საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ წარმოდგენილი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-06
ბიუროს ნომერი 18 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წერილი
2-1390/25
06-02-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად
გიგზავნით
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (IAO) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს.
დანართი: 5 ფურცელი
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (IAO) საქართველოს
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
წლიური ანგარიში
პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის იანვარი
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ 2024 წლის განმავლობაში
მონაწილეობა მიიღო:
1- მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელ წესდებაში
შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველ სხდომაში
2- მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს
საშემოდგომო სხდომაში
2024 წლის 14-16 მარტი, ქ. ლიმასოლი, კვიპროსის რესპუბლიკა
მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
დამფუძნებელ წესდებაში (რეგლამენტში) შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველი
სხდომა და პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები კვიპროსის პოლიტიკურ და
რელიგიურ ხელმძღვანელობასთან;
დელეგაციის შემადგენლობა: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის
ხელმძღვანელი და საერთაშორისო სამდივნოს ზემოთ აღნიშნული კომიტეტის წევრი,
ირაკლი ქადაგიშვილი;
სხდომა: 2023 წლის 16 მარტს გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის დამფუძნებელ წესდებაში შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველი შეხვედრა,
რომელსაც მასპინძლობდა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატა. სხდომის
მუშაობაში
მონაწილეობას
იღებდნენ
საბერძნეთის
პარლამენტის
წევრი
და
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი, დოქტორი
მაქსიმოს ხარაკოპულოსი, კვიპროსის პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე,
პანიკოს ლეონიდუ, კომიტეტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, IAO-ს მრჩეველი, დოქტორი,
კოსტას მიგდალისი, საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი და კომიტეტის სხვა წევრები.
შეხვედრის დასაწყისში გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა აღნიშნა:
„მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით კვიპროსში, IAO-ს დამფუძნებელი წესდებაში
შესწორებებსა და ცვლილებებზე მუშაობის დაწყების მიზნით. წელს 50 წლისთავია თურქეთის
მიერ კვიპროსის ტერიტორიის 37%-ის ოკუპაციიდან. ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ
ადასტურებს კვიპროსის რესპუბლიკისადმი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას, მანამ სანამ არ
მიიღწევა გაეროს რეზოლუციებზე დაფუძნებული სამართლიანი გადაწყვეტა, რაც მოიცავს
1
საოკუპაციო ჯარების გაყვანასა და ლტოლვილების საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას.
ჩვენ ვაღიარებთ კვიპროსის მარადიულ მნიშვნელობას მართლმადიდებლურ სამყაროში,“
განაცხადა მან. დასასრულს მადლობა გადაუხადა რეგლამენტის შესწორებების კომიტეტის
ხელმძღვანელსა და მის წევრებს მათ მიერ გაწეული მუშაობისათვის.
IAO-ს გენერალურმა მდივანმა, თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ასამბლეის მიმდინარე და
დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა IAO-ს ის ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება
ივნისის თვეში დაგეგმილ ევროპულ არჩევნებს, სადაც ხაზგასმულია ქრისტიანული
ღირებულებების წვლილი ევროპული ცხოვრების წესში (არქიტექტურაში). შესაბამისად, ამ
თემის გაგრძელებაა IAO-სა და არისტოტელეს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი
საერთაშორისო დონის კონფერენცია, რომლის ჩატარებაც იგეგმება სალონიკში და რომელშიც
მონაწილეობას
მიიღებენ
პოლიტიკური,
საეკლესიო
და
აკადემიური
წრეების
წარმომადგენლები მთელი ევროპიდან. დასასრულს მან ამცნო კომიტეტის წევრებს, რომ
ორგანიზაციაში შემოთავაზებულია არაბული ენის, როგორც მეოთხე სამუშაო ენის
ოფიციალურად დამატების საკითხი. (მოგეხსენებათ ასამბლეის სამუშაო ენებია ბერძნული,
ინგლისური, რუსული და ფრანგული).
