საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 10 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-1637/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 4

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 2/11/25, 4:49 PM საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა თარიღი 10 თებერვალი 2025 14:00 2025 წლის 10 თებერვალი, 14:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა; მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე; 2. ადმინისტრაციული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ (07-2/14; 17.01.2025); მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე; 3. „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (07-2/16; 27.01.2025); მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გენადი არველაძე; 4. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ (07-2/13; 12.12.2024); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; https://parliament.ge/print/announcement/3128?local=true 1/2 2/11/25, 4:49 PM საქართველოს პარლამენტი 5. სასესხო შეთანხმება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)“ მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025); მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - ბაია კვიციანი. https://parliament.ge/print/announcement/3128?local=true 2/2
ოქმი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის ოქმი N4 2025 წლის 10 თებერვალი, 14:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ი. ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო ურთიერთობათა, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: მარიამ ლაშხი (ჩანაცვლება გ. წიწავა), ირაკლი მეზურნიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან მახარაშვილი, მაია ბითაძე და ირაკლი ქადაგიშვილი; კომიტეტის აპარატი: ნიკოლოზ ხატიაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, კომიტეტების აპარატის თანამშრომლები; სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების დასწრებით. დღის წესრიგი 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა (2-1637; 10.02.2025) მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე 2. ადმინისტრაციული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ (07-2/14; 17.01.2025) მომხსენებელი: თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე 3. „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (07-2/16; 27.01.2025) აღნიშვნების შესახებ მომხსენებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე 4. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ (07-2/13; 12.12.2024) მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 5. სასესხო შეთანხმება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)“ მეორე ცვლილება“ (07-2/15; 21.01.2025) მომხსენებელი: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე: ბაია კვიციანი სხდომის მსვლელობა სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. პირველი საკითხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო: - კომიტეტის მიზანია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ აღსრულებაზე მუდმივი ზედამხედველობაა; ასევე ერთ-ერთი ამოცანა დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ჩვენ ვიმუშავებთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში შენარჩუნებაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გაზრდაზე. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რისკ ფაქტორები არსებობს. ასევე, განვახორციელებთ საპარლამენტო ასამბლეებში, ორმხრივ ფორმატებში და საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციებზე, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებზე მხარდაჭერის მოპოვებისთვის მიმართულ აქტივობებს, კომიტეტის ამოცანები იქნება: ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრების პროცესის ხელშეწყობა, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის განვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების ხელშეწყობა. საქართველოს, ევროპის მიღმა, აქვს ასევე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი და ეს არის - ისრაელი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, ინდოეთი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთაღმოსავლეთ აზიისა (ASEAN) და ოკეანიის ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, კომიტეტი გააგრძელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას, ჩვენ გავაგრძელებთ წინა მოწვევის პარლამენტში დანერგილ პრაქტიკას და მოვუსმენთ საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების ელჩებსაც. ასევე, გვექნება მოსმენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ. აუცილებლად გვექნება მოსმენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს მიღწეული. კომიტეტმა გადაწყვიტა კომიტეტმა განიხილა კომიტეტის 2025 წლის მუშაობის სამოქმედო გეგმის პროექტი. საკითხი მეორე კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული წარადგინა. ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციული შეთანხმება მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების კრიტერიუმები, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება, ვიზიტების განხორციელების პროცედურები და სხვა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, შეთანხმების ძალაში შესვლა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას შეუწყობს ხელს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმება დადებითად შეაფასეს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხი მესამე „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ სხდომის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარუდგინა - საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქტების დასახელებების საერთაშორისო დონეზე დაცვა, რომელთა დიდი ნაწილი, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები და სხვა ექსპორტზეა ორიენტირებული და ხშირია მათი გაყალბების ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. საქპატენტი აქტიურადაა ჩართული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საზღვრებს გარეთ დაცვის საკითხებში, რათა აღიკვეთოს მათი უფლებების დარღვევებისა და რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტები. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 38 ადგილწარმოშობის დასახელება და 26 გეოგრაფიული აღნიშვნა. 2004 წელს საქართველო შეუერთდა ლისაბონის 1958 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებას ,,ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“, რომელსაც მართავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO). ეს შეთანხმება ეხება მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებებს, რომლის ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა გაავრცელონ თავისი ადგილწარმოშობის დასახელებები იმ ქვეყნებში, რომლებიც შეერთებული არიან ლისაბონის ხელშეკრულებას. ამ აქტით ვერ ხერხდება გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა. გეოგრაფიული აღნიშვნის ცნება უფრო ზოგადია და მთლიანად მოიცავს ადგილწარმოშობის დასახელებების ცნებას (მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებიახვანჭკარა, წინანდელი, ახაშენი, ქინძმარაული და სხვ. მინერალური წყლებისნაბეღლავი, საირმე ბორჯომი და სხვ. ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნები: ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა სულგუნი და სხვა). 2015 წელს ქ. ჟენევაში მიიღეს ,,ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“ (შემდგომში-ჟენევის აქტი), რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად იცავს გეოგრაფიულ აღნიშვნასაც. საქართველო არ არის აქტის ხელმომწერი. ამასთან, აქტის მიხედვით, ხელმოწერა შესაძლებელი იყო მისი მიღებიდან-2015 წლის 20 მაისიდან ერთი წლის განმავლობაში, რაც ვერ მოხერხდა შესაბამისად, საქართველო ვერ გახდება აქტის მხარე მისი ხელმოწერისა და რატიფიცირების გზით. აქტის სავალდებულოდ აღიარება შეუძლია არა ხელმომწერ სახელმწიფოს, თუ იგი არის სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის 1883 წლის 20 მარტის კონვენციის მხარე, ან აცხადებს, რომ მისი კანონმდებლობა შეესაბამება პარიზის კონვენციის დებულებებს ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნების და სავაჭრო ნიშნების შესახებ. ვინაიდან საქართველო არის პარიზის კონვენციის მხარე და არ რის აქტის ხელმომწერი, საქართველოს მიერ აქტის სავალდებულოდ აღიარება უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მასთან შეერთების გზით. სხდომის წევრებმა რატიფიცირებისათვის დოკუმენტის სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. საკითხი მეოთხე პროექტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ მომხსენებელმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ - საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებით (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2) სესხის სახით გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი. ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მსესხებლის პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა. ის მოიცავს: პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში; პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში კერძო პირების მონაწილეობის გაზრდის გზით. სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ხანგრძლივობა 15 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი სამი წელი. კომიტეტის წევრებმა სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. საკითხი მეხუთე სასესხო შეთანხმება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)“ მეორე ცვლილება“-ზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა აღნიშნა: - საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2019 წლის 18 ივნისს გაფორმდა სასესხო შეთანხმება „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q” პროექტის განხორციელების მიზნით. ბანკის მიერ გამოყოფილ იქნება 90 მილიონი ევრო სესხის სახით. სესხის ფინანსური პირობებია: სესხის მოცულობა: 90 მილიონი ევრო სესხის ხანგრძლივობა: 27 წელი (მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 12 წელი); საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი, 6 თვიან Euribor-ზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟით; ფიქსირებული მარა შეადგენს 1.25 %-ს; ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25℅ (ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას. სესხის დახურვის თარიღი: 31.03.2026 პროექტის განმახორციელებელია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის მიზანია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოება და განათლების და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება. პროექტით ძირითადად გათვალისწინებულია შემდეგი ნაწილების ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის მათთან წვდომის გაუმჯობესება; ზოგადი განათლების სისტემაში სწავლების და სწავლის ხარისხის ამაღლება; უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ვარიანტების გაძლიერება და უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; პროექტის მართვის, მონიტორინგის და შეფასების მხარდაჭერა. ამ ეტაპზე სამინისტრომ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სასესხო შეთანხმების ცვლილებების თაობაზე, კერძოდ, სასესხო შეთანხმების ფარგლებში განრიგი 1-ის ნაწილი „დ“-ს „სკოლამდელი განათლების მასწავლებელთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება განათლების ყველა დონის პროფესიონალებისთვის“ ამოღების და სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ სესხის დახურვის თარიღად 2026 წლის 31 მარტის ნაცვლად 2027 წლის 31 მარტის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აღნიშნულ სასესხო შეთანხმების ცვლილებას ხელი მოეწერა 2024 წლის 31 დეკემბერს. კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. სხდომის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სხდომის მდივანი ნანა კვირცხალია