„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.02.2025
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/18/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-10
ბიუროს ნომერი 20

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა;“. 2. მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერის მიზნით, გრანტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საზოგადოებრივი ორგანიზაციები (სხვაგვარად, არასამთავრობო ორგანიზაციები) დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამგვარი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში თავიანთი საზედამხედველო (ე.წ. watchdog), ანალიტიკური (ე.წ.think tank) თუ სერვისების მიმწოდებელი (ე.წ. service provider) პროფილიდან გამომდინარე. ისინი აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას სხვადასხვა სფეროებში, სთავაზობენ მას საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, ხელს უწყობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სპეციალიზებული მომსახურებების შეთავაზებით, ითავსებენ ხელისუფლების დამხმარე ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო ფინანსებით მათი განვითარების ხელშეწყობისა და წახალისების წარმატებული პრაქტიკა (მაგ. ხორვატიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, ესტონეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, შვედეთის სამეფო, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი). რიგ ქვეყნებში ამგვარ ორგანიზაციათა სახელმწიფო მხარდაჭერის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის, მათი ფინანსური მხარდაჭერისთვის საჯარო კონკურსების გამოცხადების გზით, უზრუნველყოფილია კონკრეტულად ამ მიზნისთვის შექმნილი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულების მიერ (მიმოხილვა - განმარტებითი ბარათის „დ.გ“ ქვეპუნქტი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „გრანტების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტების გაცემასთან დაკავშირებით და მათ მიერ გრანტების გაცემის შესაძლებლობას საზღვრავს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული მიზნის არსებობისას. ამდენად, მოცემულ ეტაპზე, საჭიროა, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონმა დაადგინოს შესაძლებლობა „გრანტის გამცემად“ ჩაითვალოს ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ფუნქციონირების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის კომპეტენცია, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, ხელახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც დაევალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ექნება ამავე მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვით, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნებისთვის, ექნება, როგორც ნორმატიული ხასიათის, ასევე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რათა აღნიშნული საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის თანახმად, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინიციატივების მხარდაჭერას (1. დემოკრატიული განვითარება; 1.1. ინსტიტუტების გაძლიერება). სახელმწიფო სამოქალაქო სახელმწიფო ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და დროულად შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც შემდგომში საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც დაფინასდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, რომელშიც დასაქმდება დაახლოებით 10 პირი. შესაბამისად, მათი ხელფასებიდან საშემოსავლო გადასახადის (20%) მიმართვა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სააგენტოს შრომის ანაზღაურების ფონდის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც შემდგომში საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. კერძოდ, 2025 წელს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები („57 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ - 20 მილიონი ლარი) მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამასთან, სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ჩნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტების ფორმით დახმარების მიღების შესაძლებლობა, რაც დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს აღნიშნულ ორგანიზაციებზე. ამასთან, უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელშიც დასაქმდება დაახლოებით 10 პირი. ამასთან, სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახდელი (ფულადი შენატანი). ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: უშუალოდ კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა, ვინაიდან, კანონპროექტით იქმნება სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსების საფუძველი, სამომავლოდ შესაძლებელია, გრანტის სახით გაცემულმა თანხებმა დადებითი გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) გენდერული ზეგავლენის შეფასება: თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი უშუალოდ კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, თუმცა, ვინაიდან, კანონპროექტით იქმნება სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსების საფუძველი, სამომავლოდ შესაძლებელია, გრანტის სახით გაცემულმა თანხებმა გავლენა მოახდინოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას მაგალითად იქნა გამოყენებული შემდეგი ქვეყნების გამოცდილება: 1. ესტონეთის რესპუბლიკა დაფინანსების მექანიზმი: ესტონეთის მთავრობა პირდაპირ აფინანსებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურ სერვისებზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. სპეციალიზებული სააგენტო: სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფონდი (NFCS)1 – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფონდი, რომელიც ანაწილებს ბიუჯეტის ფულს ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებზე. 2. პოლონეთის რესპუბლიკა დაფინანსების მექანიზმი: პოლონეთის მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს გამოუყოფს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით სოციალური კეთილდღეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში. სპეციალიზებული სააგენტო: თავისუფლების ეროვნული ინსტიტუტი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (NIW-CRSO)2 – მართავს პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსებას. 1 2 https://kysk.ee/en/about-us/the-supervisory-board/ https://niw.gov.pl/en/about-nfi/ 3. ბულგარეთის რესპუბლიკა დაფინანსების მექანიზმი: ბულგარეთის მთავრობა შეზღუდული ფინანსური მხარდაჭერას უწევს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჩართულია სოციალურ სერვისებში, კულტურასა და განათლებაში. თუმცა, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის დაფინანსება არსებითად მიუწვდომელია. სპეციალიზებული სააგენტო: შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ შექმნა სპეციალური პლატფორმა სოციალური ეკონომიკის შესახებ ბულგარეთში და ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს სოციალური ეკონომიკის მხარდასაჭერად.3 4. ხორვატიის რესპუბლიკა დაფინანსების მექანიზმი: ხორვატიის მთავრობას აქვს სტრუქტურირებული სისტემა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, პროექტების მხარდაჭერისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური მომსახურება, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. სპეციალიზებული სააგენტო: არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო ოფისი4 პასუხისმგებელია საჯარო წყაროებიდან არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებაზე, კონკურსის მომზადებაზე, განხორციელებასა და მონიტორინგზე. 5. შვედეთის სამეფო დაფინანსების მექანიზმი: მთავრობა აფინანსებს შვედურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალური განვითარების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით. სპეციალიზებული სააგენტო: შვედეთის ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების სააგენტო (MUCF)5 – ანაწილებს სახელმწიფო სახსრებს შვედურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. 6. ლატვიის რესპუბლიკა დაფინანსების მექანიზმი: ლატვიის მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას უწევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო ჩართულობის, სოციალური მომსახურებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით. სპეციალიზებული სააგენტო: საზოგადოების ინტეგრაციის ფონდი (SIF)6 - მართავს სახელმწიფო დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. 7. ჩეხეთის რესპუბლიკა დაფინანსების მექანიზმი: ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ სახელმწიფო გრანტებს სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობისათვის. სპეციალიზებული სააგენტო: არასამთავრობო ორგანიზაციების სამთავრობო საბჭო კოორდინაციას უწევს სექტორის საჯარო დაფინანსებას.7 8. უნგრეთი 3 https://social-economy-gateway.ec.europa.eu/my-country/bulgaria_en https://udruge.gov.hr/en 5 https://www.mucf.se/en 6 https://www.sif.gov.lv/en/strategy-mission-and-vision 7 https://vlada.gov.cz/cz/pracovni-a-poradni-organy-vlady/rnno/basic-information-45510/ 4 დაფინანსების მექანიზმი: უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო სახსრებით, განსაკუთრებით მათ, ვინც მუშაობს სოციალურ და კულტურულ სფეროებში. ფონდის ბიუჯეტი დაკავშირებულია პრემიერ-მინისტრის ოფისთან. სპეციალიზებული სააგენტო: ეროვნული თანამშრომლობის ფონდი (NEA)8 – სახელმწიფო ფონდი, რომელსაც მართავს მთავრობა უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 8 https://civil.info.hu/nea/kezdolap/bemutatkozas/index.html