საქართველოს პარლამენტის წევრის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი მეზურნიშვილის მიერ წარმოდგენილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი
ნომერი
#2-1514/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-10
ბიუროს ნომერი 20

📜 ტექსტი

წერილი
2-1514/25 07-02-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს ბატონო ნიკოლოზ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად გიგზავნით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი
ანგარიში
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2024 წლის იანვარი - 2025 წლის იანვარი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ პაბსეკის საპარლამენტო ასამბლეაში 2024 წლის პერიოდში აქტიური მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, კერძოდ: • • • • • მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, ქ. სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა. 23 თებერვალი 2024; კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა, ქ. სკოპიე, ჩრდ. მაკედონია, 5-6 მარტი 2024; სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა, კაჭრეთი, საქართველო, 20-21 აპრილი, 2024; გენერალური ასამბლეის რიგით 63-ე სხდომა, ქ. ტირანა, ალბანეთი, 13-15 მაისი, 2024; გენერალური ასამბლეის სხდომა, ონლაინ ფორმატი, ორგანიზატორი ქვეყანა სომხეთის რესპუბლიკა, 11-12 დეკემბერი, 2024. ზემოაღნიშნული შეხვედრების გარდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა 2024 წლის 7 თებერვალს პაბსეკის ეგიდით, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ასევე 2024 წლის 28 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ რიზეში გამართულ რიზეს ეკონომიკურ ფორუმში. 2024 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოვიდა პაბსეკის სადამკვირვებლო მისია ასამბლეის გენერალური მდივნის ასაფ ჰაჯიევის ხელმძღვანელობით, რომელიც დააკვირდა ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების პროცესს. ჩატარებული ღონისძიებები: 23 თებერვალი, 2024 - მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა, სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა შეხვედრას უძღვებოდა პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტი და პაბსეკში ალბანეთის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელი პეტრო კოჩი. მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მიიღო ასამბლეის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილ იქნა სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ. სხდომაზე განიხილეს პაბსეკის საქმიანობის სხვადასხვა საკითხები, ასამბლეის მიმდინარე და სამომავლო გეგმები. პაბსეკის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, მონაწილეებს აცნობა, რომ ასამბლეის ღონისძიებების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ეროვნულ დელეგაციებს ინფორმაცია მიეწოდებათ წინასწარ და ასამბლეის წევრი პარლამენტები მზად უნდა იყვნენ, რომ ორ წელიწადში ერთხელ უმასპინძლონ ასამბლეის სხვადასხვა ღონისძიებებს. 2025 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება 5-6 მარტი, 2024 - კულტურის, განათლებისა და სოციალურ საქმეთა კომიტეტის სხდომა, სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „ინოვაციების დანერგვის და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება“. ზემოაღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნა რეკომენდაციის და მოხსენების პროექტები. კომიტეტმა მოისმინა ბისეკის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ბისეკის საერთაშორისო სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის სანდრა ვუინოვიჩის მიერ. 20-21 აპრილი, 2024 - სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა, კაჭრეთი, საქართველო 2024 წლის, 20-21 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომას. სხდომაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ცხრა წევრი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებმა. კომიტეტის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში“. ზემოაღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნა რეკომენდაციის და მოხსენების პროექტები. კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა კულტურული ურთიერთკავშირების, კულტურული დიალოგისა და შემწყნარებლობის მნიშვნელობაზე, რაც ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესში პარლამენტის როლი უდიდესია. პარლამენტის წევრებს, როგორც ხალხის წარმომადგენლებს, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ იმგვარი კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რომლებიც ხელს უწყობენ კულტურათაშორის დიალოგს და უზრუნველყოფენ მოცემული პრინციპების დაცვას საზოგადოებაში. სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ასევე გაკეთდა საქართველოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკასა და მის სამოქმედო გეგმაზე. ამ პოლიტიკის მიზანი არის თანასწორობაზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი გაძლიერება და ყველა მოქალაქისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შორის. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასამბლეასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. 13-15 მაისი, 2024 - გენერალური ასამბლეის რიგით 63-ე სხდომა, ტირანა, ალბანეთი გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ბიუროს და კომიტეტების სხდომები, ასევე პლენარული სესია. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საერთო გამოწვევების გასაძლიერებლად“, რომელზეც გაიმართა გენერალური დებატები. სესიაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლი კულტურათაშორისი დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობაში“; „ინოვაციების დანერგვის და კეთილდღეობის მიღწევის 2025 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება მიზნით ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება“; „შავი ზღვის რეგიონში ენერგო ვაჭრობის ხელშეწყობა“. ასამბლეაზე წარმოდგენილ იქნა ბისეკის საერთაშორისო ორგანიზაციის წლიური ანგარიში, ასევე მოუსმინეს სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ასამბლეამ დაამტკიცა 2023 წლის აუდიტის ანგარიში და მიიღო გადაწყვეტილება 2025 და 2026 წლებში კომიტეტის სხდომების გამართვის გეგმის შესახებ. პლენარული სესიის დასასრულს ასამბლეის თავმჯდომარეობა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას გადაეცა. 11-14 დეკემბერი, 2024 - გენერალური ასამბლეის რიგით 64-ე სხდომა, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა სხდომაში, ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „საზღვრების გახსნა, როგორც რეგიონული განვითარების გარანტია“. სესიაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე: „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, როგორც განვითარების საშუალება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში“; „ლტოლვითა და მიგრანტების სამართლებრივი გამოწვევები“; პარლამენტების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაძლიერებაში". ასამბლეამ დაამტკიცა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაამტკიცა საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის კომიტეტის შემადგენლობა (უკრაინა, ალბანეთი, სომხეთი), რომელიც მოამზადებს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს და 2024 წლის აუდიტის ანგარიშს. სესიის დასასრულს ასამბლეის თავმჯდომარეობა გადაეცა აზერბაიჯანის პარლამენტს. ზემოაღნიშნული ღონისძიებების გარდა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თანა-ორგანიზატორობით გამართულ რიზეს ეკონომიკურ ფორუმში. ღონისძიება იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, ფორუმს სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მასში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ფორუმის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „ლოგისტიკა და ტრანსპორტი შავი ზღვის რეგიონში’’. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პაბსეკში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა. სიტყვით გამოსვლაში მან ისაუბრა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინოვაციების წახალისების საჭიროებაზე. ფორუმის დასასრულს მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება თემაზე „ლოგისტიკა და ტრანსპორტი შავი ზღვის რეგიონში“. 2025 | საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი | საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება