საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, თემატური მიკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებში შექმნილი ერთობლივი თემატურ მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ - ჯგუფის დასკვნა

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-1479/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-07
ბიუროს ნომერი 19

📜 ტექსტი

წერილი
2-1479/25 07-02-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დისპორისა და კავკასიის საკითხთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ დასკვნას. დანართი: „53„ ფურცელი. პატივისცემით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება თბილისი 2025 სარჩევი თავი 1. თემატური მოკვლევის პროცედურული საკითხები ...................................................... 3 თავი 2. ქართული დიასპორა, საკვირაო სკოლები და სახელოვნებო ანსამბლები ................. 6 ა. საქართველოს თანამემამულეები საზღვარგარეთის ქვეყნებში .......................................... 6 ბ. დიასპორული ორგანიზაციები ................................................................................................. 7 გ. საკვირაო სკოლები .................................................................................................................... 10 დ. სახელოვნებო ჯგუფები და ანსამბლები .............................................................................. 12 თავი 3. დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკა, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, პროგრამები ....................................................... 15 ა. პოლიტიკის და სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვა........................................................ 15 ბ. დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის ინსტიტუციური ჩარჩო და სახელმწიფო პროგრამები ............................................................................................................ 17 ბ.1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ............................................................... 17 ბ.2. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ....... 26 ბ.3. საქართველოს კულტურისა სამინისტრო ...................................................................... 29 ბ.4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.............................................. 30 ბ.5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ................................................................................... 31 თავი 4. საერთაშორისო გამოცდილება ......................................................................................... 32 თავი 5. კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები................................................... 35 გამოყენებული მასალები ................................................................................................................. 48 დანართი 1. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილე ორგანიზაციების, უწყებების ჩამონათვალი ............................................................. 49 დანართი 2. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, ადრესატები და შესრულების ვადები ........................................................................................... 51 2 თავი 1. თემატური მოკვლევის პროცედურული საკითხები 1.1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და კულტურის კომიტეტების გადაწყვეტილებით, 2024 წლის 20 მარტს დაიწყო თემატური მოკვლევა თემაზე „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“.1 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოკვლევის ანგარიში წარედგინა 2025 წლის 7 თებერვალს. 1.2. ჩამოყალიბდა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები:  მთავარი მომხსენებელი - გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;  ბექა ოდიშარია - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტში;  ელისო ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე X მოწვევის პარლამენტში;  რესან კონცელიძე - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მოადგილე X მოწვევის პარლამენტში;  გენრიეტა წიწავა - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი X მოწვევის პარლამენტში;  ირაკლი მეძმარიაშვილი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი X მოწვევის პარლამენტში;  ნოდარ ტურძელაძე - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი;  გივი ჭიჭინაძე - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;  თამარ ჩარკვიანი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი X მოწვევის პარლამენტში; 1.3. სამუშაო ჯგუფს დახმარებას უწევენ:  დავით გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი;  ანატოლი კორეპანოვი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტი;  ელენე ვეკუა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი;  ლევან მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი; 1 სახელოვნებო განათლების ნაწილში, მოკვლევის საგანია მხოლოდ ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი უნარების დაუფლება (მაგ.: ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა; სიმღერის, გალობის, ცეკვის ან სხვა შესაბამისი უნარების განვითარება) 3  გიორგი მეხრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი;  დავით დემეტრაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აპარატის უფროსი;  მიხეილ ჯანგველაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი;  თეონა თაბაგარი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. 1.4. თემატური მოკვლევის მიზანია მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებით, განისაზღვროს პოლიტიკის მიდგომები/პრაქტიკა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების (შემდგომში - „დიასპორული ორგანიზაციები“) საქმიანობის გაძლიერებისთვის. 1.5. მოკვლევის ამოცანებია:  შეისწავლოს დიასპორული დაკავშირებული ორგანიზაციების ფუნქციონირებასთან სხვადასხვა ასპექტი, დაადგინოს მისი საჭიროებები და საქმიანობის გაძლიერებისთვის ხელშემწყობი პირობები;  შეისწავლოს თანამემამულეთათვის ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების არსებული შესაძლებლობები და მისი ხელმისაწვდომობა; დაადგინოს სწავლებისა და შესაბამისი სერვისების მიწოდების/მიღების გამოწვევები და საჭიროებები;  შეისწავლოს თანამემამულეთათვის ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებული სახელოვნებო პროგრამების ხელმისაწვდომობა; დაადგინოს სწავლებისა და შესაბამისი სერვისების მიწოდების/მიღების გამოწვევები და საჭიროებები;  განსაზღვროს საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებული) და ანსამბლების სერვისების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ხელშემწყობი პირობები. 1.6. თემატური მოკვლევის ჩატარებისთვის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური პირობების დოკუმენტი2, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით შესაბამისი წერილი გაეგზავნა საზღვარგარეთ მოქმედი 200-ზე მეტ დიასპორულ ორგანიზაციას - საკვირაო სკოლას, ცეკვის ანსამბლსა და თეატრალურ დასს. ამას გარდა, მოკვლევის მიზნებისთვის სამუშაო ჯგუფმა საჯარო უწყებებისგან გამოითხოვა და გააანალიზა ინფომრაცია. 1.7. დიასპორული ორგანიზაციების მუშობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კითხვებზე წერილობითი პასუხები და მოსაზრებები მხოლოდ ოთხმა პირმა წარმოადგინა, კერძოდ: დრეზდენის ქართული დიასპორის დამფუძნებელმა და დრეზდენის 2 ტექნიკური დოკუმენტი ხელმისაწვდომია: mokvleva/ganatleba/sakvirao/tor.pdf https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri- 4 ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა ირმა ჭანყოშვილმა (გერმანია); ა(ა)იპ ჰერეთის სახლის დირექტორმა ვასილ პაპიაშვილმა (აზერბაიჯანი); ქ. ათენის ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა დარეჯან ღამბაშიძემ (საბერძნეთი), ორგანიზაცია „საბავშვო არაფორმალური განათლების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ჯინჯიხაძემ (საქართველო). 1.8. დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ბენეფიციარებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ონლაინ შეხვედრები (პლატფორმის „Google Meet” გამოყენებით). კონსულტაციის პროცესი მიმდინარეობდა სტრუქტურული დიალოგის ფორმატში, რაც წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე მონაწილეთა მოსაზრებებისა და მათგან ინფომრაციის შეგროვებას ითვალისწინებდა. ონლაინ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 35 დიასპორული ორგანიზაციის 65-მა წარმომადგენელმა (მენერეჯები, პედაგოგები, ბენეფიციარები და მშობლები). შეხვედრებში მონაწილე დიასპორული ორგანიზაციების სია წარმოდგენილია დანართი 1-ში. 1.9. თემატური მოკვლევის პროცესში პირისპირ სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, რომელთა საქმიანობა ან კომპეტენცია დიასპორულ ორგანიზაციებს უკავშირდება. შეხვედრებში მონაწილე უწყებების ჩამონათვალი დანართ 1-შია წარმოდგენილი. 1.10. დიაპორტული ორგანიზაციების საქმიანობასა და სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკის შესწავლისა და განზოგადების მიზნით, სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა სსიპ „საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით. 1.11. მოკვლევის პროცესში სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზე, ჩამოაყალიბა მოსაზრებები და შეიმუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. 1.12. მოკვლევის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე უზრუნველყონ ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების, ქართული ცეკვისა და სიმღერის დაუფლებისთვის შესაბამისი სერვისების დაგეგმვა და მიწოდება. 1.13. წინამდებარე ანგარიში შედგება თავებისა და ქვეთავებისგან. მე-2 თავში მიმოხილულია საზღვარგარეთ ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, საკვირაო სკოლების, ანსამბლებისა და თეატრალური დასების მართვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული ასპექტები, მათ შორის: სერვისები და მათი მიწოდების პირობები, ორგანიზაციების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები. მე3 თავში მიმოხილულია დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, აგრეთვე სამართლებრივი ჩარჩო, ძირითადი სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საქმიანობა. ანგარიშის მე-4 თავში მიმოხილულია საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში დიასპორის საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების სახელმწიფო მხარდაჭერის მიდგომებთან დაკავშირებით. ბოლო, მე-5 თავში, კვლევის ამოცანების კონტექსტში, 5 წარმოდგენილია კვლევის ძირითადი მიგნებები, ასევე შემუშავებულია რეკომენდაციები, ადრესატებისა და შესრულების ვადებით მითითებით. თავი 2. ქართული დიასპორა, საკვირაო სკოლები და სახელოვნებო ანსამბლები ა. საქართველოს თანამემამულეები საზღვარგარეთის ქვეყნებში 2.1. თანამედროვე სამყაროში მიგრაცია საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი პროცესია. სხვადასხვა მიზეზის გამო, განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რომლებიც საქართველოდან სხვა ქვეყანაში მიგრირებენ. ამ მხრივ, სხვადასხვა წყაროს თუ სპეციალისტის მიერ მოწოდებული რიცხვები ერთმანეთისგან განსხვავდება. 2.2. საქართველოში სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი). სახელმწიფოსთვის დიასპორის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში 27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნება. 2.3. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“3 საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსს, აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ქმნის სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლებს. 2012-2018 წლებში კანონში განხორციელდა 9 ცვლილება, რომლის შედეგად, მათ შორის, განისაზღვრა თანამემამულის უფლებები, სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის წესი და პროცედურები, პასუხისმგებელი უწყებების ფუნქციები და კომპეტენციები. 2.4. საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ განმარტავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ცნებას. თანამემამულე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. კანონის მე-4 მუხლი ადგენს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობებს. ასევე, კანონში განსაზღვრულია სტატუსის მინიჭების წესი, უარის თქმის და შეწყვეტის საფუძვლები. 2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, თანამემამულის მოქმედი სტატუსი აქვს 3447 პირს (1599 ქალი, 1848 კაცი). ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, თანამემამულის სტატუსის მქონე პირები ცხოვრობენ 27 ქვეყანაში. 2.6. 2020-2024 წლებში 1407-მა პირმა მიმართა უფლებამოსილ აღმასრულებელ ორგანოს თანამემამულის სტატუსის მოსაპოვებლად, აქედან სტატუსი მიენიჭა 979 პირს, ხოლო 3 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1524714?publication=9#! 6 უარი ეთქვა 428-ს, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით (იხილეთ დიაგრამა N1). 2.7. თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს შესაძლებელია უარი ეთქვას ამ სტატუსის მინიჭებაზე, თუ რომელიმე კომპეტენტური ორგანოს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა არის უარყოფითი (საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, მუხლი 9). 2.8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრების გუნდის შემადგენლობაში; უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება; შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდეს საჯარო სამსახურში; მონაწილეობა მიღოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.4 დიაგრამა 1 2020 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა 20 156 2020 0 180 191 379 274 2022 2023 37 67 2021 დადებითი 103 2024 უარყოფითი წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, 2024 წელი. ბ. დიასპორული ორგანიზაციები 2.9. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დიასპორა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა. დიასპორული ორგანიზაცია წარმოადგენს ისეთ გაერთიანებას, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, 4 საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ 7 საქართველოსთან კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სფეროებში თანამშრომლობის მიზნით5. სპორტულ და სხვა 2.10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით საზღვარგარეთის 38 ქვეყანაში, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით, 325-ზე მეტი ქართული დიასპორტული გაერთიანება ფუნქციონირებს, მათ შორისაა 115 ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, 117 ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი/ცეკვის შემსწავლელი წრე, 10 თეატრალური დასი. ზოგიერთი დიასპორტული გაერთიანება ახორციელებს საკვირაო სკოლისგან, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებისგან, თეატრალური დასებისგან განსხვავებულ აქტივობებს, მაგალითად სხვადასხვა ტიპის შეხვედრების, კულტურული და სპორტული აქტივობების ორგანიზებას. გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით დიასპორული ორგანოზაციები ფუნქციონირებს: ევროპაში - 179 ორგანიზაცია, დასავლეთ აზიაში - 31, ცენტრალურ აზიაში - 5, ჩრდილოეთ ამერიკაში - 27(იხილეთ დიაგრამა N1).6 ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს 68 საკვირაო სკოლა, 65 ცეკვის/სიმღერის წრე, 6 თეატრალური დასი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით ქართული დიასპორული ორგანიზაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია დიაგრამა N3-ზე წარმოდგენილი. 2.11. დიასპორული ორგანიზაციების ბაზაზე, როგორც წესი, ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები, ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, თეატრალური დასები. ქართული დიასპორული ორგანიზაცია თანამემამულეებს შემდეგ ერთ, რამდენიმე ან ყველა მომსახურებას სთავაზობს: ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, კულტურის, ხელოვნების ან საქართველოს გამოჩენილი მოქალაქეების ბიოგრაფიის შესწავლას; ფოლკლორის - ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის დაუფლებას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე (ჩონგური, ფანდური, დოლი და სხვა) დაკვრის სწავლას, თეატრალური ოსტატობის დაუფლებას (გამოიყენება არაფორმალური განათლების მიდგომა ქართული ენის, ლიტერატურის და თეატრის ისტორიის დაუფლებისთვის, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის თეატრალური დადგმების გზით). 2.12. დიასპორული ორგანიზაციების სერვისები, როგორც წესი, გათვლილია ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში დიასპორული გაერთიანებების მომსახურებით სხვა პირებიც (არა თანამემამულეები) სარგებლობენ. 2.13. დიასპორულ ორგანიზაციებში მოსწავლეთა რაოდენობა დამოკიდებულია ამა თუ იმ ორგანიზაციის მატერიალურ ან/და ტექნიკურ შესაძლებლობებზე (ხელმისაწვდომი სივრცეები/ფართი, პედაგოგების რაოდენობა, სწავლებისთვის გამოყოფილი სივრცის ლოკაცია და სხვა). საშუალოდ, ერთი დიასპორული ორგანიზაციის სერვისებით, წლის განმავლობაში, სარგებლობს 30-50 მოსწავლე. დიასპორული ორგანიზაციებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთ ფუნქციონირებს რამდენიმე 5 მუხლი 3. ტერმინთა განმარტება, „ზ“ ქვეპუნქტი. 6 გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (n.d.). წევრი სახელმწიფოების რეგიონული დაყოფა. https://www.un.org/dgacm/en/content/regional-groups 8 საკვირაო სკოლა და ანსამბლი, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა, წლის განმავლობაში, 150 აჭარბებს (აშშ, საბერძნეთი, ესპანეთი). 2.14. მოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ საკვირაო სკოლებისა და სახელოვნებო ჯგუფების მომსახურებით სარგებლობის სურვილი აქვთ ბევრად მეტ თანამემამულეს, თუმცა მშობლების/კანონიერი მეურვეების დროის სიმცირის/დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ისინი ვერ ახერხებენ ბავშვების/მოზრდილების მიყვანას დიასპორულ ორგანიზაციაში. დიაგრამა 2 საკვირაო სკოლების, ცეკვისა და სიმრერის, ასევე თეატრალური ჯგუფების რაოდენობა გეოგრაფიული ზონების მიხედვით 90 83 საკვირაო სკოლა ცეკვის/სიმღერის წრე, ანსამბლი 17 თეატრალური დასი 13 1 დასავლეთ აზია 6 ევროპა 13 11 3 ჩრდილოეთ ამერიკა 2 3 ცენტრალური აზია წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2024 წელი. 2.15. დიასპორულ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების ფარგლებში დადგინდა, რომ საკვირაო სკოლების, სახელოვნებო წრეებისა და ანსამბლების საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ქართული იდენტობის შენარჩუნების, კულტურის პოპულარიზაციის, ადგილსამყოფელი ქვეყნის საზოგადოებაში ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ქართველი ემიგრანტებისთვის სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. 2.16. ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიასპორული ორგანიზაციები რეგისტრირდებიან როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ააიპ). სამართლებრივი სტატუსის ქონა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ უცხოეთში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან (აკადემიური დაწესებულებები, სახელმწიფო ორგანოები, სამოქალაქო სექტორი და სხვა), გააფორმონ ხელშეკრულებები და მემორანდუმები სწავლებისთვის საჭირო ფართის ქირავნობისა ან სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ, დაამყარონ სხვა სამართლებრივი ურთიერთობა შესაბამის სუბიექტთან. სამართლებრივი სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 9 ადგილსამყოფელ ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების სხვადასხვა სერვისებით, მაგალითად: სწავლებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის უსასყიდლოდ ფართით უზრუნველყოფა, მონაწილეობა საგრანტო თუ სხვა მხარდამჭერ პროგრამებში, რომელთა ძირითადი მიზანია კულტურათაშორისი დიალოგის და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. თემატური მოკვლევის პროცესში, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიასპორული გაერთიანების ააიპ-ის სტატუსი ქმნის დამატებით შესაძლებლობას სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურის გასავლელად, ქვეყანაში სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობის დასამყარებლად, მიიღოს საქართველოს საელჩოს მხარდაჭერა (მაგ.: შუამდგომლობა, მხარდაჭერის წერილი და სხვა). 2.17. ზოგიერთ ქვეყანაში, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს ახორციელებენ საინიციატივო ჯგუფები (ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ერთობა). გამონაკლის შემთხვევებში ისინი ფუნქციონირებენ საზღვარგარეთ ქართული მართლმადიდებელი სამრევლოს ბაზაზე ან მომსახურებას საქართველოს საელჩოს შენობაში სთავაზობენ. იშვიათ შემთხვევაში, ადგილსამყოფელ ქვეყანაში საინიციატივო ჯგუფები საქმიანობის განსახორციელებლად ფართის ქირაობას ახერხებენ. ა(ა)იპ-ის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისგან განსხვავებით, საინიციატივო ჯგუფებს არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით. თუმცა, საინიციატივო ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების ფინანსური ან/და ტექნიკური ხელშეწყობა. დიასპორულ ორგანიზაციებთან კონსულტაციის პროცესში დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფების ა(ა)იპ-ად რეგისტრაციისთვის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია: ორგანიზაციის მართვისთვის არასაკმარისი ადამიანური რესურსი (დროის სიმცირე), ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიუროკრატიული წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის არქონა ან/და პროცედურების გავლისთვის არასაკმარისი ფინანსური/ადამიანური რესურსი, ა(ა)იპად რეგისტრაციის შემდეგ წარმოქმნილი დამატებითი ვალდებულებები (ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგება და სხვა). გ. საკვირაო სკოლები 2.18. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით საზღვარგარეთ მოქმედებს 115 ქართული საკვირაო სკოლა. რეგიონების მიხედვით საკვირაო სკოლების რაოდენობა: ევრიპაში - 83, ჩრდილოეთ ამერიკაში - 13, დასავლეთ აზიაში - 17, ცენტრალურ აზიაში - 2. ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ 68 ქართული საკვირაო სკოლა მოქმედებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი საკვირაო სკოლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია N3 დიაგრამაზე. 2.19. საკვირაო სკოლების ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი 5-დან 15 წლამდე ბავშვები და მოზარდები არიან. 2.20. საკვირაო სკოლებში სწავლება, როგორც წესი, მიმდინარეობს უქმე დღეებში (შაბათკვირას) და მეცადინეობის ხანგრძლივობა დაახლოებით 6-9 საათს შეადგენს (კვირაში). 10 სწავლის დღეს ბენეფიციარებს აუცილებლად უტარდება ქართული ენის გაკვეთილი, ასევე ხორციელდება სხვა საგნებში მეცადინეობაც (მაგ.: ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა და სხვა). კონსულტაციების ფარგლებში დადგინდა, რომ სასწავლო პროცესი ნაკლებად სტრუქტურირებულია და არ მიყვება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას. გამოწვევას წარმოადგენს ერთ კლასში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და მოსწავლეთა შორის ცოდნის მნიშვნელოვნად განსხვავებული დონე, რაც მოითხოვს არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებას. სწავლების პროცესში საკვირაო სკოლები მიმართავენ სწავლების სხვადასხვა პრაქტიკას და იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს, მათ შორის: ლექციებს, პრაქტიკული დავალებების შესრულებას, დისკუსიებს, ონლაინ ჩართვებს საქართველოს საზოგადო მოღვაწეებსა და წარმატებულ მოქალაქეებთან, ვირტუალურ ექსკურსიებს საქართველოს მუზეუმებში და სხვა. 2.21. საკვირაო სკოლებში საგაკვეთილო პროცესს მასწავლებლები უძღვებიან. როგორც წესი, ისინი მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ. ძირითად შემთხვევაში მასწავლებლები არ არიან პროფესიით პედაგოგები. სწავლების პროცესში მათი საქმიანობის ძირითადი მოტივაციაა სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება, თანამემამულეების ხელშეწყობა, ქართული დიასპორის გაძლიერება და სხვა. როგორც წესი, კვირის განმავლობაში ეს მასწავლებლები, სრულ განაკვეთზე, დაკავებულები არიან სხვა ანაზღაურებად სამსახურში. იშვიათ შემთხვევებში, სწავლების პროცესში ჩართულები არიან პროფესიით პედაგოგები, საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები. კონსულტაციის პროცესში დავადგინეთ, რომ იშვიათ შემთხვევებში საკვირაო სკოლები მიმართავენ საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად ჩასული სტუდენტების დახმარების პრაქტიკას. ამ შემთხვევაში, მოხალისეობრივ საწყისებზე, სტუდენტები უზრუნველყოფენ ქართული დიასპორისთვის სხვადასხვა საგანში გაკვეთილების ჩატარებას. 2.22. 2020 წელს, საქართველოდან ემიგრირებულმა, პროფესიით პედაგოგებმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დააფუძნეს ა(ა)იპ „მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველო“. ორგანიზაცია აერთიანებს პედაგოგებს და საკვირაო სკოლის მასწავლებლებს. ასოციაცია ემსახურება ჩვენი თანამემამულეებისთვის ქართული ენის შესწავლას. ამ მიზნით ასოციაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ქართული ენის სწავლებისთვის საგანანმანათლებლო რესურსის შექმნა, მასწავლებელთა გადამზადება, მასწავლებელთა საჭიროებების ადვოკატირება, საკვირაო სკოლების მხარდაჭერა პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზებაში. ასოციაცია აერთიანებს 200ზე მეტ მასწავლებელს, ის აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებთან, საპატრიარქოსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 2.23. საკვირაო სკოლებში ბენეფიციართათვის სწავლება, როგორც წესი, უფასოა ან დაწესებულია საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად მინიმალური გადასახადი. ბენეფიციარები/მათი კანონიერი წარმომადგენლები იხდიან მინიმალურ საწევროს, რომელიც ხმარდება იჯარისა და კომუნალურ გადასახადებს, საგანმანთლებლო რესურსების შეძენასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 11 2.24. გამონაკლის შემთხვევაში, საკვირაო სკოლებში არის დაწესებული ყოველთვიური გადასახადი. დაფინანსების ამ პრინციპზე მოქმედ სკოლებში კვირის განმავლობაში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი მომსახურება, მათ შორის - ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამაში მომზადების მხარდაჭერა და ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური ენის სწავლება. ეს სკოლები ქართველი ემიგრანტი ოჯახებისთვის გახანგრძლივებული სკოლების როლსაც ასრულებენ და ეხმარებიან ბავშვებს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციაში, ასევე ქართული იდენტობის შენარჩუნებაში. 2.25. საკვირაო სკოლების შემოსავლების წყაროებია: შემოწირულობები, საწევრო გადასახადები და გრანტები. დიასპორულ ორგანიზაციებთან კონსულტაციის პროცესში დადგინდა, რომ ა(ა)იპ-ის სტატუსით მოქმედი ზოგიერთი საკვირაო სკოლა ახერხებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საგრანტო კონკურსებში გამარჯვებას, ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სუბიექტებთან საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობების ასათვისებლად (მაგ.: ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს+“). როგორც წესი, ასეთ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა მოითხოვს მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და ადამიანური რესურსის მობილიზებას, რისი საშუალება დიასპორული ორგანიზაციების უმრავლესობას არ აქვს. 2.26. საკვირაო სკოლები, მიუხედავათ მათი სამართლებრივი სტატუსისა, ხშირად იყენებენ საქართველოს ხელისუფლების ფინანსურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც შემოთავაზებულია სხვადასხვა უწყების თუ ორგანიზაციის მიერ. კერძოდ, დიასპორული ორგანიზაციები თანამშრომლობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან; საზღვარგარეთ მოქმედ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან; განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებსა და სკოლებთან; საქართველოს საპატრიარქოსთან და საზღვარგარეთ მოქმედ მართმადიდებლურ სამრევლოებთან; ასევე სხვადასხვა დარგობრივ ორგანიზაციებთან (მუზეუმები, მწერალთა კავშირი და სხვა). დ. სახელოვნებო ჯგუფები და ანსამბლები 2.27. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, 2024 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს ცეკვისა და სიმღერის 117 ჯგუფი/ანსამბლი და 10 თეატრალური ჯგუფი. ცეკვისა და სიმღერის ყველაზე მეტი ჯგუფი ფუნქციონირებს ევროპაში - 65. სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში ცეკვისა და სიმღერის რაოდენობა: ჩრდილოეთ ამერიკაში - 11, დასავლეთ აზიაში - 13 და ცენტრალურ აზიაში - 3. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაზე მეტი ანსამბლი/წრე შემდეგ ქვეყნებში მოქმედებს: საფრანგეთში - 14, გერმანიაში - 12, საბერძნეთში - 10, ესპანეთში - 7, იტალიაში - 6. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიხედვით ქართული სიმღერის და ცეკვის, თეატრალური დასების რაოდენობა წარმოდგენილია დიაგრამა N3-ზე. აღსანიშნავია, რომ ამჟამად თეატრალური დასები/ჯგუფები ფუნქციონირებს მხოლოდ საბერძნეთში - 4, აშშ-ში - 3, ბელგიასა - 1 და აზერბაიჯანში - 1. 12 2.28. სახელოვნებო ჯგუფებისა და ანსამბლების შემთხვევაში მოსწავლეთა მეცადინეობის პრაქტიკა საკვირაო სკოლებისგან განსხვავებულია. საკვირაო სკოლებთან შედარებით, თეატრალური დასების, ცეკვის/სიმღერის ანსამბლების მეცადინეობა უფრო ხშირად ტარდება და კვირაში 3-5 გაკვეთილს აღწევს. ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორი აერთიანებს 6-დან 30 წლამდე პირებს. 2.29. თეატრალური ჯგუფების წარმომადგენლებთან კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ სამსახიობო ოსტატობის გარდა, მონაწილეები ეუფლებიან (არაფორმალური მეთოდების გამოყენებით) ქართულ ენას, ლიტერატურასა და კულტურას. მოსწავლეების განსხვავებული ასაკობრივი კატეგორია და ქართული ენის ცოდნის დონე ქმნის დამატებით შესაძლებლობას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობისთვის. განსახორციელებელი ღონისძიებების კონტექსტში, თეატრალური ჯგუფები აწყობენ წარმოდგენებს ქართული დიასპორისთვის, რიგ შემთხვევაში მონაწილეობენ გასტროლებში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. 2.30. სიმღერის/ცეკვის ჯგუფები, საკვირაო სკოლებსა და თეატრალურ ჯგუფებთან შედარებით, სარგებლობენ დიდი პოპულარობით არამარტო ქართულ დიასპორაში, არამედ ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებში. ცეკვის ანსამბლებზე დიდია ბენეფიციართა მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელს უშლის გამოცდილი ქორეოგრაფების, შესაბამისი სავარჯიშო სივრცეებისა (ფართის) და ინვენტარის დეფიციტი. ცეკვის ჯგუფები (ანსამბლები) აქტიურად აწყობენ ღონისძიებებს და მონაწილეობენ ადგილსამყოფელი ქვეყნის ფესტივალებში, გასტროლებსა და კონცერტებს აწყობენ საქართველოში, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში. 2.31. სახელოვნებო ჯგუფებში მეცადინეობების პროცესს უძღვებიან ყოფილი ან მოქმედი, ასევე მოყვარული ქორეოგრაფები, მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები (საზღვარგარეთ ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეები). კონსულტაციების პროცესში გამოვლინდა, რომ სახელოვნებო ჯგუფებისთვის ერთერთ გამოწვევა მასწავლებლების დეფიციტია, რადგან მათ სერვისებზე მაღალია მოთხოვნა. 2.32. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (ხმამაღალი სიმღერა, ხმაური) სახელოვნებო ჯგუფებისთვის პრობლემატურია სწავლებისთვის შესაბამისი ფართის მოძებნა. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვის ანსამბლების აქტიურად იყენებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ მხარდაჭერას (საგრანტო კონკურსების და სხვა პროგრამების მეშვეობით), ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, პრობლემატურია ჯგუფების/ანსამბლების ტრანსპორტირება და მონაწილეობა სხვადასხვა გასტროლებში, ფესტივალებში. 