სხდომა გაგრძელდა სამუშაო რეჟიმში. კომიტეტის თავმჯდომარემ პანიკოს ლეონიდუმ ხაზი
გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭირო გახდა 30 წლის წინანდელი ასამბლეის დამფუძნებელი წესდების
ადაპტირება, მისი შესაბამისობაში მოყვანა ახალ გარემოებებთან და ზოგადად მოდერნიზაცია,
იმისათვის, რომ გაძლიერდეს და გაფართოვდეს ორგანიზაციის როლი ახალ პირობებში. მან
აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ივნისში, სავარაუდოდ, ვარშავაში
დაგეგმილ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური 31-ე ასამბლეის
სხდომაზე.
სამუშაო ჯგუფის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს შორისაა ორგანიზაციისათვის სახელის
გადარქმევა „ევროპის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან“,
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეად“, რადგან ორგანიზაციის სახელი
უნდა ეხმიანებოდეს მის საერთაშორისო საქმიანობას.
ასევე საკითხებს შორის იყო რეგლამენტში შესწორების პროცედურისთვის ხმის მიცემის
უფლების, საერთაშორისო სამდივნოს წევრთა შემადგენლობის, მისი თითოეული
ინსტიტუციური ორგანოს პასუხისმგებლობების, აგრეთვე დამფუძნებელი წესდების რიგი
დებულებების უფრო ზუსტი ფორმულირება და დეფინიცია.
კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არა
მხოლოდ ორგანიზაციის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, არამედ მის უფრო აქტიურ
წვლილს საერთაშორისო განვითარებაში. დასასრულს ის შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და
აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა
ცდილობს დაიცვას გარკვეული ბალანსი მშვიდობის მიღწევის მიზნით.
კვიპროსის დელეგაციის წევრმა, ილიას მირიანტოსმა განაცხადა, რომ „იმ ეპოქაში, რომელშიც
ჩვენ ვცხოვრობთ, დამფუძნებელ წესდებაში შემოთავაზებული ცვლილებები ფინანსური
ასპექტის ჩათვლით აუცილებელია იმისათვის, რომ IAO-მ შესძლოს საერთაშორისო ასპარეზზე
პოზიციის დაფიქსირება და მოქმედების გაძლიერება“.
რეგლამენტის განხილვისას გათვალისწინებული იყო ირაკლი ქადაგიშვილის შეთავაზებული
შესწორება, ხოლო სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის
ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ უკრაინის ომამდე იყო 2008 წლის ომი
საქართველოში. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი ტკივილია თითოეული
2
ჩვენთაგანისათვის, ყველა მართლმადიდებელი ადამიანისათვის და გამოთქვა ღრმა რწმენა,
რომ ახლო მომავალში უკრაინაში დამყარდება მშვიდობა. გამოსვლის დასასრულს, მან კიდევ
ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა IAO-ს მიმდინარე პოლიტიკის მიმართ და
ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას ევროპული პერსპექტივისკენ, რომელსაც
ამავდროულად სურს შეინარჩუნოს თავისი განსაკუთრებული მართლმადიდებლური
იდენტობა.
ოფიციალური
შეხვედრები:
ვიზიტის
ფარგლებში
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელ წესდებაში შესწორებების შემტანი
კომიტეტის წევრები შეხვდნენ კვიპროსის მთავარეპისკოპოს გეორგიოს, ასევე ლიმასოლის
მიტროპოლიტ ათანასიოს, კიკოსა და ტელირიის მიტროპოლიტ ნიკიფოროს, ასევე კვიპროსის
რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ანიტა დიმიტრიუს, ასევე კვიპროსის
ოკუპირებული მუნიციპალიტეტების კომიტეტის თავმჯდომარესა და მის წევრებს.
2024 წლის 5-8 ნოემბერი, ქ. სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა
მივლინების
მიზანი:
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
ასამბლეის
(Interparliamentary Assembly on Orthodoxy (IAO) საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო
სხდომა, შეხვედრები და ასამბლეის მიერ გამოცემული ალბომის პრეზენტაცია
დელეგაციის შემადგენლობა: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და
საერთაშორისო სამდივნოს კომიტეტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი;
სხდომა: 2024 წლის 5-8 ნოემბერს, ბოსნია-ჰერცეგოვინას საპარლამენტო ასამბლეის შენობაში
გაიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო
სამდივნოს საშემოდგომო სხდომა. სხდომას დაესწრნენ საერთაშორისო სამდივნოს წევრები
შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საბერძნეთი,
საქართველო, ეგვიპტე, სომხეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სერბეთი. სხდომა გაიხსნა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რუმინელი პრეზიდენტის, იოან
ვულპესკოს ვიდეო მისალმებით, რომელმაც მის ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო
არჩევნების გამო ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა სხდომის მუშაობაში.
სხდომის მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა მასპინძელი ქვეყნის საპარლამენტო
დელეგაციის ხელმძღვანელმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში
ლუბიცა მილიანოვიჩმა და აღნიშნა თუ რა დიდი გავლენა ჰქონდა ქრისტიანობას მის
ქვეყანაზე. სხდომა გახსნა IAO-ს გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა.
მან ისაუბრა ასამბლეის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე და
მომავალ გეგმებზე. განვლილ ღონისძიებებზე საუბრისას, მიმოიხილა ზაფხულში იტალიის
ქალაქ პალერმოში ჩატარებული მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური
ასამბლეის 31-ე სხდომა და ისაუბრა მისგან გამომდინარე შედეგებსა და გეგმებზე (აღნიშნულ
ასამბლეის სხდომას საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო საქართველოს პარლამენტის
დელეგაცია). გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სამდივნოს მიერ
ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციისა და საქმიანი ვიზიტების შესახებ; მან თავის
გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დღევანდელ ევროპულ სტრუქტურებში ქრისტიანული
ფასეულობების როლის გაზრდის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ასამბლეის მიერ
გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელთა შორისაა ევროპული ინსტიტუციებისადმი მათი მოწოდება
3
ქრისტიანული ღირებულებების აღიარების მნიშვნელობაზე, როგორც ევროპული პროექტის
მთავარი საფუძველისა.
საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ათანასიოს ბურასმა ისაუბრა სალონიკში, IAO-სა და
არისტოტელეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკური
კონფერენციის შესახებ თემაზე „პოლიტიკა, როგორც ქრისტიანული ღირებულებების
გამოხატვის
სფერო
ყოველდღიურ
ცხოვრებაში“
და
გამოთქვა
იმედი,
რომ
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა კვლავაც გააგრძელებს მსგავს
თემებზე
წარმატებულ
მუშაობას
და
თანამშრომლობას
ისეთ
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან, როგორიცაა საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), მუსლიმთა მსოფლიო
ლიგა (MWL) და სხვა.
სხდომა გაგრძელდა დეპუტატების ინტერვენციებით, რის დროსაც დაისვა მრავალი შეკითხვა
და გაცემული იყო პასუხი, მათ შორის ბიუროს წევრებმა მიმართეს საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელს არჩევნებთან დაკავშირებული შეკითხვით. ირაკლი ქადაგიშვილმა, მადლობა
გადაუხადა ბოსნია-ჰერცეგოვინას საპარლამენტო ასამბლეის კოლეგებს გულთბილი
მასპინძლობისათვის და უპასუხა კოლეგების მიერ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.
მან დეტალურად ისაუბრა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო
არჩევნებზე და მის შედეგებზე, ასევე გამარჯვებული პარტიის „ქართული ოცნების“ მიზნებზე:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას, ქრისტიანულ ღირებულებებს და
ჩვენი
ამოცანა
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არის ძალიან მტკიცე!“− განაცხადა მან.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე შეეხო პარლამენტის მიერ
მიღებულ კანონებს, რომელთა მიზანია ოჯახისა და ბავშვების დაცვა და აღნიშნა, რომ ეს იყო
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში ქრისტიანული ღირებულებების შენარჩუნების,
განვითარებისა და დაცვისათვის. ამავდროულად, მან თქვა, რომ საქართველოს
კანონმდებლობით დაცულია, მათ შორის, განსხვავებული სექსუალური ქცევის მქონე პირთა
უფლებები. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასამბლეის მიზანიც ესაა, ქრისტიანული ფასეულობების
წინ წამოწევა და შენარჩუნება“ − განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პასუხად გენერალურმა მდივანმა, დოქტორმა მაქსიმოს ჩარაკოპულოსმა, დაუდასტურა მას
ასამბლეის მიზნები და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამდივნოს წევრებს დიდი სურვილი
აქვთ საქართველოში ჩამოსვლის და ღონისძიების ჩატარებისათვის, რადგან „ჩვენ მტკიცედ
ვაპირებთ მომავალში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას“- განაცხადა მან.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო მიმდინარე ორგანიზაციულ და საფინანსო საკითხების
განხილვას. მოსმენილი იყო ხაზინადარისა და ფინანსური კომიტეტის წევრის, ათანასიოს
დავაკისის მიერ მომზადებული ანგარიში გაწეული ხარჯების შესახებ. დაიგეგმა მომავალი
ექვსი თვის ბიუჯეტი და საქმიანობის გეგმა. ბიუჯეტის პუნქტების განხილვისას მან მადლობა
გადაუხადა იმ წევრ ქვეყნებს (მათ შორისაა საქართველო), რომელთაც დროულად შესძლეს
გადაეხადათ გაზრდილი საწევრო გადასახადი. ამ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა კი
შეიქმნა რუსეთის ფედერაციის ასამბლეიდან გასვლის შემდეგ. დასასრულს, ხაზინადარმა
მოუწოდა დარჩენილ ქვეყნებსაც ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაკენ.
ვაკანტურ თანამდებობაზე ზაფხულის 32-ე გენერალური ასამბლეის სხდომამდე არჩეულ იქნა
ეგვიპტელი დეპუტატი მანალ ჰალალი, რომელიც წარსდგა მისი ქვეყნისა და ასამბლეის შორის
კულტურულ სფეროში თანამშრომლობის პროექტის პრეზენტაციით. მან, ამავდროულად
მოიწვია კოლეგები ეგვიპტეში − საგაზაფხულო IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს სხდომის
ჩასატარებლად.
4
სხდომის დასასრულს, ასამბლეის პრეზიდენტმა იოან ვულპესკომ, საერთაშორისო სამდივნოს
წევრებს მომავალი წლის გენერალური ასამბლეის სხდომის ჩატარების ადგილად რუმინეთი
შესთავაზა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება უმასპინძლოს მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო ყოველწლიური გენერალური ასამბლეის 32-ე სხდომას ბუქარესტის
პარლამენტში.
ღონისძიება: პროგრამის ბოლოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის
საერთაშორისო სამდივნოს დელეგაცია ეწვია აღმოსავლეთ სარაევოს კულტურის ცენტრს,
სადაც ჩატარდა „აია სოფია. ღვთის სიბრძნის ეკლესიები მსოფლიოში“ IAO-ს მიერ მორიგი
წევრი ქვეყნის ენაზე, კერძოდ სერბულ ენაზე გამოცემული ალბომის პრეზენტაცია, რომელიც
წარმოადგენს ასამბლეის ერთ-ერთ დიდ პროექტს და ემსახურება საერთაშორისო
საზოგადოების ინფორმირებას აია-სოფიას ტაძარის საფრთხეების შესახებ იმისათვის, რომ
ერთიანად
გახდეს
შესაძლებელი
თურქეთის
ხელმძღვანელობის
დარწმუნება
გადაწყვეტილების შესაცვლელად. მოგეხსენებათ, სტამბოლის აია-სოფიას ტაძარში
მომლოცველი მუსლიმების მზარდი და უსასრულო ყოველწლიური ნაკადის შედეგად დიდი
ზიანი ადგება აია-სოფიას ტაძარს და მის ქრისტიანულ ფრესკებს, რა პროცესსაც მეცნიერები
აფასებენ როგორც შეუქცევადს.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო სამდივნოს წევრები, მათ შორის ირაკლი
ქადაგიშვილი, ადგილობრივი სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სხვა საპატიო
სტუმრები. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის წევრი
დეპუტატი
სერბეთიდან, ალექსანდრე ჩოტრიჩი, სარაევოს უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის
დეკანი, პროფესორი ვლადან ბარტულა და დოქტორი მაქსიმოს ჩარაკოპულოსი, IAO-ს
გენერალური მდივანი.
5