საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 4
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3127?local=true
საქართველოს პარლამენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა
კომიტეტების ერთობლივი სხდომა
თარიღი
10 თებერვალი 2025 13:00
2025 წლის 10 თებერვალი,13:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
დღის წესრიგი
(ერთობლივი საკითხი)
1. საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „ადგილწარმოშობის
დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის
აქტი“
(07-2/16;
27.01.2025)
(წამყვანი:
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი) (სავალდებულო: აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები: წამყვან
კომიტეტზე 04.02-11.03; სხვა კომიტეტზე 04.02-25.02) (შემსრულებელი კომიტეტიდან: ხ.
ხვიჩია, ი. ქველაძე);
მომხსენებელი: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე;
2.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
„2019
წლის
18
ივნისის
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის
სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო
I2Q)“ მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი)
(სავალდებულო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) (ვადები:
1 of 2
2/10/2025, 11:29 PM
https://parliament.ge/print/announcement/3127?local=true
საქართველოს პარლამენტი
წამყვან
კომიტეტზე
04.02-11.03;
სხვა
კომიტეტზე
04.02-25.02)
(შემსრულებელი
კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, ც. კაკაბაძე);
მომხსენებლები: ეკატერინე გუნცაძე- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილე;
3.
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი:
ირაკლი
ქადაგიშვილი
-
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე.
პრესრელიზი
2 of 2
2/10/2025, 11:29 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომის ოქმი N4
(სხდომა ჩატარდა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად)
2025 წლის 10 თებერვალი
თბილისი, რუსთაველის 8
სხდომის დაწყების დრო:13:00 სთ
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი (კომიტეტის
თავმჯდომარე), ზვიად შალამბერიძე - (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილე), ვლადიმერ ბოჟაძე, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი შატაკიშვილი, დიმიტრი
ხუნდაძე;
სხდომას არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი: დიმიტრი სამხარაძე;
კომიტეტის აპარატის უფროსი სულიკო ბეჟანიძე, კომიტეტის თავმჯდომარის
თანაშემწე ნანა შაუთიძე, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, თ. კალანდარიშვილი,
რ. ხიზანიშვილი, თ. ტყეშელიაძე, გ. დოლიშვილი, ბ. ქველაძე, ნ. თხლაშიძე,
მოწვეული სპეციალისტები: დ. გოგოლაძე, ი. ქველაძე.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები
და აპარატის თანამშრომლები;
მოწვეული სტუმრები:
1. გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე;
2. ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
3. ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე;
4. თიკა ნებიერიძე - საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე;
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა
თვითმმართველობის კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. (ქვორუმი 4)
და
სხდომის დღის წესრიგი: (პროექტი)
1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შეერთებისთვის
წარმოდგენილი
„ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (№07-2/16; 27.01.2025). (წამყვანი: დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის)(სავალდებულო:
აგრარულ
საკითხთა,
თვითმმართველობის და საგარეო საქმეთა კომიტეტები)(ვადები: წამყვან კომიტეტზე 04.02 - 11.03;
სხვა კომიტეტზე 04.02 - 25.02) (შემსრულებელი კომიტეტიდან :ხ. ხვიჩია, ი. ქველაძე)
1
მომხსენებელი: გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის 2019 წლის 18 ივნისის
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის
სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი საქართველო I2Q)“ მეორე ცვლილება“ №07-2/15; 21.01.2025 (წამყვანი: საფინანსოსაბიუჯეტო)(სავალდებულო: განათლების, თვითმმართველობის და საგარეო საქმეთა კომიტეტები)
(ვადები: წამყვან კომიტეტზე 04.02 - 11.03; სხვა კომიტეტზე 04.02 - 25.02) (შემსრულებლები
კომიტეტიდან: გ. დოლიშვილი, ც. კაკაბაძე)
მომხსენებლები: ეკატერინე გუნცაძე- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე.
3. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი:
ირაკლი
ქადაგიშვილი
-
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;
კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა, რის შემდეგაც
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი
სახით.
I მოისმინეს:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ
გენადი არველაძემ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის
წარმოდგენილი
„ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული
აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“, როგორც მან აღნიშნა,
2004 წელს საქართველო შეუერთდა, ,ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა
და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“ ლისაბონის შეთანხმებას,
რომელიც
არის
ადგილწარმოშობის
დასახელებების
მარეგულირებელი
საერთაშორისო ხელშეკრულება. ლისაბონის შეთანხმების ხელშეკრულების
მხარეებს შესაძლებლობა აქვთ გაავრცელონ თავისი ადგილწარმოშობის
დასახელებები იმ ქვეყნებში, რომლებიც ლისაბონის ხელშემკვრელი მხარეები
არიან. 2015 წელს ქალაქ ჟენევაში „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და
გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ მიიღეს,
(შემდგომში-ჟენევის აქტი), რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს,
რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად იცავს გეოგრაფიულ
აღნიშვნებსაც. აღნიშნულ აქტზე საქართველოს მიერთებით ქვეყანას შესაძლებლობა
ექნება მოქნილი სამართლებრივი საფუძვლებით გეოგრაფიული აღნიშვნები
დაიცვას. დღეისათვის საქართველოში 30 ერთეული გეოგრაფიული აღნიშვნაა
რეგისტრირებული. (მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებული ღვინის
2
ადგილწარმოშობის
დასახელებებია-ხვანჭკარა,
წინანდელი,
ახალშენი,
ქინძმარაული, მანავი და სხვ. ასევე მინერალური წყლების-ნაბეღლავი, საირმე,
ბორჯომი და სხვ. ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნებია: ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა,
სულგუნი და სხვა). ლისაბონის შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს დავიცვათ
მხოლოდ
ადგილწარმოშობის დასახელები, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი
გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა მაგალითად, როგორიცაა ქვევრი ვერ ხერხდება,
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქვევრის დაცვა ქართული დაცული
გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსით, რაც ეფუძნება მისი როგორც ქართული
წარმოშობის საღვინე ჭურჭლის რეპუტაციას და ის ქართული თვითმყოფადობის
კულტურის განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც
ჟენევის აქტით არის წარმოდგენილი არის ხელშემკვრელი მხარეების
შესაძლებლობა
შეიტანონ
ერთობლივი
განცხადება
ადგილწარმოშობის
დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციაზე, როდესაც ის
გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ტრანსასაზღვრო
გეოგრაფიულ არიალში. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში სულ
რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 30 გეოგრაფიული
აღნიშვნა. ლისაბონის შეთანხმების ფარგლებში საქართველოში ამჟამად დაცული
აქვს 28 დასახელება, მათ შორის ღვინის და მინერალურ წყლის ადგილწარმოშობის
დასახელებები. ჟენევის აქტთან შეერთება არ გამიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებით ასიგნებების გამოყოფას და საქართველოს კანონმდებლობაში
ცვლილებების შეტანას.
აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა საქპატენტთან ერთად კონკრეტულ
ადგილწარმოშობის
ინიციატივებსა
და
რეგისტრაციებზე
განაცხადების
წარდგენისას იქნებიან თუ არა ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობები,
თუ ერთიანი ბაზა იქნება გეგმით შემუშავებული.
როგორც საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ თიკა ნებიერიძემ აღნიშნა
საქპატენტთან ერთად გეოგრაფიულ აღნიშვნებში და ადგილწარმოშობის
დასახელებებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სიპები,
ღვინის ეროვნული სააგენტო, როგორც წესი განაცხადი მათ მიერ შემოდის
კონკრეტულ ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციაზე, თუმცა ახალმა
კანონმა ეს არეალი გააფართოვა
და ასოციაციებსაც ექნება შესაძლებლობა
განაცხადის შემოტანის. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საქპატენტს და სსიპ ღვინის
ეროვნულ სააგენტოს აქვს ერთობლივი IP ORIGIN,
რომელიც მუშაობს
სპეციფიკაციების შედგენაზე და მიყავს პროცესი რეგისტრაციის ეტაპამდე, რაც
შეეხება თვითმმართველობებს მათი ჩართულობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი
იქნება.
ირაკლი ქადაგიშვილის მოსაზრებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს
შესაბამისი გეოგრაფიული აღნიშვნები აქვს და მათი საერთაშორისო სტანდარტების
3
შესაბამისად დაცვა, გარკვეულწილად, ტურისტული მიზიდულობის გარემოზეც
აისახება.
ასევე თავისი პოზიცია დააფიქსირა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
გელა სამხარაულმა, მისივე თქმით, „ჟენევის აქტთან საქართველოს მიერთებით
შესაძლებლობა გვექნება დავიცვათ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნები, რათა
უფრო მყარი გარანტიები გვქონდეს, რომ შემდგომში ესა თუ ის პროდუქტი
საქართველოს სახე და კულტურა იყოს.
გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს
ადგილწარმოშობის დასახელებების ცნებას 2015 წელს ქ. ჟენევაში მიიღეს
,,ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (შემდგომში-ჟენევის აქტი), რომელიც
ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად იცავს გეოგრაფიულ აღნიშვნასაც.
