საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძისა და ლევან ძნელაძის კანდიდატურებთან (№07-1/1; 03.02.2025) დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1380/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ვახტანგ ბურკიაშვილის, ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძისა და ლევან ძნელაძის კანდიდატურებთან (N07-1/1; 03.02.2025) დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-06
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3114?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა თარიღი 06 თებერვალი 2025 10:00 2025 წლის 6 თებერვალი, 10:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურები; 2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე; 3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე. 2/12/2025, 10:15 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ოქმი N1 ქ. თბილისი. 6 თებერვალი, 2025 წელი. სხდომას თავმჯდომარეობდა: სხდომას ესწრებოდნენ: მოწვეული სტუმრები: პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე). კომიტეტის წევრები: ხელაძე ირაკლი, წაქაძე ბეჟანი, ბერაძე რამინა (რიმა), კოდუა დავითი, ინჯია ილია, მაჭავარიანი ლევანი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევენ კვინიკაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - ანი კანკია და თამარ ყოლბაია; საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები: ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე და ვახტანგ ბურკიაშვილი; კონსტანტინე ბარაბაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, შალვა სამხარაძე, მარინე ჯავახიშვილი - ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის და საქართველოს პარლამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სიითი შემადგენლობის 7 წევრის დასწრებით (კვორუმი - 4). დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი: განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურები. /მომხსენებელი: ქეთევან კვინიკაძე/ 2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. /მომხსენებელი: პაატა კვიჟინაძე/ 3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა. /მომხსენებელი: პაატა კვიჟინაძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 1 დღის წესრიგით გათვალისწინებულ I საკითხთან დაკავშირებით: ქეთევან კვინიკაძემ პარლამენტის წევრებს გააცნო წარმოდგენილი კანდიდატურების ბიოგრაფიები. ოთარ შამუგიამ, ნინო ჯელაძემ, ლევან ძნელაძემ და ვახტანგ ბურკიაშვილმა მოკლედ ისაუბრეს განვლილი საქმიანობის შესახებ, წარმოადგინეს სამომავლო ხედვები და გეგმები და უპასუხეს პარლამენტის წევრების შეკითხვებს. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: ეკა სეფაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, რიმა ბერაძემ, ილია ინჯიამ, დავით კოდუამ, პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძისა ლევან ძნელაძის და ვახტანგ ბურკიაშვილის არჩევას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად და მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატურების კენჭისყრა მოხდეს განხილვისა და მოსმენის გარეშე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ II საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. შეკითხვები დასვეს და აზრი გამოთქვეს: პაატა კვიჟინაძემ. დაადგინეს: დამტკიცდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა და ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ III საკითხთან დაკავშირებით: პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თითოეული სამუშაო სფეროსთვის პასუხისმგებელი თემატური მომხსენებლების განსაზღვრა. დაადგინეს: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემატური მომხსენებლების ერთიანი სია გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 06.02.2025წ. სხდომის აუდიო ჩანაწერი ოქმს თან ერთვის. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი პაატა კვიჟინაძე ირინა ლომია 2