„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა (2)
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-03
ბიუროს ნომერი 15
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2024, სარეგისტრაციო კოდი:
020000000.05.001.102437) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
21 . ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3
და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1562 –
1564 მუხლებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს
თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო
საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის,
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის,
აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის
ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741
მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17417 და 17418 მუხლებით, 177-ე
მუხლის პირველი, მე-2–მე-3, მე-6–მე-7, მე-9–მე-11 და მე-14 ნაწილებითა და 17715,
190-ე
და
1902
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას,
თუ
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს
ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.“.
2. პირველი მუხლის მე-14 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151, 116-ე–1168,
118-ე–1184 და 119-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე
მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–
72 ნაწილებითა და 134-ე, 1352 –1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 1562 –1564, 166ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314, 17315, 17316, 1741, 17415 –17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771,
17715, 180-ე–1815, 182-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“;“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ცვლილებით წარმოდგენილი საკითხი ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებზე სამართალდამცავ ორგანოთა განსჯადობის საკითხს, რაც რეგულირდება
საკანონმდებლო აქტით. გარდა ამისა, ცვლილებით წარმოდგენილი საკითხი ეხება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის
განსაზღვრას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
იმ მიზნით, რომ საკანონმდებლო პაკეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან
დაკავშირებული
ნორმები
არ
მოხვდეს
სამართლებრივი
რეგულირების
მიღმა,
წარმოდგენილ პროექტში ხდება მათი ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტით კოდექსის 209-ე მუხლის 21 ნაწილს ემატება
1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილები. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად,
კანონპროექტით კოდექსის 239-ე მუხლის მე-13 ნაწილს ემატება 17316 მუხლი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია დროულად
მოხდეს კოდექსის ასამოქმედებელ 209-ე და 239-ე მუხლებში, შესაბამისი ცვლილებების
ასახვა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
სათანადო დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამის ქვეპუნქტში.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
განხილვა მოხდება შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოში არსებული რესურსის
ფარგლებში.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებზე ოქმის გამოწერა მოხდება შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
განხილვა მოხდება შესაბამისი სამართალდამცავ ორგანოში არსებული რესურსის
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2 )
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა
მოსაზრებით,
კანონპროექტი
არ
ახდენს
გავლენას
გენდერული
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის
წევრები:
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე,
რატი იონათამიშვილი.