საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ „საქართველოს და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების 2025 წლის 29 იანვრიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.02.2025
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-955/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
შენიშვნა ევროკავშირის მიერ „საქართველოს და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერება ძალაშია 2025 წლის 29 იანვრიდან.

📜 ტექსტი

წერილი
3865-01-2-202502121318 № 01/3865 12/02/2025 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მიერ „საქართველოს და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერება ძალაშია 2025 წლის 29 იანვრიდან. დანართი: წერილის შინაარსის შესაბამისად. პატივისცემით, მიხეილ კეკენაძე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
დანართი
Official Journal of the European Union EN L series 2025/170 28.1.2025 COUNCIL DECISION (EU) 2025/170 of 27 January 2025 on the partial suspension of the application of the Agreement between the European Union and Georgia on the facilitation of the issuance of visas THE COUNCIL OF THE EUROPEAN UNION, Having regard to the Treaty on the Functioning of the European Union, and in particular Article 77(2), point (a), and Article 218(9) thereof, Having regard to the Agreement between the European Union and Georgia on the facilitation of the issuance of visas (1), and in particular Article 14(5) thereof, Having regard to the proposal from the European Commission, Whereas: (1) The Agreement between the European Union and Georgia on the facilitation of the issuance of visas (the ‘Facilitation Agreement’) entered into force on 1 March 2011. (2) The purpose of the Facilitation Agreement is to facilitate, on the basis of reciprocity, the issuance of visas for intended stays of no more than 90 days in any 180-day period to citizens of the Union and of Georgia. The Facilitation Agreement contributes to the enhancement of people-to-people contacts and the sharing of values, including respect for human rights and democratic principles. (3) Under Article 14(5) of the Facilitation Agreement, each Party is entitled to suspend the Facilitation Agreement in whole or in part for reasons of public order, the protection of national security or the protection of public health. A decision on suspension is to be notified to the other Party not later than 48 hours before its entry into force. The Party that has suspended the application of the Facilitation Agreement is to immediately inform the other Party once the reasons for the suspension no longer apply. (4) In 2024, Georgia adopted the ‘Law on transparency of foreign influence’ and the legislative package on ‘family values and protection of minors’. Those measures are assessed as undermining the fundamental rights of the Georgian people, including the freedom of association and expression, the right to privacy, the right to participate in public affairs, and as increasing stigmatisation and discrimination. (5) In its conclusions of 27 June 2024, the European Council underlined that the ‘Law on transparency of foreign influence’ represented backsliding on the steps set out in the Commission’s recommendation for candidate status and called on the Georgian authorities to clarify their intentions by reversing a course of action which jeopardised Georgia’s path towards the European Union, de facto leading to a halt of the accession process. In its conclusions of 17 October 2024, the European Council recalled that the course of action taken by the Georgian government jeopardised Georgia’s European path and de facto halted the accession process, and called on Georgia to adopt democratic, comprehensive and sustainable reforms, in line with the core principles of European integration. (6) On 28 November 2024, the Georgian authorities announced their intention not to seek the opening of accession negotiations with the European Union until 2028. That announcement provoked mass protests in numerous Georgian cities, to which the Georgian authorities responded with the use of disproportionate force and violent methods as well as arbitrary arrests and ill-treatment of protesters, politicians and journalists. (7) The actions taken by Georgia breach the fundamental principles on which the Facilitation Agreement was concluded and go against the interests of the Union and its Member States. In particular, these actions do not respect human rights and democratic principles and are therefore inconsistent with Union values and hamper the steady development of economic, humanitarian, cultural, scientific and other ties between the Union and Georgia. (1) OJ L 52, 25.2.2011, p. 34. ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj 1/3 EN OJ L, 28.1.2025 (8) Against this background, the Commission’s 7th Report under the Visa Suspension Mechanism highlighted the steps to be taken urgently by Georgia to address the Commission’s concerns and noted that there are ongoing reflections on the activation of the visa suspension mechanism in relation to certain categories of persons. (9) In order to protect the public order in the Member States and in the Union, it is appropriate and proportionate that Member States require a visa from Georgian citizens holding valid diplomatic passports who travel to the Union, as those persons represent interests which are contrary to those that led the Union to conclude the Facilitation Agreement in the first place. The application of certain provisions of the Facilitation Agreement providing for exemptions for citizens of Georgia holding valid diplomatic passports and for facilitating certain categories of citizens of Georgia applying for short-stay visas, namely members of Georgian official delegations, members of national and regional governments and parliaments of Georgia, and members of the Constitutional Court and Supreme Court of Georgia, in the exercise of their duties, should therefore be suspended. (10) This Decision constitutes a development of the provisions of the Schengen acquis in which Ireland does not take part, in accordance with Council Decision 2002/192/EC (2). Ireland is therefore not taking part in the adoption of this Decision and is not bound by it or subject to its application. (11) In accordance with Articles 1 and 2 of Protocol No 22 on the position of Denmark, annexed to the Treaty on European Union and to the Treaty on the Functioning of the European Union, Denmark is not taking part in the adoption of this Decision and is not bound by it or subject to its application. (12) In view of the gravity of the situation in Georgia, this Decision should enter into force on the date of its adoption, HAS ADOPTED THIS DECISION: Article 1 The application of the following provisions of the Agreement between the European Union and Georgia on the facilitation of the issuance of visas (the ‘Facilitation Agreement’) is suspended as from 29 January 2025: (a) Article 4(1), point (b), as regards members of Georgia’s official delegations who, following an official invitation addressed to Georgia, are to participate in official meetings, consultations, negotiations or exchange programmes, as well as in events held in the territory of the Member States by intergovernmental organisations; (b) Article 5(1), point (b), as regards members of Georgia’s national and regional governments and members of the Constitutional Court and Supreme Court of Georgia; (c) Article 5(1), point (c), as regards permanent members of Georgia’s official delegations who, following an official invitation addressed to Georgia, are to participate regularly in meetings, consultations, negotiations or exchange programmes, as well as in events held in the territory of the Member States by intergovernmental organisations; (d) Article 5(2), point (a), as regards members of Georgia’s official delegations who, following an official invitation, are to participate regularly in meetings, consultations, negotiations or exchange programmes, as well as in events held in the territory of the Member States by intergovernmental organisations; (e) Article 5(3), as regards the categories referred to in Article 5(2), point (a); (f) Article 6(1), as regards fees for processing visa applications for the categories of citizens and persons referred to in Article 6(3), points (c) and (f), and in Article 10(1); (2) 2/3 Council Decision 2002/192/EC of 28 February 2002 concerning Ireland’s request to take part in some of the provisions of the Schengen acquis (OL L 64, 7.3.2002, p. 20, ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2002/192/oj). ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj EN OJ L, 28.1.2025 (g) Article 6(3), points (c) and (f), as regards members of Georgia’s national and regional governments, members of the Constitutional Court and Supreme Court of Georgia, and members of Georgia’s official delegations who, following an official invitation addressed to Georgia, are to participate in meetings, consultations, negotiations or exchange programmes, as well as in events held in the territory of the Member States by intergovernmental organisations; (h) Article 7, as regards the categories of citizens and persons referred to in Article 6(3), points (c) and (f), and in Article 10(1); (i) Article 10(1), as regards citizens of Georgia who are holders of valid diplomatic passports issued by Georgia. Article 2 This Decision shall enter into force on the date of its adoption. Done at Brussels, 27 January 2025. For the Council The President K. KALLAS ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj 3/3
დანართი
ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი 28.1.2025 2025/170 საბჭოს გადაწყვეტილება (EU) 2025/170 27 იანვარი 2025 „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ ევროკავშირის საბჭომ, „ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულების და, კერძოდ, მისი 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის და 218-ე მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით, „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების1 და კერძოდ, მისი მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, მხედველობაში იღებს რა ევროკომისიის წინადადებას, ვინაიდან, (1) „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმება („გამარტივების შეთანხმება“) ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს. (2) გამარტივების შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს, ნაცვალგების საფუძველზე, ვიზების გაცემას არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამარტივების შეთანხმება ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას და ღირებულებების გაზიარებას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. (3) გამარტივების შეთანხმების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება საჯარო წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მეორე მხარეს ეცნობება მის ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 48 საათისა. ის მხარე, რომელმაც ამ შეთანხმების მოქმედება შეაჩერა, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შესახებ. (4) 2024 წელს საქართველომ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. აღნიშნული ზომები შეფასდა, როგორც ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების უფლების, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლების ძირგამომთხრელი და როგორც სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის გამაძლიერებელი. 1 OJ L 52, 25.2.2011, გვ. 34. ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj 1 (5) 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ თავის დასკვნებში ხაზი გაუსვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი წარმოადგენდა კანდიდატის სტატუსის თაობაზე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი ნაბიჯებიდან უკუსვლას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განემარტა თავისი განზრახვები მოქმედების კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რამაც გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ევროპულმა საბჭომ თავის 2024 წლის 17 ოქტომბრის დასკვნებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედების ასეთმა კურსმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების პროცესი, და მოუწოდა საქართველოს, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები. (6) 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, 2028 წლამდე არ დაეყენებინა დღის წესრიგში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოს მრავალ ქალაქში მასობრივი პროტესტები გამოიწვია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალის და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, ასევე, თვითნებური დაპატიმრებებით და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობით. (7) საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. კერძოდ, ეს ქმედებები პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. (8) ამ ფონზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში კომისიის მე-7 ანგარიშში, ხაზი გაესვა კომისიის შეშფოთების საპასუხოდ საქართველოს მიერ დაუყოვნებლივ გადასადგმელ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მიმდინარეობს განხილვები გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე. (9) წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის საჯარო წესრიგის დასაცავად, მიზანშეწონილი და პროპორციულია, წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ ვიზა მოქმედი დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირში, ვინაიდან აღნიშნული პირები წარმოადგენენ იმის საწინააღმდეგო ინტერესებს, რამაც უპირველეს ყოვლისა, უბიძგა ევროკავშირს, დაედო გამარტივების შეთანხმება. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს გამარტივების შეთანხმების გარკვეული დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ მოქმედი დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისებს და გამარტივებულ პროცედურებს ხანმოკლე ვიზაზე განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, კერძოდ, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წევრებისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj 2 სასამართლოს წევრებისთვის, შესრულებისას. მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების (10) წინამდებარე გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის დებულებების განვითარებას, რომელშიც ირლანდია არ იღებს მონაწილეობას, საბჭოს 2002/192/EC2 გადაწყვეტილების თანახმად; შესაბამისად, ირლანდია არ მონაწილეობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებაში და არ არის შებოჭილი ან მასზე არ ვრცელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მოქმედება. (11) დანიის პოზიციის შესახებ N22 ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად, რომელიც თან ერთვის „ევროპის კავშირის შესახებ“ ხელშეკრულებას და „ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულებას, დანია არ მონაწილეობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებაში და არ არის შებოჭილი ან მასზე არ ვრცელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მოქმედება. (12) საქართველოში შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან. მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება: მუხლი 1 2025 წლის 29 იანვრიდან შეჩერებულია „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების („გამარტივების შეთანხმება“) შემდეგი დებულებების მოქმედება: ა) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, მონაწილეობა უნდა მიიღონ ოფიციალურ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში; ბ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებთან მიმართებით; გ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციების მუდმივ წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით 2 საბჭოს 2002 წლის 28 თებერვლის 2002/192/EC გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის ზოგიერთ დებულებაში მონაწილეობის შესახებ ირლანდიის მოთხოვნის თაობაზე (OL L 64, 7.3.2002, გვ. 20, ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2002/192/oj). ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj 3 პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში; ტერიტორიაზე გასამართ დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში; (ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებულ კატეგორიებთან მიმართებით; (ვ) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, სავიზო განაცხადების განხილვის მოსაკრებლებთან მიმართებით, მოქალაქეთა და პირთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც მოცემულია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტებში და მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში; (ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებთან და საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, მონაწილეობა უნდა მიიღონ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში; (თ) მე-7 მუხლი, მოქალაქეთა და პირთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც მითითებულია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტებში და მე-10 მუხლის 1ლ პუნქტში; (ი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, საქართველოს იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიც ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს. მუხლი 2 წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან. შესრულებულია ბრიუსელში, 2025 წლის 27 იანვარს. საბჭოს სახელით პრეზიდენტი კ. კალასი ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2025/170/oj 4