საქართველო არ არის აქტის ხელმომწერი. ამასთან, აქტის მიხედვით, ხელმოწერა
შესაძლებელი იყო მისი მიღებიდან-2015 წლის 20 მაისიდან ერთი წლის
განმავლობაში, რაც ვერ მოხერხდა შესაბამისად, საქართველო ვერ გახდება აქტის
მხარე მისი ხელმოწერისა და რატიფიცირების გზით. აქტის სავალდებულოდ
აღიარება შეუძლია არა ხელმომწერ სახელმწიფოს, თუ იგი არის სამრეწველო
საკუთრების დაცვის პარიზის 1883 წლის 20 მარტის კონვენციის მხარე, ან აცხადებს,
რომ მისი კანონმდებლობა შეესაბამება პარიზის კონვენციის დებულებებს
ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნების და სავაჭრო
ნიშნების შესახებ. ვინაიდან საქართველო არის პარიზის კონვენციის მხარე და არ
არის აქტის ხელმომწერი, საქართველოს მიერ აქტის სავალდებულოდ აღიარება
უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მასთან შეერთების გზით.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 6 წევრმა.
გადაწყვიტეს: (მომხრე 6, წინააღმდეგი - 0)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა 2025 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის
მიერ
შეერთებისათვის
წარმოდგენილი
,,ადგილწარმოშობის
დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების
ჟენევის აქტი“ (07-2/16; 27.01.2025).
კომიტეტს,
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
წარმოდგენილი
აქტის
სავალდებულოდ აღიარების თაობაზე შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია და
მხარს უჭერს წარმოდგენილი შეთანხმების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
შეერთებისათვის წარდგენას.
II მოისმინეს:
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ
რატიფიცირებისთვის წარმოადგინა “2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო
4
შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო
I2Q)” მეორე ცვლილების შესახებ პროექტი, როგორც მომხსენებელმა განმარტა
აღნიშნული სესხი 90 მილიონი ევროს სახით იქნა გამოყოფილი,
სესხის
ხანგრძლივობაა 27 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12 წელი);
წარმოდგენილი პროექტში შედის მეორე ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს
სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ სესხის დახურვის თარიღის გადაწევას.
კერძოდ, სასესხო შეთანხმების ცვლილების თანახმად, იცვლება სესხის დახურვის
თარიღი და ნაცვლად 2026 წლის 31 მარტისა და სესხის დახურვის ვადად 2027 წლის
31 მარტი განისაზღვრება. პროექტის განმახორციელებელია - საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი.
ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მომართვის
საფუძველზე, ცვლილება ხელშეკრულებიდან ერთ-ერთი პუნქტის ამოღებასაც
ითვალისწინებს.
მოისმინეს:
სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში პროექტის მიზნებზე ისაუბრა განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა. როგორც
მან აღნიშნა, პროექტის მიზანია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოება
და განათლების და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება. სასესხო თანხით
ისეთი მრავალკომპონენტიანი პროექტები დაფინანსდა, როგორიც არის ადრეული
განათლებისა და ზრუნვის ხარისხის მათთან წვდომის გაუმჯობესება, ზოგადი
განათლების სისტემაში სწავლების და სწავლის ხარისხის ამაღლება, უმაღლესი
განათლების სფეროში დაფინანსების ვარიანტების გაძლიერება და უმაღლეს
განათლებაში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 6 წევრმა.
გადაწყვიტეს: (მომხრე 6, წინააღმდეგი - 0)
კომიტეტის დასკვნა:
კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2019 წლის 18
ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის
პროექტი - საქართველო I2Q)“ მეორე ცვლილების“ (№07-2/15; 21.01.2025).
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
III მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია კომიტეტის 2025
წლის სამოქმედო
გეგმის თაობაზე, რომელიც შემუშავდა კომიტეტის
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების
მიზნით, მისი თქმით, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა ოთხ სტრატეგიულ
ამოცანას და 23 აქტივობას მოიცავს.
5
სტრატეგიული ამოცანა 1 - ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარებისთვის,
მტკიცებულებებზე
დაფუძნებული
კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;
სტრატეგიული
ამოცანა
2
-კომიტეტის
მიერ
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებულ სუბიექტებზე ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფა;
სტრატეგიული ამოცანა
3 საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და
თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა,
სტრატეგიული ამოცანა 4 - კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების
განვითარება.
(იხ. კომიტეტის ვებ გვერდზე)
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 6 წევრმა.
გადაწყვიტეს: (მომხრე 6, წინააღმდეგი - 0)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ
საქართველოს
პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცებულ
იქნა მიმდინარე წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე.
(ოქმს თან ერთვის სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
სხდომის მდივანი
ბელა ქველაძე
6
პრესრელიზი
პრესრელიზი
1.
„ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ
ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტისა“ და მასთან დაკავშირებული დეკლარაციის
პროექტის თაობაზე;
საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქტების დასახელებების საერთაშორისო დონეზე
დაცვა, რომელთა დიდი ნაწილი, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები და სხვა
ექსპორტზეა ორიენტირებული და ხშირია მათი გაყალბების ფაქტები მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. საქპატენტი აქტიურადაა ჩართული ქართული
ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვრებს გარეთ
დაცვის საკითხებში, რათა აღიკვეთოს მათი უფლებების დარღვევებისა და
რეპუტაციისთვის
ზიანის
მიყენების
ფაქტები.
