„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი
ნომერი
#07-3/22/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია – შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო;“; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას; ვ) „პასუხისმგებელი პირი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორი;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა პასუხისმგებელი პირის მიერ სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით.“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის შემთხვევაში დასაშვებია, გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაცვის გარეშე იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო. 3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.“. 4. მე-9 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4 . ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.“; 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება; ზ) იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.“; 6. 111 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.“; 7. 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.“; 8. მე-13 მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. 2. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა არამასობრივად დარღვევის, ასევე ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნის დარღვევის ან/და ამ კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, აგრეთვე თუ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ, კანონიერმა მფლობელმა ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისმა მონაწილემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.“. გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების/მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“. 9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სპონტანური შეკრების ცნებას და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში განცხადების შეტანის ვალდებულებას. ამასთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების მოთხოვნა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე. აღნიშნული პრობლემას ქმნის მაშინ, როდესაც საკითხი ეხება სპონტანურ შეკრებას, რომელიც დაუგეგმავად იმართება და მისი წინასწარ გათვალისწინება 5 დღით ადრე შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის N3/3/1635 გადაწყვეტილებით1 ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია. მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ სპონტანური შეკრების/ მანიფესტაციის ჩატარებისა და ორგანიზების წესი საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე გაწერას და კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს შეკრებისათვის წინასწარი გაფრთხილების აუცილებელ წესს იმ შემთხვევისათვის, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის N3/3/1635 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „შეკრების ან მანიფესტაციის ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას გამართვისას სახელმწიფო ორგანოების წინასწარი გაფრთხილების საჭიროება ემსახურება როგორც სხვა პირთა, აგრეთვე, თავად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა უფლებების დაცვას. შეკრების ან მანიფესტაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, აქტუალურია შეკრების/მანიფესტაციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის, თავად შეკრების/მანიფესტაციის მონაწილე პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, მათი დაცვა კონტრ-დემონსტრანტებისაგან, რისთვისაც, თავის მხრივ, საჭიროა სათანადო სახელმწიფო ორგანოების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16052 1 სამართალდამცავი და სასწრაფო სამედიცინო პერსონალის მობილიზება, ასევე, გარკვეული დრო ხელისუფლებას ესაჭიროება ალტერნატიული სავალი გზის მოძიების, მაცხოვრებლების, სახელმწიფო უწყებებისა თუ შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირებისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებისათვის ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით მოსალოდნელი ზიანისა და დისკომფორტის მინიმალიზაციის მიზნით.“2 „ცალკეულ შემთხვევაში შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის მიუხედავად, შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზებულობის ხასიათისა და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან შეკრება/მანიფესტაციის დაწყებამდე არსებული პერიოდის გათვალისწინებით, როგორც კი ორგანიზატორებისათვის ცხადი ხდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ან სრულად გადაიკეტება სავალი ნაწილი, მათ ამის თაობაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობონ ხელისუფლების ორგანოებს. ასე რომ, ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს გაფრთხილების ობიექტური შესაძლებლობის გაჩენა წარმოშობს ამ შესაძლებლობის გამოყენების და, მაშასადამე, ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებასაც. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტიდან არ გამომდინარეობს სპონტანური შეკრების ორგანიზატორთა სრული გათავისუფლება ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულებისაგან. შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია, დაადგინოს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თაობაზე შესაბამისი ორგანოების წინასწარი ინფორმირების/გაფრთხილების ვალდებულება დროის იმ მომენტიდან, როდესაც ამის შესაძლებლობა შეკრების ორგანიზატორებს ობიექტურად ექნებათ. ამას მოითხოვს შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებისთვის განუყოფელი მოვალეობები, პასუხისმგებლობა და, საზოგადოდ, თავისუფლებით 3 სარგებლობის კულტურა.“ საკონსტიტუციო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტში განისაზღვრა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, კერძოდ, ეს არის შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ასევე, გაიწერა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს გაფრთხილების შეტანის წესი. ასეთ შემთხვევაში გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში 5 დღიანი ვადის დაცვის გარეშე შეიძლება იქნეს შეტანილი. თუმცა, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16052 3 იქვე, II-23. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=16052 2 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება შედის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. კერძოდ, მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ. აგრეთვე, კანონის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია წყდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნის შემდეგ. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების წინასწარ არ დაშვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების შეფასებასთან, რაც ბუნებრივია, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამოუკიდებლად ვერ იქნება განხორციელებული და საჭიროებს პოლიციის ჩართულობას. გამომდინარე იქიდან, რომ შეკრების ან მანიფესტაციის დროს მონაწილეთა უსაფრთხოებას, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას ახორციელებს პოლიცია, მიზანშეწონილია, შეკრების შეწყვეტის, აკრძალვის, სავალი ნაწილის გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პროექტით ასევე, იკრძალება შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება იკრძალება ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში, Kudrevičius and Others v. Lithuania, ფერმერების მიერ ქვეყნის სამი ძირითადი მაგისტრალის 48 საათზე მეტი ხნით დაკავება, რამაც მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა ტვირთის გადამზიდავთა და კერძო ავტომობილების მოძრაობას, აღნიშნული მშვიდობიან შეკრებად განიხილა. თუმცა, აქვე განმარტა, რომ ავტოსაგზაო მოძრაობისა და ცხოვრების ჩვეული რიტმის მიზანმიმართული შეფერხება და სხვათა ქმედებების მნიშვნელოვნად დაზიანება არ არის კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლების არსებითი ნაწილი. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ემსახურება შეკრების უფლების რეალიზებასა და მესამე პირთა ინტერესებს შორის გონივრული და სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფას. კანონპროექტით რეგულირდება დროებითი კონსტრუქციების მოწყობის საკითხი, იმ შემთხვევებში, როდესაც მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის ამ ფორმით მოწესრიგება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 18 აპრილის N2/482, 483, 487, 502 გადაწყვეტილებითა4 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს“5. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მიმდინარეობის დროს შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და სხვა პირთა უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი პროპორციული ღონისძიებების გატარება შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს (შეკრებისა და გაერთიანების უფლება) 6 წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხები, მათი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა.“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად,  განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება;  შეკრებისა და მანიფესტაციის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით იცვლება აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილება საქმეზე „ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1867 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს კონსერვატიული პარტია", საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=401 6 იხ: KUDREVIČIUS AND OTHERS v. LITHUANIA §159; OYA ATAMAN v. TURKEY §35; DJAVIT AN v. TURKEY §57; PROTOPAPA v. TURKEY §108. 4  რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები;  პროექტით იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;  იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტიდან საქართველოს გამომდინარე სახელმწიფო ხარჯები, ბიუჯეტით არსებობის შესაბამისი შემთხვევაში, უწყებისთვის დაიფარება განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხების აღსრულება განხორციელდება არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი.