესის თავისუფლების შესახებ“ 31-ე მუხლის მიხედვით, ცილისწამება პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, პარლამენტის წევრის, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლის ან საჯარო მოხელის მიმართ, აგრეთვე, მოწმის ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ, იმ საქმიანობის გამო, რომელსაც ისინი ახორციელებენ, გამოიწვევს დაჯარიმებას 45 000 ევროს ოდენობით. ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად, შეურაცხყოფა იგივე გარემოებების გათვალისწინებით, ისჯება სასარგებლო შრომით ან ჯარიმით 12 000 ევროს ოდენობით.3 ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის, მთავრობის წევრის, მოსამართლის, პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა თავის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 15 დღემდე ვადით 1 https://www.gesetze-im-internet.de/englisch_stgb/englisch_stgb.html#p1897 https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=10002296 3 https://www.legifrance.gouv.fr/loda/id/LEGITEXT000006070722 2 ან ჯარიმას 50-დან 300 ევრომდე ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი სასამართლო პროცესის ან საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 2 თვიდან 2 წლამდე ვადით ან ჯარიმას 200-დან 1000 ევრომდე ოდენობით. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, იგივე ქმედება ჩადენილი თანამდებობის პირის/საჯარო მოხელის მიმართ გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8 დღიდან ერთ თვემდე ვადით ან ჯარიმას 26-დან 200 ევრომდე ოდენობით.4 ნიდერლანდების სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება გაიზარდოს 1/3-ით თუკი ის ჩადენილია: - ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტის ან ორგანოს მიმართ; - მთავრობის მეთაურის ან წევრის მიმართ; - საჯარო მოხელის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით.5 დანიის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოხელის შეურაცყოფა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით ისჯება 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით.6 პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის ან მასთან დაკავშირებული პირის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით.7 იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად, ცილისწამება სასამართლო, პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, აგრეთვე, მათი წარმომადგენლების მისამართით მიიჩნევა ცილისწამებად დამამძიმებელ გარემოებაში. (ზოგადად ცილისწამება ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას 2000 ევროს ოდენობით). ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, იტალიის პრეზიდენტის პრესტიჟის და ღირსების შელახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით.8 პორტუგალიის სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის დადგენილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება გაიზარდოს 1/2-ით პოლიტიკურ-თანამდებობის პირთა ან საჯარო მოხელეთა მიმართ ჩადენილი ამგვარი ქმედების გამო. აღნიშნული პირთა წრე მოიცავს: პარლამენტის და მთავრობის წევრებს, სახელმწიფო საბჭოს წევრებს, პოლიციისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, სამხედრო მოსამსახურეებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, მოწმეებსა და ნაფიც მსაჯულებს. აგრეთვე, უნივერსიტეტის პროფესორებს.9 4 https://legislationline.org/sites/default/files/documents/6e/BELG_CC_fr.pdf https://antislaverylaw.ac.uk/wp-content/uploads/2019/08/Netherlands-Criminal-Code.pdf 6 https://www.retsinformation.dk/eli/lta/2016/1052 7https://sherloc.unodc.org/cld/uploads/res/uncac/LegalLibrary/Poland/Laws/Criminal%20Code%20(Poland). pdf 8 https://www.altalex.com/documents/news/2014/10/28/dei-delitti-contro-la-persona 9 https://www.pgdlisboa.pt/leis/lei_mostra_articulado.php?nid=109&tabela=leis&so_miolo 5 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი.