საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-06
კომიტეტის სხდომის ნომერი 1
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3115?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
06 თებერვალი 2025 11:30
2024 წლის 6 თებერვალი, 11:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის
განხილვა;
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ზარქუა.
2/12/2025, 12:21 PM
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი N1
2025 წლის 6 თებერვალი, 11.30 სთ;
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუა.
სხდომას ესწრებოდნენ:
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: გივი ჭიჭინაძე, ილია ინჯია, ირმა
ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ეკატერინე ჭიჭინაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, სოზარ
სუბარი.
სხდომას არ ესწრებოდა:
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და
კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები.
დღის წესრიგი
1. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება;
2. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის
განხილვა.
მომხსენებელი: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ზარქუა.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის
წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები
არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
ირაკლი ზარქუამ ისაუბრა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან
დაკავშირებით.
მისი განცხადებით, გეგმის მიზანია, დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად,
განისაზღვროს:
კანონშემოქმედებითი,
საზედამხედველო,
საორგანიზაციო,
საზოგადოებასთან ურთიერთობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით გასაწევი საქმიანობა.
სამოქმედო გეგმა აერთიანებს ინფორმაციას კომიტეტის მიერ 2025 წელს დაგეგმილ ძირითად
ღონისძიებებზე, რომლებიც კომიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან
გამომდინარეობს.
დოკუმენტი მოიცავს დიასპორის, კავკასიისა
საქმიანობის შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
და
მიგრაციის
კუთხით,
კომიტეტის
დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
საზედამხედველო საქმიანობა;
საერთაშორისო თანამშრომლობა;
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა.
მისივე თქმით, დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა და
კომიტეტის
წევრთა
წინადადებები და
მოსაზრებები დოკუმენტში ასახულია.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით,
მომხსენებელმა წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტის საქმიანობა, საანგარიშო პერიოდში, დარგობრივი მიმართულებებისა და
კომპეტენციის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების
ფარგლებში მიმდინარეობდა.
დოკუმენტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ქართულ დიასპორასთან და კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობები;
დიასპორული და მიგრაციული პოლიტიკის შემუშავება;
დიასპორული და მიგრაციული კანონმდებლობა;
კავკასია და რეგიონული უსაფრთხოება, რეგიონული პოლიტიკა;
ირაკლი ზარქუას განცხადებით, საინტერესოა, კომიტეტის მიერ ჩატარებული, თემატური
მოკვლევა საკითხზე:
„დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის
მოზიდვა“, რომლის მიზანიც არის ე.წ ირლანდიური მოდელის საქართველოში დანერგვა და
განვითარება.
2024 წელს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ
პრიორიტეტულ
მიმართულებად
განსაზღვრული
იყო
ქვეყნის
ეკონომიკურ
აღმშენებლობაში პოტენციური დიასპორელი ინვესტორების ჩართულობის გაზრდა.
ამასთან, კომიტეტი, 2024 წლის პერიოდში, მუშაობდა დარგობრივი საკანონმდებლო აქტების
დახვეწაზე, დიასპორელების ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში ჩართვის და
სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირების გამყარების მიზნით.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა:
1. ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა;
2. ცნობად მიიღო კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში.
სხდომის თავმჯდომარე:
ირაკლი ზარქუა
სხდომის მდივანი:
ბექა ბიძინაშვილი