„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
05/11/2021,
სარეგისტრაციო
კოდი:
370010010.05.001.020411) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმის
შესაბამისად უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის
თანახმად, ქარსაფარი ზოლი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან მის
ნაწილზე ხელოვნურად გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) მწკრივი, რომლის მიზანია
ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო
კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და ამ
კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთისთვის
ან
მისი
ნაწილისთვის
ქარსაფარი
ზოლის
სტატუსის
მინიჭების
შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი
მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო)
სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით
შემუშავებული დასკვნის საფუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქარსაფარი ზოლების
ინვენტარიზაცია არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი
ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა იმ ტერიტორიების გამოსავლენად, რომლებზედაც
ქარსაფარი ზოლები სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული. ინვენტარიზაციის შედეგებში
აისახება ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობისა და საზღვრების, ქარსაფარ ზოლებზე
გაშენებული მერქნიანი მცენარეების (ხეების) სახეობრივი შემადგენლობის, რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მახასიათებლებისა და ხნოვანებითი სტრუქტურის შესახებ მონაცემები, აგრეთვე
შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თაობაზე ინფორმაცია. სააგენტო ქარსაფარი
ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც
სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
ზემოაღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა 2022 წლის პირველ მარტამდე ამ კანონის
ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის
გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2025 წლის 1 მარტამდე უნდა
უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი
ზოლების ინვენტარიზაცია. ზემოხსენებული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 2 თებერვლის N2-66
ბრძანებით დამტკიცდა „ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა“, რომლის მიხედვითაც,
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფრების ფართობი შეადგენს 17 971.03 ჰექტარს.
ზემოაღნიშნული კანონისა და ინვენტარიზაციის გეგმის საფუძველზე, 2021-2023 წლებში სააგენტოს
მიერ განხორციელდა ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვა, რის შედეგად 2021 წელს თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 355.08
ჰა. ფართობის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, დღეის
მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქარსაფარი
დარეგისტრირდა 1152 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 326.44 ჰა.
ზოლის
სტატუსით
2022 წელს განხორციელდა საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე
არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია (სულ 916.84 ჰა ფართობის 1198 ქარსაფარი ზოლი),
რომელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ეტაპზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვენტარიზებული 603 ქარსაფარი ზოლიდან საერთო ფართით 345.70 ჰა. დარეგისტრირებულია 593 ქარსაფარი ზოლი - 321.87 ჰა., ხოლო
საგარეჯოში ინვენტარიზებული 595 ქარსაფარი ზოლიდან - საერთო ფართით 571.14 ჰა
დარეგისტრირებულია 444 ქარსაფარი ზოლი, ფართობი - 417. 08 ჰა.).
2023 წელს განხორციელდა დედოფლისწყაროს (1503.3 ჰა.), ქარელის (499.13 ჰა.), კასპის (560.83 ჰა.) და
დუშეთის (154.89 ჰა.) მუნიციპალიტეტებში არსებულ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია. საერთო
ფართობმა შეადგინა 2718.15 ჰა. ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
დარეგისტრირებულია დედოფლისწყაროში 650.83 ჰა. ფართობის ქარსაფარი ზოლი (362 მიწის
ნაკვეთი).
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ინვენტარიზაციის
სახელმწიფო პროგრამით“ (პროგრამული კოდი - 31 15 02) გათვალისწინებული იყო 1,5 მილიონი
ლარი. ბაზრის კვლევისა და წინა წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის
შესაბამისად, 1 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მომსახურების ღირებულება
დაახლოებით შეადგენს 500 ლარს. შესაბამისად, ამ თანხის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ჯამში 2999.52
ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია.
დღეისათვის,
ფაქტობრივად
შესრულებული
სამუშაოების მიხედვით, შესაბამის მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი და ინვენტარიზებულია
ჯამში 2684.57 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 2 თებერვლის N2-66
ბრძანებით
დამტკიცებული
საინვენტარიზაციო
„ქარსაფარი
სამუშაოების
ზოლის
დასრულება
ინვენტარიზაციის
იგეგმებოდა
2024
გეგმის“
წელს,
შესაბამისად,
რომელიც
უნდა
განხორციელებულიყო შიდა ქართლის რეგიონში (გორი და ხაშური), კახეთის რეგიონში (ახმეტა,
გურჯაანი, ლაგოდეხი, სიღნაღი და ყვარელი), იმერეთის რეგიონში, სამეგრელო - ზემო სვანეთის
რეგიონში, გურიის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (თიანეთი
და მცხეთა), ქვემო ქართლის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკაში, რომელთა მთლიანი ფართობი შეადგენდა 13938.15 ჰა.-ს.
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად,
სააგენტომ 2025 წლის 1 მარტამდე უნდა დაასრულოს კანონის ამოქმედებამდე
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია. როგორც ზემოთ
არის აღნიშნული სააგენტოს მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი და
დღეისათვის ინვენტარიზაცია განხორციელებულია დაახლოებით 6 000 ჰა-ზე, მაგრამ დარჩენილი
საინვენტარიზაციო ფართობის მოცულობიდან გამომდინარე 2025 წლის 1 მარტამდე ვერ მოესწრება
ამ ინვენტარიზაციის დასრულება. ამდენად, მიზანშეწონილია, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამავე კანონის 21-ე მუხლის მე2 პუნქტით ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის დასრულების ვადად განისაზღვროს 2027 წლის
პირველი იანვარი.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2021-2024 წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში“ (პროგრამული
კოდი - 31 15 02) ჯამურად გამოყოფილი იყო 3 900 000 ლარი (2021 წ. – 300 000 ლარი, 2022 წ. – 600 000
ლარი, 2023 წ. – 1500000 ლარი, 2024 წ. – 1500000 ლარი). ვინაიდან 1 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის
ინვენტარიზაციის მომსახურების ღირებულება საშუალოდ შეადგენს 500 ლარს, დაფინანსების
დეფიციტის გამო შეუძლებელი გახდა ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ჩატარება კანონით
განსაზღვრულ ვადაში საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით,
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია ჩასატარებელია დაახლოებით 11000 ჰექტარ ფართობზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯამურად დამატებით საჭიროა დაახლოებით 5.5
მილიონი ლარის დაფინანსება და ვადის ცვლილება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის
ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ დასასრულებლად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა
აუცილებელია, ვინაიდან, კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით სააგენტომ 2025 წლის 1 მარტამდე
გეგმის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, რაც ზემოთხსენებული ობიექტური გარემოებების
გათვალისწინებით ვერ განხორციელდება დადგენილ ვადაში. შესაბამისად, საჭიროა კანონში
ცვლილების შეტანით ამ ვადის გადაწევა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლების
ინვენტარიზაციის ვადა გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე, რის შედეგადაც სააგენტო შეძლებს
განახორციელოს ინვენტარიზაცია კანონით დადგენილ ვადაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით,
კერძოდ, „სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გეგმის შესაბამისად უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ქარსაფარი ზოლების დარჩენილი ფართობის ინვენტარიზაციის სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო
იქნება: 2025 წელს - 1 800 000 ლარი, ხოლო 2026 წელს - 3 700 000 ლარი. ინვენტარიზაციის სამუშაოებს
ახორციელებს
სახელმწიფო
შესყიდვების
ფარგლებში
(ტენდერი) გამარჯვებული
კომპანია.
შესაბამისად, კანონპროექტს ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც
გამოიხატება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი
თანხებით (დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები). ხსენებული გადასახადების ოდენობა
დამოკიდებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სააგენტოს მიერ გადახდილ შესაბამის
მომსახურების ღირებულებაზე, მომსახურების მიმწოდებელი პირის საგადასახადო დაბეგვრაზე და
ამ უკანასკნელის მიერ დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე.
კანონპროექტს
გავლენა
არ
ექნება
ავტონომიური
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2021-2024 წლების
განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ინვენტარიზაციის
სახელმწიფო პროგრამაში“ (პროგრამული კოდი - 31 15 02) ჯამურად გამოყოფილი იყო 3 900 000 ლარი
(2021 წ. – 300 000 ლარი, 2022 წ. – 600 000 ლარი, 2023 წ. – 1500000 ლარი, 2024 წ. – 1500000 ლარი).
1 ჰექტარი ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მომსახურების ღირებულება საშუალოდ შეადგენს
500 ლარს. დღეის მდგომარეობით, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია ჩასატარებელია
დაახლოებით 11000 ჰექტარ ფართობზე, რისთვისაც ჯამურად დამატებით საჭიროა დაახლოებით 5.5
მილიონი
ლარის
დაფინანსება.
კერძოდ,
ქარსაფარი
ზოლების
დარჩენილი
ფართობების
ინვენტარიზაციის სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო იქნება: 2025 წელს - 1 800 000 ლარი (ეს თანხა
დაფინასდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის
ბიუჯეტიდან) და 2026 წელს - 3 700 000 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და
გაიმარჯვებენ ინვენტარიზაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში.
მიღებული შემოსავალი დამოკიდებული იქნება სამუშაოების ღირებულებაზე. ანალოგიურად,
შესაბამის შემოსავალს შრომითი ანაზღაურების სახით მიიღებენ ამ კომპანიებში დასაქმებული
ფიზიკური პირები, რაც დამოკიდებული იქნება მათ მიერ დადებულ შრომითი ხელშეკრულებების
პირობებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანი) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.