საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-1364/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-06
ბიუროს ნომერი 17 (11:45)

📜 ტექსტი

წერილი
2-1364/25 05-02-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 74 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში 2024 საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ 5 სარჩევი შესავალი 7  ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 8  2024 წლის მიღწევების მოკლე აღწერა 11  კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა 13 თავი I საკანონმდებლო საქმიანობა 14  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები 15  კომიტეტის თემატური მომხსენებელი 27 თავი II საზედამხედველო საქმიანობა 28 ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა 28 ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასება 35  კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედამხედველობა 36  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შეხვედრები და მთავრობასთან თანამშრომლობა 37   თავი III საერთაშორისო თანამშრომლობა 38  ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა 39  აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA) 41  ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო კონფერენციები (COSAC, CFSP/CSDP, SECG, EUSC) 44  საპარლამენტთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა 53  პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტები საქართველოში 59  საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრები 62  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 64 თავი IV საზოგადოებასთან ურთიერთობა 65  თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან 65  საჯარო შეხვედრები 66  ახალგაზრდების ჩართულობა 69  მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები 71  მედიაკომუნიკაცია 71 7 შესავალი 2024 წელს კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დაეთმო. კომიტეტის საკა ნონმდებლო საქმიანობის შედეგად, დღეს საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად არის დაახლოებული ევრო კავშირის სამართლებრივ აქტებთან, რაც ნიშნავს სხვადასხვა სფეროსა და საქმიანობაში დანერგილ ევროპულ სტანდარტს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გააანალიზა ის მნიშ ვნელოვანი ნაბიჯები, რის საფუძველზეც საქართველო ში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მაგალითად, კომიტეტმა შეაჯამა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში გან ხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობა. შედეგებით ნათელია, რომ აღნიშნულმა ათწლიანმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ ისტორიაში პირველად, დღეს საქარ თველოს აქვს ევროკავშირის წევრობის რეალური პერსპექტივა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. კომიტეტი კვლავ აქტიურად ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლს ევროკავშირში ინტეგ რაციის პროცესის მიმდინარეობაზე. საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, კომიტეტმა მონიტორინგი გაუწია 2014-2024 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ საქართველო-ევრო კავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შედეგებსა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებს, მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშები და შეიმუშავა რეკომენდაციები შესაბამისი უწყებებისთვის. 2024 წელს, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი განიხილებოდა სფეროების მიხედვით. კონსულტაციები იმართებოდა როგორც ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, ასევე, საპარლამენტთაშორისო პლატფორმებზე. 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან საპარ ლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერას. ანგარიშის ძირითადი ნაწილი მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ძალისხმევით განხორციელდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილსა და კომიტეტის თითოეულ წევრს. საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად იმუშავებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, განსაკუთრებით, ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ლევან მახაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 8 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ 1. 2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირში სა ქართველოს გაწევრიანების მიზნით, ხელს უწყობს, ერთის მხრივ, საქართველოს და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს) დროულ და ეფექტიან განხორციელებას და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობას. კომიტეტი:  წინასწარ ამზადებს საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობს საქართველოს კანო ნების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს პარლამენტის დადგე ნილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას;  ზედამხედველობას უწევს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგა რიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობას;  მონაწილეობას იღებს ევროკავშირთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის განსაზღ ვრასა და განხორციელებაში;  ხელმძღვანელობს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონ ფერენციებში (COSAC, CFSP/CSDP, SECG და სხვა) საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მონაწილეობას.  წარმართავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (PAC) საქმიანობას, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (Euronest PA − ევრონესტის) მუშაობას;  თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატ და ასოცირებულ ქვეყნებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და გამოცდი ლების გაზიარების მიზნით;  ხელს უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზო გადოების ჩართულობასა და ინფორმირებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტი, 2024 წლის 19 თებერვალს დამტკიცებული გეგმის შესაბამისად:  კოორდინაციას უწევდა საპარლამენტო საქმიანობას ევროინტეგრაციის მიმართუ ლებით, მათ − შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში ინტეგრა ციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით;  უძღვებოდა საკანონმდებლო დაახლოების პროცესს, შეიმუშავებდა და განიხილავდა საკანონმდებლო ინიციატივებს;  თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან, ევროკავ შირის ინსტიტუტებთან, პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან;  ევროინტეგრაციის პროცესებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრესზე ინფორმაციის გაცვლის მიზნით კომიტეტი თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორ განიზაციასთან. 9 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები 2024 წელს საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევა ლევან მახაშვილი ვახტანგ თურნავა კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ ვიქტორ სანიკიძე ეკა სეფაშვილი ლიკა შარტავა კომიტეტის წევრი სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ხახუბია კომიტეტის წევრი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ 10 საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევა მაკა ბოჭორიშვილი ლევან ქარუმიძე კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ თეონა აქუბარდია გიორგი ბარვენაშვილი დავით ბაქრაძე მიხეილ დაუშვილი არჩილ თალაკვაძე კომიტეტის წევრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი უფრაქციო პარლამენტის წევრი კომიტეტის წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ კომიტეტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ აკაკი მინაშვილი ანა ნაცვლიშვილი ჰერმან საბო ნიკოლოზ სამხარაძე ვიქტორ სანიკიძე კომიტეტის წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ კომიტეტის წევრი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ − პარტნიორობა საქართველოსთვის“ კომიტეტის წევრი პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი““ კომიტეტის წევრი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ დავით სონღულაშვილი სალომე ქურასბედიანი ნინო წილოსანი გიორგი ხახუბია დავით ხაჯიშვილი კომიტეტის წევრი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტის წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 11 2024 წლის მიღწევების მოკლე აღწერა 3. კომიტეტის საქმიანობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. კომიტეტმა განიხილა 24 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება, ხმება რის შედეგადაც, უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევრო კავშირის 11 დირექტივასთან და რეგულაციასთან. იასთან 4. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეაჯამა საქარ თველო-ევროკავშირის ასო ცირების შესახებ შეთან ხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში გან ხორციელებული საკანონ მდებლო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზა დებას ევროკავშირში წევრო ბის შემდგომ ეტაპზე გადასას ვლელად. კომიტეტის ინიციატივის ფარგლებში შეჯამდა საქართველოს პარლამენტის მიერ გა დადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რის საფუძველზეც საქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში. 5. კომიტეტმა, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის მიზნით, როგორც ცალკე, ისე სხვა დარგობრივ საპარლამენტო კომიტეტებთან ერთად, მო ისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 9 ანგარიში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა უწყებების მიერ იქნა გათვალისწინებული. 6. 2024 წელს, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდი დატის სტატუსის მქონე ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი განიხილებოდა სფეროების მიხედ ვით. კონსულტაციები იმართე ბოდა როგორც ორმხრივი შეხ ვედრების ფორმატში, ასევე, საპარლამენტთაშორისო პლატ ფორმებზე. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის 12 ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო 12 საპარლამენტთაშორისო შეხვედრაში. გააქტიურდა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტი საქართველოში, რაც ასევე ემსახურებოდა ორმხრივი კავშირების გაღრმავებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში მხარდაჭერას. 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერას. საანგარიშო წელს 15-ზე მეტი სხვადასხვა დონის დელეგაციას უმასპინძლა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა. 13 კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა 7. 19 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაამტკიცა კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით განისაზღვრა კომიტეტის საქმიანობის მიმარ თულებები შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.1 8. სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, ევროკავშირის პროექტის, „ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა (AA Facility)“ ხელშეწყობით, 2023 წლის 1819 დეკემბერს, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით, გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. 9. სამოქმედო გეგმაში კომიტეტის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად აისახა კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საერთაშორისო, საორგანიზაციო და სა ზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები; დაგეგმილი აქტივობების შესრულების ვადები, ინდიკატორები, პასუხისმგებელი და მათ შესრულებაში ჩართული პირები. სამოქმედო გეგმა ძირითადად მოიცავდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. 10. 2024 წელს კომიტეტის საქმიანობა სამოქმედო გეგმაში დასახული ამოცანებისა და აქტივობების საფუძველზე წარიმართა. 11. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წელს 18 სხდომა გამართა. 1 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 53. 14 თავი I საკანონმდებლო საქმიანობა 12. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ემსახურება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან დაახლოებას. კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, მონიტორინგს უწევს ინიცირებული კანონპროექტების შესაბამისობას ევროკავშირის სამართალთან. 13. 2024 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა 24 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება. განხილული კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის მიერ მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 11 საკანონმდებლო აქტთან დაახლოვდა. 15 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (07-2/359; 29.12.2023) 14. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 19 თებერვალს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ მოდგენილი კანონის პრო ექტი „ბიოლოგიური მრა ვალფეროვნების შესახებ“, თანმდევ კანონის პროექ ტებთან ერთად.2 15. კანონის მიღებით შეიქმნა ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებ რივი საფუძვლები, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაც ვას, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებ ლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. 16. მიღებული კანონით რეგულირდება ისეთი საკითხები როგორიცაა სახეობების, ჰაბიტატე ბის, ეკოსისტემების და ლანდშაფტების დაცვა, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნა და მართვა, ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით სარგებლობა და საერთაშორისო ვაჭრობა, გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება და ბიომრავალფეროვნებაზე საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. 17. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით დაახლოება მოხდა ევროკავშირის შემდეგ სამართლებრივ აქტებთან: 2  2009/147/EC „გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ“ დირექტივასთან;  92/43/EC „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ დირექტივასთან; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 3. 16 18. 19. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავდა შემდეგ კანონპროექტებს:  „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  „ლიცენზიებისა და ნებარ თვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ სა ქართველოს კანონში ცვლი ლების შეტანის თაობაზე  „საქართველოს სისხლის სა მართლის კოდექსში ცვლი ლების შეტანის შესახებ“  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართვე ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2024 წლის 11 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი და კანონპროექტზე მუშაობას საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევა გააგრძელებს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე. 17 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/349; 13.12.2023) 20. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 19 თებერვალს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.3 21. საკანონმდებლო ცვლილებით დაინერგა საქართველოს ნავსადგურებში საზღვაო ერთი ფანჯრით მომსახურების სისტემა, რაც მიზნად ისახავს სანავსადგურე სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზებას და ბიუროკრატიული ბარიერების, ასევე არასაჭი რო დოკუმენტაციისაგან გემის დამუშავების პროცესის გათავისუფლებას. ამავე დროს, უზრუნველყოფს დოკუმენტების ერთჯერადად წარდგენის პრინციპის დანერგვას. 22. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საქართველოს ნავსადგურებში გემების შემოსვლი სა და გასვლის ფორმალობები გამარტივდა და გაციფროვნდა, გახდა უფრო სანდო და დაცული. თავის მხრივ, გაციფროვნებული სისტემა საშუალებას აძლევს ნავსადგურებს, გაზარდონ მიღებული გემების და შესაბამისად ტვირთბრუნვის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საზღვაო სექტორის მდგრადობას. 23. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება დაკავშირებულია „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ“ (შემდგომში − FAL კონვენცია) საერთაშორისო კონ ვენციით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან. 24. კანონის მიღების შედეგად დაახლოება მოხდა:  25. 3 (EU)2019/1239 „ევროპული საზღვაო ერთი ფანჯრის გარემოს დაფუძნებისა და 2010/65/ EU დირექტივის გაუქმების შესახებ“ რეგულაციასთან. კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 15 მაისს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 10. 18 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/342; 29.11.2023) 26. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 19 თებერვალს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.4 27. საკანონმდებლო ცვლილებებით სავალდებულო გახდა აუდიტორული ფირმებისთვის გამჭვირვალობის ანგარიშის წარდგენა, გაიზარდა აუდიტების დამოუკიდებლობა და ობიექტურობის ხარისხი, გამკაცრდა აუდიტების მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები. 28. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით დაახლოება მოხდა:  29. 4 537/2014 „საზოგადოებრივი დაინტერესების პირების სავალდებულო აუდიტთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნებისა და კომისიის 2005/909/EC გადაწყ ვეტილების გაუქმების თაობაზე“ რეგულაციასთან. კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 29 მაისს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 11. 19 საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „უმაღლეს განათ ლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენცია (07-2/361; 29.12.2023) 30. ევროპასთან ინტეგრაციის კომი ტეტმა, 2024 წლის 19 თებერვალს განიხილა იუნესკოს გლობალური კონვენციის „უმაღლეს განათ ლებასთან დაკავშირებული კვალი ფიკაციების აღიარების შესახებ“ რატიფიცირების საკითხი. 31. გლობალური კონვენცია იუნესკომ 2019 წლის ნოემბერში მიიღო და მის ყველა წევრს მოუწოდა კონვენციის რატიფიცირება. კონვენცია ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობასა და „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციისგან განსხვავებით“, რომელიც საქართველოს უკვე რატიფიცირებული აქვს, ფარავს მთელ მსოფლიოს. 32. კონვენციის რატიფიცირება არამარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ იმ სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომლებიც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოდიან. გარდა ამისა, კონვენციის აღიარება ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმის განვითარებასაც. 33. საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 22 მარტს მიიღო დადგენილება აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების შესახებ, რომელიც ძალაში 2024 წლის 11 სექტემბერს შევიდა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ „საქართვე ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/360; 29.12.2023) 34. 5 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 28 მარტს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.5 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 6. 20 35. საკანონმდებლო ცვლილებები გამომდინარეობდა ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმით. 36. კანონპროექტით შემოტანილია ენერგოეფექტურობის წვლილის ცნება, რაც დადგინდება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით. ენერგოეფექტურობის წვლილი გულისხმობს იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც ქვეყნის მახასია თებლებიდან გამომდინარე, ემსახურება ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას. 37. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლება, და ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვა. 38. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით დაახლოება მოხდა:  39. 2012/27/EU „ენერგოეფექტურობის შესახებ“ დირექტივასთან. საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 27 ივნისს მიიღო. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება (07-2/375; 18.03.2024) 40. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 28 მარტს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება. 21 41. შეთანხმებით დარეგულირდა ისეთი საკითხებს როგორიცაა: მხარეთა შორის ინფორმაციის გადაცემა, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, გამრავლება, თარგმნა, შენახვა, მოპყრობა, 42. განადგურება, აკრედიტაცია. შე თანხმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამო მავლო საიდუმლო ინფორმა ციის გაცვლას და მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინ ფორმაციის სათანადოდ დაცვას. 43. დოკუმენტის რატიფიცირება და კავშირებულია 2017 წლის 4 აპ რილს საქართველოსა და ევრო პის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან, რომლის მე-20 მუხლი ითვალისწინებს მხარეთა შორის კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული გარანტიის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას, რაც მხარეთა შორის უფრო დეტალურად დაარეგულირებს საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის საკითხებს. 44. საქართველოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2024 წლის 18 აპრილს მოახდინა. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ თველოს კანონის პროექტი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/385/10) 45. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 3 ივნისს განიხილა კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.6 წარმოდგენილი ცვლილებების აუცილებლობა გამოიწვია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და საქართველოსა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებებმა. 46. ცვლილებების შედეგად გაიზრდება თავსებადობა ევროკავშირის სისტემებთან სტანდარტიზაციის სფეროში, შეიქმნება სტანდარტიზაციის ეროვნული საბჭო, რაც სავალდებულო პირობაა ევროპულ სისტემებთან სრულად დაახლოების მიზნით. შექმნილი აღსრულების მექანიზმის მიზანი, ბაზრის ზედამხედველობის გაძლიერება და ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან კიდევ უფრო დაახლოებაა. კანონით, აგრეთვე, ტერმინოლოგია თანხვედრაში მოვიდა ევროკავშირის სტანდარტებთან. 6 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 12. 22 47. 48. კანონპროექტის შედეგად დაახლოება მოხდა ევროკავშირის შემდეგ სამართლებრივ აქტებთან:  2014/31/EU დირექტივა არაავტომატური საწონი საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია);  2014/32/EU დირექტივა გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსების შესახებ წევრი ქვეყნების კანონების ჰარმონიზაციის თაობაზე (ახალი რედაქცია);  1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს 1025/2012 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2023 წლის 9 ივლისის მდგო მარეობით (1025/2012 რეგულაცია ევროპული სტანდარტიზაციის შესახებ, რომელიც ცვლის საბჭოს 89/686/EEC და 93/15/EEC დირექტივებსა და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 94/9/EC, 94/25/ EC, 95/16/EC, 97/23/EC, 98/34/EC, 2004/22/EC, 2007/23/EC, 2009/23/EC და 2009/105/EC დირექტივებს და აუქმებს საბჭოს 87/95/ EEC გადაწყვეტილებას და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 1673/2006/EC გადაწყვეტილებას);  765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციისა და ბაზრის ზედამხედველობისადმი, პროდუქციის რეალიზაციასთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს 765/2008 რეგულაციის კონსოლიდირებულ ვერსიას 2021 წლის 16 ივლისის მდგომარეობით (2008 წლის 9 ივლისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 765/2008 რეგულაცია, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციის მიმართ და აუქმებს 339/93 რეგულაციას). კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართვე ლოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 18 ივლისს. ვინაიდან მნიშვნელოვანია კანონის დროული ამოქმედება, რაც ერთის მხრივ, დაკავშირებულია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან, კერძოდ, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებისა და დირექტივების იმპლემენტაციასთან ეროვნულ კანონმდებლობაში, ასევე, საკანონმდებლო ხარვეზების, ბლანკეტური და ე.