საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
წერილი
2-1735/25
12-02-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
წარმოგიდგენთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი
დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის 2024 წლის ანგარიშს.
დანართი 4 გვ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ
გაწეული საქმიანობის
2024 წლის ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი ძირითადი ღონისძიება:
•
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომის (22-23 თებერვალი, ქ. ვენა,
ავსტრია) ძირითადი თემატიკა შეეხებოდა ეუთოს რეგიონის უსაფრთხოებას,
უკრაინასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, აგრეთვე სხვა გამოწვევებსა და
ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, როლს მათ გადაჭრაში. აღნიშნულ თემატიკაზე
ეუთოს წევრი ქვეყნების პარლამენატარებს სიტყვით მიმართეს ასამბლეის
პრეზიდენტმა პია კაუმამ, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა ვოლფგანგ
სობოტკამ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ - მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან
ბორგმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა.თითოეულმა
ოფიციალურმა პირმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის მხარდაჭერა და
დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პლენარულ დებატებში რეგიონალურ
უსაფრთხოების თემატიკაზე მონაწილეობა მიიღეს
ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ
სამხარაძემ, დელეგაციის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა
ბოჭორიშვილმა და დელეგაციის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, როგორც პლენარულ ასევე
კომიტეტების სხდომებზე ხაზი გაუსვა ეუთოს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების
მოგვარების პროცესში, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ უკრაინაში მიმდინარე აგრესიისა და
სამხედრო მოქმედებების პარალელურად, რუსეთმა გადადგა ნაბიჯები საქართველოს
ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ. აფხაზეთის იზოლაციისაკენ მიმართული
პროცესები მიზნად ისახავს მოსკოვის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას
ოკუპირებულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას ადგილზე არსებულ
ისედაც მძიმე ვითარებას. გამოსვლის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ
აუცილებელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩამოაყალიბოს მკაფიო სტრატეგია
ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევებისა და
საფრთხეების ეფექტიანი გადაჭრისათვის და არ შემოიფარგლოს მხოლოდ
განცხადებებით.
1
•
ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია (29 ივნისი-3 ივლისი, ქ.
ბუქარესტი, რუმინეთი) ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის
ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ
სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ
საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა
საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან
კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია
დევნილი. მან ასევე ხაზი გაუსვა რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი
ქვეყნების ნაწილი კვლავაც არ იყენებს ტერმინს-ოკუპაციას. „წლებია მიმდინარეობს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთოთანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ
ხდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ და გამოსვლის დასასრულს აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ
მოუწოდა. ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საკითხთა კომიტეტზე სიტყვით
გამოვიდა დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი. მან რეგიონში უსაფრთხოების
გართულებულ
ვითარებაზე
ისაუბრა
და
მონაწილეებს
შეახსენა,
რომ
საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ არის რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა
და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნა. „უკვე ათწლეულებია
ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და
საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა,
ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით
ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენ ყოველდღიურ წუხილად რჩება“, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, ასამბლეის
დასკვნით რეზოლუციის პროექტში, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის
საკითხთა კომიტეტის თავში შევიდა დამატება, რომელიც შეეხება საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთის მიერ მიმდინარე
ოკუპაციის შედეგად არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ასევე
აისახა დეკლარაციის საბოლოო ტექსტში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
დელეგაციის
ხელმძღვანელმა
ნიკოლოზ
სამხარაძემ ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საპარლამენტო
ასამბლეის
რეზოლუციაში
სახელწოდებით
„ეუთო-ს
როლი
მიმდინარე
უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ - საქართველოს შესახებ
დამატებული შესწორებები გააკრიტიკა. „მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ
პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება
რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ
არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად იმგვარი,
2
როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ
ტექსტს შესწორებიდან - „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს,
აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში
საქართველოს
დელეგაციის
ხელმძღვანელმა.
„სიტყვების
ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას და ეუთო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების
გაცხადებულ პოლიტიკას. უცნაური და საოცარია ისიც, რომ საქართველოს
წინადადება
საქართველოს
ტერიტორიების
ოკუპაცია
შესულიყო
იმ
ცვლილებაში, რომლებიც რუსეთის მავნე ქმედებებზე საუბრობს - უარყოფილი
იქნა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავედ შელახვის გამო, ჩვენ
ხმას მივცემთ საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი
ხმა არ არის გადამწყვეტი, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ - ძალიან პატარა დელეგაციით,
ამის მიუხედავად, ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს შესწორებები არა ფაქტებსა
და მტკიცებულებებზე დამყარებული, არამედ მიკერძოებულია. ძალიან სამწუხარო
და გასაბრაზებელია ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთის წისქვილზე მოხდა
წყლის დასხმა, თუმცა, ჩვენი მიზანდასახულობა ურყევია და ჩვენ გავაგრძელებთ
ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით
გამოსვლისას.
ასამბლეის ყოვლეწლიური სესიის დასკვნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას,
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ, ისევე როგორც
დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრმა მაკა
ბოჭორიშვილმა, გამოხატეს
პროტესტი
შემდეგი შესწორების ტექსტთან
დაკავშირებით- „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და
ოსეთის შერიგებაა საჭირო“, და მოუწოდა ასამბლეას, რომ ხმა მიეცათ ამ ტექსტის
საწინააღმდეგოდ. საბოლოოდ, აღნიშნული შესწორების ტექსტი ამოღებულ იქნა
ბუქარესტის დეკლარაციიდან.
•
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე საშემოდგომო სესია (3-4 ოქტობერი, ქ.
დუბლინი, ირლანდია). სესიაში მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციის
წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და
დელეგაციის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.
ნიკოლზ სამხარაძემ გამართა ორმხრივი შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან პია კაუმასთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ზოგადად,
რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპაციის გამოწვევები. საუბარი
შეეხო 26 ოქტომბერს ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს . საგარეო
კომტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება
დაინტერესებულია თავისუფალი არჩევნების ჩატარებით და მოუწოდებს ყველა
შესაბამის აქტორს დააკვირდნენ არჩევნებს და ობიექტურად და მიუკერძოებლად
3
შეაფასონ საარჩევნო პროცესი. დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს
უდიდეს როლს არჩევნების დაკვირვების პროცესში და განაცხადა რომ ის არის
ერთადერთი მიუკეღზოებელი ორგანიზაცია რომლის შეფასებასაც ენდობა ქართული
საზოგადოება. ნიკოლოზ სამხარაძემ ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ
მომენტისთვის არსებული წინასაარჩევნო გარემოსა და მოსახლეობის განწყობების
შესახებ.
საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობა:
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ეგიდით განხორციელებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში აზერბაიჯანის
საპრეზიდენტო არჩევნებზე (7 თებერვალი) , ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო
არჩევნებზე (7 მაისი) და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო და
კონგრესის არჩევნებზე (5 ნოემბერი). აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის
საპარლამენტო არჩევნებზე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს მიერ დანიშნული იყო
სპეციალურ კოორდინატორად, რაც გულისხმობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის,
ოდირ-ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის
გაერთიანებული სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობას.
ასამბლეის სხვა ღონისძიებები:
•
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი ძირითადი ღონისძიების გარდა,
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა მონაწილეობდა ისეთ
ღონისძიებებშიც, როგორიცაა კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის
საკითხებზე - ნიკოლოზ სამხარაძე (ლისაბონი, პორტუგალია, 20 მაისი) და
ასამბლეის გენდერულ საკითხთა ქსელის ონლაინ შეხვედრა 23 იანვარი, მარიამ
ლაშხი.
4