„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. 2391 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური,
პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის
განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით
ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი
ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან
ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
2. 353-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 353. წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის
დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ
1. პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის
მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი
ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლის მიზნებისათვის დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას
წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 3531 მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენა.“.
3. 3531 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3531. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე
ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა
1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ
შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა
პოლიციელის,
სპეციალური
ხელისუფლების
სხვა
პენიტენციური
წარმომადგენლის
სამსახურის
მოსამსახურის
სამსახურებრივ
ან
საქმიანობასთან
დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2.
პოლიციელის, სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მოსამსახურის ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის
ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან
ხელისუფლების
სხვა
წარმომადგენლის
სამსახურებრივ
საქმიანობასთან
დაკავშირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
3.
პოლიციელის, სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მოსამსახურის ან
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის
მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან
ხელისუფლების
სხვა
წარმომადგენლის
სამსახურებრივ
საქმიანობასთან
დაკავშირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება
თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენა.“.
4. 3531 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3532 მუხლი:
„მუხლი 3532. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე,
პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო
მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან
მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენა
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური
თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან
გათანაბრებულ პირზე ან საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე
ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის,
პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო
მოსამსახურის გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურის საქმიანობასთან
დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ჯგუფურად;
გ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
3. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური
თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან
გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე ან მისი ოჯახის წევრზე
თავდასხმა
საქართველოს
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირის,
პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო
მოსამსახურის გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურის საქმიანობასთან
დაკავშირებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ჯგუფურად;
გ) არასრულწლოვნის თანდასწრებით;
დ) აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საზოგადოებაში არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას
მოითხოვს. ამგვარი გამოწვევების საპასუხოდ, შესაბამისი ქმედებისთვის დაწესებულმა
სანქციამ პირველ რიგში დანაშაულს პრევენციის მიზანი უნდა უზრუნველყოს. პრაქტიკაში
ნორმის ეფექტიან აღსრულებას, ხშირ შემთხვევაში,
პასუხისმგებლობის ადეკვატური
ზომების
სისხლის
არსებობა
ითვალისწინებს
განაპირობებს.
იმგვარ
ამ
კუთხით,
დანაშაულებს,
რომელიც
სამართლის
თვისი
კოდექსი
ბუნებით
მაღალ
საზოგადოებრივი საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს მკაცრ მიდგომას. შესაბამისად,
კანონპროექტით იზრდება სასჯელის ზომები ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
მოწესრიგდება
განმარტებითი ბარათის
„ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად,
სისხლის სამართლის კოდექსის 2391 მუხლის პირველ ნაწილს დაემატა სასჯელის
სახით თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით;
კოდექსის 353-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ქმედების
ჩადენისთვის იზრდება სასჯელის ზომები; აგრეთვე, მუხლს ემატება ახალი
დამამძიმებელი
გარემოება.
ამასთან,
იზრდება
მეორე
ნაწილისთვის
გათვალისწინებული სასჯელი;
ცვლილების შედეგად, ამ მუხლის მიზნებისათვის დანაშაული არაერთგზის
ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 3531
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
3531 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ მუხლს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც
ითვალისწინებს ახალ დამამძიმებელ გარემოებებს პოლიციელზე თავდასხმის
შემთხვევაში. სასჯელის სახით განისაზღვრება ხუთიდან 8 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა;
3531 მუხლის მეორე ნაწილის შემდეგ მუხლს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც
ითვალისწინებს ახალ დამამძიმებელ გარემოებებს პოლიციელის ჯანმრთელობის
ხელყოფის შემთხვევაში. სასჯელის სახით განისაზღვრება რვიდან 12 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა;
ცვლილების შედეგად, ამ მუხლის მიზნებისათვის დანაშაული არაერთგზის
ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სისხლის სამართლის კოდექსით ცალკე მუხლით
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
განისაზღვრება
საქართველოს
და
სახელმწიფო-
პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე,
სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ
პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმისთვის ან მის მიმართ სხვა ამგვარი
ქმედების ჩადენისთვის მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
დასახელებულ სუბიექტებზე ან/და მათ ოჯახის წევრებზე ძალადობის
მუქარა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ
წლამდე.
ზემოაღნიშნული
ქმედების
ჩადენა
ჯგუფურად,
არაერთგზის,
არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან
სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
დასახელებულ სუბიექტებზე ან/და მათ ოჯახის წევრებზე თავდასხმა
დაისჯება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან
შვიდ წლამდე.
ზემოაღნიშნული
ქმედების
ჩადენა
ჯგუფურად,
არაერთგზის,
არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან
სხვა
საყოველთაოდ
საშიში
საშუალებით
დაისჯება
ჯარიმით
ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიმართ
(კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების
ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების
აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა და მიღება.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტიდან
საქართველოს
გამომდინარე
სახელმწიფო
ხარჯები,
ბიუჯეტით
არსებობის
შესაბამისი
შემთხვევაში,
უწყებისთვის
დაიფარება
განსაზღვრული
არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულია რიგ დანაშაულებზე სასჯელის ზომების გამაცრება,
რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შესაბამის დაწესებულებაში თითოეული ასეთი პირის
მოთავსების ხარჯებზე. ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება დამნაშვეთა
ყოველწლიურ რაოდენობაზე, ასევე დამნაშავეთა მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ
თავისუფლების აღკვეთის პერიოდზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად
გამოწვეულ
ხარჯებს შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოები მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფარავენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა
მოსაზრებით,
კანონპროექტი
არ
ახდენს
გავლენას
გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
რატი იონათამიშვილი.