„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.02.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-02-17
ბიუროს ნომერი 21

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის მუხლი 1. რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068). მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს რეგლამენტის რეგლამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი: „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.020181) (შემდგომში - კანონი) ცვლილებები შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად, მიზნად ისახავდა შეეცვალა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ინსტიტუციური მოწყობის ფორმაც. კერძოდ სააგენტოს მმართველობითი ორგანო უნდა გამხდარიყო პრემიერ- მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება, კანონის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა ამოქმედების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და მისი ბოლო რედაქციით აღნიშნული ნორმების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2027 წლის პირველი იანვრიდან (მუხლი 2-3). ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2027 წლის 1 თებერვლამდე. ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობდა/არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი (პირველადი) და მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან. ამასთან, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, პროცესებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, აშკარა და ცხადი ხდება, რომ კონკურენციის უწყების მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების ეფექტურობა/ეფექტიანობის კავშირი კონკურენციის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციურ/მმართველობით მოწყობასთან მიმართებით არარელევანტურია. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების სიძლიერე, პირველ რიგში, დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ძლიერ საკანონმდებლო ბაზაზე, ასევე, უწყების შესაძლებლობაზე, ინსტიტუციური გამოცდილებასა და პრაქტიკის დახმარებით აღსრულების პროცესში სწორად გამოიყენოს აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩო. ყოველივე აღნიშნულიდან 1 გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, როგორც კონკურენციის, ასევე მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, არარელევანტურია მისი ინსტიტუციური დიზაინის (მოწყობის) ცვლილება. შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურია/ეფექტიანია, ხოლო, მეორეს მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მასშტაბით მისი წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში არ არსებობს საბჭოს ტიპის მოწყობა კონკურენციის აღმასრულებელ უწყებებთან მიმართებაში, მაგალითად გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი და ა.შ. შესაბამისად, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ უქმდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომელიც ეხება სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებას, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აღნიშნული რეგლამენტიც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდეგ, შენარჩუნდება სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის მოდელი და ბიუჯეტიდან დაიზოგება სახსრები. ა.ბ) რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგები: წინამდებარე რეგლამენტის ამოქმედებით ძალადაკარგულად გამოცხადდება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, შესაბამისად მოხდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა, იმ კუთხით, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში უქმდება სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები, შესაბამისად აღნიშნული რეგლამენტის არსებობა კარგავს აზრს. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) 2 ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან მიმართებაში. ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება : კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება , იმისათვის რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული სახსრების გამოყოფა. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ): საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის საფუძველზე, არარელევანტურია მისი ინსტიტუციური დიზაინის (მოწყობის) ცვლილება. ამასთან, არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ/მატერიალურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი (პირველადი) და მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან. ვინაიდან, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხაზე მუშაობა ყოველი წლის 1 მარტიდან იწყება, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება, რათა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავიდანვე აღარ იყოს გათვალისწინებული სააგენტოსთვის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული სახსრების გამოყოფა. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. 3 ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: რეგლამენტის პროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის , რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის , მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი, განსაზღვრული არ არის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტის მდგომარეობაზე. მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას გენდერული თანასწორობის 4 მდგომარეობაზე. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები : დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში , ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტში შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების , სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. 5 დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას , ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი : შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, გოჩა ენუქიძე. 6