საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-1616/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/11/25, 4:48 PM განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა თარიღი 10 თებერვალი 2025 14:00 2025 წლის 10 თებერვალი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის ქვეპროგრამა 2)“ (07-2/13; 12.12.2024) განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო 12 Q) მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025) განხილვა; მომხსენებელი: ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. https://parliament.ge/print/announcement/3126?local=true 1/2
ოქმი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N4 2025 წელი, 10 თებერვალი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, II სართული, ოთახი N239) სხდომას უძღვებოდა: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, პაატა სალია, ვლადიმერ ბოჟაძე (ნინო წილოსანის ადგილმონაცვლე), ვლადიმერ კახაძე, იმედა ნიკურაძე, გიორგი სოსიაშვილი. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი. სხდომის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი და დაადასტურა კვორუმის არსებობა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის ქვეპროგრამა 2)“ (№07-2/13; 12.12.2024) განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q) მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025) განხილვა; მომხსენებელი: ბაია კვიციანი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე; 3. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ (№07-2/13; 12.12.2024). 2020 წლის 9 დეკემბერს ხელი მოეწერა ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 1), რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ 2021 წლის 16 თებერვალს. აღნიშნული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ADB-მა ქვეპროგრამა 1-სთვის გამოყო ფინანსური რესურსი 42,416,000 ევროს ოდენობით, სესხის სახით, რომელიც მიიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში ქვეპროგრამა 1-ის ფარგლებში არსებული მატრიცის ღონისძიებების შესრულების საფუძველზე. ქვეპროგრამა 1-ის მიზანი იყო პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავდა პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას და პროფესიული სწავლების სფეროში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას. ამ ეტაპისათვის აზიის განვითარების ბანკი მზადაა დააფინანსოს ზემოაღნიშნული პროგრამის მეორე ქვეპროგრამა. ამ ქვეპროგრამისათვის სესხის სახით გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი. ქვეპროგრამა 2-ის ძირითადი მიზანია პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა. ქვეპროგრამა 2 მოიცავს: (ა) პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში; (ბ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; და (გ) ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში კერძო პირების მონაწილეობის გაზრდის გზით. სესხის დაფარვის ხანგრძლივობაა 15 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 3 წელი). საპროცენტო განაკვეთი დაზუსტდება თანხის ჩამორიცხვის დროს. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი დაფინანსება მიემართება ინტეგრირებულ პროგრამებს, რომელიც საპილოტე რეჟიმში 20 სკოლაში უკვე განხორციელდა და იგეგმება დამატებით 50-ზე მეტ სკოლაში პროექტის განხორციელება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი გეგმავს აქტიურად განახორციელოს ვიზიტები იმ სკოლებში, სადაც ზემოაღნიშნული პროექტი ხორციელდება საპილოტე რეჟიმში და კომიტეტის სახელით, მან გამოთქვა მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიმართულებით სამინისტროსთან. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ მოხდება პროფესიული განათლების შეტანა კერძო სკოლებშიც. კომიტეტის წევრმა, განხორციელდება გიორგი კვლევა, სოსიაშვილმა რომელიც აღნიშნა, წარმოაჩენს რომ კარგი პროფესიული იქნება თუკი განათლების მიმართულებით თუ რა მაჩვენებელია დასაქმების და რომელი პროფესიებია უფრო მოთხოვნადი. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ (№07-2/13; 12.12.2024). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა კომიტეტის წევრებს განსახილველად წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q) მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025). საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2019 წლის 18 ივნისს გაფორმდა სასესხო შეთანხმება ,,ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი-საქართველო 12Q” პროექტის განხორციელების მიზნით. პროექტის დასაფინანსებლად გამოყოფილია 90 მლნ. ევრო სესხის სახით. სესხის ხანგრძლივობაა 27 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12 წელი). საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი 6 თვიან eurivbor-დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით. პროექტის მიზანია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოება და განათლების და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება. პროექტის კომპონენტებია: ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის და მათთან წვდომის გაუმჯობესება; ზოგადი განათლების სისტემაში სწავლების და სწავლის ხარისხის და მათთან წვდომის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ვარიანტების გაძლიერება და უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; მონიტორინგის და შეფასების მხარდაჭერა. 2020 წლის 16 სექტემბერს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმების პირველ ცვლილებას, რაც გულისხმობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან არსებული დაფინანსების 20%-ის ცვლილებასა და პროექტის 100%-იან დაფინანსებას IBRD-ის მხრიდან. ამ ეტაპზე სამინისტრომ მიმართა ფინანსთა სამინისტროს სასესხო შეთანხმებაში ცვლილების განხორციელებაზე, რითაც სესხის დახურვის თარიღად 2026 წლის 31 მარტის ნაცვლად განისაზღვრება 2027 წლის 31 მარტი. აღნიშნულის საფუძველზე 2024 წლის 31 დეკემბერს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმების მეორე ცვლილებას. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2019 წლის 18 ივნისის ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტს - საქართველო I2Q) მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025). კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. კომიტეტმა მოისმინა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. გივი მიქანაძის განცხადებით ორი ძირითადი საკითხი იქნება გამოყოფილი მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაში, ერთი, ეს არის განათლებისა და მეცნიერების კონცეფციის დოკუმენტი და მეორე მიმართულება, ესაა უსაფრთხო სკოლის კონცეფცია. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით, აქტივობების ნაწილი დაეთმობა უკვე განხორციელებული თემატური მოკვლევების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. აგრეთვე, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით, დაგეგმილია გასვლითი სხდომები რეგიონებში. კომიტეტმა გადაწყვიტა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. კენჭისყრის შედეგები: მომხრე: 7; წინააღმდეგი: 0; თავი შეიკავა: 0. სხდომის თავმჯდომარე: გივი მიქანაძე სხდომის მდივანი: ქეთევან გოცირიძე