წ. „მკვდარი ნორმების“ ამოღებასა და ტერმინოლოგიური ცვლილებების ასახვასთან, კანონის ეს ნაწილი ამოქმედდა 2024 წლის 31 ივლისს გამოქვეყნებისთანავე. ნორმები ეკონომიკური ოპერატორის რიგი ვალდებულებებისა და სანქციების შესახებ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ნორმები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ხოლო ნორმები დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისთვის განსაზღვრული ახალი პერიოდულობის შესახებ ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. 23 საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი − საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი − „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა“ (07-2/352) 49. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ხედვებს, პრიო რიტეტებსა და ღონისძიებებს 2030 წლამდე. 50. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება მოკლე და გრძელვადიან პერიოდში ყველა მომხმარებლისთვის სამართლიან ფასად, სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდებით. 51. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2030 წლისთვის მისაღწევ მიზნებს, მათ შორის სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, განახლებადი წყაროებიდან წარ მოებული ენერგიის გაზრდას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გეგმაში მოცე მულია სამიზნე მაჩვენებლები, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს გეგმით მოცემული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში. ენერგეტიკულ გაერთიანებასთან დადე ბული შეთანხმებით, გეგმის მიზანს წარმოადგენს ენერგიის საბოლოო მოხმარებაში განახლებადი ენერგიების წილის გაზრდა 27,4%-მდე 2030 წლისთვის. 52. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დამტკიცება და განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. 53. საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 27 ივნისს დადგენილებით დაამტკიცა „საქართვე ლოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა“ და მისი დანართი − „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა“. 24 საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/404; 18.06.2024). 54. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კო მიტეტმა 2024 წლის 16 სექ ტემბერს განიხილა საქარ თველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარ თველოს კანონის პროექტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ პროექტთან ერთად.7 55. კანონით განისაზღვრება მნიშვნელოვანი გარანტიები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების გადაყვანისათვის. სიახ ლეს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და რკინიგზის სადგურის მენეჯერის ვალ დებულება, უზრუნველყონ შესაბამისი პერსონალის შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სპეციალური სწავლება. 56. კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ სარკინიგზო ტრანსპორტით სარ გებლობისას, დაუშვებელია მგზავ რთა დისკრიმინაცია. კანონის თანახმად, დაუშვებელია ამ კო დექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მგზავრებთან მიმართებით განსაზღვრული ვალდებულებების შეზღუდვა ან მათგან გათავისუფლება, კერ ძოდ, მგზავრის რკინიგზით გა დაყვანის ხელშეკრულებაში დაშვე ბული გამონაკლისით ან მისი შემზღუდავი პირობით. 57. 7 კანონი დეტალურად აწესრიგებს მგზავრის უფლებებსა და გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 9. 25 დაიგვიანებს. კანონი ასევე, დეტალურად აწესრიგებს კომპენსაციის გაანგარიშების წესს დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში. 58. კანონის მიღებით სარკინიგზო სექტორში ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდება ევროპულ კანონმდებლობას, რაც ხელს შეუწყობს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას, რკინიგზის სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას. 59. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით დაახლოება მოხდა: 60.  2021/782 რეგულაცია „რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ“;  2016/798 დირექტივა „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“; საკანონმდებლო პაკეტი მოიცავდა შემდეგ კანონპროექტს:  61. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 12 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ და კანონპროექტზე მუშაობას საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევა გააგრძელებს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/463; 11.09.2024) 62. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2024 წლის 7 ოქტომბერს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 63. საკანონმდებლო ცვლილებები გამომდინარეობდა ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმით. 26 64. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქონების სააგენტო, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში. 65. საკანონმდებლო პაკეტის მიღებით დაახლოება ხდება:  ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივასთან „ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“. 66. საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო. 27 კომიტეტის თემატური მომხსენებელი შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხი 67. 30 მაისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა თემატური ანგარიში შრომის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ − სამართლებრივი შესაბამისობა და აღსრულების ეფექტიანობა.8 68. თემატური მოხსენების მომზადების პროცესში გაიმართა სამუშაო შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, პროფესიულ კავშირებთან, დამსაქმებელთა და ბიზნეს გაერთიანებებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან. წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების და შრომის ინსპექციის ყოველწლიური ანგარიშების ანალიზს, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაინტერესებულ პირთა წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გამოკითხვის შედეგებს. თემატური მოხსენება მოი ცავს 2018-2023 წლებში შრო მის უსაფრთხოების კანონ მდებლობის სფეროში განხორციელებული ფუნდა მენტური რეფორმის ძირი თად შედეგებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნა კისრ ვალდებულებებთან სა მართლებრივი დაახლოების შეფასებას, რეფორმის შედე გად ჩამოყალიბებული ინსპექტირების სისტემის ეფექტიანობას, აგრეთვე, რე კომენდაციებს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების ნორმებზე საზედამხედველო უწყების შექმნამ, ინსპექტირებათა რიცხოვნობის ზრდამ, ცნობიერების ამაღლების და პრევენციული სანქცირების პოლიტიკამ დასაქმებულთა უბედური შემთხვევათა რაოდენობის საგრძნობი შემცირება გამოიწვია. 69. 8 კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საკითხზე თემატური მოხსენება ევროკავშირის პროექტის, „ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა (AA Facility)“, ექსპერტული და ფინანსური ხელშეწყობით მომზადდა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 27. 28 თავი II საზედამხედველო საქმიანობა ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და ანგარიშების მოსმენა 70. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედ ველო საქმიანობის მიზა ნია საქართველო-ევროკავ შირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და საქარ თველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შეს რულების კონტროლი. ამ პროცესში კომიტეტი საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას, ასევე საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს. პროცესის ეფექტიანი განხორციელების მიზნით კომიტეტი თანამშრომლობს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან. 71. აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განსა ხორციელებლად, კომიტეტი ისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მათ შესრულებას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. 72. ასოცირების შესახებ შეთანხმებით რეალურად შეიქმნა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი ფუნდამენტი და კომიტეტი წლების მანძილზე რეგულარულად ისმენდა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროგრესს. 73. 2024 წლის გაზაფხულზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეაჯამა საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში გან ხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობა. 74. ამასთანავე, კომიტეტის ინიციატივით, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა 10 წლის მანძილზე, 2014-2024 წლებში, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალ დებულებათა შესრულების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების 29 გეგმების მონიტორინგი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. 75. ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების შეჯამებისთვის, განხორციელებული რეფორმებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესაფასებლად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სხვა დარგობრივ კომიტეტებთან ერთად გამართა 7 საკომიტეტო მოსმენა:  31 მაისი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიშის მოსმენა ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების შესახებ.9 ანგარიშის მიხედვით 2014-2024 წლებში ტრან სპორტის სფეროში ასოცი რების შეთანხმებით ნა კისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით არა ერთი პროგრესული ნა ბიჯი გადაიდგა. სახმე ლეთო ტრანსპორტის მიმართულებით მიმდინარე რეფორმამ ხელი შეუწყო მგზავრთა გადაყვანის სფე როს გაჯანსაღებას და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას, ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ა.შ., სარკინიგზო მიმართულებით მიმდინარე რეფორმით ეტაპობრივად დაიწყება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის სრული რესტრუქტურიზაცია, რაც მიმართული იქნება ევროპული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად, დარგის ლიბერალიზაციის, მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრებისა და რკინიგზის, როგორც ინდუსტრიის ეფექტიანობის ამაღლებისკენ. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებულია, ხოლო დარჩენილ დირექტივა/რეგულაციებთან დაახლოებაზე მიმდი ნარეობს აქტიური მუშაობა.  9 10 ივნისი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოსმენა განათლების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების შესახებ; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 21. 