დღევანდელი
მდგომარეობით
საქართველოში რეგისტრირებულია 38 ადგილწარმოშობის დასახელება და 26
გეოგრაფიული აღნიშვნა. 2004 წელს საქართველო შეუერთდა ლისაბონის 1958 წლის
31 ოქტომბრის შეთანხმებას ,,ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი
საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“, რომელსაც მართავს ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). ეს შეთანხმება ეხება მხოლოდ
ადგილწარმოშობის დასახელებებს, რომლის ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ
შესაძლებლობა გაავრცელონ თავისი ადგილწარმოშობის დასახელებები იმ
ქვეყნებში, რომლებიც შეერთებული არიან ლისაბონის ხელშეკრულებას. ამ აქტით
ვერ ხერხდება გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა. გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება
უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელებების ცნებას
(მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებული ღვინის ადგილწარმოშობის
დასახელებებია-ხვანჭკარა, წინანდელი, ახაშენი, ქინძმარაული და სხვ.
მინერალური წყლების-ნაბეღლავი, საირმე ბორჯომი და სხვ. ხოლო გეოგრაფიული
აღნიშვნები: ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა სულგუნი და სხვა). 2015 წელს ქ. ჟენევაში
მიიღეს ,,ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების
შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (შემდგომში-ჟენევის აქტი),
რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად იცავს გეოგრაფიულ
აღნიშვნასაც. საქართველო არ არის აქტის ხელმომწერი. ამასთან, აქტის მიხედვით,
ხელმოწერა შესაძლებელი იყო მისი მიღებიდან-2015 წლის 20 მაისიდან ერთი წლის
განმავლობაში, რაც ვერ მოხერხდა შესაბამისად, საქართველო ვერ გახდება აქტის
მხარე მისი ხელმოწერისა და რატიფიცირების გზით. აქტის სავალდებულოდ
აღიარება შეუძლია არა ხელმომწერ სახელმწიფოს, თუ იგი არის სამრეწველო
საკუთრების დაცვის პარიზის 1883 წლის 20 მარტის კონვენციის მხარე, ან აცხადებს,
რომ მისი კანონმდებლობა შეესაბამება პარიზის კონვენციის დებულებებს
ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნების და სავაჭრო
ნიშნების შესახებ. ვინაიდან საქართველო არის პარიზის კონვენციის მხარე და არ
რის აქტის ხელმომწერი, საქართველოს მიერ აქტის სავალდებულოდ აღიარება
უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მასთან შეერთების გზით.
„2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის,
ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)” მეორე ცვლილების
თაობაზე (07-2/15; 21.01.2025);
2.
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო
ბანკს (IBRD) შორის 2019 წლის 18 ივნისს გაფორმდა სასესხო შეთანხმება
„ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q”
პროექტის განხორციელების მიზნით.
ბანკის მიერ გამოყოფილ იქნება 90 მილიონი ევრო სესხის სახით.
სესხის ფინანსური პირობებია:
სესხის მოცულობა: 90 მილიონი ევრო
სესხის ხანგრძლივობა: 27 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12
წელი);
საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი, 6 თვიან Euribor-ზე დაფუძნებული
ფიქსირებული მარჟით; ფიქსირებული მარა შეადგენს 1.25 %-ს;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25℅ (ერიცხება სესხის
აუთვისებელ თანხას.
სესხის დახურვის თარიღი: 31.03.2026
პროექტის განმახორციელებელია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდი.
პროექტის მიზანია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის
განათლების და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტით
ძირითადად
განხორციელება:
გათვალისწინებულია
გაფართოება
შემდეგი
და
ნაწილების
ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის მათთან წვდომის
გაუმჯობესება;
ზოგადი განათლების სისტემაში სწავლების და სწავლის ხარისხის
ამაღლება;
უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ვარიანტების გაძლიერება
და უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
პროექტის მართვის, მონიტორინგის და შეფასების მხარდაჭერა.
ამ ეტაპზე სამინისტრომ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სასესხო
შეთანხმების ცვლილებების თაობაზე, კერძოდ, სასესხო შეთანხმების ფარგლებში
განრიგი 1-ის ნაწილი 3. „დ“-ს „სკოლამდელი განათლების მასწავლებელთა
განათლების
ხარისხის
გაუმჯობესება
განათლების
ყველა
დონის
პროფესიონალებისთვის“ ამოღების და სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ
სესხის დახურვის თარიღად 2026 წლის 31 მარტის ნაცვლად 2027 წლის 31 მარტის
განსაზღვრასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ სასესხო შეთანხმების ცვლილებას ხელი მოეწერა 2024 წლის 31
დეკემბერს.