2.33. თეატრალური ჯგუფების წარმომადგენლებთან კონსულტაციების პროცესში დადგინდა, რომ თანამემამულეებთან მუშაობისას არსებით როლს ადაპტირებული პიესების არსებობა ასრულებს. იმის გამო, რომ თეატრალურ ჯგუფებში მონაწილეობენ დამწყები, მოყვარული მსახიობები (რომლებიც ხშირ შემთხვევაში სრულფასოვნად არ ფლობენ ქართულ ენას), არსებითად მნიშვნელოვანია თეატრალური დადგმისთვის ქართული პიესების ტექსტის ადაპტირებული ვერსიის არსებობა. ამ მხრივ, ჯგუფის 13 მასწავლებლებს/რეჟისორებს უწევთ დიდი შრომის გაწევა პიესების ადაპტაციისთვის, რაც დიდ დროს და შესაბამისი უნარების ფლობას მოითხოვს. 2.34. სიმღერის და ცეკვის ჯგუფების/ანსამბლების შემოსავლების ძირითადი წყაროებია: საწევრო გადასახადები, გრანტები და შემოწირულობები. სახელოვნებო ჯგუფები ან ანსამბლები, რომლებიც ხშირად საკვირაო სკოლების ბაზაზე მოქმედებენ, აქტიურად იყენებენ საქართველოში მათთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს. კერძოდ, მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო და სხვა მხარდამჭერ პროგრამებში (უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა), რომლის ფარგლებში მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ საცეკვაო ფორმები, შეიძინონ მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა აღჭურვილობა. ჯგუფები/ანსამბლები ზოგ შემთხვევაში მიმართავენ საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვადასხვა ღონისძიებების მხარდასაჭერად, მაგალითად, ფესტივალებში ან გასტროლებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2.35. სიმღერისა და ცეკვის ჯგუფებისგან განსხვავებით, თეატრალური ჯგუფების დაფინანსება ძირითადად შემოწირულობებისა და საგრანტო პროექტების განხორციელებით მიღებული შემოსავლისგან შედგება. თეატრალური ჯგუფები გამოხატავენ სურვილს განავითარონ თანამშრომლობა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან. დიასპორტული ორგანიზაციების თეატრალური ჯგუფები აქტიურად თანამშრომლობენ და მათ აქვთ კომუნიკაცია საქართველოში მოქმედ თეატრების წარმომადგენლებთან. დიაგრამა 3 საკვირაო სკოლების, ცეკვისა და სიმრერის, ასევე თეატრალური ჯგუფების რაოდენობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩეხეთი შვეიცარია შვედეთი საფრანგეთი საბერძნეთი პორტუგალია პოლონეთი ნიდერლანდები მალტა ლიეტუვა კვიპროსი იტალია ირლანდია ესტონეთი ესპანეთი გერმანია ბელგია ავსტრია 1 1 2 2 2 12 4 1 თეატრალური დასი 5 1 1 1 1 1 1 1 1 10 6 1 1 14 ცეკვის/სიმღერის წრე, ანსამბლი 2 3 საკვირაო სკოლა 6 6 7 7 12 14 3 4 2 3 წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2024 წელი. 14 თავი 3. დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკა, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო, პროგრამები ა. პოლიტიკის და სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვა 3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.”7 აღნიშნული მიუთითებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობაზე. 3.2. საქართველოში 27 მაისს აღინიშნება დიასპორის დღე. ამ დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ორგანოები საქართველოში და საზღვარგარეთ ქვეყნებში აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები დიასპორული ორგანიზაციები და საქართველოს თანამემამულეები. 3.3. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები, ჩამოაყალიბოს პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები8. 3.4. 2023 წლიდან, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში განხორციელდა დიასპორასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის ექსპერტიზა, განისაზღვრა კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიმართულებები. ამჟამად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავტორობით, მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობა. შემდგომ ეტაპებზე, დაგეგმილია კანონპროექტის შესახებ კონსულტაციების გამართვა სფეროში მოქმედ სუბიექტებთან. საქართველოს 2021 – 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია 3.5. 2020 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საქართველოს 20212030 წლების მიგრაციის სტრატეგია“.9 დოკუმენტი აყალიბებს ქვეყნის გრძელვადიან ხედვას მიგრაციის სფეროს მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს არის რიგით მესამე დამტკიცებული დოკუმენტი, მას შემდეგ რაც განხორციელდა ქვეყნის წინა ორი მიგრაციის სტრატეგია (2013-2015 წწ. და 2016-2020 წწ.). სტრატეგია ემსახურება მიგრაციის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებას და დადებითი ეფექტის ზრდას, რაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის განვითარებისთვის. ეს მიდგომა ითვალისწინებს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და მართვაში ჩართული ყველა უწყების და მათი https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 https://matsne.gov.ge/document/view/1524714?publication=9 9 საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მ აცნე” (matsne.gov.ge) 7 8 15 დარგობრივი სფეროების ურთიერთდაკავშირებულ ქმედებას, ორიენტირებულს ქვეყნის განვითარებაზე. 3.6. სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დიასპორა მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმოშობის ქვეყნის განვითარებაში, რაც გამოიხატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ახალი ცოდნისა და უნარების გავრცელებაში, ექსპორტის და იმპორტის ხელშეწყობასა და ტურიზმის განვითარებაში.“10 დოკუმენტში საუბარია სახელმწიფოსა და დიასპორულ ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, კერძოდ: „აუცილებელია ქართულ დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის ჩამოყალიბება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო ხელმისაწვდომობას, საქართველოსათვის კი − სახელმწიფო ინტერესების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.“11 სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ქართული დიასპორას დიდი წვლილი შეაქვს ადგილსამყოფელი ქვეყნების განვითარებაშიც, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და დადებითი იმიჯის შექმნას. 3.7. დიასპორტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში, საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის მიზანია “ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერება და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ფართო შესაძლებლობების შექმნა ქვეყნის განვითარებაში ჩართულობისთვის“. ამ მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბებულია გადასაჭრელი ამოცანები, კერძოდ:  საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდაჭერა;  ემიგრაციაში მყოფი მაღალკვალიფიციური განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობა;  სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს შორის კავშირების გაღრმავება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. იდენტობისა თანამემამულეების და ქვეყნის 3.8. მოსალოდნელი შედეგთან დაკავშირებით, მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის გაიზრდება: 10 11  უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით გაწეული სახელმწიფო დახმარებით;  საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა;  პროგრამების რაოდენობა, რომლებიც ემსახურება მაღალკვალიფიციური თანამემამულეების ქვეყნის განვითარებაში ჩართულობას. საქართველოს 2021 – 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია, გვ. 44 - 45. იქვე 16 3.9. სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციას ახორციელებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია12. კომისია შექმნილია საქართველო მთავრობის დადგენილების13 საფუძველზე. იგი არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითზე. კომისია აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, მას იუსტიციის სამინისტრო თავმჯდომარეობს, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქციას - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობენ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები და პარტნიორები (მაგ: მიგრაციის საერთაშორისო კომისია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და სხვა). 3.10. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტია ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, რომელსაც კომისია ამტკიცებს. ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისა და შესაბამისი ამოცანების გადაჭრისათვის, 2024 წლის სამოქმედო გეგმაში14 გათვალისწინებულია ხუთი აქტივობა, მათ შორის: უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა სახელმძღვანელოებით; უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა ეროვნული სამოსით და საკრავებით; უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგების გადამზადება და სხვა. ბ. დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის ინსტიტუციური ჩარჩო და სახელმწიფო პროგრამები ბ.1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3.11.საქართველოში დიასპორასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებაზე წამყვან პასუხისმგებელ უწყებას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს. სამინისტროში მოქმედებს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც უშუალო ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს და აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებსა და თანამემამულეებთან. 3.12.სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსათვის კი - სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.15 3.13.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ურთიერთობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილება „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1049764?publication=10 (ნანახია: 08.12.2020). 13 https://migration.commission.ge/files/matsne-1049764-12.pdf 14 ms_ap_2024_draft_26.12.2023.pdf (commission.ge) 15 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3580454?publication=0 12 17  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მდგრადი ურთიერთობების განვითარება;  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნა, დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება;  საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;  საქართველოს მდგრადი განვითარების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;  ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა. პროცესში ქართული დიასპორის 3.14. დიასპორული პროგრამების მხარდამჭერი ღონისძიებების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო პროგრამის „დიასპორული პოლიტიკა“ (კოდი 28 04 01) ფარგლებში. 20212023 წლებთან შედარებით 2024 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია და შეადგენს 1,900,000 ლარს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს „დიასპორული პოლიტიკის“ პროგრამის ბიუჯეტიდან დაფინანსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯი, რაც 1,780,500 ლარი შეადგინა. დიაგრამაზე N4 წარმოდგენილია ინფორმაცია 2019-2025 წლებისთვის საბიუჯეტო პროგრამისთვის ფაქტობრივი ხარჯი და საპროგნოზო მოცულობა. დიაგრამა 4 საბიუჯეტო პროგრამის "დიასპორული პოლიტიკა" (კოდი 28 01 04 ) დაფინანსება, ლარში 2,515,100.0 1,605,800.0 1,497,800.0 881,000.0 1,900,000.0 1,900,000.0 1,076,300.0 2019 (ფაქტი) 2020 (ფაქტი) 2021 (ფაქტი) 2022 (ფაქტი) 2023 (ფაქტი) 2024 (გეგმა) 2025 (გეგმა) წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი, www.mof.ge 3.15.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, იქ მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წინაშე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლას. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ხდება როგორც კომპლექსურად, ისე ინდივიდუალურად დიასპორული გაერთიანებების გამოკითხვის და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 18 3.16.საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და იქ მოქმედი დიასპორული გაერთიანებების საინფორმაციო ბაზას, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ძირითად მონაცემებს, ასევე ქართული დიასპორის საინფორმაციო ბარათებს ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით. მონაცემთა ბაზის განახლება რეგულარულად მიმდინარეობს. 3.17.სამინისტროს მიერ შექმნილია სპეციალური ვებგვერდი https://gda.ge/, მასზე ხელმისაწვდომია დიასპორული ორგანიზაციების ჩამონათვალი ქვეყნების მიხედვით, ასევე უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის სასარგებლო ინფორმაცია, მაგალითად: სახელმწიფო საგრანტო პროგრამები, სხვადასხვა სერვისების და პროგრამები, დაბრუნებულ მიგრანტთა ინტეგრაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სერვისები და სხვა. 3.18.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შექმნილი აქვს და ის მართავს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დახურულ ჯგუფს, რომელშიც გაწევრება შეუძლია საკვირაო სკოლების პედაგოგებს. სამინისტროს წარმომადგენლები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ ჯგუფში აზიარებენ სასარგებლო და საინტერესო სიახლეებს, აქვთ შესაძლებლობა პირდაპირ უპასუხონ საკვირაო სკოლების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს. 3.19.2017 წლიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში, დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, დამკვიდრდა დიასპორასთან რეგულარული შეხვედრის პრაქტიკა. შეხვედრებზე განიხილება დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, მათი გადაჭრის გზები. ასეთი ტიპი შეხვედრებზე, საელჩოების/საკონსულოების წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფომრაციას სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ. 3.20.დიასპორული ორგანიზაციებისა და თანამემამულეების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პროექტების შემუშავების/განახლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წელს გეგმავს კომპლექსური კვლევის ჩატარებას. პროგრამა „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან კავშირის მქონე დიასპორა“ 3.21.2017 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამა (დიასპორის სტრატეგია) „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“16, რომელსაც ეფუძნება სამინისტროს საქმიანობა და მიდგომები დიასპორულ ორგანიზაციებთან მიმართებაში. ეს პროგრამა დიასპორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და მისი მიზანია, დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად დოკუმენტით განსაზღვრულია შემდეგი ამოცანების გადაჭრა: 16 https://gda.ge/pages/diasporis-strategia# 19  თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა;  ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება;  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა;  სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა. 3.22. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, სხვა პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სამინისტრო ახორციელებს მრავალფეროვან აქტივობებს რომელიც ემსახურება, მათ შორის: საკვირაო სკოლების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას; ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის ხელშეწყობას; ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას; დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას; თანამემამულეებისათვის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმირებულობის დონის ზრდას და სხვას. ქართული დიასპორის ფორუმი 3.23. ყოველი წლის 27 მაისს საქართველოში აღნიშნება ქართული დიასპორის დღე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება ქართული დიასპორის ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ქართული დიასპორის მიმართ არსებული სახელმწიფო სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, დიასპორის გამოწვევებზე მსჯელობას და მათი გადაჭრისთვის ერთობლივი გზების დასახვას. ასევე, ფორუმი ემსახურება თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილების და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას. ყოველწლიურად ფორუმში მონაწილეობს 150-მდე თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა 3.24. დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოს პოლიტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განათლების საკითხებს. ამ მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სხვა დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, 2018 წლიდან ახორციელებს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამას“. ამ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც ქართული ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას. 3.25. ინტეგრირებული პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი17 (მოსწავლის სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, კალიგრაფიის რვეული და მასწავლებლის გზამკვლევი). აღნიშნული 17 https://gda.ge/pages/sakhelmdzgvaneloebi-sakvirao-skolebistvis 20 სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. 3.26. „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკვირაო სკოლებში ქართული ენის სწავლების დონის ამაღლებისა და სკოლებში ქართული ენის სწავლების ერთიანი მიდგომის დანერგვის მიზნით, გათვალისწინებულია საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სრულყოფა, დაწყებითი დონის სახელმძღვანელოს შექმნა და ასევე, საკვირაო სკოლების პედაგოგების პროფესიული გადამზადება. 2023-2024 სასაწავლო წლის დაწყებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან“ ერთად, საკვირაო სკოლის პედაგოგების მონაწილეობით გამართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, მათ შორის ონლაინ ფორმატშიც. დაწყებითი დონის ქართული ენის სახელმძღვანელოზე - „33 გასაღები“ მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. საკვირაო სკოლებისთვის წიგნების გადაცემა ხდება მათ მიერ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. პროგრამა „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ 3.27. 2019 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას. პროგრამის ემსახურება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტების კონკურსის წესით დაფინანსებას. ეს ინიციატივა ხელს უწყობს საზღვარგარეთ დიასპორულ საქმიანობაში, აგრეთვე, ქვეყნის განვითარების პროცესში თანამემამულეთა აქტიურ ჩართულობას, მათში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სახალხო დიპლომატიის განვითარებას და სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებას. პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება, ცნობადობის გაზრდა, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა. ასევე, პროგრამა ემსახურება საზღვარგარეთ დაბადებულ მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა. 3.28. 2020 წელს, კოვიდ პანდემიის პერიოდში, საგრანტო პროგრამა ემსახურებოდა კრიზისულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების გაწევას. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ის პროექტები, რომელთა მიზანს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრებისთვის დახმარების აღმოჩენა, ასევე ცხოვრების/საქმიანობის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 3.29. 2024 წელს, საგრანტო პროგრამა უკვე მეექვსედ ხორციელდება და მისი ამჟამინდელი მიზნებია (არასრული ჩამონათვალი): საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის 21 ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია. 3.30. საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ ყოველწლიური ბიუჯეტი 500,000 (ხუთასი ათასი) ლარს შეადგენს18. კონკურსში გამარჯვებული პროექტების გამოვლენა სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება. გამარჯვებულ თითოეულ პროექტს გადაეცემა არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამოცხადების შემდგომ, საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს პროგრამის შესახებ დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას (სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით) და გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებისთვის კონსულტაციის ჩატარებას საგრანტო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. 3.31. 2019-2023 წლებში საგრანტო განაცხადების რაოდენობის ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველწიურად საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამაში, საშუალოდ, 85 საპროექტო განაცხადი შემოდის. კონკურსის შედეგად კი საშუალოდ, სახელმწიფო 26 იდეას აფინანსებს. წლების მიხედვით შემოსული და დაფინანსებული საპროექტო წინადადებების სტატისტიკა წარმოდგენილია N5 დიაგრამაზე. 3.32. აღსანიშნავია, რომ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ხდება საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორის თეატრალური ჯგუფების/დასების დაფინანსება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2019-2024 წლებში გამოყოფილი დაფინანსებით (საგრანტო კონკურსის ფარგლებში) ისარგებლა 10-მა თეატრალურმა დასმა (რომელიც მოქმედებს აშშ-ში, ბელგიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ნიდერლანდების სამეფოში), დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 194 403 ლარი შეადგინა. „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში თეატრალური ჯგუფების დაფინანსებაა: 2019 წელს - 56 673 ₾, 2020 წელს 19 490 ₾, 2021 – 42 524 ₾, 2022 – 13 122 ₾, 2023 – 11 952 ₾, 2024 – 50 642 ₾ (წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2024 წ). დიაგრამა 5 "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში შემოსული და დაფინანსებული საპროექტო განაცხადების რაოდენობა 132 87 28 2019 73 72 2020 62 56 45 22 17 20 20 2021 2022 2023 2024 შემოსული განაცხადების რაოდენობა (ერთეული) დაფინანსებული პროექტების რაოდენობა (ერთეული) 18 შენიშვნა: 2020 წელს საგრანტო პროგრამის ბიუჯეტმა 750 000 ლარი შეადგინა. 22 წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2024 წელი. „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ 3.33. 2021 წლიდან, ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საგრანტო პროგრამა - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების ფუნქციონირებას და მათ შემდგომ განვითარებას. 3.34. საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება კონკურსის წესით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ. 2021-2023 წლებში პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი - უცხოეთში მოქმედი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მიერ კონცერტების გამართვა საქართველოში (უპირატესად რეგიონებში), რის გამოც პროგრამის ბიუჯეტი 350 000 ლარამდე გაიზარდა. პირობების თანახმად, საგრანტო კონკურსის პირველ კომპონენტში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს, გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარი, ხოლო მეორე კომპონენტის ფარგლებში, შერჩეულ ანსამბლებს, საქართველოში კონცერტის გამართვის მიზნით არაუმეტეს 50 000 ლარისა გადაეცემა. 3.35. 2021-2024 წლებში ამ საგრანტო პროგრამაში, კონკურსის წესით წარმოდგენილი იყო 105 განაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 65 პროექტი. წლების მიხედვით შემოსული და დაფინანსებული პროექტების რაოდენობა წარმოდგენილია დიაგრამაზე N 6. დიაგრამა 6 საგრანტო პროგრამა -„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ 40 35 35 30 26 25 24 25 19 20 16 15 21 10 10 5 0 2021 2022 შემოსული განაცხადების რაოდენობა 2023 2024 დაფინანსებული პროექტების რაოდენობა წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2024 წელი. „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 3.36. 2018 წლიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ახორციელებს საგრანტო პროგრამას - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. პროგრამის მიზანს წარმოადგენს 23 ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. 3.37. პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ. თითოეულ გამარჯვებულს, პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის, გრანტის სახით, გადაეცემა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.. 3.38. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29-წლამდე ახალგაზრდას, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. 3.39. 2024 წელს, „ახალგაზრდა ელჩი“ საქართველოს ყავს 14 ქვეყანაში: ავსტრია, აშშ, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, იტალია, კანადა, ლატვია, საბერძნეთი, უნგრეთი, ჩინეთი. 3.40.2019 წელთან შედარებით, 2024 წელს საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგებულია და 210,000 (ორას ათი ათასი) ლარს შეადგენს. დიაგრამაზე N7 ასახულია ინფორმაცია საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ დაფინანსების მოცულა წლების მიხედვით. დიაგრამა 7 საგრანტო პროგრამის "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" დაფინანსების მოცულობა, ლარში 210,000 175,000 105,000 2019 2020 170,000 2021 170,000 160,000 2022 2023 2024 საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2024 წელი. „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ 3.41. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“. პროექტის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენა, რომლებმაც 24 პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და წვლილი შეიტანეს საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში. პროგრამის კრიტერიუმების თანახმად, მაღალ პროფილური დიასპორის ნომინირების საშუალება თავად დიასპორის წარმომადგენელს აქვთ შემდეგ ნომინაციებში:        მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის; ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის; საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის; წლის დიასპორელი სპორტსმენი; საქართველოს უცხოელი მეგობარი; სპეციალური პრიზი. 3.42. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს გამოვლინდა 13 გამარჯვებული, 2019 წელს - 11, 2021 წელს - 12, 2022 წელს - 9 2024 წელს - 9. გამარჯვებულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია დიასპორის პორტალზე: https://gda.ge/pages/diasporis-gvatslis-agiareba ახალგაზრდა თანამემამულეების მონაწილეობა „ახალგაზრდულ ბანაკში“ 3.43. ყოველწლიურად, ზაფხულის განმავლობაში, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ აწყობს ანაკლიისა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და შაორის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ ბანაკებს. 3.44. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების (თანამემამულეების) მონაწილეობას ანაკლიის და შაორის საზაფხულო ბანაკებში. ამ ინიციატივის ფარგლებში თანამემამულეებს აქვთ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. 3.45. ბანაკებში მონაწილეობა შეუძლიათ უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის ხანგრძლივობაა 5 დღე. პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება ფინანსდება მონაწილის მიერ, ხოლო ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გადაადგილების უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. 3.46. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკში“ მონაწილეობს 100-მდე მოზარდი უცხო ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წლებში, მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, პროექტი არ განხორციელებულა. დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი 3.47. დიასპორული ორგანიზაციების აქტივობების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, საელჩოებისა და დიასპორული ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, ყოველთვიურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოსცემს 25 საინფორმაციო ბიულეტენს. ბიულეტენი მოიცავს საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორული ორგანიზაციების და საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეების ორგანიზებით, ან მათი მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებების, აქტივობებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას. დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენები განთავსებულია დიასპორის ვებგვერდზე www.gda.ge. სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები 3.48. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წლიდან სამინისტრო გეგმავს რამდენიმე ახალი ინიციატივის განხორციელებას, რომელიც მოიცავს შედმეგ ამოცანებს (არასრული ჩამონათვალი): საზღვარგარეთ დაბადებული მოზარდებისთვის სამშობლოს კულტურის და ტრადიციების გაცნობის, ასევე საქართველოში თანატოლებთან დაახლოების ხელშეწყობა; დიასპორული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება (წარმომადგენელთა გადამზადება და პროექტების მართვის უნარების გაუმჯობესება). ბ.2. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო 3.49. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროექტს თანამემამულეებისთვის ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიმართულებით. 3.50. სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება წარმოადგენს. საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და განვითარება 3.51. 2023 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის“ მხარდაჭერით, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით შეიქმნა უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი A1 დონის სახელმძღვანელო „33 გასაღები“ (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი). 3.52. სამინისტრო ახორციელებს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა "ირბახს," რომლის ფარგლებში მომზადებული სასწავლო-მეთოდური და დამხმარე მასალები განთავსებულია ვებგვერდზე www.geofl.ge. ვებგვერდზე განთავსებული სახელმძღვანელოები შექმნილია სწავლების კომუნიკაციური მიდგომის გათვალისწინებით და ორიენტირებულია მოსწავლეებზე ისე, რომ მათ შეძლონ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევა და კომუნიკაციის დამყარება. აღნიშნული სახელმძღვანელოები ხელს შეუწყობს ყოველდღიური და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. ვებგვერდით სარგებლობენ საქართველოს თანამემამულეები და ყველა ადამიანი, ვინც 26 დაინტერესებულია ქართული ენისა და კულტურის შესწავლით. ვებგვერდზე განთავსებული მასალა გათვალისწინებულია შემსწავლელისა (ასაკი 15+) და მასწავლებლის კოორდინირებული მუშაობისთვის. 3.53. 2024 წელს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შემდეგი მიმართულებებით:  A1, A2, A2+, B1, B2, B2+ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი სადიაგნოსტიკო ტესტების შექმნა;  დონეების მიხედვით, ენის ფლობის სასწავლო კურიკულუმის შექმნა;  A2 დონის სახელმძღვანელოს შექმნა;  საკითხავი სერიული წიგნების მომზადება;  60-საათიანი ონლაინ ტრენინგ მოდულის შექმნა;  საზღვარგარეთ საკვირაო მომზადება/გადამზადება; სკოლების მასწავლებელთა  სამუშაო ვიზიტები, ორმხრივი საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, რაც გულისხმობს საკვირაო სკოლებისა და სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებლების მიერ ერთმანეთისათვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას;  ენის შემსწავლელი ვიდეო/აუდიო გაკვეთილების ჩატარება და მცირე ზომის თემატური ვიდეო სერიების მომზადება;  სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ელჩების ჩართვა საკვირაო სკოლების სასწავლო პროცესში (ელჩებისთვის შესათავაზებელი კურსების მომზადება: ქართული ტრადიციები, ფოლკლორი, კინემატოგრაფია, დიპლომატია, ქართული დემოკრატიის ისტორია და სხვ);  საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი მოსწავლეების ერთმანეთთან დამეგობრების ხელშეწყობა (ინტეგრირებული ონლაინ გაკვეთილები და თემატური შეხვედრები საქართველოში მოქმედი სკოლების მოსწავლეებთან და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება);  სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის თემატური კვირეულების/პროექტებით სწავლების შეთავაზება (საქართველოს ისტორია; კულტურა; ძველი, ახალი და უახლესი ლიტერატურა). საკვირაო სკოლების, ბიბლიოთეკების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა 3.54. ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის და უცხოეთში არსებული ქართული სკოლების, საკვირაო სკოლებისა და საზღვარგარეთ მდებარე ბიბლიოთეკების მხარდაჭერის მიზნით, მომართვის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პერიოდულად უზრუნველყოფს საზღვარგარეთ არსებული ქართული სკოლების, საკვირაო სკოლებისა და 27 საზღვარგარეთ მდებარე ბიბლიოთეკების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას. 2023 წელს სამინისტრომ საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყო 4 საკვირაო სკოლა და 1 ბიბლიოთეკა. ასევე, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერით, გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა, რომელსაც გადაეცა 1700-მდე წიგნი. 3.55. სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ყოველწლიურად ახორციელებს საკვირაო სკოლების მასწავლებელთა საჭიროებების კვლევას. ამ მიზნით ტარდება ონლაინ შეხვედრები, ასევე სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნაში მდებარე საკვირაო სკოლებს. 2024 წლის ბოლომდე საზღვარგარეთ მოქმედ 50-მდე ქართულ საკვირაო სკოლას სამინისტრო გადასცემს სახელმძღვანელოებს, დამხმარე ლიტერატურასა და სხვა მასალას. ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდამჭერი პროგრამა 3.56. სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდამჭერ პროგრამას. პროგრამის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და მათი საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა. 3.57. გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული, სერტიფიცირებული მასწავლებლები. გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წუთია, ხოლო ჯგუფში 5-6 მოსწავლეა. ჯგუფები კომპლექტდება თანატოლი და თანაბარი ენობრივი კომპეტენციის მქონე მოსწავლეებით. მოსწავლეთა ასაკი 5-იდან 15 წლამდეა განსაზღვრული. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართულია 72 ქვეყნის 1540 მოსწავლე და 40 მასწავლებელი. გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ, TEAMS პლატფორმის საშუალებით. დამატებითი ინფორმაცია: https://distancelearning.mes.gov.ge/ge საკვირაო სკოლების მასწავლებელთა მომზადება 3.58. თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა საკვირაო სკოლის მასწავლებლების მომზადება და გადამზადების საჭიროება. ამ საჭიროების საპასუხოდ, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ დაიწყო მუშაობა 60-საათიან ონლაინ ტრენინგ მოდულის შექმნაზე. პროგრამის ძირითადი სამიზნე ჯგუფი იქნება საზღვარგარეთის ქვეყნებში საკვირაო სკოლების სხვადასხვა საგნების მასწავლებლები. ტრენინგ-მოდული იქნება მრავალმხრივია და მოიცავს როგორც საგნობრივ, ასევე გამჭოლ კომპეტენციებს. 3.59. ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, საკვირაო სკოლების მასწავლებლები მომზადდებიან/გადამზადდებიან პროფესიულად და გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით: 1. ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და სტრატეგიები; 2. სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები. აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-მოდული იქნება ჰიბრიდული, მისი დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თუ ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობას გადაწყვეტენ, მათ ექნებათ 28 შესაძლებლობა, დაადასტურონ. რომ პროფესიული განვითარება აღნიშნული სერტიფიკატით ბ.3. საქართველოს კულტურისა სამინისტრო 3.60. 2021 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიცირებით განხორციელდა პროექტი „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“, რომელმაც 2022 და 2023 წლებში სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფორმა მიიღო. როგორც ინიცირებული პროექტის, ასევე კონკურსის მიზანს წარმოადგენდა:  ქართული კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის;  საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების ხელშეწყობა;  საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად. საზღვარგარეთ ხელშეწყობა 3.61. ნიშანდობლივია, რომ ქართული საკვირაო სკოლებთან აქტიურად თანამშრომლობენ და სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებენ სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები - მუზეუმები, თეატრები, ფოლკლორული ცენტრები. 3.62. 2021-2023 წელებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა მრავალფეროვანი კულტურულშემეცნებითი ღონისძიებები განახორციელეს (ონლაინ და ადგილზე). ჯამში ამ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 30-მდე საკვირაო სკოლამ, ხოლო საქართველოდან ჩართული იყო სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 11 ორგანიზაცია. სსიპ მწერალთა სახლი 3.63. სსიპ „მწერალთა სახლი“ არის საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულება19. მის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საქართველოში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 3.64. მწერალთა სახლის დებულებით გათვალისწინებული ამოცანებია ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში და საზღვარგარეთ, ასევე საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა.20 19 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4668833?publication=1 20 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4668833?publication=0 29 3.65. თემატური მოკვლევის ფარგლებში, „მწერალთა სახლმა“ წარმოადგინა მოსაზრებები საკვირაო სკოლების საქმიანობის მხარდაჭერის თაობაზე. მწერალთა სახლს შეუძლია მოაწყოს ქართველი მწერლების შეხვედრა (ონლაინ ან სხვა ფორმატში) დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების წარმომადგენლებთან. ლიტერატურული საღამოების გამართვა დააახლოებს ემიგრანტებს ქართულ ენასა და ლიტერატურასთან, ასევე ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. 3.66. „მწერალთა სახლს“ აქვს რესურსი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მწერლების და მათი ნამუშევრების შესახებ ინფორმაცია განათავსოს ორგანიზაციის ვებგვერდზე, ხელი შეუწყობს ამ მწერლების ერთმანეთთან დაკავშირებას და თანამშრომლობას. „მწერალთა სახლი“ მზადაა მიიღოს მონაწილეობა ლიტერატურული პოდკასტებისა და ვიდეობლოგების მომზადებაში, რაც გულისხმობს ემიგრანტებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის შექმნას. ბ.4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 3.67. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები.21 3.68. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.nplg.gov.ge განთავსებულია ციფრული ბიბლიოთეკა (dspace.nplg.gov.ge), სადაც ხელმისაწვდომია წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოებისა და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონული ვერსიები. 3.69. თემატური მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების მხარდაჭერით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დიასპორის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. მემორანდუმის საფუძველზე ხელი შეეწყობა ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო რესურსის გაციფრულების პროცესს. დიასპორის ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზებს აქამდეც ჰქონდა „დიასპორის ბიბლიოთეკის“ მიმართულება, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის საჭირო ელექტრონული რესურსები იყო განთავსებული. ეს რესურსი კი მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი მასალით, ელექტრონული, თუ ძველნაბეჭდი წიგნით შეივსება. 3.70. ეროვნული ბიბლიოთეკა ჩართულია ქართული წიგნის კუთხეების მოწყობაში საკვირაო სკოლებსა და დიასპორულ ორგანიზაციებში. 2022-2024 წლების განმავლობაში მოეწყო ქართული წიგნის კუთხეები შემდეგ ქალაქებში: ნეაპოლი, რომი, ბარი, მილანი, დრეზდენი, ბერლინი, ვილნიუსი, დუბლინი, სან-ფრანცისკო, სან - ხოსე. 3.71. ეროვნულ ბიბლიოთეკას სამომავლოდ აქვს დაგეგმილი შემდეგი ღონისძიებები: 21 https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/33484?publication=7 30  ეროვნული ბიბლიოთეკის ჟურნალი ,,საქართველოს ბიბლიოთეკა“ მზადაა დაუთმოს თავისი ფურცლები რუბრიკას ,,ემიგრანტები“. ამ რუბრიკაში ჩვენი დიასპორის საკვირაო სკოლების პედაგოგები, თავად მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ პერიოდულად გამოაქვეყნონ სკოლებში მიმდინარე ღონისძიებები, საინტერესო ამბები, მოსწავლეთა მიღწევები და ა.შ.  ,,ქართული წიგნები ემიგრანტებს“ - პროექტის ფარგლებში გაძლიერდება საკვირაო სკოლების მომარაგება და ადგილზე ,,ემიგრანტის ბიბლიოთეკის“ შექმნის პროცესი, რაც ელექტრონული გამოცემების გარდა ბეჭდური მასალების მიწოდებას გულისხმობს.  ,,საქართველო Online“ - იქნება პროექტი, რომლითაც ბიბლიოთეკა შეძლებს ორგანიზება გაუკეთოს საკვირაო სკოლებთან აქტიურ ონლაინ კომუნიკაციას, საინტერესო სტუმრების ონლაინ ლექციებს, ტრენინგებს საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ.  ,,ემიგრანტები საქართველოსთვის“ - იქნება პროექტი, რომლის მეშვეობითაც, ქართველი ემიგრანტები აქტიურად ჩაერთვებიან ბიბლიოთეკის ყოველდღიურ ცხოვრებაში ონლაინ ლექციების თუ ღონისძიებების დაგეგმვაგანხორციელების საქმეში, მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების საქართველოში მყოფი საზოგადოებისთვის მისაწოდებლად.  ესეების და ვიდეო კონკურსი, კრებული ,,ემიგრანტის დღიური“ იქნება პროექტი, რომლითაც საკვირაო სკოლის მოსწავლეები შეძლებენ გრძნობებისა და განცდების, მოსაზრებების წერილობითი ან ვიდეო ვლოგების საშუალებით გადმოცემას. ბ.5. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 3.72. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას. სახელმწიფო ენის დაცვის, განვითარებისა და გამოყენების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება და სახელმწიფო ენის სწავლების სტანდარტების, პროგრამებისა და სასწავლო რესურსების მუდმივი სრულყოფის ხელშეწყობა - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციებია.22 3.73. 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით23 დამტკიცდა 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია), რომლის მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სტრატეგიით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ემსახურება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ერთობის მთავარი ფაქტორის განვითარებას, ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების ცოცხალი კულტურის დაცვას, კვლევასა და 22 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3894550?publication=0 23 საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N629 „2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის პროგრამის (სტრატეგიის) და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“. ქ. თბილისი. 31 შენარჩუნებას24. სტრატეგიის განხორციელების მთავარ ინსტრუმენტს, ორწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგენს. 3.74. სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე. სტრატეგია აერთიანებს ქართულის სწავლების რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: ქართული, როგორც მშობლიური ენა და მისი სწავლების სპეციფიკა განათლების ყველა საფეხურზე; ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) და მისი სწავლების სპეციფიკა, ქართული უცხოელთათვის. 3.75. სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში25 გათვალისწინებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი აქტივობები, მათ შორის, დიასპორასთან ურთიერთობის კონტექსტში აღსანიშნავია: ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა დიასპორაში; საკვირაო სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება; საკვირაო სკოლების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო რესურსით; ქართული ენის ონლაინ სასწავლო კურსის შექმნა და სხვა. 3.76. სახელმწიფო ენის პროგრამის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია 2024 წლის ბოლოს სახელმწიფო ენის გამოცდაში ტესტირების პილოტირება. პილოტირების შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, A1, A2, B1 და B2 დონეებისათვის სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარება 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში იქნება შესაძლებელი, ხოლო C1 დონისთვის - 2030 წლიდან. 3.77. სტრატეგიის ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილია სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭო, რომლის მიზანია უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინაცია ენობრივი პოლიტიკის მიმართულებით. უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარეობს სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3.78. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულიყო სასწავლო რესურსების განვითარების შესაძლებლობები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ემიგრაციაში არიან. შეხვედრაზე გამიკვეთა საგანმანათლებლო რესურსის შემდგომი გაუმჯობესების, განვითარების აუცილებლობა, ქართული ენის შემსწავლელი თანამედროვე აპლიკაციის (duolingo-ს ტიპის) შექმნის მიზანშეწონილობა, ასევე თანამედროვე თემატური ლექსიკონების, აუდიო-ვიდეო გაკვეთილების, რაც ემიგრაციაში მყოფ ბავშვებს და საკვირაო სკოლებს დაეხმარებათ, შეისწავლონ ქართული ენა. თავი 4. საერთაშორისო გამოცდილება 4.1. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა 24 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის პროგრამა (სტრატეგია). 25 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის პროგრმის (სტრატეგია) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. https://enadep.gov.ge/uploads/2021-2030_______2023-2024___.pdf 32 მოამზადა დოკუმენტი26, სადაც განხილულია საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორების საკვირაო სკოლების, ანსამბლებისა და კულტურული ცენტრების საქმიანობა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ირლანდიის, სომხეთის, თურქეთის, ისრაელის, პოლონეთისა და შვედეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით. 4.2. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა:  შერჩეული ქვეყნების დიასპორული საკვირაო სკოლებისა და კულტურული გაერთიანებების საქმიანობა, მათი ორგანიზაციული ფორმები და მართვის სახეები;  შერჩეული ქვეყნების პოლიტიკა და მხარდაჭერის პროგრამები საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ცენტრების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული გაერთიანებების ხელშესაწყობად. 4.3. განხილული ქვეყნების მაგალითზე გამოიკვეთა, რომ დიასპორული საკვირაო სკოლებისა და კულტურული ანსამბლების საქმიანობა და ფორმები განსხვავდება როგორც ქვეყნების, ასევე უშუალოდ სკოლებისა და კულტურული გაერთიანებების მიხედვით. თუმცა, მათი საერთო მახასიათებელია ის, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ემსახურებიან მშობლიური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას. 4.4. ორგანიზაციული მოწყობის ფორმის მიხედვით გვხვდება როგორც უშუალოდ თემის ან არასამთავრობო ორგანიზაციების/ასოციაციების მიერ დაფუძნებული სკოლები და ანსამბლები, ასევე რელიგიურ დაწესებულებებთან არსებული საკვირაო სკოლები (მაგ. ისრაელი და სომხეთი) და მთავრობის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები (თურქეთი). მაგალითისთვის, 2010 წლიდან თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის კონტინენტზე აქტიურად დაიწყო თურქი დიასპორის „შაბათ-კვირის“ სკოლების დაარსება, რომელიც „ანატოლიის შაბათ-კვირის სკოლის“ სახელით არის ცნობილი და ფინანსდება თურქეთის მთავრობის მიერ.27 4.5. შედარებით განსხვავებული მოდელი გვხვდება ირლანდიური დიასპორის შემთხვევაში, სადაც საკვირაო სკოლების მსგავს ფუნქციას ითავსებენ დიასპორული ცენტრები. აღსანიშნავია, რომ ასეთ ცენტრები არა მხოლოდ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრებ ირლანდიური დიასპორის წარმომადგენლებს საინფორმაციო და სხვა სახის მხარდაჭერასაც უწევენ. 4.6. დიასპორული საკვირაო სკოლების, ცენტრებისა და კულტურული გაერთიანებების დაფინანსების წყაროები მრავალფეროვანია და განსხვავდება ორგანიზაციების მიხედვით. დაფინანსების ძირითადი წყაროებია შემოწირულობები, სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი, ასევე მთავრობის ან რომელიმე არაკომერციული ორგანიზაციის ან ასოციაციის მიერ მიღებული გრანტები და დიასპორების საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საქმიანობა და მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა. საინფორმაციო-კვლევითი დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. 2024 წლის მაისი. https://www.parliament.ge/research-department/2 27 დიასპორების საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საქმიანობა და მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა. საინფორმაციო-კვლევითი დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. 2024 წლის მაისი. https://www.parliament.ge/research-department/2 26 33 სუბსიდიები. ასევე, გვხვდება კომერციულ საწყისებზე დაფუძნებული სკოლები (ისრაელი, სომხეთი), რომლებიც ძირითადად სწავლების გადასახადიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდებიან. 4.7. აღსანიშნავია, რომ განხილული ქვეყნებიდან ყველა მათგანი, სხვადასხვა ფორმით, უზრუნველყოფს სახელმწიფო მხარდაჭერას საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული სკოლებისა და კულტურული გაერთიანებებისთვის. მხარდაჭერის ფორმები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითისთვის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის შემთხვევაში, დიასპორული საგანმანათლებლო სკოლების ფინანსური მხარდაჭერა უფრო სისტემურ სახეს ატარებს და ყოველწლიურად გამოიყოფა დაფინანსება საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორული სკოლების საქმიანობის მხარდასაჭერად. თურქეთის მთავრობა უშუალოდ უზრუნველყოფს მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებასა და მხარდაჭერას. 4.8. სხვა ქვეყნების შემთხვევაში, სახელმწიფო მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა ფონდებისა და პროგრამების ფარგლებში. მაგალითად, ისრაელის შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები და ფონდები, რომლებიც აფინანსებენ აქტივობებს, როგორიცაა მასწავლებელთა გადამზადება, სკოლების რესურსებით უზრუნველყოფა, ებრაელი მოზარდების ისრაელში მოგზაურობა და სხვა. ირლანდიის შემთხვევაში, ირლანდიური დიასპორული ცენტრები ფინანსდებიან სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ არიან მხარდაჭერილნი. 34 თავი 5. კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო 5.1. საქართველოს სახელმწიფოსთვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსს, აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ქმნის სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლებს. 5.2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად სამინისტრო მუშაობს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტის შესატან ცვლილებებზე, რომელიც მორგებულია დიასპორული ორგანიზაციების თანამედროვე მოთხოვნებს და საჭიროებებს, ასევე ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკის, დიასპორულ ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოვყოთ სახელმწიფოსა და დიასპორულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ორი ძირითადი მოდელი. პირველი მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს აქტიურ მონაწილეობას, ფინანსურ და ტექნიკურ ხელშეწყობას, ასევე მონიტორინგს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაზე, მის ხარისხზე. ამ მოდელში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ყოველწლიურ სუბსიდირებას (კრიტერიუმებისა და წესების დაცვით), საკვირაო სკოლების პედაგოგების სავალდებულო მომზადება/გადამზადებას და მათ ანაზღაურებას, დიასპორული ორგანიზაციების მოსწავლეთა ხელშეწყობას მონაწილეობა მიიღონ სამშობლოში სხვადასხვა ღონისძიებებში. ეს მოდელი დამახასიათებელია28 ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვას, ბულგარეთისა და თურქეთის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო პოლიტიკისთვის. მეორე მოდელისთვის დამახასიათებელია29 დიასპორული ორგანიზაციების მაქსიმალური დამოუკიდებლობა, მათი თვითორგანიზების მაღალი ხარისხის, ასევე მათ საქმიანობაში გარე შემოწირულობების მაღალი მაჩვენებელი. ამ მოდელში სახელმწიფო ასრულებს „პასიურ“ როლს, გამოყოფს გრანტებს პოლიტიკის კონკრეტული ამოცანების გადაჭრისთვის. ეს მოდელი დამახასიათებელია შემდეგი ქვეყნებისთვის - სომხეთი, ისრაელი, ირლანდია, პოლონეთი. 5.3. სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს „ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერება და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ფართო 28 დიასპორების საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საქმიანობა და მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა გვ.6-23; 28-33; 41-49. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2024 წლის მაისი. 29 დიასპორების საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საქმიანობა და მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა გვ.23-28, 33-41. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2024 წლის მაისი. 35 შესაძლებლობების შექმნა ქვეყნის განვითარებაში ჩართულობისთვის“30 წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბებულია შესაბამისი ამოცანები, მათ შორის: ა) საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდაჭერა; ბ) სახელმწიფოსა და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს შორის კავშირების გაღრმავება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. 5.4. საქართველოში დიასპორასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების მთავარი ორგანოა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა. პოლიტიკის განხორციელებაში ასევე ჩართულია შემდეგი ძირითადი უწყებები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ასევე ამ სამინისტროების დაქვემდებარებული ორგანიზაციები. 5.5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალოდ ახორციელებს ღონისძიებებს და აქვს მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებსა (საკვირაო სკოლები, სახელოვნებო ჯგუფები და სხვა) და თანამემამულეებთან. სამინისტროს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მდგრადი ურთიერთობების განვითარება და სხვა. 2017 წლიდან სამინისტროს ახორციელებს პროგრამას „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“. პროგრამის ფარგლებში უწყება უზრუნველყოფს დიასპორული ორგანიზაციების საჭიროებების შესწავლას, ახორციელებს მათ ფინანსურ (საგრანტო კონკურსები) და ტექნიკურ მხარდაჭერას (რესურსების მიწოდება, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, კონსულტირება და სხვა). აღსანიშნავია, რომ ფინანსური მხარდაჭერის გარდა სამინისტრო ახორციელებს სხვა არაერთ ინიციატივას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ქართული იდენტობის შენარჩუნების, ქართული კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს განვითარებაში თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობისთვის. 5.6. დიასპორულ ორგანიზაციების მხარდაჭერის კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს შემდეგ ძირითად აქტივობებს: საკვირაო სკოლების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის სახელმძღვანელოების შემუშავებას და მიწოდებას. ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს სწავლებისთვის დამხმარე მასალებისა და რესურსების მიწოდებას, ქართულ ენაში ბავშვების დისტანციურ სწავლებას. დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში სამინისტროს აქვს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. 5.7. საქართველოს კულტურის სამინისტროს აქტივობები ორიენტირებულია დიასპორტული ორგანიზაციების ქართულ კულტურასთან ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე სამშობლოსთან კულტურული კავშირების გაღრმავებასა და გაძლიერების ხელშეწყობისკენ. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30 საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ 36 საჯარო სამართლის იურიდიული პირები (მუზეუმი, თეატრი, სახელოვნებო სკოლები) თანამშრომლობენ საკვირაო სკოლებთან და სხვადასხვა სახის კულტურულშემეცნებით ღონისძიებებს ახორციელებენ. რეკომენდაცია 1. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის, 2021-2030 წლებისთვის სახელმწიფო ენის პროგრამის მიზნების მიღწევის, ამ პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების, ასევე დარგობრივი სამინისტროების შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისთვის საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტებმა დანერგონ დარგობრივი სამინისტროების ანგარიშების ყოველწლიური მოსმენის პრაქტიკა (სულ მცირე წელიწადში ერთხელ). ადრესატი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურის კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. შესრულების ვადა: 2025 წლიდან. დიასპორული ორგანიზაციები 5.8. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით საზღვარგარეთის 38 ქვეყანაში, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით, 325-ზე მეტი ქართული დიასპორტული გაერთიანება ფუნქციონირებს, მათ შორისაა 115 ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ენის შემსწავლელი კურსი, 117 ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი/ცეკვის შემსწავლელი წრე, 10 თეატრალური დასი. 5.9. დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტში, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები საკვანძო როლს ასრულებენ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და შესაბამისი ამოცანების გადაჭრაში. 5.10. ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ნაწილი საქმიანობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით, ნაწილი კი საინიციატივო ჯგუფების ან თვითორგანიზებული ჯგუფის სახით ახორციელებს საქმიანობას. ზუსტი მონაცემები სამართლებრივი სტატუსის მქონე სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების რაოდენობასთან დაკავშირებით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. 5.11. დიასპორული ორგანიზაციებში (საკვირაო სკოლები, სახელოვნებო ჯგუფები და ანსამბლები) ჩვენი თანამემამულეებისთვის ხელმისაწვდომია სწავლება შემდეგ ერთ ან რამდენიმე მიმართულებით: ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, კულტურის, ხელოვნების ან საქართველოს გამოჩენილი მოქალაქეების ბიოგრაფიის შესწავლა; ფოლკლორის - ქართულ ხალხური ცეკვისა და სიმღერის დაუფლება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე (ჩონგური, ფანდური, დოლი, სხვა) დაკვრის სწავლა, ვოკალისა და თეატრალური ოსტატობის დაუფლება. 5.12. საკვირაო სკოლებში სწავლება, როგორც წესი, მიმდინარეობს უქმე დღეებში (შაბათკვირას) და მეცადინეობის ხანგრძლივობა დაახლოებით 6-9 საათს შეადგენს (კვირაში). საკვირაო სკოლების ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი 5-დან 15 წლამდე ბავშვები და მოზარდები არიან. ქართული ცეკვისა და თეატრალური ჯგუფებისთვის კი მონაწილეთა ზედა ასაკობრივი ზღვარი 15-წელს აღემატება. 37 5.13. თემატური მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ დიასპორტული ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და მონაცემების არსებული სისტემა საჭიროებს გაუმჯობესებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, იგეგმება ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა და განვითარება, რომელიც თავს მოუყრის დიაპსორტულ ორგანიზაციებსა და მათთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების/მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას. რეკომენდაცია 2. დაიხვეწოს დიასპორული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სხვა ტიპის ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და აღრიცხვა. სახელმწიფო ორგანომ უზრუნველყოს ისეთი მონაცემების შეგროვება, როგორიცაა (არასრული ჩამონათვალი): დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სფერო, ხელმისაწვდომი სერვისები და საკვირაო სკოლების მასწავლებლების კვალიფიკაცია, წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა და სხვა. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვით დავადგინეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, დიასპორული ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება დარეგისტრირდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყების რეესტრში და უზრუნველყონ მონაცემების მიწოდება. ლიეტუვაში დიასპორული ორგანიზაციები რეგისტრირდებიან განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეესტრში. ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო დახმარების მიღებისთვის აუცილებელ მოთხოვნას ზემოაღნიშნულ რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს. ესტონეთში, სახელმწიფო გრანტის/სუბსიდიის მისაღებად, დიასპორული ორგანიზაცია სახელმწიფო დაწესებულებასთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. დიასპორული ორგანიზაციების დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 5.14. საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების შემოსავლების წყაროებია: შემოწირულობები, საწევრო გადასახადები და გრანტები. 5.15. დიასპორის წარმომადგენელთათვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებში უწყება მრავალფეროვანი აქტივობებს აფინანსებს, მათ შორის: ტექნიკის და ინვენტარის შეძენა, საგანმანათლებლო რესურსის შესყიდვა, ფესტივალების და სხვა ღონისძიებების მოწყობა და მასში მონაწილეობა. 2021-2023 წლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საშუალოდ, დაფინანსებული აქვს 25 საპროექტო განაცხადი. 5.16. დიასპორული ორგანიზაციების მცირე ნაწილი, მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით არის თვითკმარი და მათ შეუძლიათ საკუთარი თავის შენახვა, ხარისხიანი სერვისების მიწოდება. ასეთ ორგანიზაციების მიეკუთვნებიან საკვირაო სკოლები, რომლებიც თანამემამულეებს სთავაზობენ ე.წ. „გახანგრძლივებულ სკოლას“ და ეხმარებიან თანამემამულეებს ადგილსამყოფელი ქვეყნის საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებაში, ასევე სთავაზობენ ქართული ენის შესწავლას, მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც ემსახურება 38 ქართული იდენტობის შენარჩუნებაში. გარდა ამ საკვირაო სკოლებისა, თვითკმარ ორგანიზაციებს განეკუთვნება ქართული ცეკვის ჯგუფები და ანსამბლები, რომელთა მიმართ თანამემამულეების გარდა, დიდია სხვა ეროვნების პირთა ინტერესი. ძირითადად თვითკმარი ორგანიზაციები წარმოდგენილია იმ ქვეყნებში/ქალაქებში, სადაც მრავალრიცხოვანია ქართული დიასპორა (მაგ.: აშშ, საბერძნეთი, ესპანეთი). 5.17. თვითკმარი დიასპორული ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელია მჭიდრო თანამშრომლობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში სხვადასხვა სამთავრო და კერძო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების პრაქტიკა. 5.18. საკვირაო სკოლების უმრავლესობა არსებითად დამოკიდებულია მინიმალურ საწევრო გადასახადებზე, რომელიც უმთავრესად სასწავლო ფართის იჯარასა და კომუნალური გადასახადების გადახდაზე ხმარდება. ხშირად, არასაკმარისი ფინანსურის რესურსის გამო (კონტინგენტის სიმცირე, ემიგრანტების გადახდისუუნარობა და სხვა), დიასპორულ ორგანიზაციებს უწევთ სასწავლო პროცესის ორგანიზება მცირე ზომის, ნაკლებად კომფორტულ სივრცეებში. დიასპორტულ ორგანიზაციებთან კონსულტაციის პროცესში აღენიშნა, რომ არაკომფორტული, სწავლისთვის ნაკლებად შესაფერისი ფართის გამო მოსწავლეებს არ აქვთ მიკუთვნებულობის, ასევე ძლიერი დიასპორული კავშირის განცდა. 5.19. ზოგიერთ შემთხვევაში, მცირე ზომის ფართის იჯარის ან/და ადგილსამყოფელ ქვეყანაში სხვა დაწესებულების შენობაში დიასპორული ორგანიზაციისთვის გამოყოფილი სივრცე იმდენად პატარაა, რომ შეუძლებელია ამ სივრცეში მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანთლებლო და ტექნიკური რესურსის შენახვა. ამასთან, ადგილსამყოფელ ქვეყანის ხელისუფლების მიერ ქართული დიასპორული ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ გამოყოფილი ფართის შემთხვევაში გამოწვევას წარმოადგენს ამ სივრცეში საგაკვეთილო პროცესის ორგანიზება მასპინძელი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული დროის მონაკვეთში. გამოყოფილი დრო, ხშირ შემთხვევაში, ფართი არ არის საკმარისი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის (ცოდნის დონის გათვალისწინებით) ცალცალკე გაკვეთილების ჩასატარებლად, რის გამოც მათ უწევთ ჯგუფების გაერთიანება. მაგალითად, საკვირაო სკოლის პედაგოგებს, ხშირ შემთხვევაში უწევთ ქართული ენისა და სხვა შესაბამის საგნებში ცოდნის სხვადასხვა დონის მქონე პირთა ერთ ჯგუფში გაერთიანება, რაც უარყოფითად აისახება გაკვეთილის ხარისხზე, ასევე მოსწავლეთა მოტივაციაზე. 5.20. სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი შესაფერის ფართის ქირავნობის გამოწვევების წინაშე ხალხური ცეკვისა და სიმღერის ზოგიერთი სახელოვნებო ჯგუფი დგას. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ დამატებითი სივრცეები სჭირდებათ დასაკრავი ინსტრუმენტებისა და კოსტიუმების შენახვისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იჯარის ფასს. ძირითადად, ამ გამოწვევის წინაშე დგანან ის სახელოვნებო ჯგუფები, რომლებიც საქმიანობენ იმ ქვეყნებში, სადაც მცირეა ქართული დიასპორის რიცხოვნობა. 39 5.21. საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში ქართული მართმადიდებლური ეკლესია უზრუნველყოფს სამრევლო სკოლების ფუნქციონირებას და მათ მხარდაჭერას. ამ სკოლებში, ეკლესიის მრევლისთვის სერვისები უფასოდაა ხელმისაწვდომი, მათ აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ქართული ენა, რელიგია, კულტურა, ასევე გალობა, ხალხური სიმღერა და სხვა. 5.22. უმრავლეს შემთხვევაში, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები (მენეჯერები, მასწავლებლები) საქმიანობას მოხალისეობრივ საწყისებზე ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური გრანტები და მხარდაჭერის სხვა პროგრამები, ამ შესაძლებლობით დიასპორული ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ სარგებლობს. აღნიშნულის ძირითადი მიზეზებია: დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დროის დეფიციტი (დასაქმებულნი არიან სრულ განაკვეთზე სხვა სამსახურში), განაცხადის შესავსებად არასაკმარისი უნარები, სუსტად ჩამოყალიბებული საპროექტო განაცხადი, კადრების დეფიციტი და სხვა სუბიექტური მიზეზები. 5.23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიასპორული ორგანიზაციებისთვის, ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს საელჩოები/საკონსულოები სხვადასხვა სახის ტექნიკურ, საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობენ. დიასპორულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების პროცესში დავადგინეთ, რომ ზოგიერთმა მათგანმა საქართველოს წარმომადგენლობის დახმარებით მოაგვარა სხვადასხვა ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხი, მიიღო ტექნიკური დახმარება სხვადასხვა აქტივობების განხორციელების პროცესში, ასევე საელჩოს/საკონსულოს ხელშეწყობით მოაწყო ერთობლივი ღონისძიებები. 5.24. დიასპორული ორგანიზაციებისთვის (განსაკუთრებით საკვირაო სკოლები, თეატრები) არამდგრადი ფინანსური მდგომარეობა (საბაზისო პირობების უზრუნველსაყოფად) საფრთხეს უქმნის თანამემამულეთათვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას, ასევე უარყოფითად აისახება ამ სერვისების ხარისხზე, მოსწავლეთა მოტივაციაზე. დიასპორულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების პროცესში დადგინა, რომ ზოგიერთი საკვირაო სკოლის წარმომადგენელი/პედაგოგი, იჯარისთვის არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, საკვირაო სკოლის გაკვეთილებს, საკუთარ საცხოვრებელი სახლის/ბინის ოთახში ატარებს. 5.25. დიასპორასთან თანამშრომლობის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს დიასპორული ორგანიზაციების მდგრადობა და ხარისხიანი სერვისების მიწოდება. რეკომენდაცია 3. გადაიხედოს დიასპორული ორგანიზაციების, განსაკუთრებით საკვირაო სკოლების, სახელმწიფო დაფინანსების/მხარდაჭერის არსებული მოდელი ან/და კრიტერიუმები. დადგინდეს მხარდაჭერის მექანიზმებში დიასპორული ორგანიზაციების მიერ სივრცის/ფართის (სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის) საიჯარო გადასახადის სუბსიდირების/თანადაფინანსების შესაძლებლობა და წინაპირობები. იჯარის სუბსიდირების/თანადაფინანსების მისაღებად შესაძლებელია დამატებით კრიტერიუმად 40 განსაზღვრული იყოს მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა, პედაგოგების კვალიფიკაცია, იჯარის ზღვრული ოდენობა და სხვა. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2026 წლიდან. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგიერთი ქვეყანა უზრუნველყოფს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ერთი ან რამდენიმე მიმართულების სუბსიდირებას ან დაფინანსებას31. ამ მხრივ, სახელმწიფოები ხელს უწყობენ დიასპორული ორგანიზაციების სწავლებისთვის ფართის იჯარის და კომუნალური გადასახადების გადახდას (სრულად ან ნაწილობრივ, სუბსიდირება), მასწავლებელთა და სხვა პერსონალის ანაზღაურებას (მოსწავლეების რაოდენობის ან საგაკვეთილო საათების მიხედვით), მასწავლებელთა მომზადება/გადამზადების დაფინანსება, სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას და სხვა. ამასთან, ზოგიერთი სახელმწიფო იყენებს დიასპორული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერის მხოლოდ ერთ ინსტრუმენტებს - საგრანტო კონკურსებს. რეკომენდაცია 4. უზრუნველყოფილი იყოს, წელიწადში სულ მცირე ორჯერ, სახელმწიფო დაფინანსების (საგრანტო პროექტები, მხარდაჭერის სხვა მექანიზმები) მართვისა და განხორციელების საკითხებზე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება და კონსულტაციების, ტრენინგების ჩატარება (მათ შორის ონლაინ რეჟიმში). საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის შესრულებაში უზრუნველყოფილი იყოს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობების ჩართულობა, მხარდაჭერა. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. დიასპორულ ორგანიზაციებში სწავლების პროცესის უზრუნველყოფა 5.26. დიასპორულ ორგანიზაციებში, განსაკუთრებით საკვირაო სკოლებში ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება დიდ გავლენას ახდენს ქართული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებაზე, ასევე მოსწავლეთა მოტივაციაზე. დიასპორულ ორგანიზაციებში მასწავლებლის, პედაგოგის პოზიციაზე დასაქმებული პირების რაოდენობისა და კვალიფიკაციის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. 5.27. საკვირაო სკოლებში საგაკვეთილო პროცესს, როგორც წესი, მოხალისეობრივ საწყისებზე უძღვებიან თანამემამულეები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არ აქვთ პედაგოგის სპეციალობა. პედაგოგიურ საქმიანობაში მათი ჩართულობის უმთავრესი მოტივაციაა უზრუნველყონ მოსწავლეებში ქართული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, გააძლიერონ ქართული დიასპორა. საკვირაო სკოლის პედაგოგები, როგორც წესი სრულ განაკვეთზე დასაქმებულები არიან სხვა სამუშაო ადგილას. გამონაკლის შემთხვევაში, საკვირაო სკოლების სასწავლო პროცესს უძღვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პროფესიით პედაგოგები არიან. 5.28. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მოქმედ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი“ უზრუნველყოფს საკვირაო სკოლების მასწავლებელთა მხარდაჭერას 31 დიასპორების საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საქმიანობა და მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, 2024 წლის მაისი. 41 შემდეგი მიმართულებით: ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, სახელმძღვანელოების შექმნა და მიწოდება, ტრენინგები. 5.29. თემატური მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ საკვირაო სკოლის მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერა არ არის საკმარისი დიასპორტული ორგანიზაციებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის. ამჟამად, საკვირაო სკოლების დიდ ნაწილში, სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა სწავლების წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურისა და სასწავლო გეგმის შემუშავების/განხორციელების, სწავლების შედეგების განსაზღვრის სუსტი პრაქტიკა. დიასპორულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების ფარგლებში დადგინა, რომ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა ფორმით მათი საქმიანობის წახალისება. 5.30. თემატური მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ დიასპორული ორგანიზაციებს აქვთ კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი, ასევე მასწავლებლობით დაინტერესებულ პირებისთვის (თანამემამულეები) არ არის ხელმისაწვდომი სრულფასოვანი მომზადების/გადამზადების მოდული, რომლის დასრულების შემდგომ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის ცოდნას და განავითარებენ მასწავლებლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. დიასპორული ორგანიზაციების უმრავლესობაში, სუსტია ან საერთოდ არ არსებობს მასწავლებელთა ფინანსური წახალისების მექანიზმი. 5.31. კვალიფიციურ მასწავლებელთა სიმცირე გამოწვევას წარმოადგენს სახელოვნებო ჯგუფებისთვისაც, კერძოდ ცეკვის ჯგუფების/ანსამბლებისთვის. მიუხედავათ ცეკვის ანსამბლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობისა (საკვირაო სკოლებთან შედარებით), მათ უჭირთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული ცეკვის პროფესიონალი ქორეოგრაფების მოძებნა და დასაქმება. ხშირ შემთხვევაში ამ პრობლემის გამო, ისინი ვერ ახერხებენ მოსწავლეთა ახალი ჯგუფების დაკომპლექტებას (არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას). საკვირაო სკოლების პედაგოგებთან შედარებით, ცეკვის ჯგუფებში/ანსამბლებში მასწავლებლები/ქორეოგრაფები იღებენ ანაზღაურებას. რეკომენდაცია 5. შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციებში სასწავლო პროცესში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის დიასპორული ორგანიზაციების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. რეკომენდაცია 6. შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციების სახელოვნებო ჯგუფებში, ანსამბლებში ჩართული პედაგოგების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის სახელოვნებო ჯგუფების, ანსამბლების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები. ადრესატი: საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. 42 რეკომენდაცია 7. დადგინეს ხარისხიანი სასწავლო გეგმის შემუშავების ან/და გეგმის გაუმჯობესების მსურველი დიასპორული ორგანიზაციები, მათი სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სასწავლო გეგმის განვითარების ან/და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი მხარდაჭერა, ღონისძიებების განხორციელება. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წლიდან. რეკომენდაცია 8. შემუშავდეს და დაინერგოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, მასწავლებლობის სურვილის მქონე პირებისთვის და მოქმედი მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების (მომზადება/გადამზადება) მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. რეკომენდაცია 9. კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ/ორგანოებმა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მასწავლებლობის სურვილის მქონე პირთა მომზადება/გადამზადების იმგვარის მექანიზმის დანერგვა და ამოქმედება, რომელიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მასწავლებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2026 წელი. რეკომენდაცია 10. შემუშავდეს კრიტერიუმები და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, წელიწადში ერთხელ, დიასპორულ ორგანიზაციებში მოღვაწე მასწავლებლებისთვის/პედაგოგებისთვის ჯილდოს ან/და პრემიის გამოყოფას. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგიერთი სახელმწიფო ახორციელებს პროაქტიულ პოლიტიკას საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული სკოლების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის. ამ მხრივ მხარდაჭერის სახვადასხვა მეთოდს იყენეს ესტონეთის, ბულგარეთის, ისრაელის, პოლონეთისა და თურქეთის ხელისუფლების ორგანოები. ამ ქვეყნებში ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფს საკვირაო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას (ონლაინ ტრენინგები, სამშობლოში ჩამოყვანა და კვალიფიკაციის ამაღლება), სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარებას (საკონსულტაციო მომსახურება, მასტერ-კლასები, სხვა), საზღვარგარეთის ქვეყნებში კვალიფიციური მასწავლებლების მივლინებას და სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 5.32. დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის ფარგლებში დადგინდა, რომ ხშირ შემთხვევებში, საგანმანათლებლო რესურსის (წიგნები, სამუშაო რვეულები, სხვა) დეფიციტი საკვირაო სკოლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვა პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს შესაბამის მხარდაჭერას. კერძოდ, უზრუნველყოფს საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების, დამხარე 43 ლიტერატურისა და თვალსაჩინოებების გადაცემას. ამ პროცესში, ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება ამ მასალების საქართველოდან საზღვარგარეთ ტრანსპორტირებაა (მომსახურების მაღალი ფასი). 5.33. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული (დიასპორის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით) საგანმანათლებლო რესურსებისა და ლიტერატურის გაციფრულებას. ელექტრონული დოკუმენტები ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციებისთვის. 5.34. თემატური მოკვლევის ფართლებში დადგინა, ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ბავშვებისთვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პროცესში ერთერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული ენის სწავლებაა. ამ მხრივ, საკვირაო სკოლების წარმომადგენლებმა დაასახელეს ქართული, როგორც უცხო ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოს არ არსებობა, როგორც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი. ამ მხრივ, საკვირაო სკოლების უმრავლესობა მიმართავს სხვადასხვა პრაქტიკას, მათ შორის ხშირად იყენებენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“. თუმცა ამ სახელმძღვანელოში გამოყენებულია საზღვარგარეთ დაბადებული, თანამედროვე ბავშვებისთვის ისეთი უცხო სიტყვები („ურო“, „ურემი“ და სხვა), რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია არც დასჭირდეთ. 5.35. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის“ ჩართულობით, 2024 წელს დასრულდა მუშაობა ქართული ენის, როგორც უცხო ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოზე - „33 გასაღები“, რომელიც დიასპორული ორგანიზაციებისთვის ოქტომბრის თვიდანაა ხელმისაწვდომი. სახელმძღვანელო არის გაფორმებული ლამაზი ილუსტრაციებით და თანამედროვე ლექსიკით გამდიდრებული. სახელმძღვანელოს შემუშავებაში ჩართული იყო არაერთი სპეციალისტი, მათი შეფასებით სახელმძღვანელოს შემუშავებაში გათვალისწინებული იყო მრავალი ფაქტორი და გარემოება, რათა წიგნი სასარგებლო ყოფილიყო ემიგრაციაში დაბადებული ყველა ბავშვისთვის. 5.36. ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართულ ენაზე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს დარგობრივ სამინისტროებთან თანამშრომლობით, რეგულარულად აწვდის წიგნებს და სხვა მასალებს დიასპორულ ორგანიზაციებს, ასევე პროაქტიულად ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებში ქართული კუთხეების მოწყობას. 5.37. დიასპორული ორგანიზაციებთან კონსულტაციების პროცესში, სახელოვნებო ჯგუფების (მუსიკა, ცეკვა) წარმომადგენლები ყურადღება გაამახვილეს მუსიკალური საკრავებისა და საცეკვაო ფორმების დეფიციტზე, ასევე სხვადასხვა 44 ფესტივალებსა თუ გასტროლებში მონაწილეობისთვის ტრანსპორტირების სირთულეებზე (მომსახურების მაღალი ფასი). ამ კონტექსტში აღსანიშნავია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. 2021-2023 წლებში, ამ პროგრამის ფარგლებში 60-მა სახელოვნებო ჯგუფმა მიიღო დაფინანსება შესაბამისი ინვენტარისა და ფორმის შესაძენად, ფესტივალისა თუ სხვა კონკურში მონაწილეობის მისაღებად. 2022 და 2023 წელს საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოტანილი თითქმის ყველა განაცხადის დაფინანსება უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ (2022 წელს შემოვიდა 19 განაცხადი, დაფინანსდა - 16; 2023 წელს - შემოვიდა 25 განაცხადი, დაფინანსდა 24). არსებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ წლის განმავლობაში გრანტის მიღებას სახელოვნებო ჯგუფების დაახლოებით 1/5 ახერხებს. 5.38. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსში „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ მონაწილეობასთან დაკავშირებით, დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ პროექტის მომზადების და მართვის, განსაკუთრებით შესყიდვისა და ინვენტარის/ფორმების დროულად მიწოდების სირთულეებზე. ამ მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მზაობას, უზრუნველყოს სახელოვნებო ჯგუფების წარმომადგენელთა მხარდაჭერა/კონსულტირება საგრანტო პროექტების მომზადებასა და მართვასთან დაკავშირებით. 5.39. აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კერძო კომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. პარტნიორობის ფარგლებში კერძო ორგანიზაცია უზრუნველყოფს ანსამბლებისთვის დაფინანსების გამოყოფას შესაბამისი რეკლამის ან მისი ბრენდის თვალსაჩინოების ხელშეწყობის მიზნით. არსებითად მნიშვნელოვანია რომ ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და დაამყარონ თანამშრომლობა საზღვარგარეთ და საქართველოში მოქმედ კერძო ორგანიზაციებთან. რეკომენდაცია 11. არსებული რესურსის ფარგლებში, დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები და უზრუნველყოფილი იყოს საზღვარგარეთ მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის (სიმღერის, ცეკვისა და თეატრალური ჯგუფებისთვის) შესაბამისი ინვენტარის, ფორმების, ინსტრუმენტების მიწოდება, ასევე ხელი შეეწყოს შემოქმედებითი ჯგუფების ღონისძიებების მოწყობას და მათში მონაწილეობას. ადრესატი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. 5.40. სიმღერისა და ცეკვის ჯგუფებისგან/ანსამბლებისგან განსხვავებული საჭიროებები აქვს დიასპორული ორგანიზაციების თეატრალურ ჯგუფებს. იმის გამო, რომ თეატრალურ ჯგუფებში მონაწილეობენ დამწყები, მოყვარული მსახიობები (რომლებიც ხშირ შემთხვევაში სრულფასოვნად არ ფლობენ ქართულ ენას), არსებითად მნიშვნელოვანია თეატრალური დადგმისთვის ქართული პიესების ტექსტის ადაპტირებული ვერსიის არსებობა. ამ მხრივ, თეატრალურ ჯგუფებს აქვთ შესაბამისი ტექსტების დეფიციტი. ჯგუფის მასწავლებლებს/რეჟისორებს უწევთ დიდი შრომის გაწევა პიესების ადაპტაციისთვის, რაც დიდ დროს და შესაბამისი უნარების ფლობას მოითხოვს. 45 5.41. ადაპტირებული სახელმძღვანელოების გარდა, თეატრალური ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არასაკმარისი ფინანსური რესურსი თეატრალური დადგმების მოსაწყობად. მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ თეატრალურ ჯგუფებს აქვთ მზაობა გააღრმავონ თანამშრომლობა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან. დიასპორული ორგანიზაციების თეატრალური ჯგუფები, როგორც წესი, თანამშრომლობენ და მათ აქვთ კომუნიკაცია საქართველოში მოქმედ რამდენიმე თეატრის წარმომადგენელთან (თეატრალური ჯგუფების წარმომადგენლები იყენებენ საკუთარ პროფესიულ კავშირებს საქართველოში მოქმედი თეატრებთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის). 5.42. თეატრალურ ჯგუფების წარმომადგენლებთან კონსულტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ სპექტაკლების დადგმა რამდენიმე მიზანს ემსახურება, კერძოდ ქართული იდენტობის, ენის, კულტურის განვითარებასა და შენარჩუნების ხელშეწყობას, ასევე საქართველოს საზოგადოებაში ქართული დიასპორის ყოფის სხვადასხვა ასპექტის წარმოჩენას. 5.43. თეატრალური დადგმას, როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთ ფორმას, აქტიურად იყენებს საქართველოს საპატრიარქო. კერძოდ, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება მინი-სპექტაკლები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროსკლასელებისთვის. სპექტაკლების დადგმაზე პასუხისმგებელია პროფესიონალი რეჟისორი, ხოლო მასში მონაწილეობენ არაპროფესიონალი მსახიობები, სკოლის მოსწავლები (ისინი ეუფლებიან სამსახიობო ოსტატობას). 30-45 წუთიანი სპექტაკლების მიზანია ახალგაზრდებში ეროვნული თვითმყოფადობის განცდის გაღვივება, მართლმადიდებლობის სხვადასხვა ასპექტის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა ასპექტის სწავლება, საზოგადოებაში სხვადასხვა ზნეობრივი და კულტურული ასპექტების წარმოჩენა და სხვა. სპექტაკლების თემატიკა მრავალფეროვანია და აერთიანებს, მათ შორის: წმინდანებისა და ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებას. პროექტის დაწყებიდან საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა სპექტაკლების დადგმა საქართველოს 400-ზე მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 5.44. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია რამდენიმე სპექტაკლი წარმოდგენილი იყოს ქართული დიასპორის წინაშე. საგანმანათლებლო მიზნების გარდა, მსგავს ღონისძიებებს აქვთ პოტენციალი დააკავშირონ საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა თანამემამულეები ერთმანეთს. საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა ჩაერთოს დიასპორული ორგანიზაციების, თეატრალური ჯგუფების მხარდაჭერის პროცესში და გაუზიაროს მათ სპექტაკლის პიესები, ემიგრანტი ქართველი რეჟისორებისთვის ჩაატარონ სწავლება (მასტერკლასები) შესაბამისი სპექტაკლების დადგმაში. რეკომენდაცია 12. გაძლიერდეს თანამშრომლობა დიასპორული ორგანიზაციების თეატრალურ დასებთან. სახელმწიფო ორგანომ, ხელთარსებული რესურსის ფარგლებში და თეატრალური ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ქართული პიესების ადაპტირებას შესაბამისი დადგმებისთვის. ხელი შეეწყოს საზღვარგარეთ მოქმედი თეატრალური დასების საქართველოში მოქმედ სახელმწიფო თეატრებთან 46 თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს კულტურის სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. ადრესატი: 47 გამოყენებული მასალები 1. საქართველოს კონსტიტუცია 2. საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ თანამემამულეებისა და 3. საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ 4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილება „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ 5. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 დეკემბერის №540 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 6. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N629 „2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის პროგრამის (სტრატეგიის) და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“. 7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბერის ბრძანება №207/ნ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“. 8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-27 „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, 2017 წლის 16 თებერვალი. 9. საქართველოს 2021 – 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია 10. საქართველოს 2021 – 2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმა 11. დიასპორის პროგრამა „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 12. დიასპორების საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საქმიანობა და მხარდაჭერის მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა. საინფორმაციოკვლევითი დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. 2024 წლის მაისი. 13. 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის პროგრამა (სტრატეგია) 14. 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის პროგრამის (სტრატეგიის) 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა 15. „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“, თემატური მოკვლევა. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. 2024 წლის ივნისი. 16. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფომრაცია 17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან გამოთხოვილი ინფორმაცია 48 დანართი 1. თემატური მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილე ორგანიზაციების, უწყებების ჩამონათვალი დიასპორული ორგანიზაციები 1. "იმედი", საკვირაო სკოლა. 2. ანსამბლი „ჰერულა“. 3. ქართული კულტურის ცენტრი "ფესვები". 4. ,,ჩვენ დავბრუნდებით”, ლიტერატურული თეატრი. 5. ბერი გაბრიელის სახელობის საკვირაო სკოლა. 6. „ქართველები დრეზდენში“. 7. „ფესვები“, საკვირაო სკოლა. 8. კულტურის ცენტრ "ინკოსთან" არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ იბერია“. 9. ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის " ქართული საკვირაო სკოლა. 10. „ეუროჯორჯია ბარსელონა“, დიასპორული ორგანიზაცია. 11. ქორეოგრაფიული ანსამბლი „საქართველო“. 12. ქართული საკვირაო სკოლა და ხალხულ საკრავთა სტუდია „ბეღურა“. 13. ქართული ცეკვის აკადემია „Georgia“. 14. „პატარა საქართველო ვალენსიაში“. 15. საკვირაო სკოლა "მზიური". 16. “ქართული საკვირაო სკოლა“. 17. ქართული საკვირაო სკოლა ვარშავაში. 18. ანსამბლი “სიხარული”. 19. სანქტ-პეტერბურგის ქართული ეკლესიის საკვირაო სკოლა. 20. "ლილე", საკვირაო სკოლა. 21. "ფესვები", საკვირაო სკოლა. 22. "ლაზი", ქართული კულტურის კერა. 23. წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლა „თამარიონი“. 24. მიშელ მუსხელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა. 25. ხალხური სიმღერების გუნდი „სადარისი“. 26. ანსამბლი "კოლხიდა". 27. „ნაკადული“, საკვირაო სკოლა. 28. ვახტანგ მეექვსის სახელობის საკვირაო სკოლა. 29. ქართულ-ბერძნული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი „პეგასიმერანი“. 30. ,,არმაზი”, ქართულ-ებრაული კულტურისა და განათლების ცენტრი. 31. „ივერიელები“, დავით გურამიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა და ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვის ანსამბლი. 32. თესალონიკის ქართულო საზოგადოება „საქართველო“. 33. თესალონიკის ქართული თეატრალური დასი (პატარა თეატრი). 34. „ლამპარი“, ქართული საკვირაო სკოლა. 49 35. „იმედი“, საკვირაო სკოლა. 36. ქართულ-იტალიური ტელევიზია „TV Italo-Georgiana“. 37. რომის საკვირაო სკოლა. 38. ქართული კულტურის ორგანიზაცია. სახელმწიფო ორგანოები 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მის მმართველობაში შემავალი სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ 3. საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის მმართველობაში შემავალი სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ 4. საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი 5. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 6. სსიპ ენის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვა ორგანიზაციები 1. საქართველოს საპატრიარქო, დიასპორასთან ურთიერთობის სამსახური 2. ააიპ „მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველო" 50 დანართი 2. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, ადრესატები და შესრულების ვადები რეკომენდაცია 1. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის, 2021-2030 წლებისთვის სახელმწიფო ენის პროგრამის მიზნების მიღწევის, ამ პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების, ასევე დარგობრივი სამინისტროების შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისთვის საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტებმა დანერგონ დარგობრივი სამინისტროების ანგარიშების ყოველწლიური მოსმენის პრაქტიკა (სულ მცირე წელიწადში ერთხელ). ადრესატი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კულტურის კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. შესრულების ვადა: 2025 წლიდან. რეკომენდაცია 2. დაიხვეწოს დიასპორული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სხვა ტიპის ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, აღრიცხვიანობა და მენეჯმენტი. სახელმწიფო ორგანომ უზრუნველყოს ისეთი მონაცემების შეგროვება, როგორიცაა (არასრული ჩამონათვალი): დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სფერო, ხელმისაწვდომი სერვისები და საკვირაო სკოლების მასწავლებლების კვალიფიკაცია, წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა და სხვა. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. რეკომენდაცია 3. გადაიხედოს დიასპორული ორგანიზაციების, განსაკუთრებით საკვირაო სკოლების, სახელმწიფო დაფინანსების/მხარდაჭერის არსებული მოდელი ან/და კრიტერიუმები. დადგინდეს მხარდაჭერის მექანიზმებში დიასპორული ორგანიზაციების მიერ სივრცის/ფართის (სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის) საიჯარო გადასახადის სუბსიდირების/თანადაფინანსების შესაძლებლობა და წინაპირობები. იჯარის სუბსიდირების/თანადაფინანსების მისაღებად შესაძლებელია დამატებით კრიტერიუმად განსაზღვრული იყოს მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა, პედაგოგების კვალიფიკაცია, იჯარის ზღვრული ოდენობა და სხვა. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2026 წლიდან. რეკომენდაცია 4. უზრუნველყოფილი იყოს, წელიწადში სულ მცირე ორჯერ, სახელმწიფო დაფინანსების (საგრანტო პროექტები, მხარდაჭერის სხვა მექანიზმები) მართვისა და განხორციელების საკითხებზე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება და კონსულტაციების, ტრენინგების ჩატარება (მათ შორის ონლაინ რეჟიმში). საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის შესრულებაში უზრუნველყოფილი იყოს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობების ჩართულობა, მხარდაჭერა. ადრესატი: საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. რეკომენდაცია 5. შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციებში სასწავლო პროცესში ჩართული მასწავლებლების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი 51 სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის დიასპორული ორგანიზაციების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. რეკომენდაცია 6. შესწავლილ იქნეს და დადგინდეს დიასპორულ ორგანიზაციების სახელოვნებო ჯგუფებში, ანსამბლებში ჩართული პედაგოგების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია, ხარისხიანი სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის სახელოვნებო ჯგუფების, ანსამბლების სხვა საჭიროებები და მათზე რეაგირების შესაძლო გზები. ადრესატი: საქართველოს კულტური სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წელი. რეკომენდაცია 7. დადგინეს ხარისხიანი სასწავლო გეგმის შემუშავების ან/და გეგმის გაუმჯობესების მსურველი დიასპორული ორგანიზაციები, მათი სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სასწავლო გეგმის განვითარების ან/და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი მხარდაჭერა, ღონისძიებების განხორციელება. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025 წლიდან. რეკომენდაცია 8. შემუშავდეს და დაინერგოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, მასწავლებლობის სურვილის მქონე პირებისთვის და მოქმედი მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების (მომზადება/გადამზადება) მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გასცემს კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. რეკომენდაცია 9. კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ/ორგანოებმა უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მასწავლებლობის სურვილის მქონე პირთა მომზადება/გადამზადების იმგვარის მექანიზმის დანერგვა და ამოქმედება, რომელიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მასწავლებლად მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2026 წელი. რეკომენდაცია 10. შემუშავდეს კრიტერიუმები და დაინერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, წელიწადში ერთხელ, დიასპორულ ორგანიზაციებში მოღვაწე მასწავლებლებისთვის/პედაგოგებისთვის ჯილდოს ან/და პრემიის გამოყოფას. ადრესატი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. რეკომენდაცია 11. არსებული რესურსის ფარგლებში, დაინერგოს შესაბამისი მექანიზმები და უზრუნველყოფილი იყოს საზღვარგარეთ მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფებისთვის (სიმღერის, ცეკვისა და თეატრალური ჯგუფებისთვის) შესაბამისი ინვენტარის, ფორმების, 52 ინსტრუმენტების მიწოდება, ასევე ხელი შეეწყოს შემოქმედებითი ჯგუფების ღონისძიებების მოწყობას და მათში მონაწილეობას. ადრესატი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. რეკომენდაცია 12. გაძლიერდეს თანამშრომლობა დიასპორული ორგანიზაციების თეატრალურ დასებთან. სახელმწიფო ორგანომ, ხელთარსებული რესურსის ფარგლებში და თეატრალური ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს ქართული პიესების ადაპტირებას შესაბამისი დადგმებისთვის. ხელი შეეწყოს საზღვარგარეთ მოქმედი თეატრალური დასებთან საქართველოში მოქმედ სახელმწიფო თეატრებთან თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. ადრესატი: საქართველოს კულტურის სამინისტრო. შესრულების ვადა: 2025-2026 წელი. 53