30 ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად უახლოვდება ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას. დღეს საქართველოში მოქმედი განათლების ხარისხის განვითარების სტანდარტები და პროცედურები, შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან. მრავალი ახალგაზრდა სარგებლობს უმაღლესი განათლების კუთხით არსებული პროგრამებით, საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციური სფეროს საზოგადოებას 2016 წლიდან დღემდე წვდომა აქვს მრავალფეროვან საგრანტო კონკურსებზე. საქართველოს წარმომადგენლები ზუსტად იმავე პირობებით და უფლებებით სარგებლო ბენ, რითაც ევროკავშირის სამეცნიერო და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლები.  17 ივნისი − საქართველოს ეკო ნომიკისა და მდგრადი გან ვითარების სამინისტროს ან გარიში ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთან ხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულე ბების შესრულების გეგმების შესახებ;10 ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ ვალდებულებების შესასრულებლად. კერძოდ, 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, 2019-2020 წლებში საქართველომ, ენერგეტიკულ გა ერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიიღო ასოცირების შეთანხმებით გათვა ლისწინებულ ვალდებულებებთან ჰარმონიზებული ენერგეტიკული კანონმდებლობა. საკანონმდებლო კუთხით ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვა ლისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოს შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება. ხაზი გაესვა საქართველოს პოტენციალს მწვანე ენერგიის ტრანზიტის და ექსპორტის კუთხით და იმ პროექტებს, რაც იგეგმება ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით.  10 18 ივნისი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 20. 31 ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალ დებულებების შესრულების გეგმების შესახებ;11 ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 10 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გარემოს დაცვის მიმართულებით, ეს ეხება, როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, დაცული ტერიტორიების გაფართოებას, რომლის ფართობი 13%მდე გაიზარდა, რაც ბუნების მეტად დაცვას უზრუნველყოფს. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და ამ კუთხით მთლიანად ახალი კანონმდებლობაა მიღებული. ასევე, ახალი კანონმდებლობა შემუშავდა წყლის რესურსების მართვის მიმართულებით და კლიმატის ცვლილების კუთხითაც, რითაც ჩვენი ეროვ ნული პოლიტიკა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის პოლიტიკას. გარემოს, როგორც დარგის პრიორიტეტულობა გამყარდა კონსტიტუციურ დონეზე და გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობისა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში საზოგადოების მონაწილეობის უფლებები კონსტიტუციით იქნა დაცული. „საქართველოს, ისევე როგორც ევროკავშირს, 2050 წლისთვის გაცხადებული აქვს კლი მატნეიტრალურობა. მიღებულია უამრავი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო იზიარებს ევროკავშირის ძირითად პრინციპებს კლიმატის ცვლილების კუთხით, მათ შორის ეროვნული მზადყოფნის გაძლიერებისა და ბუნებრივი საფრთხეების მართვის კუთხით. ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული ევროკავშირის მხრიდან“.  19 ივნისი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვა ლისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების შესახებ;12 ანგარიშის თანახმად, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის მიმართულება პრიორიტეტუ ლად გამოაცხადა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ფერმერების მხარდაჭე 11 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 18. 12 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 18. 32 რის კუთხით, ასევე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო დაფინანსება 2 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა მხარდამჭერმა 26-მა პროგრამამ შედეგობრივი თვალსაზრისით მოგვცა ის, რომ დღეს უფრო მეტი ქართული პროდუქცია გადის ევროკავშირის ბაზარზე ვიდრე ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე გადიოდა. 10 წლის განმავლობაში ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 60%-იანი ზრდა გვაქვს. გარდა ამისა, ქართველ მომხმარებელს საშუალება აქვს, რომ უფრო მეტად ხარისხიან ქართულ პროდუქციაზე ჰქონდეს წვდომა. სახელმწიფოს მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით მიღწეულ იქნა შთამბეჭ დავი შედეგები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სურსათის უვნებლობის დარგების მიმართულებით და რაც მთავარია ეს ყველაფერი პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და სტანდარტებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში რეფორმების შედეგად ჯამში 22 ათას ჰექტარზე მეტი ხეხილის ბაღი გაშენდა. გასამმაგდა ქართული ღვინის პროდუქციის წარმოება, რაც ექსპორტის მაჩვენებლებზეც აისახა. სამასამდე ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო შეიქმნა ქვეყნის მასშტაბით. 2023 წელს ევროკავშირმა აღიარა საქართველოს თევზჭერის სერტიფიკატი.  24 ივნისი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების შესახებ;13 ანგარიშის მიხედვით საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი სისტემური ნაბიჯები გადადგა, როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, აქტიური პო ლიტიკა გატარდა შრომის ბაზრის, მათ შორის, საზღვარგარეთ საქარ თველოს მოქალაქეებისთვის ლეგა ლურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნის მიმარ თულებით. ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების და დაცვისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მისი დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება, ძლიერდება პირველადი ჯანდაცვის მიმართულება. 13 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 22. 33 არსებითად გაფართოვდა სარგებლის პაკეტი ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაცი ენტებისთვის, დაიწყო და სრული დატვირთვით გრძელდება ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა. ამოქმედდა მედიკამენტების რეფერენტული ფასების პოლიტიკა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების პაკეტები, როგორიც არის დიაბეტის, ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის მართვა და სხვა სერვისები. გრძელდება ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, დაფინანსების ახალი მექანიზმების და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების დანერგვა, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  27 ივნისი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგებისა და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმების შესახებ;14 ანგარიშის მიხედვით „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთან ხმების (DCFTA)“ ხელმოწერით ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მყარი საფუძველი შეიქმნა, ათწლეულის განმავ ლობაში ქვეყანამ მრავალი ცვლილება და მიღწევა განიცადა, განხორციელდა რეფორმები, რომლებმაც ბიზნესგარემო უფრო გამჭვირვალე და მიმზიდველი გახადა უცხოელი ინვესტორებისთვის, ხოლო საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ და მისმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ნაწილმა განაპირობა. 76. 2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 3 საკომიტეტო მოსმენა გამართა შემდეგ საკითხებზე:  12 მარტი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიშის მოსმენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა;15 14 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 23. 15 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 23. 34 16  10 ივნისი − საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/392/10; 31.05.2024) და ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/394; 31.05.2024);16  საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი სა ქართველოს მთავრობის შემადგენლობა და თანდართული სამთავრობო პროგრამა „2025-2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 24. 35 ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მიღებული კანონმდებლობის შეფასება 77. 2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა შეაჯამა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ათი წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში წევრობის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. 2024 წლის 27 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა, ასოცირების შესახებ შეთანხმე ბით გათვალისწინებული სფეროების შესაბამისად, იმსჯელეს კონკრეტულ საკითხებ ზე, რაც უკავშირდება 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შეფასებას და ევროკავშირის სტანდარტებ თან შესაბამისობას. 78. 2024 წლის განმავლობაში შე მუშავდა დოკუმენტი, რო მელშიც თავმოყრილია სა ქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები რომლის საფუძველზეც სა ქართველოში ინერგება ევროპული სტანდარტი საზოგადოების ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფე როში. კერძოდ, შეჯამდა 2014-2023 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონ მდებლო საქმიანობა და მიღწეული მთავარი შედეგები, ასოცირების შეთანხმებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით. დოკუმენტის სტრუქტურა დაეფუძნა ასოცირების შეთანხმებისა და კოპენჰაგენის კრი ტერიუმების ლოგიკურ თანმიმდევრობას: − პოლიტიკური ნაწილი. − სავაჭრო ნაწილი/DCFTA. − სექტორული თანამშრომლობის სხვა სფეროები. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. 36 კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედამხედველობა 79. 2024 წლის 28 მარტს გამართულ კომიტეტის სხდომაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტ მა მიიღო გადაწყვეტილება, შეეფასებინა კომიტეტის მიერ 2022 წელს განხორციელებული თემატური მოკვლევის − „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები“ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.17 „უკვე 7 წელია ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად, სავიზო შეზღუდვების გარეშე შეუძლი ათ შენგენის სივრცეში გადაადგილება. უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად“, − ამის შესახებ ევროპას თან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 80. კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც ქვეყანამ გაატარა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლათ შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის შრომით ბაზარზე წვდომის პერსპექტივებს და აღნიშნულ საკითხზე 2022 წლის 28 მარტს კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. „დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რამაც თვისობრივად შეცვალა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. დღეს უკვე ვიცით, რომ გარდაუვალია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ეს კი, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე გულისხმობს ადამიანების თავისუფალ მიმოსვლას, რაც გარკვეულ ეტაპზე, გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნასაც“, − განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 81. რეკომენდაციების შესრულების შეფასების პროცესში სახელმწიფო შეგროვდა ინფორმაცია, დამუშავდა, და მომზადდა შეფასების ანგარიში. 82. აღნიშნული პროცესი კომიტეტმა განახორციელა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები სა ქართველოში“ ხელშეწყობით. 17 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 25. ორგანოებისგან 37 საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შეხვედრები და მთავრობასთან თანამშრომლობა 83. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები რეგულარუ ლად მონაწილეობდნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმართებოდა.18 84. 2024 წლის 26 მარტს გაიმართა საქართველოს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგ რაციის კომიტეტის წევრი არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. სხდომის მთავარი განსა ხილველი საკითხი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის მიღება და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში იყო. განიხილეს აგრეთვე ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე; ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა; ერთიანი ევროს გადახ დის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელები სა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტიანი ღონისძიებები. 18 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 30. 38 თავი III საერთაშორისო თანამშრომლობა 85. 2024 წლის განმავლობაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ასევე, წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მობილიზების მიზნით. 86. 2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები აქტიურად თანამშრომლობდნენ ახალწვეულ ევროპარლამენტის წევრებთან, კონსულტაციებს მართავდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის დღის წესრიგის განსაზღვრის საკითხებზე. 87. საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ხელმძღვანელობდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლა მენტო კომიტეტის (PAC) მუშაობას და ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA) საქართველოს დელეგაციის საქმიანობას. 88. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები მონაწი ლეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციებში სხვადასხვა თემატურ საკითხებზე (COSAC, CFSP/CSDP, SECG, EUSC და სხვა). 89. ყურადღება ეთმობოდა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი თანამ შრომლობის ფორმატს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კოორდინაციის კუთხით და საპარლამენტო კავშირების გასაძლიერებლად. 2024 წელს საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის კანდიდატ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. 90. 2024 წელი კვლავ გამოირჩეოდა საქართველოში ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან დელეგაციების ვიზიტების სიმრავლით. 39 ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობა 91. 2024 წელს, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიუსელში, სტრასბურგსა და თბილისში გაიმართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებსა და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომად გენლებს შორის. 92. 2024 წლის ევროპარლა მენტის არჩევნების მნიშ ვნელობიდან გამომდინარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ 40-მდე შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან როგორც ევროპარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში, ასევე, ახალწვეულ წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. 93. განსახილველ თემებს წარ მოადგენდა საქართველოევროკავშირის თანამშრომლო ბის აქტუალური საკითხები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში სა ქართველოს ინტეგრაციის დღის წესრიგი, საქართვე ლოს მნიშვნელობა ევროპის გეოპოლიტიკურ ჭრილში, ევროპარლამენტსა და საქარ თველოში 2024 წელს დაგეგ მილი არჩევნების მოსალოდ ნელი შედეგები. 94. საანგარიშო პერიოდში, ევროპარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დე ლეგაციის 3 სამუშაო ვიზიტი შედგა:  27-29 თებერვალს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარ გლებში, შეხვედრები გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის 40 მომხსენებელთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთა19. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში მომზადდა ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის შესახებ ორი ანგარიში, სადაც ასახულია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.   95. 16-17 ივლისს სტრასბურგში ევროპარლამენტის ახალი მოწვევის პირველი პლენარუ ლი სესიის ფარგლებში, ორ მხრივი შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუ ფების წარმომადგენლებთან, მათ შორის ახლად არჩეულ ევროპარლამენტარებთან.20 12-13 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან.21 შეხვედრებისას განსა კუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის ახალი შემადგენლობის არჩევის საკითხებს, ევროპარლამენტის სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესს და პრიო რიტეტებს მომავალი თანამშრომლობისთვის. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ევროკავშირის ინსტიტუტების დელეგაციების საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან. შეხვედრებზე განხილული იყო ევროკომისიის რეკო მენდაციების შესრულების პროგრესი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები:  10 აპრილს ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (EU PSC) ელჩებს შეხვდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.  2 მაისს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორ გერტ იან კოპმანთან შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტში, რომელშიც მონაწილეობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო. 19 შეხვედრები გაიმართა შემდეგ ევროპარლამენტარებთან: მარინა კალიურანდი (S&D), სვენ მიკსერი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), მარკეტა გრეგოროვა (Green), რიშარდ ჩარნეცკი (ECR), ლუკას მანდლი (EPP), ლარს პატრიკ ბერგი (ECR), მიხაელ გალერი (EPP), ტიერი მარიანი (ID), ნაჩო სანჩეზ ამორი (S&D), სერგეი ლაგოდინსკი (EPP), კორინა კრეტუ (EPP), ილჰან კიუჩუკ (RE), კრისტიან ტერჰეშ (ECR), ჰელმუტ შოლტს ( GUE/NGL) აბირ ალ-სალანი (RE), ინესა ვაიდერე (EPP). 20 შეხვედრები გაიმართა შემდეგ ევროპარლამენტარებთან: გონსალვეშ ბრუნო (S&D), დე მაზი ფაბიო (N/A), ვიგენინ კრისტიან (S&D),ზუოტოვსკი კოსმა (ECR), კალიურანდ მარინა ( S&D), კიუჩუკ ილჰან (RE), კობოსკო მიხაუ (RE), კოლს რიხარდს (ECR), კონეჩნა კატერინა (GUE/NGL), ლოპატკა რაინჰოლდ (EPP), ლოპეზ აგილარ ხუან ფერნანდო (S&D), მანდ ლუკას (EPP), მიიან მონ ფრანჩისკო ხოსე (EPP), სანჩეზ ამორ ნაჩო (S&D),ტერჰეშ კრისტიან ECR, ხაიოლ მურო ჰანა S&D, ჰოლვენი გიორგ (PfE). 21 შეხვედრები გაიმართა შემდეგ ევროპარლამენტარებთან: დოლორ მონსერატ (EPP), ხავი ლოპეზ (S&D), EP Vice-President, ანდჟეი ჰალიცკი (Andrzej Halicki) (EPP) ჰანა ხაიოლ მურო (S&D) AFET Vice-Chair, რანჩისკო ასსის (S&D), ანდრას ლასლო (PfE), ბრანისლავ ონდრუშ (NI), კოსტას მავრიდის (S&D), ნაჩო სანჩეს ამორ (S&D)მიხაელ ფონ დერ შულენბურგ (Michael Von Der Schulenburg) (NI), სებასტიან ტუნკუნენ (ECR), მაიკლ მაკნამარა (NI), დანილო დელა ვალე(The Left), ტიერი მარიანი PfE, ანდრეა ცეპოვა (ECR Group Administration). 41 აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA) 96. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომა რე მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში (Euronest PA), საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მუშაობას.22 აღ მოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა, რო გორც ევროკავშირის აღმო სავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი, აერთიანებს აზერბაიჯანს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას. აღნიშ ნული პლატფორმის მიზა ნია ხელი შეუწყოს ევრო კავშირსა და წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებულ თა ნამშრომლობას, რომელიც ფოკუსირდება აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის აქტუ ალურ საკითხებზე, ინტერესებსა და გამოწვევებზე. 97. 2 თებერვალს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. სხდომაში ევროპარლამენტის მხრიდან ასამბლეის პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელე გაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. პარტნიორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს. მხარეებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში 19-20 მარტს გასამართი ასამბლეის პლენარული სესიის მოსამზადებელი სამუშაოები. მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის ევროკავშირის გაფართოების პოლი ტიკაში ჩართვის შემდეგ, ევრონესტის ასამბლეის ფარგლებში დაიგეგმა დებატები აღმოსავ ლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლების პერსპექტივების შესახებ. 98. 19-20 მარტს ევროპარლამენტში, ბრიუსელში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ მა დელეგაციამ,23 მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) მე-11 სესიაში მიიღო მონაწილეობა. ასამბლეის პოლიტიკური, ეკონომიკური ინტეგრაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოცია ლურ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე დაგეგმილი/თემატური რეზოლუციის პროექტები განიხილეს, სადაც საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები აისახა. 22 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 32. 42 99. ევრონესტის პოლიტიკური კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუცია − „აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი − რუსეთის აგრესიული ომის შემდგომ: ახალი უსაფრთხოების კონტექსტი რეგიონში“ • მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე; • მხარს უჭერს ამ ქვეყნებში გაწევრიანებისთვის განკუთვნილ ფინანსურ მექანიზმებში ჩართვას და გმობს ამ ქვეყნების ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიასა და ოკუპაციას; • მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლებისკენ არსებული რეალობის საფუძველზე. 100. საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე დაამტკიცეს რეზოლუცია − „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გავლენა აღმოსავლეთ სამეზობლოზე“, სამეზობლოზე“ რომელიც ევროკავში რის წევრების მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის მნიშვნელობას ადასტურებს, ასევე, რეზოლუცია „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარ ტნიორობის ქვეყნებში დევნილ ბავშვთა სოციალური მხარდაჭერის შესახებ“. შესახებ“ ასამბლეამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეღავათების დაწესება საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით სარგებლობისთვის. 101. ევრონესტის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მაია ბითაძის თავ მჯდომარეობით წარიმართა, რომელზეც აღმოსავლეთ ევროპაში ენერგეტიკული ინ 23 დელეგაციის შემადგენლობა: მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი, ანა წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, თამარ კორძაია და გიორგი ვაშაძე. 43 ფრასტრუქტურის განვითარების საკითხები და ენერგეტიკის სფეროში საკანონმდებლო დაახლოების გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა შეამცირონ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, განახორციელონ ენერგო ინფრასტრუქტურული პროექტები, მოიზიდონ მეტი ევროპული დაფინანსება ენერგო-სატრანზიტო როლის გაძლიერებისთვის. 102. მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით ასოცირებული ქვეყნების − საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროკომისიის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. შეხვედრისას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომო ნაბიჯები განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ახალი სახელწოდებით განაგრძობს მუშაობას და ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის ნაცვლად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სახელწოდებით იმუშავებს. 44 ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო კონფერენციები (COSAC, CFSP/CSDP, SECG, EUSC) 103. ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის პირველ ნახევარში ბელგიის, ხოლო მეორე ნახევარში უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო კონფერენციები. აღნიშნულ ღონისძიებებში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 104. 2024 წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საპარ ლამენტთაშორისო კონფერენციებზე, საქართველო პირველად წარსდგა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თემატურ სხდომებში, მათ შორის ევროკავშირის საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ეკონომიკისა და სხვა აქტუალური საკითხების თაობაზე. 105. საპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევ რები ორმხრივ შეხვედრებს მართავდნენ ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბელგიასა და უნგრეთთან აქტიურ თანამშრომლობას. 106. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციებმა ევრო კავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების 12 საპარლა მენტთაშორისო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, ევროკავშირის ინსტი ტუტების წარმომადგნლებთან ერთად.  ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონ ფერენცია (COSAC) − საქართველო მონაწილეობს 2014 წლიდან;  ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია − საქართველო ჩაერთო 2023 წლიდან;  ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ (SECG) საპარლამენტთაშორისო კონფერენცია − საქართველო ჩაერთო 2023 წლიდან;  ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების კონფერენცია (EUSC) − საქართველომ მონაწილეობა მიიღო 2014, 2023 და 2024 წლებში;  ევროკავშირის ურბანული პოლიტიკის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფე რენცია − ბელგიის თავმჯდომარეობის დამატებული საკითხი/Belgium ad hoc; 45  ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონ ფერენცია − ბელგიის თავმჯდომარეობის დამატებული საკითხი/Belgium ad hoc;  ევროკავშირის ცირკულარული ეკო ნომიკის საკითხებზე საპარლამენტთა შორისო კონფერენცია − ბელგიის თავმჯდომარეობის დამატებული სა კითხი/Belgium ad hoc;  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენცია (COSAP) − საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა 2024 წელს. 107. 14-15 იანვარს ქ. ნამიურში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა (COSAC) შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე იმსჯელეს ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიო რიტეტებზე, სოციალურ უფლებებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესრულება საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოებს ევროკავშირს და გაფართოების პროცესს დააჩქარებს. 108. 21-22 იანვარს ქ. ბრიუსელში ევროკავშირში ურბანული პოლიტიკის შესახებ საპარლა მენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავ მჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად გილემ ირაკლი ზარქუამ. ღონის ძიების ფარგლებში განიხილეს ურბანული განვითარების საკითხები: დაფინანსება, მნიშვნე 46 ლოვან ურბანულ პროექტებში მოქალაქეების ჩართულობა, კლიმატის ცვლილებასთან ურბანული გარემოს ადაპტაცია და ურბანული მობილურობის საკითხები. 109. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც საქართველომ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გაიაროს, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტი ტუტებთან, არამედ წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე და საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. 110. 28-29 იანვარს ქ. ბრიუსელში, ევროკავშირის საპარლამენტთაშორისო სხდომა ხელოვნუ რი ინტელექტის საკითხებზე საკითხებზ ბელგიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები სალომე ქურასბედიანი და დავით სონღულაშვილი მონაწილეობდნენ. სხდომაზე მსჯელობა შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ჯანდაცვის, კულტურის, განათლებისა და საჯარო მმართველობის სფეროებისთვის. 111. 12-13 თებერვალს ქ. ბრიუსელში ევროკავშირში სტაბილურობის, ეკო ნომიკური კოორდინაციისა და მმარ თველობის საკითხებზე (SECG) სა პარლამენტთაშორისო კონფერენციაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკო ნომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მონაწილეობდნენ. სხდომაზე იმსჯელეს ევროკავშირში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და კონკურენტუნარიანობაზე, ერთიანი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდაზე, კრიზისის დროს ბიუჯეტის მართვაზე, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მომავალზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და სოციალური ინვესტიციების გაუმჯობესების საკითხებზე, მათ შორის დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე და „ტვინების გადინების“ პროცესთან გამკლავებაზე. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში. 47 მან ასევე ისაუბრა საქართველოს მზაობაზე განაგრძოს აქტიური მუშაობ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები, მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა. 112. 3-5 მარტს ქ. ბრიუგეში ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებზე საპარლამენთაშორისო კონფერენციაში24 მონაწილეობა მიიღო ევროპასთან ინტეგრა ციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და თავდაცვის და უშიშ როების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. სხდომაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და ევროკავშირის სოლიდარობაზე, ევრო კავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმ დინარე პროცესზე, სტრატეგიულ კომპასზე და ევროკავშირის გაძლიერებაზე, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრ თხოების პოლიტიკისა და ერთიანი უსაფრ თხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრი ორიტეტებზე იმსჯელეს. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პროგრესზე და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების საჭიროებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უსაფრთხოების კონტექსტში გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. 24 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 34. 48 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობის მნიშვნელობას და ევროკავშირში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მექანიზმების ამოქმედებას კანდიდატი ქვეყნებისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისა უბრა საქართველოს ევროკავშირის საგა რეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, საქართველოს წვლილზე ევროკავშირის მისიებში და ევროკავშირის სანქციების აღსრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს ხე ლისუფლების მუშაობაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში უსაფრთხოების გამოწვევებზე, დეოკუპაციაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომ ლობაზე. 113. 18 მარტს ბრიუსელში ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ორგანიზებულ საპარლა მენტთაშორისო სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. სხდომაზე განიხილეს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ისეთი საკითხები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას უკავშირდება და რომლის მიზანიცაა ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების პრობლემატიკა და ცირკულარული ეკონომიკის ფორმაზე გადასვლის დადებითი გავლენები გარემოსა და წარმოებაზე. მაია ბითაძემ სხდომაზე გამოსვლისას, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მიმარ თულებით საქართველოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე, ნარჩენების გადამუშავების პრინციპის გამართულად დანერგვასა და წარმოების და რესურსების მოპოვების პროცესში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის განათლების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 114. 24-26 მარტს ქ. ბრიუსელში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში საქართველოს პარლამენტის 49 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მიი ღო მონაწილეობა. სხდომაზე განიხილეს ევროკავშირისთვის აქტუალური თემები, სტრატეგიული დღის წესრიგი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ყუ რადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებ თან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას. COSAC-ის პლენარულ სესიაზე მიიღეს დასკვნითი დოკუმენტი, სადაც ეროვნული პარლამენტების წევრები რეკომენდაციას უწევენ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის მუშაობის დაწყებას, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად; კიდევ ერთხელ გამოხატავენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 115. 20-23 აპრილს ესპანეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოად გილე ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა. მსჯელობა შეეხო ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის საკითხებს, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებს სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, კონფლიქტებს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას. 50 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ქალთა ფორუმი, სადაც პარლამენტების ქალმა თავმჯდომარეებმა ქალთა გაძლიერების გზებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს. ნინო წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებს გაუზიარა საქართველოს სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები ქალთა თანაბარი უფლებებისა და მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის. კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სამომავლო სამუშაო პრიორიტეტებს გადმოსცემს. 116. 28-30 ივლისს ქ. ბუდაპეშტში ევრო კავშირის ეროვნული პარლამენ ტების ევროპულ საქმეთა კომიტე ტების კონფერენციაზე (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მო ნაწილეობა მიიღო ევროპასთან ინ ტეგრაციის კომიტეტის თავმჯდო მარე მაკა ბოჭორიშვილმა. სხდომაზე განიხილეს ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და მიმდი ნარე აქტუალური საკითხები. სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა გაფართოების პოლიტიკის მნიშ ვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს სწრაფვაზე ევრო კავშირში გაწევრიანების მიმართულებით და პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობაზე. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარეობის ფარგლებში, შეხ ვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის ტეშეისთან საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს სახელ თავმჯდომარესთან, ზოლტან ტეშეისთან, სტარაისთან ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილე, მწიფო მდივან, პიტერ სტარაისთან, ბარნა პალ ჟიგმონდთან, ჟიგმონდთან ასევე, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბალაშ მოლნერთან 51 და ევროკავშირის პრეზიდენტობის საკითხებში კომისართან ბოგლარკა ბოიასთან. ბოიასთან მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და დღის წესრიგზე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაესვა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობისთვის პრიორიტეტს. 117. 9-10 სექტემბერს ქ. ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრ თხოების პოლიტიკისა (CFSP) და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შემდეგი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი. 118. სხდომის ფარგლებში საპარლამენტო დელე გაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროკავ შირის მომავალზე და გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე პროცესზე, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) პრიორიტეტებზე, განიხილეს გარე საზღვრების დაცვისა და არალეგალური მიგრაციის საკითხი, დისკუსია ასევე გაიმართა მსოფლიოში გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებზე, რუსეთის თავდასხმის გავლენაზე უკრაინის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაზე. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე სა უბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და პროგრესზე ევროინტეგრაციის კუთხით. ისაუბრა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროულად დაწყების საჭიროებაზე. 52 119. 1-3 ოქტომბერს ქ. ბუდაპეშტში გამართულ ევროკავშირის სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ (SCEG) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე მსჯელობა წარიმართა ევროკავშირის ბიუჯეტისა და ეკონომიკური მმართველობის ჩარჩოს რეფორმირების შესახებ. 53 საპარლამენტთაშორისო პლატფორმებში მონაწილეობა 120. 2024 წელი გამოირჩეოდა ასევე, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრასა და გაღრმავების თაობაზე, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შეხვედრები სხვადასხვა საპარლამენტთაშორისო პლატფორმების ფორმატში. 121. 2024 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორი სო კონფერენცია გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ ბალ კანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებმა ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. აღნიშნული ფორმატის შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს შორის, ორმხრივი კავშირების გაძლიერებასა და მათი გამოცდილების გაზიარებას, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ თემებზე. 54 122. კონფერენცია გახსნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ევროკავშირის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში. 123. 14 მაისს მონტენეგროს ქ. პოდგორიცაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარ ლამენტო კომიტეტების XIX კონფერენციაში (COSAP) მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ. კონფერენციის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგა ციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და გაწევრების მოლა პარაკებების პროცეს ზე, განიხილეს გეოპო ლიტიკური ვითარების ზეგავლენა ევროკავშირის გაფართოების პოლიტი კაზე, კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის ურთი ერთობები. დისკუსია ასევე გაიმართა რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირთან მოლა პარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას. 55 დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარ ლამენტთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა აღნიშნეს, რომელიც 2024 წლის თებერ ვალში თბილისში გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და საფუძველი ჩაუყარა კანდიდატ ქვეყნებს შორის კონსულტაციების ახალ ფორმატს. COSAP-ის საპარლამენტო კონფერენცია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის საერთო პლატფორმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მოქმედებს 2005 წლიდან. მონტენეგრომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციები პირველად მიიწვია აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად. 124. 4 ნოემბერს, ქ. ბელგრადში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირე ბის პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XX საიუბილეო კონფერენციაში (COSAP) მონაწილეობა მიიღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელე გაციამ, მაკა ბოჭორიშვილის, ვიქტორ სანიკიძის და გიორგი ხახუბიას შემადგენლობით. 125. კონფერენციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევ როინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უნგრე თის (როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის) და პოლონეთის (ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის) ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროინტეგრაციის მინისტრმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე და გა მოწვევებზე, გეოპოლიტიკური გარემოს გავლენაზე და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსჯელობა აგრეთვე შეეხო რეგიონულ თანამშრომლობას და დაკავშირებადობის საკითხებს. დისკუსიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ევროპისა და აზიის დაკავშირე ბის კუთხით. 56 126. ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრს, ტანია მიშჩევიჩს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები, საკანონმდებლო დაახლოების პროცესი და გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები. 127. 23-24 თებერვალს ქ. ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამ ბლეის ზამთრის სესია გაიმართა, სადაც მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მონა წილეებს შეახსენა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონის შესახებ, რომელიც დღესაც უსაფრთხოების გამოწ ვევების წინაშე დგას. მან ხაზ გასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ერთიანი ბრძოლა საერთო ევრო პული ღირებულების დასაცავად. გამოეხმაურა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, რაც არასწორ წარმოდგენას ქმნის საქართველოსა და მისი ხელისუფლების შესახებ. 57 128. 29 ივნისს-3 ივლისს ქ. ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა, სადაც სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ არის რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს შეუქცევად ევროპულ მისწრაფებებს და რეგიონში არსებულ რთულ პირობებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. 129. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამწუხარო მცდე ლობებზე საქართველოს ხალ ხისა და ხელისუფლების ნების ერთმანეთისგან გამიჯვნის წარმოჩენაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა. გამოსვლის დასასრულს მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია პარტნიორების ობიექტური და სამართლიანი შეფასებები და მოპყრობა. 130. მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ასამბლეის დასკვნით რეზოლუციის პროექტში, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საკითხთა კომიტეტის თავში შევიდა დამატება, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ასევე აისახა დეკლარაციის საბოლოო ტექსტში. 131. 1-4 ოქტომბერს, ქ. დუბლინში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიმართა, სადაც მაკა ბოჭორიშვილი კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, საერთაშორისო აქტორების ჩართულობას ამ პროცესში და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მნიშვნელობას. 58 კომიტეტის თავმჯდომარემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყნის სტაბილური განვითარების გამოწვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. 59 პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტები საქართველოში 132. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი რეგულარულად მასპინძლობდა დელეგაციებს ევრო კავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დედაქალაქებიდან. ვიზიტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხი ლებოდა საქართველოს ევროკავ შირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, სა ქართველოს ევროკავშირში გაწევ რიანების დღის წესრიგი და გეო პოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს პროგრესი რეფორ მების გატარების კუთხით, რეგიონ ში არსებული უსაფრთხოების გარემოებები და გამოწვევები, სა ქართველოში მიმდინარე მოვლე ნები და ქვეყნის წინააღმდეგ მართული დეზინფორმაციული კამპანია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და სხვა. სტუმრებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 15-ზე მეტი დელეგაციის ვიზიტი შედგა საქართველოში.25 133. 20 თებერვალს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იონას სურვილას შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 134. 6 მარტს დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 25 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 47. 60 135. 19 აპრილს შვედეთის ვედეთის სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გუდრუნ ბრუნეგარდს და დელეგაციის წევრებს, სუზან ნორდსტრომს, ჰანნა განარსონს და მილ შტრანდს შეხვდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის წევრები.26 136. 29 აპრილს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მოწვევით საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პარლამენტის სენატის ევრო პის საქმეთა კომიტეტის დელეგაცია. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომი ტეტმა საფრანგეთის პარლამენ ტის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას კომი ტეტის სხდომაზე უმასპინძლა. 137. 8 მაისს გერმანიის ფედერაცი ული რესპუბლიკის ეკონომი კისა და კლიმატის ფედერა ლური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. ორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდნენ პარ 138. 27 მაისს პორტუგალიურენოვანი ლამენტის ვიცე სპიკერი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი არჩილ თალაკვაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე. 139. 12 ივლისს ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას ისა კარამანის ხელ მძღვანელობით შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 140. 19 ივლისს ავსტრიის ვსტრიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 141. 21 აგვისტოს ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშს და სლოვა კეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრე ზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს 26 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრები ვიქტორ სანიკიძე და თეონა აქუბარდია. 61 მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 142. 24 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებ ლო მისიის წევრებს შეხვდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე. 143. 25 სექტემბერს ენერგეტიკული გა ერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი. შეხ ვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროკავშირთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობას და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშ ვნელოვანია ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში პარტნიორობა. 144. 25 სექტემბერს მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა ევროპასთან ინტეგრა ციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძესთან და კოლეგებთან ერთად.27 145. 21 ოქტომბერს იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო და ევროპული გაერთიანების საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა ევრო პასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა. 27 საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საპატიო კონსულები საქართველოსა და მონტენეგროს მხრიდან – თემურ ქურხული და რადე ვუიაჩიჩი. 62 საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრები 146. 2024 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი რეგულარულად მართავდა შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგი და მოლოდინები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები და ასევე, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ვითარება და გამოწვევები. თავის მხრივ, დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე თავიანთი ქვეყნის მკაფიო მხარდაჭერას ადასტურებდნენ. ამერიკის 147. 24 იანვარს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მრჩე ველთან პოლიტიკისა და ეკონომიკის სა კითხებში მარკ ნორდბერგს და პოლიტიკურ ოფიცერს ქერი მაკინტოშს შეხვედრა ევ როპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავ მჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 148. 30 იანვარს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 149. 9 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავ მჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 150. 21 თებერვალს საფრანგეთის აფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქარ თველოში, შერაზ გასრის შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა თველოში ბოჭორიშვილი. 151. 15 მარტს ბულგარეთის ულგარეთის რეს პუბლიკის საგანგებო და სრულ უფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კო მიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონოს 152. 18 ივლისს იტალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 153. 19 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, საქართველოში ჭოი ციენს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 63 154. 26 აგვისტოს საქართველოში ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ელჩთან დარიუს ვიტკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა. 155. 27 აგვისტოს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესთერ მეიცადს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 156. 