„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონს (www.matsne.gov.ge, 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1672 მუხლი: „მუხლი 1672. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების წესი იმ რეგულირებული ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდებას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის დროს არ იქნეს გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ). მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის დადგენილების №246 „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტითა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვიტოს ბრძანების N77 „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ერთი მხრივ, ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ევალება, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს მიაწოდოს, მეორე მხრივ კი, ელექტროენერგიის გამომუშავების დეფიციტის პერიოდში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე ხდება, ენგურჰესი და ვარდნილჰესი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ სისტემის კომერციულ ოპერატორს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია ან/და აანაზღაურონ მისი ღირებულება. აფხაზეთის უფასო ენერგომომარაგება დიდ ფინანსურ ტვირთად აწევს ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს, ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ენგურჰესის გამომუშავების თითქმის ნახევარი მოდის აფხაზეთზე და მისი უსასყიდლო მიწოდებიდან გამომდინარე, კომპანიისათვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. გარდა ამისა, წელიწადის ცივ თვეებში, აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად ენგურჰესისა და ვარდნილჰესის სრული გამომუშავებაც კი არ არის საკმარისი, შესაბამისად, კომპანია იძულებულია, ესკო-ს მეშვეობით შეისყიდოს ელექტროენერგია, რაც ორგანიზაციის ბიუჯეტს დამატებით ხარჯად აწვება. ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე, კომპანია ცდილობს, ყველა მიმდინარე და საექსპლუატაციო ხარჯი დაფაროს, რაც სულ უფრო რთული ხდება და წლის განმავლობაში, ბიზნეს-გეგმის კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში რამდენჯერმე დგება. შესაბამისად, კითხვის ნიშანი ჩნდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით და უფრო მეტიც, გაკოტრების რისკი იზრდება. კომპანიის ზემოაღნიშნული მძიმე ფინანსური მდგომარეობის ფონზე მისთვის ტარიფის გაანგარიშების დროს, არსებული კანონმდებლობით ხდება ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული, აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის კომპანიის შემოსავლებში გათვალისწინება, რაც არსებითად ცვლის/ამცირებს ტარიფს. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, ასევე, შეუძლებელს ხდის კომპანიისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზოგადად, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ნებისმიერი ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა 20-25 წელიწადში კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ენგურჰესის ნაგებობებს კი, მათი სირთულიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე, 10-15 წელიწადში ერთხელ, შეკეთება სჭირდება. რაც შეეხება აგრეგატებსა და ტრანსფორმატორებს, კაპიტალური რემონტის ვადები კიდევ უფრო ნაკლებია (5-10 წელი). იმ რეალობაში, რომელშიც ენგურჰესი 20 წლის განმავლობაში აღმოჩნდა, სრულფასოვანი მასშტაბური მომსახურების ჩატარება ვერ ხერხდებოდა. ამიტომაც 1990-იანი წლების ბოლოსთვის საწარმოს უმეტესი ტექნიკური შემადგენლობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. თუმცა ამ დროს არსებული სერიოზული ეკონომიკური პრობლემების გამო, ბიუჯეტიდან დაფინანსება წარმოუდგენელი იყო. საქართველოს მთავრობისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2003-2021 წლებში შესრულდა. ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაციის IV ფაზა, რომლის მოცულობაც 38 მილიონ ევროს შეადგენს. ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაწეულ მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB) აფინანსებს იმ გრძელვადიანი კრედიტით, რომლის გადაფასებაც, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველი წლის ბოლოს ხდება. როგორც მოგეხსენებათ, 2021-2022 წლებში ლარის გაცვლითი კურსი ევროს მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა. ამის საპირისპიროდ კი, 2023 წელს ლარმა ინფლაცია განიცადა. აღნიშნული პროცესები, შესაბამის პერიოდში, ენგურჰესის მოგება-ზარალის უწყისებში ფინანსური შემოსავლების/ხარჯების კომპონენტში აისახა. გასულ საანგარიშგებო პერიოდებში მიღებული მსხვილი მოგების მიუხედავად, კომპანიების ჯგუფის აკუმულირებული ზარალი 8.1 მლნ ლარს მაინც შეადგენს. შესაბამისი პროგნოზის თანახმად, ხსენებული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ამდენად, ენგურჰესის მიერ მიღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი მოკლე და გრძელვადიანი საკრედიტო ვალდებულებების დასაფარად მიემართება და თავისუფალი საბრუნავი სახსრები, ფაქტობრივად, აღარ რჩება. უფრო მეტიც, აუცილებელი ხარჯების დასაფარად კომერციულ ბანკებში აღებული მიმდინარე სესხების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ცნობილია, EBRD-სა და EIB-ის მიერ გამოყოფილი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია EURIBOR-ზე (ევროპის ბანკთაშორისი კურსი), რომელიც იცვლება ყოველწლიურად, რაც პროგნოზირებას ართულებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი კანონპროექტი პირდაპირ კავშირში არ გახლავთ ენგურჰესის რეაბილიტაციის მე-5 ფაზის (2025-2028 წ.) მსხვილმასშტაბიან პროექტთან, ვინაიდან ინიცირებული კანონპროექტი უკავშირდება წარსულში განხორციელებული მსხვილი საინვესტიციო პროექტების შედეგად წარმოქმნილ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურების სირთულეს, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას ირიბი ზეგავლენა კომპანიის მიერ დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე აუცილებლად ექნება. კონკრეტულად, თუ ხსენებული კანონპროექტი არ იქნება განხილული და მიღებული, კომპანია ვერ შეძლებს მომავალ საანგარიშო პერიოდებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, რადგანაც ვერ გაუმკლავდება დამატებით საკრედიტო ტვირთს, მიუხედავად იმისა, რომ ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი გათვალისწინებულია ტარიფის გაანგარიშებაში. კომპანიის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საინვესტიციო საქმიანობისკენ მიმართული სახსრები. კერძოდ, აქ საუბარია როგორც კაპიტალურ რემონტებზე, ასევე - ძირითადი საშუალებების შეძენაზე. აღნიშნული მიმართულებით, კომპანია მხოლოდ გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო მინიმალური ხარჯების ანაზღაურებას ახერხებს. ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მანქანადანადგარების ტექნიკურ გამართულობასა და შესაბამისად, მთელი ჰესის მდგრადობას. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის თანახმად სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ ტარიფის ან/და საფასურის დადგენისა და მეთოდოლოგიების მიღების მიზნით ამტკიცებს ელექტროენერგიისა წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიას. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის არსებული რედაქციით ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა გათვალისწინებულია სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ). ვინაიდან, აღნიშნული მოქმედება არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მოცემულობას, კერძოდ, კომპანია ვერ იღებს აფხაზეთის მიწოდების ნაწილში მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურს, ცვლილების პროექტით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ხარვეზის (არასამართლიანი) მიდგომის გამოსწორება და ტარიფის დაანგარიშებისას აფხაზეთში უსასყიდლოდ მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა არ იქნება გათვალისწინებული სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შპს „ენგურჰესსა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადს“ გარდა აფხაზეთის მოხმარების უზრუნველყოფის ვალდებულებისა, ასევე, აკისრია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულებაც. რაც გულისხმობს, ელექტროსადგურების მაქსიმალური პოტენციალის გამოყენებას, აფხაზეთის მოხმარებისა და ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას. აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია ფინანსური სახსრების გარეშე, რომელიც აუცილებელია კაპიტალური რემონტებისა თუ მიმდინარე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კანონის პროექტის მიღების შედეგად შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისათვის“ შესაძლებელი გახდება სამართლიანი ტარიფის დადგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორცილებას. აგრეთვე, აღნიშნულით, დაცული იქნება სამართლიანი ბალანსი მათთვის დაკისრებულ კანონისმიერ ვალდებულებებსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის მიზნებს შორის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონს ემატება 1672 მუხლი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის დროს არ იქნება გათვალისწინებული ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა სატარიფო რეგულირების პერიოდის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (კვტ.სთ). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფი ვერ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური სახსრების შემოდინებასაც კი. კანონპროექტის მიზანი მით უფრო სწრაფად და ჯეროვნად მიიღწევა, რაც უფრო სწრაფად შევა ცვლილება ძალაში და სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“ მიეცემა შესაძლებლობა იხელმძღვანელოს წინამდებარე კანონპროექტით შეტანილი ცვლილებით და დაადგინოს სამართლიანი ტარიფი, შესაბამისად, კანონის ამოქმედება განსაზღვრულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ფინანსური მდგომარეობა სავალალოა. შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ იძულებულია წლიდან წლამდე თავი სესხით გაიტანოს. გარდა ამისა, შპს „ენგურჰესს“ აღებული აქვს ვალდებულებები ფინანსთა სამინისტროსთან, რომლის გასტუმრებასაც ვერ ახერხებს. ამ ფონზე, კი არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული ტარიფი ვერ აკმაყოფილებს ელექტროსადგურების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური სახსრების შემოდინებასაც კი. ხოლო, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, კომპანია აუცილებლად შეძლებს ფინანსთა სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების გასტუმრებას. კანონპროექტის მიზანი მით უფრო სწრაფად და ჯეროვნად მიიღწევა, რაც უფრო სწრაფად შევა ცვლილება ძალაში და სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას“ მიეცემა შესაძლებლობა იხელმძღვანელოს წინამდებარე კანონპროექტით შეტანილი ცვლილებით და დაადგინოს სამართლიანი ტარიფი. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებას არ ახლავს ხარჯები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს პირდაპირ გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადიდან“ მიღებულ საშემოსავლო ნაწილზე. შპს „ენგურჰესი“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ ელექტროენერგიით ვაჭრობენ საბითუმო ბაზარზე. შესაბამისად, ელექტროენერგიას აწვდიან მიმწოდებლებს, რომლებიც, თავის მხრივ, ელექტროენერგიას ჰყიდიან საცალო ბაზარზე (მომხმარებლებზე). ზემოთაღნიშნული გარემოება ირიბად დადებით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანოპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გაიზრდება კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და შესაბამისად გაუჩნდება დამფუძნებელზე მისი კუთვნილი დივიდენდის განაწილების ფინანსური შესაძლებლობა, რისი განხორციელების შემთხვევაშიც გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდიდან გადახდილი მოგების გადასახადის (15%) ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი გახდება შპს „ენგურჰესსა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადს“ დაუდგინდეს ტარიფი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულების შესრულების პირობებში უზრუნველყოფს სადგურების ფინანსურ სტაბილურობასა და მათ მდგრად და საიმედო ფუნქციონირებას. კანონპროექტის მიღების შედეგად, შპს „ენგურჰესსა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი წარმოების გაზრდილი ტარიფი უზრუნველყოფს სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული შემოსავლების სრულად მიღებას და აღარ წარმოიშვება მიუღებელი შემოსავლები აფხაზეთისთვის ელექტრონერგიის მიწოდების შედეგად. შესაბამისად, აღარ განხორციელდება საექსპორტოდ ელექტროენერგიის რეალიზაცია აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად მიუღებელი შემოსავლების კომპენსირების მიზნით. აღნიშნული, შეამსუბუქებს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ წარმოების ტარიფების ზრდით გამოწვეულ უარყოფით გავლენას. კერძოდ, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი შემსყიდველები არიან სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, რომლებიც წარმოადგენენ სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ მიმწოდებლებს (შემდგომში - რეგულირებული მიმწოდებლები) და თავის მხრივ ელექტროენერგიას აწვდიან საბოლოო მომხმარებლებს (მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და მცირე საწარმოებს). ზემოაღნიშნული მომხმარებლების (მათ შორის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) საბოლოო მოხმარების ტარიფებზე გავლენის შეფასება რაოდენობრივ მაჩვენებლებში დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ჰიდროლოგია, ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკა (მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ (აფხაზეთის) ტერიტორიაზე) და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის რეჟიმული მართვის თავისებურებები, თუმცა, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მაქსიმალურად რეგულირებული მიმწოდებლების მიერ ათვისების პირობებში, გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების (მათ შორის საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) ტარიფებზე შესაძლოა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული. ამასთან, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს კომისიის დანახარჯების ზრდას. ამდენად, კანონპროექტის მიღების შედეგად, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები უზრუნველყოფს სადგურების ფინანსურ სტაბილურობას და ამავდროულად გაზრდის მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილს ქვეყნის შიდა მოხმარებაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.