„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09/02/2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
040090000.05.001.020812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომ − კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის
თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების
შეფარდების შესახებ;“.
2. 86-ე მუხლის
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის
თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და
სტრუქტურას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის
წარდგინებით სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს
აპარატი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური
საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020,
სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) (შემდგომში - კანონი) ცვლილებები შევიდა
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც,
სხვა მნიშვნელოვან
დებულებებთან ერთად, მიზნად ისახავდა შეეცვალა საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ინსტიტუციური მოწყობის
ფორმაც. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო
პრემიერ-
მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო.
თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება, კანონის თავდაპირველი
რედაქციით გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა ამოქმედების თარიღმა
რამდენჯერმე გადაიწია და მისი ბოლო რედაქციით აღნიშნული ნორმების ძალაში შესვლა
გათვალისწინებულია 2027 წლის პირველი იანვრიდან (მუხლი 2-3). ხოლო, საქართველოს
პარლამენტმა
და
საქართველოს
პრემიერმინისტრმა
უნდა
უზრუნველყონ
საბჭოს
დაკომპლექტება 2027 წლის 1 თებერვლამდე.
ინსტიტუციური
ცვლილებების
მასშტაბიდან
გამომდინარე,
მის
პრაქტიკაში
განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა/არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც
დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე,
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი (პირველადი) და მუდმივი
წლიური სახსრების გამოყოფასთან.
ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური
მზაობის, პროცესებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, აშკარა და ცხადი ხდება,
რომ კონკურენციის უწყების მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის
აღსრულების ეფექტურობა/ეფექტიანობის კავშირი კონკურენციის აღმასრულებელი უწყების
ინსტიტუციურ/მმართველობით
მოწყობასთან
მიმართებით
არარელევანტურია.
კონკურენციისა და მოხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების სიძლიერე, პირველ
რიგში, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ძლიერ საკანონმდებლო ბაზაზე, ასევე, უწყების
შესაძლებლობაზე, ინსტიტუციური გამოცდილებასა და პრაქტიკის დახმარებით აღსრულების
პროცესში სწორად გამოიყენოს აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩო. ყოველივე აღნიშნულიდან
გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის
1
პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის გაანალიზების
საფუძველზე, არარელევანტურია მისი ინსტიტუციური დიზაინის (მოწყობის) ცვლილება.
შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურია/ეფექტიანია, ხოლო, მეორეს
მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვენლოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების
გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მასშტაბით მისი წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში არ
არსებობს საბჭოს ტიპის მოწყობა კონკურენციის აღმასრულებელ უწყებებთან მიმართებაში,
მაგალთად გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და ა.შ.
ამდენად, მიზანშეწონილია ცვლილებები შევიდეს
„საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში, რათა მოხდეს „კონკურენციის შესახებ“ კანონთან თანხვედრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის შემოთავაზებული ფორმით მიღება აუცილებელია იმ
გარემოების
გათვალისწინებით, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით, საბჭოს და აღმასრულებელი დირექტორის მარეგულირებელი ნორმების
ამოქმედება
უქმდება,
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
შესაბამისი
მნიშვნელოვანია
ნორმების
„საჯარო
თანხვედრა
შესყიდვების
შესახებ“
„კონკურენციის
შესახებ“
საქართველოს კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება
„კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში იმ ნორმების რედაქტირება, რომლებიც მითითებას აკეთებს
სააგენტოს საბჭოსა ან/და აღმასრულებელ დირექტორზე. ამდენად, „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონი თანხვედრაში იქნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს
კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
2
კანონპროექტის შესაბამისად,
ცვლილებები შედის „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, ასევე, 86-ე მუხლის მე3 და მე-5 პუნქტებში და ყველგან მიეთითება სააგენტოს თავმჯდომარე, ნაცვლად სააგენტოს
საბჭოსა ან/და აღმასრულებელი დირექტორისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში ):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება , იმისათვის რომ სახელმწიფო ბიუჯეტის
დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს
შექმნასთან დაკავშირებული სახსრების გამოყოფა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის,
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს
აღსრულების პრაქტიკის საფუძველზე, არარელევანტურია მისი ინსტიტუციური დიზაინის
(მოწყობის) ცვლილება. ამასთან, არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია
როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი (პირველადი) და მუდმივი წლიური სახსრების
გამოყოფასთან. ვინაიდან, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის წარსადგენი ინფორმაციის
ნუსხაზე მუშაობა ყოველი წლის 1 მარტიდან იწყება, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის
დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს
შექმნასთან დაკავშირებული სახსრების გამოყოფა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
3
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები ) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი,
განსაზღვრული არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღება
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
ზეგავლენას
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან :
4
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში , ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ
ე) კანონპროექტის ავტორი:
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.
5
ვ) კანონპროექტის ინიციატორი : შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე.
6