25 სექტემბერს ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბრანკო ზებიჩს შეხვდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 64 თანამშრომლობა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან 157. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღ ლების, ასევე ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების გზაზე კონკრეტული აქტივობების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია ევ როპული ფონდებისა და პროექტების მხარდაჭერა. 158. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგა ნიზაციასთან, რომელთა მხარდაჭერით კომიტეტი სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. 159. „ასოცირების შესახებ შეთანხმების შეს რულების მხარდაჭერა, მეორე ფაზა (AA Facility)“ − ევროკავშირის მიერ დაფინან სებული პროექტის ექსპერტული დახმა რებით მომზადდა თემატური მოხსენება შრომის უსაფრთხოების სფეროში საქარ თველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ. 160. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლო ბის საზოგადოებასთან (GIZ) კომიტეტი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამ შრომლობს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ზედამხედველობის და საზო გადოებასთან ურთიერთობის სფეროში. 161. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელშეწყობით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განახორციელა კომიტეტის თემატური მოკვლევის − „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია: შესაძლებლობები და გამოწვევები“ ფარგლებში 2022 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შეფასება. სამუშაო პროცესში სახელმწიფო ორგანოებისგან შეგროვდა ინფორმაცია და მომზადდა შეფასების ანგარიში. 65 თავი IV საზოგადოებასთან ურთიერთობა 162. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კომიტეტის საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობას. კომიტეტის სხდომები ღიაა საზოგადოების წარმო მადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირე ბისთვის. კომიტეტის სხდომებზე დამსწრეებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში. თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან28 163. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქ მიანობის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების წარ მომადგენლებთან, კომიტეტის მიერ საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხებზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ხვდებიან შესაბამის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილავენ ასოცირების შესახებ შეთან ხმების შესრულების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 164. 2 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი ბარვენაშვილი საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს ჯონ ბრაეკველდტს შეხვდნენ და საქართველოს და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა და აზიასთან დამაკავშირებელი შუა დერეფნის პერსპექტივა, ევროკავშირის ბიზნეს პლატფორმების ფარგლებში, საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, სატრანზიტო პოტენციალი და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო. 28 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 57. 66 საჯარო შეხვედრები 165. 2 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა საქართველო-ევრო კავშირის ურთიერთობებზე, 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კან დიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. განხორციელებულ და მიმდინარე რეფორ მებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. დისკუსიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 166. 8 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“. მაკა ბოჭორიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორი ულ მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ რეალობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე და მის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ევროკავშირში გაწევ რიანების პროცესზე. საუ ბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის განსა კუთრებულ როლს ევრო კავშირში ინტეგრაციის პროცესში და აკადემიური წრეების და დარგის ექ სპერტების ჩართულობის მნიშვნელობას ტრანსფორ მაციის პროცესში. კონფე რენციაში მონაწილეობას იღებენ იურისტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები საქართველო დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 67 167. 11 მარტს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდო მარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაში. მისასალმებელი სიტყვით გამოს ვლისას მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით 2022 წელს მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულების საჭიროებაზე, ასევე ევრო კავშირში ინტეგრაციის კონ ტექსტში ევროპული სტან დარტებისა და წესების დანერგვის მნიშვნელობაზე და ევროკავშირის რეგუ ლაციებთან საქართველოს კანონმდებლობის თანხვედ რაზე ისაუბრა. ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. 168. 12 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის როლზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მომავალი შეხვედრებისთვის მზაობა გამოხატა. 169. 29 მარტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მი ნიჭებას, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობას, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 170. 2 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის 15 სკოლის 30-მდე მოსწავლესთან საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მოსწავლე-ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და 68 ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ინიციატივით ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტის − „საქართველო და ევროკავშირის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. 171. 11 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბის“ 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა. ახალგაზრდებთან შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია მიმოიხილა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 172. 11 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ქურასბედიანი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროში არსებულ საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. შეხვედრაზე სალომე ქურასბედიანმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 173. 12 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე ქურასბედიანი საჯარო და კერძო უნივერსიტეტების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. 69 ახალგაზრდების ჩართულობა29 174. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ერთად, განახორციელა საგანმანათლებლო ინიციატივა, საქართველოს პარლამენტის პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის − „საქართველო და ევროკავშირი“. 175. 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, სპეციალურად მომზადებული 4-5 დღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, კომიტეტებმა უმასპინძლეს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელი მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტებს საქართველოს პარლამენტში. 176. განხორციელებული ინიციატივა, ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ საკით ხებზე ცნობადობის ამაღლებას ემსახურება, იმისათვის, რომ სკო ლის მოსწავლეებმა იცოდნენ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდა ტობამდე განვლილი გზა, გადადგმული ნა ბიჯები და მომზადე ბული შეხვდნენ საქარ თველოს ისტორიის ახალ ეტაპს, რომელიც ევროკავშირის წევ რობით დაიწყება. 177. სასწავლო ვიზიტების ფარგლებში, 2024 წელს, 5-8, 19-22 თებერვლის და 1-5 აპრილის პერიოდში, მოსწავლეთა 3 ჯგუფი ეწვია საქართველოს პარლამენტს. მოსწავლეებისთვის სპეციალურად მომზადებული პროგრამის შესაბამისად, შეხვედრები გაიმართა ევროპას თან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მაკა ბოჭორიშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომი ტეტის წევრთან არჩილ თალაკვაძესთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრთან სალომე ქურასბედიანთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დავით მათიკაშვილთან, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან. 29 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა. აქტივობა 55. 70 187. ახალგაზრდები დაესწრნენ პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სესიის სხდომებს და გაეცნენ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობას და მის როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს, ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების როლს. 179. შეხვედრებისას ყურადღება დაეთმო განათლების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას, მათ შორის ერასმუს+ პროგრამას და განათლების მიმართულებით ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს. 180. პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები. 181. 2024 წელს პროგრამაში 30-მდე სხვადასხვა სკოლის 100-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 71 მოქალაქეთა წერილები, მიმართვები, პეტიციები 182. 2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მოქალაქეებმა მომართეს 54 ოფიციალური განცხადებით. განცხადებები ძირითადად ეხებოდა სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ფინანსური მხარდაჭერის; მიწის რეგისტრაციისა და მფლობელობის; მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისა და სასჯელის შემსუბუქების საკითხებს, ასევე საკანონმდებლო საქმიანობას. მედიაკომუნიკაცია 183. 2024 წლის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო მედია საშუალებებთან. 184. 2024 წლის 29 იანვარს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის (GIZ)“ მხარდაჭერით, სა ქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავ შირებულ საკითხებზე, შეხ ვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან. 185. შეხვედრაში სხვადა სხვა მედია საშუა ლებების წარმო მადგენლები და სხვადასხვა პოლიტი კური ჯგუფებიდან საქართველოს პარ ლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად, ევროკავშირის საკითხებში ექსპერტები ეკატერინე ქარდავა და იოსებ ნანობაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვადასხვა დროს ევროკავშირის გაფართოებაზე, ევროკავშირში გაწევრების არსებულ გამოცდილებაზე და საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრეს. 186. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ გასავლელ ეტაპებს, ევროკავშირში შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებულ პროცესებს. ხაზი გაესვა მედიის როლს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში საზოგადოების სწორი მოლოდინების და ობიექტური შეფასებების ჩამოყალიბებაში. 72 187. საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა დისკუსია ევროკავშირში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. 188. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა წამყვან ქართულ სატელევიზიო არხებს 30-მდე ინტერვიუ მისცა პირდაპირ ეთერში. 189. 2024 წლის ფდეკემბერში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ და კომიტეტის წევრებმა ქართულ და უცხოურ მედიას ასამდე ინტერვიუ მისცეს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 190. სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა (6500-მდე გამომწერი) და იქს-პლატფორმაზე (1000-მდე გამომწერი) კომიტეტს აქვს გვერდები, სადაც ქვეყნდება კომიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი სიახლეცფკომიტეტის სხდომებზე განხილული საკითხების, კომიტეტის თავმჯდომარის და წევრების ვიზიტებისა და შეხვედრების, სხვადასხვა თემატური სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და ანგარიშების შესახებ. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი