საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში“ წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1495/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-07
კომიტეტის სხდომის ნომერი 16

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3124?local=true საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა თარიღი 07 თებერვალი 2025 11:30 2025 წლის 7 თებერვალი, 11:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 4. „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 1 of 2 2/11/2025, 8:49 PM https://parliament.ge/print/announcement/3124?local=true საქართველოს პარლამენტი 5. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 2 of 2 2/11/2025, 8:49 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2025 წლის 7 თებერვალი, 11.30 სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N16 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი, გენრიეტა წიწავა, გურამ მაჭარაშვილი, ლიკა შარტავა, დათო კოდუა. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 4. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 5. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად,საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართული მასალებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაცია. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი დღის წესრიგში დადგა საქართველოს პარლამენტის 49 წევრისათვის, მათივე განცხადებების საფუძველზე, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გამო. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ჩამოყალიბდა სხდომაზე წარმოდგენილ დანართში ასახული პროპორციების შესაბამისად, კერძოდ: 11 წევრიან კომიტეტში: ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 1 წევრი; პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ -1 წევრი; 2 საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში ფრაქციათა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში (წევრთა რაოდენობა - 16 წევრი) პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრება შემდეგნაირად: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი; 2. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 3 წევრი; 3. პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 1 წევრი; 4. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრი - 4 წევრი. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): 3 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი რაოდენობა განისაზღვროს 10 შემადგენლობით, წევრის საგამოძიებო ხოლო კომისიის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 წევრი; 2. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 2 წევრი; 3. პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 1 წევრი; 4. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრი - 2 წევრი. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში განსაზღვრული წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 4 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 189-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 2281 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები სხდომაზე წარმოდგენილი თანდართული ნუსხის მიხედვით, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დუჭიროს კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო წარმომადგენლობის კვოტები დელეგაციებში გაეგზავნოს განსაზღვრული საქართველოს პროპორციული პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 5