საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 12 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-02-12
კომიტეტის სხდომის ნომერი 4
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3130?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
12 თებერვალი 2025 12:00
2025 წლის 12 თებერვალი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N418
(C კორპუსი, IV სართული)
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
პარლამენტის
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
2025
წლის
სამოქმედო გეგმის განხილვა და დამტკიცება;
მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
2/12/2025, 12:31 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N4
2025 წლის 12 თებერვალი
თბილისი
სხდომის თავმჯდომარე - ლევან მახაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
ლევან მახაშვილი
ვახტანგ თურნავას ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა
ვიქტორ სანიკიძე
ეკა სეფაშვილი
ლიკა შარტავა
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ხახუბია
დღის წესრიგი:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო
განხილვა და დამტკიცება.
მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
სხდომის მსვლელობა:
კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მიესალმა სხდომის წევრებს და წარმოადგინა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა. მან აღნიშნა, რომ
სამოქმედო გეგმა შემდეგი ხუთი ძირითადი სტრატეგიული მიზნისგან შედგება, ესენია:
საპარლამენტო დონეზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოების ხელშეწყობა, კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის გახორციელება,
ევროინტეგრაციის
საკითხებზე
საპარლამენტო
დიპლომატიის
განხორციელება,
ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაცია და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი
აღსრულება.
მისი თქმით 2025 წელს კომიტეტი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს ევროკავშირის
კანონმდებლობასთან საქართველოს
კანონმდებლობის დაახლოებას და ასოცირების
შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე მნიშვნელოვანი
იქნება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების
ჩართულობის ხელშეწყობა.
ლევან მახაშვილის თქმით დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული საპარლამენტო და სამთავრობო
დონეზე, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებთან
ურთიერთობების
გასაღრმავებლად.
აღნიშნა, რომ ქვეყნის სამიზნე არა მხოლოდ წევრი ქვეყნებია არამედ კანდიდატი ქვეყნების
გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. ქვეყნის ევროპული ინტერესის გზისთვის სასარგებლოა
დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი სახელმწიფოების გამოცდილება, რადგან ათ წელზე მეტია
ისინი უშუალოდ ჩართულები არიან გაწევრიანების პროცესებში და საკმაოდ დიდი
გამოცდილება აქვთ მიღებული.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, რომ კომიტეტის მიზანია მედიასთან,
საზოგადოებასთან, სტუდენტებთან
აქტიური კომუნიკაცია. კომიტეტი მიიღებს
მონაწილეობას სხვადასხვა ფორუმებში, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება ნატოს და
ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან,
ქართულ და უცხოურ მედიასთან, ასევე
სამოქალაქო საზოგადოებასთან და კვლევით ცენტებთან.
კომიტეტი ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირების კომიტეტის საქმიანობაში, ევროპის
დღეების აღნიშვნაში, რეგიონებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
კონსულტაციებში.
ლევან მახაშვილმა საუბრის ბოლოს დასძინა, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატი
სახელმწიფო,
შესაბამისად
საქართველოს
ინტერესების
გათვალისწინებით მოხდება ევროკავშირთან დაახლოება.
აზრი გამოთქვეს:
გრეტა წიწავა დაინტერესდა თუ იგეგმება ახლო მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი შეხვედრა
ქართულ დიასპორასთან, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი იქნება გაიგონ, უკვე კანდიდატის
სტატუსის მქონე საქართველო რა სიახლეებს გეგმავს ამ მიმართულებით.
ლევან მახაშვილმა განმარტა, რომ ოფიციალური ვიზიტების დროს ქართულ დიასპორასთან
სისტემატურად ხორცილდებოდა შეხვედრები და ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
კომიტეტმა კენჭი უყარა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
2025 წლის სამოქმედო გეგმას და მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი