„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის: ა) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-19 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-3-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.“. ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) (შემდგომში - კანონი) ცვლილებები შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად, მიზნად ისახავდა შეეცვალა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ინსტიტუციური მოწყობის ფორმაც. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება, კანონის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა ამოქმედების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და მისი ბოლო რედაქციით აღნიშნული ნორმების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2027 წლის პირველი იანვრიდან (მუხლი 2-3). ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2027 წლის 1 თებერვლამდე. ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა/არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი (პირველადი) და მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან. ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, პროცესებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, აშკარა და ცხადი ხდება, რომ კონკურენციის უწყების მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების ეფექტურობა/ეფექტიანობის კავშირი კონკურენციის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციურ/მმართველობით მოწყობასთან მიმართებით არარელევანტურია. შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურია/ეფექტიანია, ხოლო, მეორეს მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მასშტაბით მისი წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში არ არსებობს საბჭოს ტიპის მოწყობა კონკურენციის აღმასრულებელ უწყებებთან მიმართებაში, მაგალითად გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და ა.შ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების სიძლიერე, პირველ რიგში, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ძლიერ საკანონმდებლო ბაზაზე, ასევე, უწყების შესაძლებლობაზე, ინსტიტუციური გამოცდილებასა და პრაქტიკის დახმარებით აღსრულების პროცესში სწორად გამოიყენოს აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩო. დღეის მდგომარეობით, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, არარელევანტურია მისი ინსტიტუციური დიზაინის (მოწყობის) ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდეგ, შენარჩუნდება სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის მოდელი და ბიუჯეტიდან დაიზოგება სახსრები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-19 პუნქტები იქნება ამოღებული, ასევე ამოღებულ იქნება მე-2 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ მითითება აღარ იქნება ზემოაღნიშნული პუნქტების ამოქმედებაზე, ასევე მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნება მე-3 პუნქტი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება , იმისათვის რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული სახსრების გამოყოფა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის საფუძველზე, არარელევანტურია მისი ინსტიტუციური დიზაინის (მოწყობის) ცვლილება. ამასთან, არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი (პირველადი) და მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან. ვინაიდან, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხაზე მუშაობა ყოველი წლის 1 მარტიდან იწყება, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული სახსრების გამოყოფა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მოქმედი კანონის შესაბამისი ნორმების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, 2027 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება დაახლოებით 84 000 ლარით, რაც წარმოადგენს საბჭოს წევრებისა და მათი მძღოლების მიერ გადასახდელ საშემოსავლო გადასახადს. წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მას შემდეგ, რაც გაუქმდება მოქმედი კანონის შესაბამისი ნორმები და 2027 წლიდან აღარ შეიცვლება სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი დაკარგავს წლიურად დაახლოებით 84 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: მოქმედი რედაქციის ძალაში დარჩენის შემთხვევაში, 2026 წელს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 390 000 ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ:  არაფინანსური აქტივები (ავტომობილები) - 300 000 ლარი;  ინვენტარი - 60 000 ლარი;  სხვა ხარჯები - 30 000 ლარი. რაც შეეხება 2027 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო დაახლოებით 575 000 ლარი, მომდევნო წლებში კი წლიურად დაახლოებით 600 000 ლარი. სააგენტოს მმართველობითი ორგანოს - საბჭოს მარეგულირებელი ნორმების გაუქმების შემდეგ აღარ მოხდება 2027 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის თანხის გამოყოფა, კერძოდ:    თანამდებობრივი სარგოსთვის გათვალისწინებული იყო 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის ხელფასი ჯამურად - 384 000 ლარი (საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6300 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის - 6600 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 6500 ლარს); საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი ჯამურად - 36 000 ლარი); საქონლისა და მომსახურებისთვის - 85 000 ლარი (საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი); იჯარა (საჭირო ხდებოდა დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) – 70 000 ლარი. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომლის თანამდებობაც, იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედი რედაქცია ძალაში დარჩება, გაუქმდება და სააგენტოს ეყოლება კოლეგიური მმართველობის ორგანო. ამასთან, საბჭოს გარდა, მოქმედი რედაქციით დამატებით გათვალისწინებულია აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია (ადმინისტრაციული ფუნქციებით), რომლის სახელფასო ანაზღაურებაც, დაახლოებით უნდა ყოფილიყო სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარის ანაზღაურების შესაბამისი (6500 ლარამდე). წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება აღნიშნული ცვლილებები და შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების გამოყოფის საჭიროება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დადგება დღის წესრიგში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს გავლენა ექნება პოტენციურ საბჭოს წევრებზე. კერძოდ, უნდა დასაქმებულიყო საბჭოს 5 წევრი (საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6300 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის - 6600 ლარს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 6500 ლარს). გარდა საბჭოს წევრებისა, პოტენციურად უნდა დასაქმებულიყვნენ მძღოლები თითოეული საბჭოს წევრის მომსახურების მიზნით (საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი ჯამურად - 36 000 ლარი); ასევე, კანონპროექტს პირდაპირი ზეგავლენა ექნება სააგენტოს მოქმედ თავმჯდომარეზეც, რადგან 2027 წლიდან უნდა გაუქმებულიყო თავმჯდომარის პოზიცია, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებებით კი იგი ნარჩუნდება. შესაბამისად, 2027 წლიდან კვლავ შენარჩუნებული იქნება მისი თანამდებობრივი სარგო (6500 ლარამდე). ცვლილებების შედეგად, აღარ მოხდება პოტენციური საბჭოს წევრებისა და მათი მძღოლების დასაქმება, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის პოზიცია შენარჩუნებული იქნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.